"ბრუკლინ ნეტსმა" კიდის 5-იანი უკვდავყო
NBA-ს კლუბის, "ბრუკლინ ნეტსის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ხმარებიდან ამოიღოს მე-5 ნომერი, რომელითაც ამ გუნდში ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ჯეისონ კიდი თამაშობდა. საზეიმო ცერემონია 17 ოქტომბერს გაიმართება. ამ დღეს დაგეგმილია წინასასეზონო მატჩი "ბრუკლინსა" და NBA-ს მოქმედ ჩემპიონ "მაიამი ჰიტს" შორის.

"ამ მოვლენით ჩვენ აღვნიშნავთ კიდის უდიადეს კარიერას და მის უპრეცედენტო წვლილს კლუბის განვითარებაში, - განაცხადა "ბრუკლინის" მფლობელმა მიხაილ პროხოროვმა. - როცა კარიერის ერთი თავი სრულდება, მალე მეორე იწყება და ჩვენც მოუთმენლად ველოდებით ჯეისონის სამწვრთნელო კარიერის სტარტს".

"ნეტსის" ისტორიაში მსგავსი პატივი ხუთ კალათბურთელს ერგო: კლუბის არენის თაღზე ჩამოკიდეს დრაჟენ პეტროვიჩის (მე-3 ნომერი), ჯონ უილიამსონის (23), ბილ მელჩიონის (25), ჯულიუს ირვინგისა (32) და ჩარლზ უილიამსის (52) მაისურები.

კიდმა თავის 19-წლიან კარიერაში მხოლოდ ერთი საჩემპიონო ბეჭედი მოიგო "დალასის" შემადგენლობაში, აგრეთვე აშშ-ის ნაკრებთან ერთად ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი - 2000 და 2004 წლებში. ის NBA-ს ისტორიაში მეორე ადგილზეა შედეგიანი გადაცემებისა და ჩაჭრების რაოდენობით.

40 წლის მცველმა ცხრაჯერ მიიღო მონაწილეობა "ყველა ვარსკვლავის მატჩში", "ნეტსის" რიგებში კი 506 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 14.6 ქულა, 9.1 შედეგიანი გადაცემა და 7.2 მოხსნა დააგროვა. დღეისთვის კიდი "ნეტსის" ყველა დროის ლიდერია პასების (4620), ჩაჭრების (950), სამქულიანებისა (813) და სამმაგი დუბლების (61) რაოდენობით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?
უარი 50 მილიონზე - ვემბანიამამ "სპურსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
მჯდომარე ცხოვრების წესი და პროქტოლოგიური პრობლემები
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
ევროტურნირების მესამე შესარჩევ ეტაპზე "იბერია 1999"-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
ფაბიან რუისმა გარინჩას მიღწევა გააუმჯობესა
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩი მოიგო
დარვინ ნუნიესი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
მესი "ვერცხლის ბურთის" ამარა - საუკეთესოები ესპანელები გახდნენ
[VIDEO] გარსიას ყელში სწვდა, გავი მოედანზე დააგდო - რა აჩხუბებდა პარედესს?
[VIDEO] ესპანეთმა არგენტინას სძლია და დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
გადაწყდა ვინ გახდება "ოქროს ბურთის" მფლობელი
აგუერო: პორნოვარსკვლავი მესი მოედანზე სექსუალური მოძალადეა
"ამ ფასად "ჩელსიში" ვინისიუსს ან კვარაცხელიას ველოდი" - მორგანი ხანდახან ჭკვიანურსაც იტყვის
ლუკა მაისურაძე ევროპის ღია პირველობის ჩემპიონია
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
ასეთი რამ მხოლოდ სტეფს შეუძლია - კარის წარმოუდგენელი სამქულიანი "ბრუკლინ ნეტსთან" [VIDEO]
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
დრაჟენ პეტროვიჩი - მოცარტის რეკვიემი
ბითაძის საუკეთესო მატჩი "ორლანდოს" რიგებში - გოგამ "ბრუკლინთან" ორმაგი დუბლი შეასრულა [VIDEO]
[VIDEO] მამუკელაშვილმა ძირითად ხუთეულში დაიწყო - "ტორონტომ" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო
პირველ სვლას ახალი პრეზიდენტი გააკეთებს - სპორტული ამბები დონალდ ტრამპზე
კრიმინალური საკითხავი: 355 სისხლის სამართლის დანაშაული
HoopsHype: ევროპის ყველა დროის 15 საუკეთესო კალათბურთელი
ლებრონ ჯეიმსის მორიგი რეკორდი და გამარჯვება [VIDEO]
ბრძოლა კარგია, ოღონდ არა ბინძური - მიროტიჩმა ზაზა ფაჩულიაზე ილაპარაკა
ზაზა ფაჩულია: ნოვიცკის გვერდით თამაში რაღაც განსაკუთრებულია, არა?
ბითაძის მე-6 ორმაგი დუბლი სეზონში | "ორლანდოს" სუპერსერია გრძელდება [VIDEO]
ბითაძის 2 ქულა 6 წუთში - "ორლანდო მეჯიქმა" "ბრუკლინ ნეტსი" დაამარცხა [VIDEO]
ზაზა ფაჩულია: ევრობასკეტის 1/4-ფინალში მოხვედრის ძალა შეგვწევს