ოთხი ერის გათამაშებაში ახალი ზელანდიის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო, ავსტრალიამ კი არგენტინას სძლია
რიჩი მაქოუს მძიმე ტრავმის გამო ახალი ზელანდიის ნაკრებს კირონ რიდმა უკაპიტნა და სწორედ იგი გამოუძღვა "ოლ ბლექსს" "ედენ პარკზე" სამხრეთ აფრიკის ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ.

მატჩის დაწყებიდან სამიოდე წუთი გახლდათ გასული, როდესაც მასპინძლებმა საკუთარი აუტი წარმატებით მოიგეს, მორკინალებმა მარცხენა ფლანგზე გაშალეს თამაში და მოკლე დარტყმებით წარმატებით შეაღწიეს მეტოქის ჩათვლის მოედანზე - მთავარმა რეფერიმ კირონ რიდის ლელო დააფიქსირა, რომელიც დენ კარტერმა უპრობლემოდ გარდასახა - 7:0.

მეთხუთმეტე წუთზე სტუმართა კვაჭმა ხისტად შებოჭა ზელანდიელთა მგეზავი - ვიდეორეფერიმ ეპიზოდის გარჩევისას თამაშის წესების დარღვევა ვერ შენიშნა, თუმცა მთავარი მსაჯის გადაწყვეტილებით, სტუმრები 10 წუთის განმავლობაში კაცნაკლულნი დარჩნენ - გაუშვა რა სინბინში დუ პლესი.

"ოლ ბლექსის" შემადგენლობაში კარტერმა ვეღარ შეძლო თამაშის გაგრძელება და მის მაგივრად მატჩში ბოდენ ბარეტი ჩაერთო, რომელმაც საკუთარი შემოსვლა რამოდენიმე წუთში მშვენიერი სოლო-რეიდით აღნიშნა. მისი შეჩერება ჩათვლის მოედნიდან 15 მეტრში შეძლეს სამხრეთაფრიკელებმა, თუმცა ბურთი რაკიდან დროულად აიტაცა კონრად სმიტმა, თავისი აქტიური ქმედებით ერთბაშად რამოდენიმე მოწინააღმდეგე მიიზიდა თავისკენ და დროულად უპასა ბროდი რეტალიკს, რომელმაც მეორედ დაალელოვა "სპრინბოქსი" - ბარეტმა წარმატებით გარდასახა და კიდევ უფრო გაზარდა მასპინძელთა უპირატესობა.

ამასობაში თამაშში დაბრუნდა გასინბინებული კვაჭი, რომელმაც მეტოქის 5-მეტრიან ზონაში ჯერ წარმატებით ააგდო აუტი, შემდეგ საკმაოდ იაქტიურა მოლის აგორებისას, რაც დადებულ ლელოდ დაუფასდა, რომელიც მორნე შტეინმა გარდასახა კუთხიდან - 10:14. ტაიმის მიწურულს ბარეტმა კიდევ ერთი საჯარიმო გაიტანა და მატჩის პირველი ნახევრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 17:10 მასპინძელთა სასარგებლოდ.

მეორე ტაიმის სტარტზე მსაჯთა ბრიგადამ კიდევ ერთი საკამათო გადაწყვეტილება მიიღო - ამჯერად შეტევაში დაუფიქსირა უხეში თამაში იან დუ პლესის. შესაბამისად, აფრიკელთა ჰუკერმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რომელიც ავტომატურად წითლად იქცა და სტუმრები მატჩის ბოლომდე კაცნაკლულნი დარჩნენ.

მოპოვებული სოლიდური უპირატესობა "ოლ ბლექსმა" მშვენივრად გამოიყენა - ჯერ კირონ რიდმა შეასრულა დუბლი - გაუტანა რა მეორე ლელო "სპრინგ ბოქსს", ხოლო მოგვიანებით მარბიელმა სემ კეინმა ბურთთან ერთად წარმატებით შეაღწია მეტოქის ჩათვლის მოედანში და ბონუს-ქულაც მოუტანა საკუთარ გუნდს - 29:10.

დარჩენილ მცირე დროში შეცვლაზე შემოსულმა პეტ ლემბიემ მცირე ინტრიგა დააბრუნა მატჩში, როდესაც ფულბეკ ზენ კირხნერის ჰაერიდან ჩამოგდებული ბურთი დაიჭირა და მეტოქის ჩათვლის მოედანზე დაამიწა - 15:29, თუმცა ეს იყო და ეს - "ოლ ბლექსმა" მეტის უფლება აღარ მისცა მეტოქეს და 14-ქულიანი ჰანდიკაპით იმარჯვა.

ახ. ზელანდია-სამხ. აფრიკა 29:15

ახალი ზელანდია: (15-9) დაგი (პიუტაუ), ბ. სმიტი, კ. სმიტი, ნონუ, სავეა, კარტერი (ბარეტი), ა. სმიტი (1-8) ვუდკოკი (კროქეთი), კოული (მეალამუ), ფრენქსი (ფაუმუინა), რეტალიკი, ვაითლოქი, მესამი (ლუატუა), კენი (ტოდი), რიდი.

სამხრეთი აფრიკა: (15-9) კირხნერი, რუქსი (ლემბი), ენგელბრეხტი, ვილიერსი (კ), ჰაბანა, შტეინი, პიენაარი (ვერმაკი). (1-8) მთავარირა (სტენკამპი), ბ.დუ პლესი, ი. დუ პლესი (ოსტუიზენი), ეტზებეთი, ვან დერ მერვე (კრუგერი), ლოუ (კოლისი), ალბერტსი (შტრაუსი), ვერმიულენი.

ავსტრალიის ქალაქ პერთის ნახევრად ცარიელ სტადიონ SUBICO OVAL-ზე "ვოლაბებმა" ახალი მწვრთნელის, იუენ მაკენზის ხელში პირველი გამარჯვება იზეიმეს - დაამარცხეს რა უმძიმეს ბრძოლაში ტურნირის უპირობო აუტსაიდერი არგენტინა - 14:13.

შეხვედრაში ანგარიში თავდაპირველად "პუმებმა" გახსნეს - ნიკოლას სანჩესმა სამქულიანი უპირატესობით დააწინაურა სტუმრები, თუმცა ავსტრალიელებმა შუამარბ კრისტიან ლეილიფანოს სამი ზუსტი საჯარიმოს და ისრაელ ფოლაუს გატანილი ლელოს წყალობით მატჩის პირველი ნახევარი დამაჯერებლად - 14:3 მოიგეს.

შეხვედრის მეორე ნახევარში ქულებს მხოლოდ სტუმრები აგროვებდნენ - თავდაპირველად არგენტინელთა მგეზავმა მეორე საჯარიმო გაუტანა მასპინძლებს და საკუთარი გუნდის ჩამორჩენა 8 ქულამდე დაიყვანა - 6:14, ხოლო მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე ვეტერანმა ფილიპე კონტეპომიმ გაჭრა მოწინაღმდეგის ხაზი და გადამწყვეტ მომენტში მშვენივრად უპასა ხუან ლეგუისამონს, რომელსაც აღარ გასჭირვებია ლელოს დადება.

წარმატებით შესრულებული გარდასახვის შემდეგ არგენტინელთა ჩამორჩენა 1 ქულასღა შეადგენდა - 13:14, თუმცა დარჩენილ დროში "პუმების" მიერ განხორციელებულმა იერიშებმა შედეგი არ გამოიღო და საბოლოოდ დასანანი მარცხიც იწვნიეს.

ავსტრალია-არგენტინა 14:13

ავსტრალია: (15-9) ფოლაუ, ოკონორი, კუპერი, ლილიაფანო, კუმინსი, კუპერი (ტომუა), ვაითი; (1-8) სლიპერი (სიო), მური (ფაინგა), ალექსანდერი (კეფუ), სიმონსი, დუგლასი (ტიმანი), ფარიდი (მაკალმანი), ჰუპერი, მოვენი(კ).

არგენტინა: (15-9) ჰერნანდესი, აგულა (ამოროსინო), ტიესი (ს.ფერნანდესი), კონტეპომი, იმჰოფი, სანჩესი, კუბელი (ლანდახო); (1-8) აიერზა (ლობო), კრევი (გუინაჯუ), ფიგალო, კაბელო (გალარზა), კარიზა, ლობე, მეტარა, ლეგუიზამონი.

სატურნირო მდგომარეობა

1. ახალი ზელანდია - 18 ქულა, 2. სამხრეთი აფრიკა - 14, 3. ავსტრალია - 4, 4. არგენტინა - 2.

გიორგი ბარბაქაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
15-ქალა | ორი თამაში თებერვალ-მარტში
ჩელენჯ თასი | "ქონოთისთვის" სამი შეიცვალა
ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
[VIDEO] "არსენალმა" "ასტონ ვილა" დაშალა - ემერი "ემირეითსზე" შეაჩერეს...
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
[VIDEO] ულამაზესი კადრები - ასე აღნიშნეს პსჟ-ის ფანებმა წარმატებული 2025 წელი
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" კვლავ იმარჯვა და უკვე პლეი-ოფის ზონაშია
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
[VIDEO] მატჩისას მეკარე იძულებული გახდა ჩაი დაელია
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა