პირველი ევროპელი, ვინც NBA-ს ფინალისა და ევრობასკეტის MVP გახდა
ევრობასკეტის საუკეთესო მოთამაშის, საფრანგეთის ნაკრების გამთამაშებლის, ტონი პარკერის მამამ - ტონი პარკერ-უფროსმა განაცხადა, რომ მისმა ვაჟმა, შესაძლოა, უარი განაცხადოს მომავალ წელს მსოფლიოს ჩემპიონატში თამაშზე, რომელიც ესპანეთში გაიმართება.

უფროსი პარკერის სიტყვებით, კალათბურთელი დასვენებასა და ძალების აღდგენას აპირებს იმისთვის, რომ ოპტიმალურ ფორმაში იყოს 2015 წლის ევრობასკეტისთვის, რომელსაც უკრაინა უმასპინძლებს. სწორედ ამ ტურნირზე გათამაშდება 2016 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურები.

ადრე "სან ანტონიო სპურსის" კალათბურთელმა განაცხადა, რომ ეროვნულ ნაკრებში კარიერას სწორედ რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის შემდეგ დაასრულებს.

აღსანიშნავია, რომ ფრანგების ლიდერი პირველი ევროპელი მოთამაშე გახდა ისტორიაში, ვინც არა მხოლოდ ევროპისა და NBA-ს ჩემპიონი გახდა, არამედ MVP-ის ტიტული მოიპოვა როგორც NBA-ს ფინალურ სერიაში, ასევე კონტინენტის პირველობაზე.

ცნობისთვის, აქამდე ერთადერთი არაამერიკელი, ვინც MVP გახდა NBA-ს ფინალსა და ევრობასკეტზე, გერმანელი დირკ ნოვიცკი იყო, თუმცა მას არასოდეს მოუგია ევროპის ჩემპიონატი.

ფინალის შემდეგ ტონი პარკერმა რამდენიმე საინტერესო განცხადება გააკეთა ჟურნალისტებისთვის. მაგალითად, მან განაცხადა, რომ მეოთხედფინალისა და ნახევარფინალის შემდეგ სატელეფონო საუბარი ჰქონდა "სან ანტონიოს" მწვრთნელ გრეგ პოპოვიჩთან.

"მე მიყვარს ჩემი ქვეყნისთვის თამაში და ვამაყობ ამით. უფრო მეტიც, მიხარია, რომ NBA-ს საუკეთესო კლუბში - "სან ანტონიოში" გამოვდივარ. იქ უფლებას მაძლევენ, ყოველ წელს ჩამოვიდე ნაკრებში სათამაშოდ. მე, უბრალოდ, ვაღმერთებ გრეგ პოპოვიჩს. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მეოთხედფინალისა და ნახევარფინალის შემდეგ დამირეკა.

რაზე მელაპარაკა? წარმატება მისურვა, რამდენიმე რჩევა მომცა. მე მიყვარს ის იმის გამო, რომ ეროვნულ გუნდში გამოსვლის უფლება მომცა. წესით და რიგით, ახლა "სპურსის" საწვრთნელ ბანაკში უნდა ვიმყოფებოდე, მაგრამ დამეთანხმეთ, რომ ევრობასკეტის ოქრო - კარგი მიზეზია ოდნავ შეყოვნებისთვის", - განაცხადა პარკერმა პრესკონფერენციაზე.

ტონიმ ასევე აღიარა, რომ ფინალის წინ ყველა თანაგუნდელს ოთახში ეწვია, ხოლო ევრობასკეტზე გამარჯვება სამი თვის წინ იწინასწარმეტყველა...

"ამ ოქროსკენ გზა ფანტასტიკური იყო. 2000 წელს ჩვენ მოვიგეთ ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის. მაშინ მივხვდი: მომწონს ის, რასაც ვაკეთებთ. მე, ბორის დიაო, ფლორან პიეტრუსი, რონი ტურიაფი - ეროვნულ გუნდში თამაშის დიდ სურვილს გამოვთქვამდით. მაშინ ბიჭებს ვუთხარი:

"ჩვენ ვიქნებით პირველები, რომლებიც საფრანგეთისთვის ევროპის ჩემპიონატს მოვიგებთ". მაგრამ ამ მომენტში ესპანეთში გამოჩნდა პაუ გასოლი... მე მუდმივად ვეუბნებოდი მას, რომ სწორედ ის იყო მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ერთი ნაბიჯი გვაკლდებოდა ტიტულამდე. მე ეს მაგონებდა "დეტროიტისა" და "ჩიკაგოს" დაპირისპირებას: ერთი გუნდი უარესი იყო, მაგრამ ის ყოველდღიურად უმატებდა და ბოლოს ტიტულს იგებდა.

სამი თვის წინ სარეკლამო ვალდებულებებით ბარსელონაში ვიყავი და პაუსთან ერთად ვისადილე. მე მას ვუთხარი: "ეშმაკმა დალახვროს, 13 წელია შენ დაგდევ, უკვე მომბეზრდა! მაგრამ წელს აუცილებლად გავაკეთებთ ამას! ჩვენ ჩემპიონატს მოვიგებთ".

სწორედ პაუ მაიძულებდა, დამეხვეწა საკუთარი ოსტატობა. ყოველთვის, როცა ნაკრებში ჩამოვდიოდი, ვცდილობდი, საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე მეთამაშა. 2005 წელს დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ, როცა ბრინჯაოს მედლები ავიღეთ. გავაგრძელეთ მუშაობა და 2011 წელს ფინალამდე მივაღწიეთ, რაც მაშინ კარგი შედეგი იყო. გუშინ საღამოს სასტუმროს ნომრებში დავდიოდი და ბიჭებს ვეუბნებოდი: "სხვა შესაძლებლობა აღარ გვექნება, ვალდებულნი ვართ, მოვიგოთ ეს ფინალი".

კოლე დარჩება, კაზლაუსკასი წავა

ევრობასკეტის შემდეგ გაირკვა, რომ საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვენსან კოლე დარჩება თავის თანამდებობაზე 2016 წლის ოლიმპიადის შემდეგ - ამ ინფორმაციას საფრანგეთის კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

"ჩვენ მოველაპარაკეთ ვენსანს იმ სამუშაოს გაგრძელებაზე, რომელიც ბოლო წლებში გავწიეთ და რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ტიტულის მოპოვების საშუალება მოგვცა. ჩვენ მოვიპოვეთ ვერცხლი 2011 წელს, კარგად გამოვედით 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადაზე და ისტორიულ გამარჯვებას მივაღწიეთ 2013-ში.

იმედია, ასევე გავაგრძელებთ 2016 წლის თამაშებამდე. მინდა მადლობა გადავუხადო "სტრასბურის" პრეზიდენტსაც, რომელთანაც ასევე მოვახერხეთ მოლაპარაკება", - ამბობს საფრანგეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჟან-პიერ სიუტა.

ვენსან კოლე საფრანგეთის ნაკრებს 2009 წლიდან ავარჯიშებს.

საფრანგეთისგან განსხვავებით, ევრობასკეტის შემდეგ მთავარი მწვრთნელის ძებნა მოუწევს ლიტვის კალათბურთის ფედერაციას. ამ გუნდის დამრიგებელმა იონას კაზლაუსკასმა ჯერ კიდევ საფრანგეთთან ფინალამდე განაცხადა, რომ არ დარჩება თავის ამჟამინდელ პოსტზე.

"მე არვიდან საბონისს ვალი დავუბრუნე. სწორედ მან მთხოვა, ჩამებარებინა ეროვნული გუნდი. ფედერაციასთან გაფორმებული ოთხწლიანი კონტრაქტი - მხოლოდ ფორმალობაა", - განაცხადა კაზლაუსკასმა, რომელმაც 10-წლიანი შესვენების შემდეგ პირველად გაიყვანა ლიტვა ევრობასკეტის ფინალში.

კაზლაუსკასი ამ განცხადებაში მიანიშნებს 1999 წელზე, როცა მან სთხოვა ნაკრებიდან ოფიციალურად წასულ საბონისს გუნდში დაბრუნება და ევრობასკეტზე თამაში. ლეგენდარული ცენტრი, რომელიც ახლა ლიტვის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტია, დათანხმდა მწვრთნელის წინადადებას.

500 ათასი უაილდ-ქარდისთვის

როგორც 23 სექტემბრის ნომერში ვწერდით, მსოფლიოს საგაისო ჩემპიონატის 24 მონაწილიდან 20 ცნობილია, დარჩენილ ოთხ ვაკანსიას კი FIBA-ს მიერ არჩეული გუნდები შეავსებენ - ისინი საერთაშორისო ფედერაციისგან უაილდ-ქარდს მიიღებენ.

იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ქვეყნის კალათბურთის ფედერაცია მზად არის, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის უაილდ-ქარდისთვის 500 ათასი ევრო გადაიხადოს.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებმა ევრობასკეტზე მერვე ადგილი დაიკავა და ვერ მოხვდა პლანეტის პირველობაზე. ამ ტურნირზე ევროპას წარმოადგენენ - საფრანგეთი, ლიტვა, ხორვატია, სლოვენია, უკრაინა და სერბეთი, აგრეთვე - მასპინძელი ესპანეთი.

იტყობინებიან, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ოთხი დარჩენილი ვაკანსიისთვის იბრძოლებენ - ბრაზილია, ჩინეთი, თურქეთი, საბერძნეთი, იტალია, რუსეთი, ვენესუელა, ნიგერია, ტუნისი, კანადა და ტაივანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ევრობასკეტი 2013: ევროპარკერი - საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონია! [VIDEO]

murtalo
"იტყობინებიან, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ოთხი დარჩენილი ვაკანსიისთვის იბრძოლებენ - ბრაზილია, ჩინეთი, თურქეთი, საბერძნეთი, იტალია, რუსეთი, ვენესუელა, ნიგერია, ტუნისი, კანადა და ტაივანი.",,,და ჩვენ რატომ არა?
საქართველოს ეროვნული ნაკრების სავარაუდო მეტოქეები EUROBASKET 2025-ის საკვალიფიკაციოში ცნობილია
თურგაი დემირელის და კამილ ნოვაკის შეფასებები საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ევრობასკეტის მასპინძლობასთან დაკავშირებით
ევრობასკეტ 2025-ის მომავალმა მასპინძლებმა წინამორბედებისგან სიმბოლურად ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის ესტაფეტა გადაიბარეს
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები
საფრანგეთმა რიოს შესარჩევში უნდა ითამაშოს
წინასაახალწლო ოვერტაიმი "დინამოსთან"
ევრობასკეტი 2013: საფრანგეთმა საბოლოო შემადგენლობა დაასახელა
ვისურვებდი, რომ დღეს კობი და ჯიჯი აქ ყოფილიყვნენ - "ლეიკერსმა" პაუ გასოლის 16-ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო და "მემფისს" სძლია [VIDEO]
ტონი პარკერი ნოემბერში დაბრუნებას გეგმავს
პარკერით და ბატუმით, მაგრამ ნოას გარეშე
ევრობასკეტი 2013: მაკედონიამ 2011 წელი გაიხსენა
ევრობასკეტი 2017: ყველა მერვედინალისტი ცნობილია
ᕡᕐᓑᓝᓜᓘᓡᓘ ᕛᕡᓝᓤᓚᓘᓝᕖᓔ ᓛᓘᓓᓘᓡ
ტონი პაკერი: "სპურსი" აგრძელებს სრულყოფას
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "სან ანტონიოს" შეტევა არ უვარგა
"შავი მამბა" კიდევ ერთხელ დააფასეს
ზაზა ფაჩულია: მეამაყება, რომ ასეთი გუნდის წევრი ვარ
სერგეიუს იოვაიშა: საქართველოს ამაყმა ნაკრებმა ლიტვასთან ფრეზე უარი თქვა!
NBA. მატჩები: დურანტის გამარჯვების ორქულიანი, პარკერმა ბრაიანტს გაუსწრო [VIDEO]
[ექსკლუზივი] იგორ კოკოშკოვი: თორნიკეს "ბრუკლინში" მოხვედრა, ერთი მხრივ, ცუდია
ვარსკვლავები პაუს კალათბურთიდან წასვლას ემოციურად ეხმაურებიან
ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე და გიორგი შერმადინი სიმბოლურ ნაკრებში
პაუ გასოლი "ბარსელონასთან" გააფორმებს კონტრაქტს
სუპერლიგის 2013/14 წლების სეზონის დაწყების თარიღი და მონაწილე გუნდები დადგინდა
NBA-ს ოთხგზის ჩემპიონი შეიძლება "ლიონის" პრეზიდენტი გახდეს