ვუელტა დასრულდა
ესპანეთში დასრულდა რანგით მესამე ველომარათონი - "ვუელტა". მისი საბოლოო შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა.

ბოლოსწინა, მე-20 ეტაპი გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო - ველომრბოლელებს ფინიშზე ელოდათ ლეგენდარულ მთაზე, ანგლირზე ასვლა. ეტაპის მოგება შეძლო ფრანგმა კენი ელისონდმა, რომელიც დისტანციის შუა ნაწილში დაშორდა ძირითად ჯგუფს და ფინიშზე მარტო მივიდა.

მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი იყო გენერალური კლასიფიკაციის ლიდერთა ბრძოლა. ეტაპის წინ ამერიკელი კრის ჰორნერი "რედიოშეკიდან" 19 წამს უგებდა იტალიელ ვინჩენცო ნიბალის ("ასტანა"). სწორედ მათი ბრძოლა იყო ყველაზე საინტერესო. ფინიშამდე შვიდი კილომეტრით ადრე სწორედ ნიბალიმ შეუტია, მაგრამ ბევრი ვერაფერი დააკლო ამერიკელს, ხოლო, როცა გასავლელი რჩებოდა კილომეტრნახევარი, აჩქარება სწორედ ჰორნერმა დაიწყო და ნიბალის ძალა არ ეყო პასუხის გასაცემად.

ბოლო ეტაპი მადრიდში სპრინტერული იყო და მას არაფერი შეუცვლია გენერალურ კლასიფიკაციაში. ასე რომ, ჰორნერი გახდა გრანდ-ტურების (ტურ დე ფრანსი, ჯირო დ'იტალია, ვუელტა) ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული - 41 წლის და 326 დღის.

საერთო ჩათვლა

1. კრის ჰორნერი (აშშ, "რედიოშეკი") - 81:52.01; 2. ვინჩენცო ნიბალი (იტალია, "ასტანა") - +0.37; 3. ალეხანდრო ვალვერდე (ესპანეთი, "მოვისტარი") - +1.38; 4. ხოაკიმ როდრიგესი (ესპანეთი, "კატიუშა") - +3.22; 5. ნიკოლას როჩი (ირლანდია, "საქსო-ტინკოფი") - +7.11...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვუელტა: ალბერტო კონტადორის მეხუთე გრანდტური

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჯირო დ'იტალიას ჩემპიონმა დოპინგი აღიარა
ᓢᓣᓠ ᓓᓔ ᓤᓠᓐᓜᓡᓘ: ᓩᓔᓛᓞᓘᓝᓜᓘ ᓗᓘᓗᓥᓛᓘᓡ ᓪᓜᓝᓑᓘᓚᓘᓐ
ტურ დე ფრანსი: დიდი ზედახორა ტურზე
ტურ დე ფრანსის ჩემპიონი პრესის წინააღმდეგ
ტურ დე ფრანსი 2013: შარდი მარკ კევენდიშისთვის
ᓢურ ᓓᓔ ფᓠᓐᓜᓡᓘ: ᓜᓘᓑᓐლᓘ ᓓᓘᓐᓓᓘ ᓒᓐᓮᓓᓐ
ტურ დე ფრანსი 2013: ისინი ფავორიტები არიან
ტურ დე ფრანსი 2013: გიჟური ეტაპი
ტურ დე ფრანსი: ფრუმი ორგზის ჩემპიონია
ტურ დე ფრანსი 2013: ტრიუმფატორი კრისტოფერ ფრუმი, გმირი კინტანა
ტურ დე ფრანსი 2013: ყველაფერმა აზრი დაკარგა
ტურ დე ფრანსი: ტური რეკორდით დაიწყო
ᓢᓣᓠ ᓓᓔ ᓤᓠᓐᓜᓡᓘ: ᓡᓐᓑᓝᓚᓝᓝᓓ ᓓᓐᓙᓐᓠᓒᓣᓚᓘ ᓘᓜᓢᓠᓘᓒᓐ
ᓕᓘᓜ აᓠᓘᓡ ᓢᓣრ ᓓᓔ ᓤᓠᓐᓜᓡᓘს ᓐხᓐᓚᓘ ᓛᓔᓤᓔ
რუი კოშტას სენსაციური ოქრო