ქართულ რაგბიში ამ პოზიციაზე რამდენიმე, მართლაც გამორჩეული მოთამაშე გვყავდა და უცხოელ მარბიელებთან ერთად მათზეც მოგითხრობთ
ფოტოზე: დინ რიჩარდსი

სპეციალისტთა და ჟურნალისტთა მიერ არაერთგზის დასახელებულა მსოფლიო რაგბის ისტორიაში სხვადასხვა პოზიციაზე მოთამაშე საუკეთესო მორაგბეები. თუმცა, აარჩიო საუკეთესო მარბიელი (N8) რაგბის ისტორიიდან, ეს ყოველთვის ურთულესი საქმეა და ხშირად იწვევს ცხარე დებატებს.

ამ პოზიციაზე თამაში უაღრესად საპასუხისმგებლოა და საკუთარი მოთხოვნები გააჩნია: მოთამაშე უნდა იყოს ფიზიკურად ძლიერი, უნდა გააჩნდეს მაღალი სათამაშო ინტელექტი, სხარტი აზროვნება, გამოირჩეოდეს სისწრაფით, შეეძლოს აუტში კარგად ახტომა და ბურთის მოგება, დაცვითი ფუნქციების შესრულებისას კი ევალება ყველა მოთამაშის დაჭერა, რომელიც მოახერხებს და თავდაცვითი ზღუდის პირველ ეშელონს გადმოლახავს.

ქართული დასახელება "მარბიელი" ნამდვილად მიესადაგება მის პირდაპირ მნიშვნელობას და საქმიანობას უშუალოდ მოედანზე.

აღსანიშნავია, რომ ქართულ რაგბიში ამ პოზიციაზე რამდენიმე, მართლაც გამორჩეული მოთამაშე გვყავდა. ჩვენ უცხოელ მარბიელებთან ერთად მათზეც მოგითხრობთ.

დინ რიჩარდსი

დინ რიჩარდსი გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში ბრწყინავდა "ბრიტანელი ლომების", ინგლისის ნაკრებისა და "ლესტერ თაიგერზის" რიგებში.

"დინო" არასდროს გამოირჩეოდა მაღალი სისწრაფით და დღესდღეობით რომ ეთამაშა, აუცილებლად მოუწევდა რამდენიმე ზედმეტი კილოგრამის დაკლება. თუმცა, ბუნებით მინიჭებული უდიდესი ძალა, ხისტი სათამაშო სტილი და ლიდერის თვისებები ნებისმიერ სარაგბო ერაში მას მაინც ვარსკვლავად აქცევდა.

მოთამაშის აქტიური კარიერის დასრულებისთანავე რიჩარდსმა პოლიციელად იმუშავა რამდენიმე წელი, მოგვიანებით წარმატებული მწვრთნელი გახდა ("ლესტერი", "ჰარლიქვინზი)"), თუმცა შემდეგ "ბლადგეითის სკანდალში" გაეხვა და იძულებით მოუხდა დროებით ჩამოშორებოდა საყვარელ სპორტს.

სერჯო პარისე

წარმოშობით არგენტინელი სერჟო პარისე 18 წლისა გახლდათ, როდესაც პირველად მოირგო იტალიის ნაკრების კვართი და ამჟამად 2 კეპიღა აკლია, რათა საიუბილეო, მეასე მატჩი გამართოს ეროვნული გუნდის რიგებში.

მიუხედავად "სკუადრას" არადამაჯერებელი თამაშისა და არცთუ ისე წარმატებული შედეგებისა, პარისე ყოველთვის გუნდის ლიდერი გახლდათ და გამოირჩეოდა მებრძოლი სულით, მის მიერ ჩაგდებული თამაში იშვიათად თუ ვინმეს ახსოვს.

სერჟო ერთნაირად ბრწყინვალეა როგორც დაცვითი, ასევე შეტევითი ფუნქციების შესრულებისას (10 სანაკრებო ლელო).

უნიჭიერესი მოთამაშე ამავდროულად საფრანგეთის ჩემპიონატში მოასპარეზე "სტად ფრანსეს" წამყვანი ფიგურაა, ტურის სიმბოლურ ნაკრებებშიც ხშირად ხვდება და საკუთარ პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა.

მარვინ დევისი

ლეგენდარული მარვინ დევისი მსოფლიო ჩემპიონატების ერამდე, (1987 წლამდე) ასპარეზობდა, თუმცა ეს არანაირად არ აკნინებს მის მიღწევებს.

მარვინმა სპორტული კარიერის განმავლობაში უელსის ნაკრებთან ერთად დიდი სლემის შეასრულებაც მოახერხა და სამეფო თასიც დაისაკუთრა, 1971 და 1974 წლებში მან წარმატებით ულიდერა ბრიტანელი ლომების "ლაშქრობას" ახალ ზელანდიასა და სამხრეთ აფრიკაში.

საერთაშორისო არენაზე ჩატარებულ 46 შეხვედრაში მარვინმა მხოლოდ 9 მატჩი დათმო და იმითაც გახლდათ განსაკუთრებული, რომ აქტიური სპორტული კარიერის განმავლობაში სანაკრებო მატჩი ტრავმის გამო არასდროს გაუცდენია.

29 წლის ასაკში დევისს უმძიმესი დაავადება შეეყარა, რის გამოც იგი იძულებული გახდა ნაადრევად დაესრულებინა სარაგბო კარიერა.

2012 წლის მარტში მარვინი ავადმყოფობასთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა 65 წლის ასაკში.

საერთაშორისო რაგბის ფედერაციამ იგი დიდების დარბაზში შეიყვანა.

თემურ ბენდიაშვილი

პროფესიით ფიზიკოსმა თემურ ბენდიაშვილმა რაგბის თამაში საკმაოდ გვიან დაიწყო. მან სამეცნიერო მოღვაწეობა უეცრად მიატოვა. გადაწყვეტილება მყისიერად მიიღო და მთელი ცხოვრება ოვალური ბურთით თამაშს მიუძღვნა.

მისი პირველი და ბოლო გუნდიც თბილისის "ლოკომოტივია", რომელშიც ჯერ მარბიელად ირჯებოდა, მერე კი მწვრთნელი გახდა და დღემდე რკინიგზელთა დამრიგებელია.

ფოტოზე: მარცხნიდან მეორე თემურ ბენდიაშვილი

"ლოკომოტივს" თუ რაიმე მნიშვნელოვანი და ხელშესახები მიღწევა აქვს, ყველა თემურ ბენდიაშვილის სახელს უკავშირდება.

ის ქართული რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მარბიელი (#8) იყო. შეუპოვარი, სწაფი, სხარტი აზროვნებით, ხშირად იღებდა ორიგინალურ, მოწინააღმდეგისთვის სრულიად მოულოდნელ გადაწყვეტილებებს, შეეძლო ფეხით თამაშიც. უთამაშია საბჭოთა კავშირის ნაკრებშიც.

ჯერ კიდევ მოთამაშეობისას მწვრთნელობას მიჰყო ხელი და მთელი თავისი ნიჭი და უნარი "ლოკომოტივს" მოახმარა. სწორედ მისი ძალისხმევის დამსახურებაა, ეს გუნდი დღესაც რომ არსებობს და ქართულ რაგბიში ყველაზე ტიტულოვანია. რკინიგზელებს არაერთხელ ჰქონია ძნელბედობის ჟამი, მაგრამ თემურ ბენდიაშვილს ის არასდროს მიუტოვებია და მუდამ საჭირო რელსებზე აყენებდა.

"ლომომოტივის" თავკაცი გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს ნაკრების მწვრთნელიც იყო.

ილია ზედგინიძე

ილია ზედგინიძე რაგბიში წყალბურთიდან მივიდა. ის დიდი ხნის განმავლობაში მარბიელად თამაშობდა, თუმცა სარაგბო კარიერის ბოლო ოთხი წელიწადი ეროვნულ ნაკრებში მეორეხაზში გაატარა.

თბილისის "უნივერსიტეტიდან" მან 2000 წელს საფანგეთს მიაშურა და იქ საკმაოდ ბევრ კლუბში გაისარჯა. ზედგინიძემ 11 წელიწადში ექვს ფრანგულ და ერთ იტალიურ გუნდში მოასწრო თამაში. ესენია: "ბეზიე", "ტულონი", "როვიგო", "ორლეანი", "ექსი", "ოში" და "კარკუირანი".

ზედგინიძემ მსოფლიოს თასის სამ გათამაშებაში იასპარეზა "ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში 2003, 2007 და 2011 წლებში.

ახალ ზელანდიაში გამართული მატჩები ბოლო იყო მის სპორტულ კარიერაში.

ეროვნულ ნაკრებში 64 კეპი მოიხვეჭა და გუნდს 65 ქულა მოუტანა. ამჟამად ილია ზედგინიძე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტია.

გიორგი ბარბაქაძე

ბესიკ ჯანგავაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

archilcheghe
და მამუკა? :)
შავი ლომი | ‘მონპელიე’ და ‘ძებრე’ თბილისში, ‘ქონახთი’ და ‘მონტობანი’ სტუმრად
"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
დიეგო ლონგო: ერთ-ერთი მთავარი მიზანია გულშემატიკარმა ჩვენით იამაყოს
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
რა მოქაჩა თმაზე ასეთი - პსჟ-ს ნახევარმცველს დისკვალიფიკაცია ემუქრება
პსჟ-დან "მანჩესტერში" - ბრაზილიელმა ლეგიონერმა შეიძლება პარიზული გუნდი დატოვოს
დირკ შუსტერი: აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს
"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა
ბელინგემი დღეს ოპერაციას გაიკეთებს - ჯუდს სეზონის დასაწყისი გაუცდება
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
სრკ-ის პრეზიდენტის არჩევნების პროცესი მედიისთვის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს
გოჩა სვანიძე: რაგბის სამყაროს რთული არჩევანის გაკეთება მოუწია
ვეტერანმა მორაგბეებმა პრესკონფერენცია გამართეს [VIDEO]
გიორგი კახიანი: დღეს აქ ვიმყოფები, როგორც მოწვეული სტუმარი და არა როგორც პარლამენტარი
საქართველოს რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტის ვინაობა ცნობილია
გოჩა სვანიძე ილია ზედგინიძეს თანამშრომლობას სთავაზობს