ტორსტენი სხვებთან ერთად მათეუსმა, ბალაკმა და შუმახერმაც დააფასეს
შაბათს ბრემენში, "ვეზერშტადიონზე" გერმანიის ნაკრების ყოფილი საყრდენი ნახევარმცველის, ტორსტენ ფრინგსის გამოსათხოვარი საღამო გაიმართა.

36 წლის ფრინგსთან დასამშვიდობებლად "ვერდერის" სტადიონის ტრიბუნები ბოლომდე შეივსო (42 100 მაყურებელი) - მოედანზე კი ერთმანეთს ტორსტენის მეგობრები და "ვერდერის" ნაკრები დაუპირისპირდნენ. მატჩი "ვერდერის" ნაკრებმა 8:7 მოიგო, თავად ფრინგსმა კი სამი გოლი გაიტანა.

მსოფლიოს 2002 წლის ვიცე-ჩემპიონმა ჯერ "ვერდერის" ნაკრების შემადგენლობაში გაიტანა, მეორე ტაიმში მეგობრების გუნდში თამაშობდა და კიდევ ორი გოლი შეაგდო. ტორსტენის გამოსათხოვარ მატჩში არაერთმა ცნობილმა ფეხბურთელმა და "ვერდერის" პუბლიკის ყოფილმა ფავორიტებმა ითამაშეს. მოედანზე იყო ბრემენელთა ყოფილი გოლეადორი, ბრაზილიელი აილტონი, რომელმაც ასევე გაიტანა (პენალტით) და "ვერდერის" ყოფილი მეკარე ტიმ ვიზე, რომელიც ახლა "ჰოფენჰაიმის" სარეზერვო გუნდშია გადასროლილი.

ფრინგსი ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა - ლოთარ მათეუსმა, მიხაელ ბალაკმა და ბერნდ შნაიდერმაც დააფასეს. ასეთ მატჩებს არასდროს აკლდება ხოლმე ფორმულა 1-ის ლეგენდა მიხაელ შუმახერი და სხვათა შორის, გოლი მანაც გაიტანა.

მატჩის წინ "ვერდერის" პრეზიდენტმა კლაუს-დიტერ ფიშერმა ფრინგსს დიდი, 22-ნომრიანი მაისურა გადასცა, რომელიც ყველა იმ გუნდის ფორმების ნაზავია, სადაც ტორსტენს უთამაშია: აახენის "ალემანია", "ვერდერი", გერმანიის ნაკრები, დორტმუნდის "ბორუსია", "ბაიერნი" და "ტორონტო". საპატიო წრე ფრინგსმა ქალიშვილებთან და "ვერდერის" ლეგენდარულ თავკაც თომას შააფთან ერთად დაარტყა.

"შააფი იყო პირველი ადამიანი, ვისაც 16 წლის წინ, "ვერდერში" გადმოსვლამდე ვესაუბრე. სწორედ თომასმა დამარწმუნა იმაში, რომ კარიერა ბრემენულ კლუბში უნდა გამეგრძელებინა და როგორც აღმოჩნდა, ეს ჩემი კარიერის ყველაზე სწორი და იღბლიანი გადაწყვეტილება იყო," - განაცხადა ფრინგსმა მატჩის შემდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბუცები ლურსმანზე: ფრინგსი "ვერდერში" ბრუნდება?

ტერ შტეგენი შეიძლება თურქულ კლუბში გადავიდეს
პსჟ-ის რიგები შესაძლოა, 17 წლის ტალანტმა დატოვოს - მას შეთავაზება გერმანიიდან აქვს
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
ტერ შტეგენი შეიძლება თურქულ კლუბში გადავიდეს
ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე "გოლდენ გორის" შემადგენლობა ცნობილია
ბერნარდო სილვამ შესაძლოა, "მანჩესტერ სიტი" დატოვოს
[VIDEO] აგვისტოს შემდეგ პირველად - ნეიმარმა ბრაზილიის ჩემპიონატში გაიტანა
[VIDEO] "ტორონტოს" ზედიზედ მეხუთე მოგება - მამუკელაშვილმა "ფილადელფიასთან" 15 წუთი ითამაშა
ჰაკიმი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა
რუსი მეკარე ნორვეგიის ნაკრებში თამაშს აპირებს
გოგლიჩიძე "ბოლონიასთან", ალბათ, ვერ ითამაშებს
"კოშმარი საქართველოსთან დასრულდა - ეს ტრიუმფია" - ბულგარული მედია
As: საზონოვის იანვარში დამატება მადრიდული გუნდისთვის აუცილებელია
"ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გონება დავკარგე" - ფაბრეგასმა კონტესთან მუშაობა გაიხსენა
"დომინოს ეფექტი" სანიოლისთვის - სად გაქრა გამარჯვებულის მენტალიტეტი?!
"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ
რონალდო "თეთრ სახლში" დონალდ ტრამპს შეხვდა და ილონ მასკთან სელფი გადაიღო
კვარაცხელია ძალიან პრესტიჟული Globe Soccer Awards-ის საუკეთესოთა სიაშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
"60 ფეხბურთელს პირადად დავურეკე და ეს ავუხსენი" - ტუხელი ინგლისის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობაზე
"საქართველოსთან შევხედრაში ჩვენი ამოცანა სწორედ ეს იყო" - ბულგარელთა მწვრთნელი მატჩის შემდეგ
"მინიმუმ იმ წარმატებით დავბრუნდებით, რაც საქართველოს აქამდე მოვუტანეთ" - დავითაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
"ამ თამაშების შემდეგ ეს ყველაზე კარგად იგრძნობა" - მამარდაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
მათეუსი: ევროპის ჩემპიონატს გერმანიის ნაკრები მოიგებს
"ბაიერნმა" კაცნაკლული "ვერდერი" სახლში დაამარცხა [VIDEO]
"სხვაგან იტირე" - დი მარიამ გერმანელ ლეგენდას დასცინა
მილოტ რაშიცა: გაზაფხულზე კოსოვოელები ისტორიას შევქმნით
ეს საინტერესოა: ასეთია ფეხბურთელის ბედი...
"ბაიერნი" "დორტმუნდს" 4 ქულით გაექცა და თითქმის ჩემპიონია [VIDEO]
"ბაიერნი" თასის ფინალში გავიდა, მაგრამ თავისი გულშემატკივრების ნერვებზე თამაშობს [VIDEO]
"არ მგონია, ლუისმა მიხაელის რეკორდის გაუმჯობესება მოახერხოს... მიზეზი?" - ფელიპე მასამ ჰამილტონსა და შუმახერზე ისაუბრა
სუპერუიღბლო ბუნდესლიგიდან - "ვერდერის" მცველს არ გაუმართლა [VIDEO]
მიხაელ შუმახერი ქალიშვილმა ასახელა
ტორსტენ ფინკი დაიფრინეს!
მიხაელ შუმახერმა, შესაძლოა, მკურნალობა აშშ-ში გააგრძელოს
მათეუსი: მარადონა საუკეთესო იყო, ჩემს შემდეგ - მესი თუ რონალდო?
შუმახერის კარიერაში ყველაზე მტკივნეული გამარჯვების ისტორია
"ვინისიუსი "ოქროს ბურთს" არ იმსახურებს, მასზე წინ ამ ორ ფეხბურთელს ვაყენებ" - მათეუსმა თავისი ფავორიტები დაასახელა
ბუნდესლიგა. XXX ტურის წინ: ვისი მუსიკა დაუკრავს მიუნხენში?
მათეუსს "ბაიერნის" "მანჩესტერ სიტისთან" ქამბექის იმედი აქვს
Auto-bild.ro: მიხაელ შუმახერის სიმაღლე 14 სანტიმეტრით შემცირდა
მიხაელ შუმახერის საჩემპიონო ბოლიდი იყიდება
მათეუსი: კეინი "ბაიერნისთვის" ძალიან ასაკოვანი და ძვირია, ოსიმენი მიესადაგება