ვიდრე ფილა-ს კონგრესი ჩატარდება, სოციალურ ქსელებში უკვე გაჟონა ცნობამ წონითი კატეგორიების ცვლილებათა პაკეტზე
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძესთან ერთად, ბორჯომს ეწვია და საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები მსოფლიო ჩემპიონატისათვის მოსამზადებელ დასკვნით შეკრებაზე მოინახულა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები: გიორგი ედიშერაშვილი (55), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60), ლევან ქელეხსაშვილი (66), იაკობ მაქარაშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84), დავით ქერაშვილი (96), გენო პეტრიაშვილი (120).

მწვრთნელი: რევაზ მინდორაშვილი.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები: ბაჩანა ფუტკარაძე (55), რევაზ ლაშხი (60), საჩინო დავითაია (66), ილია გულბათაშვილი (74), გიორგი ცირეკიძე (84), ვასილ იმერლიშვილი (96), ლევან არაბული (120).

მწვრთნელი: ოთარ ტატიშვილი.

16 სექტემბერს ბუდაპეშტში მსოფლიოს მორიგი ჩემპიონატი დაიწყება ჭიდაობაში, თუმცა საერთაშორისო ფედერაცია ტურნირის მასპინძელ ქალაქში მუშაობას მანამდე შეუდგება - ამ უქმეებზე ფილა-ს კონგრესი გაიმართება.

რაკი ოლიმპიადაზე დარჩნენ, ანუ მთავარი საზრუნავი მოილიეს, მოჭიდავეები ახლა სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც იმსჯელებენ და სამომავლოდ ახალ რეფორმებსაც შეიმუშავებენ. მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი ახალი წონითი კატეგორიებია, რაც აგრერიგად აღელვებთ მთელი მსოფლიოს ფალავნებს.

უკვე გაცნობეთ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილების შესახებ - მომავალ ოლიმპიადაზე ვაჟების ორივე ნაკრებს თითო წონითი კატეგორია მოაკლდეს და ამის ხარჯზე ქალებს ორი დაემატოთ, რათა გენდერული ბალანსი გათანაბრდეს - თამაშებში ორივე სქესს 6-6 წონა გაუხდება. ოღონდ სოკ-მა იმთავითვე განაცხადა, რომ არ ჩაერევა ფილა-ს შიდა საქმეში და მთლიანად მისი პრეროგატივა იქნება, წონით კატეგორიებს როგორ დაალაგებს და რომელს შეამცირებს.

ვიდრე ფილა-ს კონგრესი ჩატარდება, სოციალურ ქსელებში უკვე გაჟონა ცნობამ წონითი კატეგორიების ცვლილებათა პაკეტზე.

წინასწარ გეტყვით, რომ არ გამართლდა ადრევე გავრცელებული ხმები 55 კილოგრამის ამოგდების შესახებ, საჭიდაო სამყარომ კი კიდევ ერთხელ გაგვაოცა არაორდინარული ნაბიჯით - წარმოდგენილი გეგმა ვაჟებში "თავისუფლებსა" და "ბერძენ-რომაელებში" სხვადასხვა წონით კატეგორიას ითვალისწინებს.

მაშ ასე, განზრახულია, რომ კონგრესს "თავისუფლებში" დასამტკიცებლად წარუდგინონ 55, 65, 75, 85, 95 და 125 კილოგრამი კატეგორიები, "ბერძენ-რომაელებში" - 57, 67, 77, 87, 97 და 130 კილოგრამები, ქალებში - 48, 52, 56, 61, 66 და 72.

ქალების ამბავი გასაგებია - იქ ერთი სტილია და არც რამეა ვინმესთან შესადარებელი, მაგრამ ვაჟებში კი სხვაგვარადაა საქმე. ამ პროექტის მთავარი თავისებურება 60 კილოგრამის შევიწროებაა - ორივე სტილში შემცირება მის ხარჯზე განუზრახავთ, თუმცა გაუგებარია, რატომაა განსხვავებული წონები სხვადასხვა სტილში? მაგალითად, "თავისუფლებში" თუ 65-ია, "ბერძენ-რომაელებში" რატომაა 67? 55-ის მერე მომდევნო კატეგორიასთან შედარებით 10-12-კილოგრამიანი სხვაობაც ფრიად უცნაურია.

ასევე გასაკვირია, რომ მძიმე წონა ერთგან 125-ია, მეორეგან - 130, თუმცა 1-3-კილოგრამიანი სხვაობა ყველა წონაშია!

თავისებურებაა ისიც, რომ "ბერძენ-რომაელებში" ყველგან გაზრდილია წონები, "თავისუფლებში" კი ორგან შემცირებულია თითო კილოთი - 66 და 96. ვიმეორებთ - ეს ჯერ მხოლოდ პროექტია, რომელიც დამტკიცებული არაა და, სავარაუდოდ, რაღაც შეიცვლება მასში. თუმცა, თუ განვიხილავთ იმ ვარიანტს, რომ მართლაც ასე დაამტკიცონ, საინტერესოა, რამდენად წაადგებათ ეს ჩვენებურებს.

სადაც დამატებულია ის 1-დან 3 კილოგრამამდე, ჩვენებისთვის კარგიც უნდა იყოს - თითქმის ყველა ჩვენი ფალავანი ხომ წონას იკლებს (ქართველთა ტრადიციული სენი ათადან და ბაბადან მოყოლებული - გადამეტებული სიყვარული ქეიფისა და დროსტარებისადმი) და თუნდაც ეს ორიოდე კილო მათ უნდა აწყობდეთ.

სამაგიეროდ, კიდევ უფრო გაუჭირდებათ წონადაკლებული კატეგორიების ფალავნებს - მათ ახლა დამატებით 1 კილოს დაგდებაც მოუწევთ. ჩვენთვის კარგია, 55 კილოგრამი თუ დარჩება, მაგრამ, ალბათ, აჯობებდა, ეს ამოეღოთ და ათვლა ძიუდოსავით პირდაპირ 60-დან დაეწყოთ.

55-ის დატოვება მოცემულ მომენტში იმითაა კარგი, რომ "თავისუფლებში" არ იზღუდება ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული ფალავანი, ევროპის ჩემპიონი გიორგი ედიშერაშვილი. ამ წონის გაუქმების შემთხვევაში ის იძულებული გახდებოდა, 60-ში გადასულიყო, სადაც ასევე ძლიერი ფალავანი გვყავს, ამ წონის ლიდერი და საერთაშორისო რეიტინგის მეორე ნომერი, ევროპის მედალოსანი და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი; ანუ უმთავრეს ტურნირებზე ერთ ძლიერ ფალავანს ვკარგავდით.

თუმცა წარმოდგენილ ვარიანტს საქართველოსთვის ერთი მკვეთრად უარყოფითი მხარეც აქვს - მცირდება მაინცდამაინც 60 კილოგრამი, რომელიც ორივე ნაკრებში სტრატეგიულია. შეგახსენებთ, რომ ერთგანაც და მეორეგანაც ოლიმპიური ვერცხლისმედალოსნები გვყავს - ხინჩეგაშვილი და რევაზ ლაშხი, რომლებსაც ზედა წონაში გადანაცვლების გარდა, სხვა გზა არ რჩებათ.

თავის მხრივ, ეს იქ მყოფი ახალგაზრდა ლიდერების შევიწროებას გამოიწვევს, რაც უფრო დასანანი "ბერძენ-რომაელებში" იქნება, სადაც ლაშხს შედარებით უფრო ძლიერი კონკურენტი ხვდება, საჩინო დავითაია. თუმცა ახალ წონაში გადასვლა თავად ამ ლიდერებისთვისაც ძნელი იქნება - ჯერ წონის შეცვლას თავისთავად ახლავს სიძნელეები და ადაპტაცია სჭირდება, ამათ კი, შეიძლება... წონის მომატებაც დასჭირდეთ.

როგორც წესი, ყველა წონაში ფალავნები რამდენიმე კილოგრამს იკლებენ, ანუ ისინი მოცემული კატეგორიისთვის განკუთვნილზე მძიმეები არიან და მათ დონეზე თუ არ ხარ, ფიზიკურად ყოველთვის ექნებათ უპირატესობა.

არ გვგონია, რომ ჩვენი ლიდერებისთვის ადაპტაცია სერიოზული პრობლემა იყოს, მაგრამ მაინც აჯობებდა, ასე სადავიდარაბოდ არ გახდოდათ საქმე. თუმცა დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და საკითხის ოფიციალურად გადაწყვეტას.

იმედია, ფილა-ს მაღალჩინოსნები ბევრად უფრო გონივრულად მიუდგებიან ამ საჭირბოროტო საკითხს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა