მიუნხენის "ბაიერნი" დორტმუნდის "ბორუსიას" დაეწია
ესეც ასე: გვარდიოლა კლოპს გაუთანაბრდა! რეკორდმაისტერმა დორტმუნდის "ბორუსიას" წაფორხილებით (1:1 ნიურნბერგში) ისარგებლა, "შალკე" გელზენკირხენში 4:0 გაანადგურა და სატურნირო ცხრილს 6 ტურის შემდეგ "ბორუსია" და "ბაიერნი" 16-16 ქულით ლიდერობენ.

მათ ბურთების შეფარდებაც თანაბარი აქვთ და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც "დორტმუნდი" მაინც პირველზეა, ისაა, რომ კლოპის შეგირდებს უფრო მეტი გოლი აქვთ გატანილი.

"ბაიერნმა" "შალკე" 99 წამში დაამარცხა! გელზენკირხენელებმა თამაში მშვენივრად დაიწყეს, მაგრამ 21-ე და 22-ე წუთებზე, 99 წამში ორი გოლი გაუშვეს და მერე თამაშის გადამრჩენელებს აღარ ჰგავდნენ.

პირველი გოლი რობენის კუთხურს მოჰყვა, რომელიც ბასტიან შვაინშტაიგერმა თავით გაიტანა. "შალკემ" კუთხურიდან გოლი მეხუთედ გაუშვა, შვაინი კი "თავბურთელად" ყალიბდება - ბოლო 8 გოლიდან 5 სწორედ თავით აქვს გატანილი.

შალკელებმა შოკიდან გამოსვლა ვერ მოასწრეს, რომ მარიო მანჯუკიჩი დავიდ ალაბას ჩაწოდებას დახვდა, მატიპს დაასწრო და თავით დაარტყა. ჰიოვედესმა და ჰილდებრანდმა ბურთს ხაზზე ვეღარ მიასწრეს - 0:2. ხორვატისთვის ეს მეხუთე გოლია.

აღსანიშნავია, რომ ათ ოფიციალურ მატჩში გვარდიოლამ 9-ჯერ სხვადასხვა ძირითადი შემადგენლობა ათამაშა. მიუხედავად იმისა, რომ შვაინშტაიგერი "შალკესთან" სასტარტოში იყო (მიულერი სკამზე), პეპმა ფილიპ ლამი მაინც საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე გაამწესა. რაც შეეხება "შალკეს" და მის ახალ ლიდერ კევინ-პრინს ბოატენგს - ამ უკანასკნელმა, თანაგუნდელების დარად, ნორმალურად მხოლოდ პირველი 20 წუთი ითამაშა და კარში ერთხელ (მე-6 წუთზე, 20 მეტრიდან) დაარტყა.

მისი ძმა ჟერომ ბოატენგი კი მეორე მხარეს, დაცვაში შესანიშნავად გამოიყურებოდა და კევინს პირადი დუელების უმეტესობაც მოუგო. მეორე ტაიმში რიბერიმ და შეცვლაზე შესულმა პისარომაც იხეირეს - რეკორდმაისტერს გალიდერებამდე ერთი გოლი დააკლდა. ხოლო "შალკე" ზედიზედ ორი მშრალი გამარჯვების შემდეგ ისევ შერცხვა და ცხრილის ქვედა ნახევარში ჩაეშვა.

იხილეთ ვიდეო

"დორტმუნდი" ასიანი აღარაა

ეს, უბრალოდ, არ იყო "დორტმუნდის" კვირა. ნეაპოლში წაგებიდან (1:2) სამი დღის შემდეგ "ბორუსიამ" ქულები ბუნდესლიგაშიც დაკარგა - კერძოდ, ნიურნბერგში (1:1).

ორივე გოლს დისკუსიები და შეხლა-შემოხლა მოჰყვა. 37-ე წუთზე ნიურნბერგელთა საჯარიმოს წინ შტარკისა და ბლაშჩიკოვსკის ორთაბრძოლა კინკლაობაში გადაიზარდა, მათ ერთმანეთს მაისურებზე დაქაჩეს, დაცემით კი მხოლოდ დორტმუნდელი დაეცა და მსაჯმა შტარკი დააჯარიმა!

ჯარიმა მარსელ შმელცერმა შესანიშნავად შეასრულა და 22 მეტრიდან ანგარიში გახსნა! ეს იყო შმელცერის მეორე გოლი ბუნდესლიგის 137-ე შეხვედრაში.

51-ე წუთი: პლატენჰარდტის ჯარიმას ნილსონი გამოეხმაურა და ძლიერი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, ჯერ ერთი, ნილსონი თამაშგარე მდგომარეობაში იყო და მეორეც: ბურთი ხელზე მოხვდა. მაგრამ გოლი ჩაითვალა, რის გამოც დორტმუნდელთა თავკაცი იურგენ კლოპი ზუსტად ისე არა, როგორც ნეაპოლში, მაგრამ გვარიანად გადაირია.

ისიც უნდა ვთქვათ, რომ კლოპის როტაციამ არ გაამართლა - იურგენმა ლევანდოვსკი და მხითარიანი სკამზე დატოვა, სასტარტოში კი ახლები, დუკში და დურმი ჰყავდა. მეორე ნახევარში ლევანდოვსკი გამოიყვანა, მხითარიანი - არა!

"მძიმე კვირა გადავიტანეთ. რაც შეეხება როტაციას: ეს ჩემი სურვილი ან ახირება კი არ იყო, არამედ აუცილებლობას წარმოადგენდა," - აღნიშნა მატჩის შემდეგ კლოპმა, რომელიც შესვენებაზე იძულებული გახდა, როისი და შმელცერი მოედნიდან გაეყვანა.

საბედნიეროდ, მათი ტრავმები სერიოზული არაა. სამაგიეროდ, ნიურნბერგელებმა გაიხარეს - მართალია, ფრანკები ისევ მოუგებლად ასპარეზობენ (2 ფრე, 4 მარცხი), მაგრამ "დორტმუნდთან" 1:1 მწვრთნელ ვიზინგერს აქტივში ჩაეთვალა და მინიმუმ ერთი კვირა მშვიდად ყოფნის უფლება აქვს.

იხილეთ ვიდეო

"ლევერკუზენიც" მოწოდების სიმაღლეზეა

ლევერკუზენის "ბაიერმა" მანჩესტერში წაგების (2:4) ჯავრი "მაინცზე" ამოიყარა და "დორტმუნდსა" და "ბაიერნს" ჯერჯერობით ვაჟკაცურად მისდევს.

ფარმაცევტებმა მაინცში 4:1 გაიმარჯვეს, რაც იმასაც ნიშნავს, რომ თომას ტუხელის გუნდმა შესანიშნავი სტარტის შემდეგ ზედიზედ მესამე თამაში წააგო.

"ლევერკუზენის" დამრიგებელი სამი ჰიიპია წინა ხაზზე აქამდე სემის, სონისა და კისლინგის ტრიოს ენდობოდა, ახლა კი სონი ამოაგდო და ფსონს რობი კრუსზე ჩავიდა, რომელმაც იმედები გაუმართლა - ოთხიდან ორი გოლი სწორედ ავსტრალიელის ანგარიშზეა, რომელიც "ბაიერმა" დიუსელდორფის "ფორტუნადან" 1.5 მილიონ ევროდ შეიძინა.

ამრიგად, "ლევერკუზენს" 6 მატჩის შემდეგ 15 ქულა აქვს, რაც ამ კლუბისთვის პირადი სასტარტო რეკორდია.

კრიზისული დერბი "ვერდერმა" მოიგო

"ჰამბურგი" "ვერდერზე" უარეს დღეში ყოფილა - ამაში ჩრდილოეთის დერბიმ დაგვარწმუნა, რომელშიც ბრემენულმა კლუბმა ზედიზედ სამმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა და დროებით უმწვრთნელო (ადოს და კარდოსოს მწვრთნელებად ვერ მივიჩნევთ) მოსისხლე მტერს სტუმრად 2:0 მოუგო.

კობილანსკისა და გარსიას სახით ორი დებიუტანტი ათამაშა და მათ იმედები გაუმართლეს. კარდოსომ და ადომ კი "ჰამბურგის" პუბლიკა 17 წლის ფეხბურთელის, თაას ძირითადში გამწესებით გააკვირვეს. ფაქტია, რომ ახალ მწვრთნელ ბერტ ვან მარვეიკს ბევრი სამუშაო ელის.

"ჰანოვერმა" კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სახლის გუნდია - "წითლებმა" მეოთხე საშინაო შეხვედრაც მოიგეს (2:1 აუგსბურგთან) და 6 ტურის შემდეგ მე-4 ადგილზე არიან. მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოისწორეს "გლადბახმა" (4:1 "ბრაუნშვაიგთან") და "ვოლფსბურგმაც" (2:1 "ჰოფენჰაიმთან").

გერმანია. ბუნდესლიგა. VI ტური

გლადბახი-ბრაუნშვაიგი 4:1

გოლები: 1:0 ვენდტი (22), 2:0 რაფაელი (31), 2:1 ბოლანდი (58), 3:1 კრუზე (72-პენ), 4:1 რაფაელი (76)

გლადბახი (4-2-2-1-1): ტერ შტეგენი - იანჩკე, შტრანცლი, ალვარო დომინგესი, ვენდტი - კრამერი, ჯაკა (76. ნორდტვეიტი) - ჰერმანი (81. ჰრგოტა), არანგო (89. იუნესი) - რაფაელი - კრუზე.

ბრაუნშვაიგი (4-2-2-2): პეტკოვიჩი - კესელი, ბიჩაქჩიჩი, დოგანი, რაიხელი - მ. კალიჯური, თოიერკაუფი - ელაბდელაუი (83. ჯეკსონი), ბოლანდი (84. კრუპკე) - ბელარაბი, კუმბელა (68. ადემი).

გაფრთხილება: ჯაკა - ბელარაბი, ბიჩაქჩიჩი

კუთხური: 0-1; ჯარიმა: 11-12; თამაშგარე: 3-6; კარში დარტყმა: 13(7)-12(3); ბურთის ფლობა: 60%-40%.

მაყურებელი: 50 064

ჰანოვერი-აუგსბურგი 2:1

გოლები: 0:1 ვერჰეგი (51-პენ), 1:1 ა. ზობიეხი (60), 2:1 ჰუსტი (89-პენ)

ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჰ. საკაი, მარსელო, სანე, პოკონიოლი - პრიბი (54. ბიტენკური), ანდრეასენი - შტინდლი, ჰუსტი (93. კ. შულცი) - ია კონანი (90. ჰოფმანი), ა. ზობიეხი.

აუგსბურგი (4-1-4-1): მანინგერი - ვერჰეგი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ოსტრცოლეკი (90. მილიკი) - ბაიერი - ჰანი, მორავეკი (67. ფოგტი), ჰალილ ალთინთოფი, ჰოლცჰოიზერი (57. ტო. ვერნერი) - მიოლდერსი.

გაფრთხილება: მარსელო, შტინდლი, ჰ. საკაი - ბაიერი, ოსტრცოლეკი, მორავეკი, ვერჰეგი

კუთხური: 8-1; ჯარიმა: 21-18; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 15(8)-12(2); ბურთის ფლობა: 61%-39%.

მაყურებელი: 39 200

ვოლფსბურგი-ჰოფენჰაიმი 2:1

გოლები: 0:1 მოდესტე (15), 1:1 ოლიჩი (44), 2:1 ოლიჩი (48)

ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ტრეში, ნალდო, კნოხე, როდრიგესი - კოო (46. პერიშიჩი), პოლაკი - ვიეირინია (75. დ. კალიჯური), დიეგო, მ. შეფერი - ოლიჩი (86. კლოზე).

ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): კასტეელსი - ბეკი, აბრაამი, ვესტერგაარდი, სარკა (46. ჰერდლინგი) - პოლანსკი, რუდი (73. შტრობლი) - ფოლანდი, რობერტო ფირმინო (68. შიპლოკი), ფ. ჯონსონი - მოდესტე.

გაფრთხილება: პოლაკი - რუდი, რობერტო ფირმინო, ვესტერგაარდი, ჰერდლინგი

კუთხური: 6-6; ჯარიმა: 16-19; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 15(6)-7(2); ბურთის ფლობა: 63%-37%.

მაყურებელი: 29 837

ნიურნბერგი-დორტმუნდი 1:1

გოლები: 0:1 შმელცერი (37), 1:1 ნილსონი (50)

ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი - ჩანდლერი, ნილსონი, პოგატეცი, პლატენჰარდტი - ჰასებე, შტარკი - კიოტაკე (89. ანგა), ფრანტცი, ჰლუშეკი (67. ესვაინი) - გინჩეკი (81. პეკჰარტი).

დორტმუნდი (4-1-2-2-1): ვაიდენფელერი - დურმი, სუბოტიჩი, სოკრატისი, შმელცერი (46. ნ. შაჰინი) - ს. ბენდერი - ბლაშჩიკოვსკი (65. ლევანდოვსკი), გროსკროიტცი - ობამეიანგი, როისი (46. ჰოფმანი) - დუკში.

გაფრთხილება: ჩანდლერი - როისი, სუბოტიჩი

კუთხური: 3-9; ჯარიმა: 7-12; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 10(3)-18(6); ბურთის ფლობა: 48%-52%.

მაყურებელი: 50 000

მაინცი-ლევერკუზენი 1:4

გოლები: 0:1 კრუსი (19), 0:2 ლ. ბენდერი (38), 0:3 კრუსი (45+1), 0:4 კისლინგი (59), 1:4 მალი (82)

მაინცი (4-1-2-2-1): ჰ. მიულერი, პოსპეხი, სვენსონი, ნოვესკი, პარკი - მორიტცი - გაისი, სოტო (46. მალი) - ნ. მიულერი, ჩუპო-მოტინგი (64. ოკაზაკი) - დ. შაჰინი (71. პოლტერი).

ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - ჰილბერტი, ვოლშაიდი, თოფრაქი, ბიონიში - რაინარტცი - ლ. ბენდერი (63. ჩანი), როლფესი - სემი, კრუსი (75. იოზთუნალი) - კისლინგი (69. დერდიოკი).

გაფრთხილება: მორიტცი - დერდიოკი

კუთხური: 4-4; ჯარიმა: 14-11; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 14(2)-13(5); ბურთის ფლობა: 51%-49%.

მაყურებელი: 28 617

ჰამბურგი-ვერდერი 0:2

გოლები: 0:1 პეტერსენი (32), 0:2 პეტერსენი (94)

ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - ვესტერმანი, თაა, ჯურუ, იანსენი - რინკონი (67. არსლანი), ბადელი - ჟ. ლამი (63. რუდნევსი), ვან დერ ვაარტი, ირაჩეკი (80. ლასოგა) - ბაისტერი.

ვერდერი (4-2-3-1): მილიტცი - ფრიტცი, ლუკიმია, კალდიროლა, გარსია - მაკიადი, იგნიოვსკი - ელია (74. ექიჩი), ჰანტი (86. პრიოდლი), კობილანსკი (67. გებრე სელასიე) - პეტერსენი.

გაფრთხილება: ბაისტერი, ვან დერ ვაარტი - ფრიტცი, იგნიოვსკი, გარსია, პეტერსენი

კუთხური: 4-6; ჯარიმა: 15-18; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 19(7)-16(6); ბურთის ფლობა: 63%-37%.

მაყურებელი: 53 290

შალკე-ბაიერნი 0:4

გოლები: 0:1 შვაინშტაიგერი (21), 0:2 მანჯუკიჩი (22), 0:3 რიბერი (75), 0:4 პისარო (84)

შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, აოგო - ჯონსი, ნოიშტედტერი (46. ჰიოგერი) - ფარფანი, კ. ბოატენგი (81. კლემენსი), დრაქსლერი - სალაი.

ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - რაფინია, ჟ. ბოატენგი, დანტე, ალაბა - ლამი - რობენი (73. თ. მიულერი), ტ. კროოსი, შვაინშტაიგერი (78. კირხჰოფი), რიბერი - მანჯუკიჩი (81. პისარო).

გაფრთხილება: ფარფანი

კუთხური: 5-5; ჯარიმა: 7-6; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 10(1)-14(5); ბურთის ფლობა: 31%-69%.

მაყურებელი: 61 973

ფრაიბურგი-ჰერტა 1:1

გოლები: 1:0 მეჰმედი (6), 1:1 სკიელბრედი (38)

ფრაიბურგი (4-1-3-2): ბაუმანი - ზორგი, დიანიე, გინტერი, კ. გიუნტერი - შუსტერი - შმიდი, ფერნანდესი, კერკი (62. კოკელინი) - ფრაისი (76. ჰანკე), მეჰმედი.

ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - პეკარიკი, ს. ლანგკამპი, ბრუკსი (20. კობიაშვილი), ვან დერ ბერგი - ლუსტენბერგერი, ჰოსოგაი - სკიელბრედი (76. ვაგნერი), რონი (67. ალაგუი), ბენ-ჰატირა - რამოსი.

გაფრთხილება: კერკი, კოკელინი - სკიელბრედი, ბენ-ჰატირა, ს. ლანგკამპი, ვაგნერი

კუთხური: 9-2; ჯარიმა: 22-12; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 8(2)-8(4); ბურთის ფლობა: 51%-49%.

მაყურებელი: 23 200

შტუტგარტი-აინტრახტი 1:1

გოლები: 0:1 რუსი (14), 1:1 ტი. ვერნერი (16)

შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - გ. საკაი, შვააბი, რიუდიგერი, ბოკა (72. რაუში) - გენტნერი, კვისტი - ჰარნიკი, მაქსიმი (91. კაკაუ), ტი. ვერნერი (68. ტრაორე) - იბიშევიჩი.

აინტრახტი (4-1-2-1-2): ტრაპი - ს. იუნგი, სამბრანო, ანდერსონი, ჯაპკა - რუსი - როდე, ფლუმი (63. ჩელოცი) - ბარნეტა (86. ლანიგი) - აიგნერი, კადლეცი (78. ხოსელუ).

94-ე წუთზე იბიშევიჩმა (შტუტგარტი) ვერ გაიტანა პენალტი (ააცილა)

გაფრთხილება: კვისტი, გ. საკაი, ჰარნიკი - ჯაპკა, ანდერსონი

კუთხური: 4-7; ჯარიმა: 10-13; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 14(4)-16(4); ბურთის ფლობა: 49%-51%.

მაყურებელი: 44 810

ბომბარდირები:

5 - ობამეიანგი (დორტმუნდი), იბიშევიჩი (შტუტგარტი), კისლინგი (ლევერკუზენი), მოდესტე (ჰოფენჰაიმი), ნ. მიულერი (მაინცი); 4 - ლევანდოვსკი (დორტმუნდი), მანჯუკიჩი (ბაიერნი), ოლიჩი (ვოლფსბურგი), სემი (ლევერკუზენი), ფოლანდი (ჰოფენჰაიმი).

მომდევნო ტური

27 სექტემბერი.

აუგსბურგი-გლადბახი

28 სექტემბერი.

დორტმუნდი-ფრაიბურგი, ბაიერნი-ვოლფსბურგი, ლევერკუზენი-ჰანოვერი, ჰოფენჰაიმი-შალკე, ჰერტა-მაინცი, აინტრახტი-ჰამბურგი.

29 სექტემბერი.

ვერდერი-ნიურნბერგი, ბრაუნშვაიგი-შტუტგარტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
ყველა დროის რეკორდი ბუნდესლიგაში - ნოიერი პირველ ადგილზე გადავიდა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
უბედური შემთხვევა - "ინტერის" მეკარემ ავტომობილით 81 წლის მამაკაცი გაიტანა
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
ᓛᓣᓜᓓᓘᓐᓚᕘ 2014: ᓒᓔᓠᓛᓐᓜᓘᓘᓡ ᓡᓐᓑᓝᓚᓝᓝ ᓨᓔᓛᓐᓓᓒᓔᓜᓚᕝᓑᓐ
"მისი მსგავსი ფეხბურთელი საუკუნეში ერთხელ იბადება" - იურგენ კლოპმა ფლორიან ვირცს რჩევა მისცა
"ყველა მწვრთნელს ვახშამზე დავპატიჟებ" - გვარდიოლას პრემიერ ლიგაში 250 გამარჯვება დაუგროვდა
გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა
გერმანია. ბუნდესლიგა. XII ტური: უიღბლო "დორტმუნდი", უიღბლო როისი [VIDEO]
ატლეტიკო-ლევერკუზენი 1:0 (3:2 პენ.) - გოლეადორის აცილებული პენალტი [VIDEO]
მარსელ შმელცერი თვენახევარი იუქმებს
[PHOTO] კლოპი: 25 წელიწადში ორ ქორწილში ვიყავი, ერთი ჩემი იყო
ᓡᕐᓛ
ლევერკუზენი VS პსჟ - პსჟ კავანის გარეშეც ფავორიტია
დორტმუნდის "ბორუსია": ეპიდემია იურგენ კლოპის ბრალია?
ევროუქმეების შემდეგ. სტატისტიკა და ფაქტები: ვარდი და სხვა გმირები
"დორტმუნდი" შოკშია: ჰუმელსი დაშავდა და შმელცერიც!
უპატივცემულობა - დონარუმას განცხადება, საუბარი გვარდიოლასთან და ლუის ენრიკეს კომენტარი
ხოსეპ გვარდიოლამ "სიტიში" თავის მომავალზე ისაუბრა
"არავითარი კლოპი, "ნაპოლი" მან უნდა ჩაიბაროს" - ფედელემ დე ლაურენტისს კიდევ ერთი რჩევა მისცა
მშობიარობის შემდეგ ანა ივანოვიჩი შესანიშნავ ფორმაშია [PHOTO]
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
"მაშინ დავკარგე ფეხბურთელი, რომელთან მუშაობაც კიდევ 10 წლით მსურდა" - კლოპმა კოუტინიოს "ბარსელონაში" ტრანსფერი გაიხსენა
ბასტიან შვაინშტაიგერმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ლევერკუზენი-პსჟ 0:4 - პარიზი უკვე ცაშია [VIDEO]
Daili Mail: ჟოზე მოურინიო დიდ ფეხბურთს დაუბრუნდება - 8 ოქტომბრის დაიჯესტი
Kicker: შტეგან კისლინგი ფეხბურთიდან ზამთარში წავა
იბრაჰიმოვიჩი შვაინშტაიგერს: 50 წლის კვალობაზე, კარგად გამოიყურები
"ლივერპულის" ისტორიაში ყველაზე ცუდი მწვრთნელია" - რუმინეთის ნაკრების ყოფილი მეკარე იურგენ კლოპზე
შვაინშტაიგერი: დე ხეა ძალიან გაბრაზდა, როცა ეს ვუთხარი...
"ახლა მუშაობა ყველაზე მეტად მინდა" - გვარდიოლამ "სიტიდან" წასვლა გამორიცხა
"დორტმუნდის" მცველი: ფეხბურთელების უმრავლესობა პოკემონებს ეძებს
ბუნდესლიგა. XIX ტური: "ბორუსიამ" ისევ წააგო და ფსკერზე დაეშვა [VIDEO]
"პსჟ-ს შემთხვევაში ამან გამაკვირვა" - შვაინშტაიგერი
ჰანსი ფლიკს დღეს "რეალთან" მატჩში გვარდიოლას რეკორდის გამეორება შეუძლია
გერმანია. ბუნდესლიგა. XII ტური: "ბაიერნი" დაფრინავს, "დორტმუნდი" ქულებს და ლიდერებს კარგავს [VIDEO]
ტოპის მოსაზრება: "ლევერკუზენმა" პსჟ-სთან თამაშამდე წააგო
ვერდერი-დორტმუნდი 1:5 - ლევანდოვსკის და მხითარიანის აფეთქება ბრემენში [VIDEO]