როცა თემურ ქეცბაია ინიშნებოდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად, ის უალტერნატივო იყო
ზოგადად, ალტერნატივა აუცილებელია, ამის გარეშე ყველაფერი ჩლუნგდება და ბლაგვდება. ის ხშირად გამოსავალია, რეცეპტია, რომელსაც შველა და შვება მოაქვს.

ალტერნატივა კონკურენციასაც ნიშნავს, კონკურენცია კი, უბრალოდ რომ ვთქვათ, კარგია. ალტერნატივა აუცილებელია, როცა გადაწყვეტილებაა მისაღები.

როცა თემურ ქეცბაია ინიშნებოდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად, ის უალტერნატივო იყო, ამ თანამდებობაზე სხვა კანდიდატურა არ განიხილებოდა...

ჩვენი საფეხბურთო სამყარო, ალბათ, უნდა შეთანხმდეს იმაზე, რომ მწვრთნელის ეროვნებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. კი ბატონო, სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ საქართველოს ნაკრებში თუ ქართულ კლუბებში აქაურ მწვრთნელებს უცხოელებზე უკეთესი შედეგი ჰქონდათ, მაგრამ სტატისტიკა დოგმა ვერ იქნება, ის უფრო დამხმარე საშუალებაა.

საქართველოს ნაკრებში თემურ ქეცბაიას დანიშვნას წინ უძღოდა კამათიც, თუმცა არა მგონია, რომ დამნიშვნელისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა ჰქონოდა - ქეცბაია მაშინ მაღალრეიტინგული გახლდათ და მორჩა! გადაწყვეტილების მისაღებად ეს საკმარისი იყო...

რა თქმა უნდა, მწვრთნელის რეიტინგი ისე არ იანგარიშება, როგორც პოლიტიკოსის, ვისაც ხმას ელექტორატი აძლევს. მწვრთნელის დანიშვნა, შესაძლოა, იმპერატორული გადაწყვეტილება აღმოჩნდეს და ასეც მოხდა ქეცბაიას შემთხვევაში.

დღეს ნაკრების მწვრთნელ ქეცბაიას მხარდასაჭერად არავინ გამოდის - არც ფეხბურთელი, არც სპეციალისტი, არც ჩინოსანი. ქეცბაიას კრიტიკით კი გამოდიან ფეხბურთელებიც, ჟურნალისტებიც, ზოგი სპეციალისტი თუ მწვრთნელიც, ლევან კობიაშვილმა კი ქეცბაიას ნაკრებზე თქვა - ეს ყველაფერი ბლეფიაო (იხილეთ ვრცლად).

ქეცბაია მხარდამჭერების გარეშე დარჩა, თუმცა გადადგომას ჯერ არ აპირებს. რატომ უნდა დარჩეს ქეცბაია ნაკრების თავკაცად? იმიტომ, რომ მწვრთნელთა ხშირი ცვლა ზოგადად ცუდია - ამ არგუმენტის გარდა, დარჩა კიდევ სხვა?

რადგან ასეა საქმე, დროა დავფიქრდეთ, რა ალტერნატივა არსებობს ნაკრების "მთავარსარდლის" თანამდებობაზე. რა თქმა უნდა, მწვრთნელის დანიშვნა ჟურნალისტის საქმე არ არის, თუმცა ეროვნული გუნდი ყველასია (თავად ქეცბაიაც ხშირად ამბობს ამას) და ყველას აქვს უფლება, თამამად გამოთქვას არგუმენტირებული მოსაზრება.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატი უცხოელთაგან ბევრი იქნება, ქართველთაგან კი ამის შემძლე, ამ ეტაპზე, ალბათ ორია - კახა ცხადაძე და გია გეგუჩაძე.

ცხადაძეს ზურგს ისიც უმაგრებს, რომ ეროვნული გუნდის კაპიტანი იყო, "თანამეგობრობის" ნაკრებშიც უთამაშია ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.

ცხადაძემ მწვრთნელობა თბილისის "დინამოდან" დაიწყო იმ დროს, როცა "დინამოში" არ იყო დალხენილი სიტუაცია. ასეთ დროს მწვრთნელის ტვირთი კიდევ უფრო მძიმდება. ცხადაძე შეუპოვრად ეზიდებოდა ამ ტვირთს და მოახერხა ის, რომ, როგორც მწვრთნელმა, შექმნა საკუთარი თავი.

ცხადაძის ხელში ბევრი კარგი ფეხბურთელი დაწინაურდა, მაგალითად, გიორგი მერებაშვილი "დინამოში", დავით სირაძე თბილისის "ლოკომოტივში"...

ცხადაძის მიერ გაწვრთნილი ბოლნისის "სიონი" კი 2006 წელს სულაც საქართველოს ჩემპიონი გახდა...

თუმცა ცხადაძე უნაკლო მწვრთნელი არ ყოფილა "დინამოში". ფიცხი ხასიათი ის თვისებაა, სპეციალისტს კარგ სამსახურს რომ არ უწევს, მაგრამ ცხადაძემ მაინც მოახერხა კარგი მწვრთნელის იმიჯის შექმნა.

ის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცად დაინიშნა მაშინ, როცა ფეხბურთის ფედერაციას უმცროსი ნოდარ ახალკაცი პრეზიდენტობდა, თუმცა ამ თანამდებობაზე დიდი ხნით არ დარჩენილა - აზერბაიჯანიდან ფინანსურად უკეთესი შეთავაზება მიიღო და იქ წავიდა. ის არ შეუშინდა უცხო ქვეყანაში მუშაობას, გამოწვევა მიიღო და საქმესაც თავი კარგად გაართვა - მის ხელში ბაქოს "ინტერმა" ტიტულები მოინაგრა.

მას გამოწვევების არ ეშინია და დარწმუნებული ვარ, თუ საქართველოს ნაკრების გაწვრთნას შესთავაზებენ, უკან არ დაიხევს. უკვე გამოცდილი მწვრთნელია და ნებისმიერი ორომტრიალისთვის იქნება მზად...

გია გეგუჩაძეს დიდი ფეხბურთი არ უთამაშია, მაგრამ ეს სულაც არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ იყო წარმატებული მწვრთნელი.

გეგუჩაძემაც სამწვრთნელო გზა "დინამოდან" დაიწყო მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ. იყო დავით ყიფიანის ასისტენტი და ასეთ დიდ ადამიანთან მუშაობა პატარა ამბავი არ არის.

მერე ისე მოხდა, რომ "დინამოსა" და ეროვნული ნაკრების თავკაცად იოჰან ბოსკამპი დაინიშნა. ჰოლანდიელის მოსვლა მართლაც ახალი სისხლი იყო მაშინდელ ქართულ ფეხბურთში, რომელიც სამწვრთნელო ნოვაციებისა და შემოქმედების მხრივ ერთ ადგილზე იყო გაჩერებული.

გეგუჩაძემ ბოსკამპისგან ბევრი ახალი რამ ისწავლა. ეს ერთი გუნდი იყო. შეიძლება ითქვას, ისინი თანამოაზრეები გახდნენ. ბოსკამპი აქაურობას მალე გაეცალა, გეგუჩაძეს კი უკვე ახალი, უფრო სერიოზული სარბიელი სჭირდებოდა...

დადგა ის დროც, როცა ბადრი პატარკაციშვილის "დინამოში" მმართველ დირექტორად დავით პეტრიაშვილი დაინიშნა, ვინც ნამდვილად არ იყო გუნდის მაშინდელი დამრიგებლის, ივო შუშაკის თანამოაზრე.

შუშაკის პოზიციები "დინამოში" თანდათან სუსტდებოდა, ხორვატი თითქოს წურავდა საკუთარ თავს ამ გუნდში. მაშინ გეგუჩაძე "დინამოს" მეორე გუნდში მუშაობდა. 2003-04 წლების სეზონი სრულდებოდა, როცა შუშაკი წავიდა და გუნდი გეგუჩაძემ ჩაიბარა. მაშინ საქართველოს ჩემპიონი "ვიტ ჯორჯია" გახდა, გეგუჩაძის "დინამომ" კი თასი აიღო.

2004 წელი ჯერჯერობით ერთადერთი შემთხვევაა, როცა ქართული გუნდი ევროტურნირის ჯგუფში გავიდა - "დინამომ" ეს გეგუჩაძის ხელმძღვანელობით მოახერხა.

გეგუჩაძე და ცხადაძე - ისინი არ არიან დაცვითი ფეხბურთის მიმდევრები; მათ შეუძლიათ პრეტენზია განაცხადონ საქართველოს ნაკრების მწვრთნელობაზე; ისინი იმსახურებენ, რომ ასეთი შანსი მისცენ.

ამ წერილში მათი სამწვრთნელო ბიოგრაფიის ყველა დეტალი არ არის მიმოხილული, მაგრამ თუ გეგუჩაძისა და ცხადაძის კანდიდატურები განხილვის თემა გახდება, მათ სამწვრთნელო საქმიანობაში კიდევ ბევრ საინტერესო ნიუანსს აღმოვაჩენთ.

რაც შეეხება შოთა არველაძეს, რომლის შესაძლო დანიშვნაზეც ასევე ბევრს ლაპარაკობს ქართული საფეხბურთო მილეთი, არა მგონია, ამ ეტაპზე ის ნაკრების მწვრთნელი გახდეს.

ის უკვე საკმაოდ ძვირად ღირებული სპეციალისტია თურქეთში, სადაც სერიოზული ამოცანების გადასაჭრელად მუშაობს - "ქასიმფაშა" ევროსარბიელზე უნდა გაიყვანოს...

ფეხბურთის ფედერაცია, ალბათ, საბოლოოდ დაფიქრდება ამ ყველაფერზე მაშინ, როცა ეროვნული ნაკრები შესარჩევ ციკლს ჩაამთავრებს (15 ოქტომბერს ესპანეთთან მატჩით). ის არ არის დახურული ორგანიზაცია და, შესაბამისად, რაღაც განცხადება და რეაგირება უნდა გააკეთოს იმაზე, რაც ეროვნულ გუნდში და მის გარშემო ხდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

Sportall.ge-ს მიერ გამოკითხულთა 62,2%-ს თემურ ქეცბაიას გადადგომა სურს

გამოკითხვა ჟურნალისტებში: უნდა დარჩეს თუ არა ნაკრებში თემურ ქეცბაია?

gerchi
ვინმემ იცის რას საქმიანოობს რეზო ძოძუაშვილი ? არ ვიცი , რატომ ხდებოდა სულ , რომ რეზოოს იგნორს უკეთებდნენ . არა და , მაგაზე მეტი წარმატება ახალკაცცის მერე არცერტ მწვრტნელს არ ქოონია . მითუმეტეს , სანაკრაბო დონეზე . არაფრისგან ქმნიდა ეს კაცი გგუნდს .
Chemi azri
მე, რომ ვიყო მწრთვნელი რა უჭირს! ფულს ძაან ბევრს არ მოვითხოვ. ცოტა წელში გავწორდები კაის ვჭამ, კაის ვსვამ და უცხო ქვეყნებს ვნახავ. უარეს თუარა იგივე შედეგს მაინც დავდებ.სხვამ რა აგვაშენა?
mate
სპორტში მთავარია დისციპლინა. კითხეთ "დინამო"-ს ყველაზე წარმატებულ თაობას, როგორი დისციპლინა ქონდა ნოდარ ახალკაცს. ზოგიერთი რომ ამბობს, ქეცბაიას ფეხბურთელებთან უჭირს ურთიერთობაო, ფეხბურთელი შემსრულებელია, რასაც მწვრთნელი დაავალებს, იის უნდა გააკეთოს. 50 და 60 მილიონ ევროდ შეფასებული ფეხბურთელები უსიტყვოდ ემორჩილებიან მწვრთნელებს, ჩვენი 100 ლარიანი ფეხბურთელების პრესასთან გასარჩევი არ უნდა იყოს მწვრთნელთან ურთიერთობა.
alexa
რამდენიც კაცია,იმდენი აზრია! ჰოდა მეც მაქვს ჩემი აზრი,გთავაზობთ ჭელოს ....... ხონის "იმერეთის" მწვრთნელს. ახალგაზრდა ბიჭია,პერსპექტიული,პატიოსანი. "დონე" ჟურნალისტებო გაითვალისწინეთ!
qutaiseli
gio ს ზრდილობა ისწავლე და მერე ჯღაპნე შენი ბრძნული აზრები აქ და პატრონს და ოჯახს ნუ ეხები გაიგე .ფეხბურთზე ილაპარაკე ჯობია.
murtalo
ტუტუცი მწვრთნელი უნდა მოშორდეს ნაკრებს!ქეცბაია დავაი დასვიდანია!
PARFIUMER
თუ არ გაინტერესებს რას ლაპარაკობ თუ ძმა ხარ... კი ძმაო, კარგი მწვრთნელია, მაგრამ ფეხბურთელები არ უვარგა, ამიტომ სადაც ვარგა იქ წავიდეს და დაგვინიშნონ აქ უვარგისი ფეხბურთელების მწვრთნელი, რომელიც იტყვის რომ რაღაც მისი ბრალიცაა... მაგალითად წაგება ყაზახეთთან და ნიჩია მალტასთან. პ.ს საფრანგეთთან რომ ნიჩია ქეცბაიას დიდი დამსახურებაა ეგ გასაგებია.
gio
ვაი ტქვენს პატრონ რაზე ოცნებობტ ქედზბაიას წასვლა გიდატ არც სჰოტა არველადზე ჯობია არ გეგუცჰაცები და არც დევდარიანები და არ ცხადაზები მოვრცჰეტ ამაზე ლაპარაკს ქედზბაია დხეს საქარტველოში უდზლიერესი მწვტნელი ტუდაც ქვეყნის გარეტაც ვიც გიდატ ის მოიყვანეტ ტუ გიდატ მაურინიოც ცჰამოიყვანეტ როგორებიც არიან ფეხბურტელები იგივე ქლიავები იქნებიან ვაფსჰე არ მაიტერესებს ქარტული ფეხბურტი უბრალოდ ცჰემი აზრი გამოვხატე ვენაცვალე რაგბის ვენაცვალე ცჰიდაობას ვენაცვალე კალატ ბურტს
gela
დევდარიანია ყველაზე კარგი ალტერნატივა და გეგუჩაძეც კარგია!!
ილია
daviti რეალობა ეგეთია ნაკრები თამაშობს ისე როგორც შეუძლია და ქეცბაიას ხელში მაქსიმუმს ავლელენ ბიჭები. ერთხელ კობიაშვილმა თქვა გასვლაზე თამაშის დროს ფეხბურთელები საყიდლებზე დადიანო,ეგ იყო ქეცბაიამდე და იმიტომაც აგებდნენ დიდი ანგარიშით თამაშებს,ანუ არასერიოზული დამოკიდებულება იყო ფეხბურთელების მხრიდან.დღეს სხვა სიტვაციაა ნაკრებში,შედეგი რატომაც არ არის მაგას რა გამოცნობა უნდა არ გვყავს იმ დონის ფეხბურთელები რომლებიც სტაბილურად ითამაშებენ რამოდენიმე თამაშს გადაბმულად,მაგას ქეცბაიას თქმა რათ უნდა ისეც კარგად ჩანს.გეგუჩაძეს და ცხადაძესგან რას ელოდებით?
qutaiseli
ramoს სლოვაკებს კი მოუგებენ პატარები და შეიძლება მეორეზეც გავიდნენ მარა დიდ ნაკრებს რა ამითი არც არაფერი იმ პატარებს დიდებში რო გადაიყვან შეთამაშება ადაპტაცია უნდა მინიმუმ 2ა3 წელი ასე რო არავითარი პერსპეკტივა დიდ ნაკრებს უახლოეს წლებში არა აქვს და ქეცბაია რო ამბობს მეტი შანსი გვექნებაო რა შანსი ხალხმა დიდ ნაკრებში ბურთი არ იციან რა არის და თვითონაც ამას ამბობს ქეცბაია ფეხბურთელები არ მყავსო და აპა ვისი იმედი აქ ესენი ერთიწლის მერე იგივეს არ ითამაშებენ რასაც დღეს ჯახირობენ მოედანზე.ფუჭი იმედებია და მეტი არაფერი რეალობას მოწყვეტილი.შეტევას ვერ თამაშობენ და პირველ ნომრად თამაშს ვერ ახერხებენ.ერთი სიტყვით მწვრთნელიან ფეხბურთელებიანათ შესაცვლელია თითქმის ყველა 3 ოთხი ფეხბურთელის გარდა.ოთხი წელი მაინც დაჭირდება ახალი გუნდის შეკვრას მინიმუმ.ეს არის ყველაზე რეალური გზა.
ramo
დავითი და სხვები, ნუთუ მართლა გჯერათ რომ საკმარისია ნაკრების ტრენერი შეიცვალოს და გავბრწყინდებით? განა იმიტომ რომ ქეცბაია შეუცვლელია. არა ბატონო, უბრალოდ არასწორად ვფიქრობთ. აშენება გვინდა 1 ნაკრებიდან. იქნებ 21-ანებზე გვეთქვა სლოვაკიაში რო ჩაიიმასქნეს? იქნებ აქცენტი ოლიმპიადაზე გავაკეთოთ. აყოლილხართ ამ ჟურნალისტებს, უნდა ერთად შევუძახოთ, ქეცბაია ან პეტრიაშვილი არ გვაინტერესებს, კეთილი ინებონ და 21 იანები გაიყვანონო ოლიმპიადაზე. მერე გავალთ ევროპის შესარჩევზე და მერე მსოპფლიოზე. თორე აგრე დღეს ქეცბა არ ვარგა, ხვალ გეგუჩა, ზეგ ცქიფო და წავა ეგრე გაუთავებლად როგორც აქამდე მიდიოდა.
daviti
ილია,ვეცდები მოკლედ აგიხსა რატომ არ უნდა იყოს ქეცბაია ნაკრების მწვრთნელად,სულ ბოლო მაგალითით დავიწყებ:ფინეთთან გამარჯვება მესამე ადგილზე გაგვიყვანდა,ეს კი მოგვცემდა საშუალებას შემდეგი შესარჩევის კენჭისყრის დროს მე-3 კალათაში მოვხვედრილიყავით და შესაბამისად შედარებით იოლი მეტოქეები შეგვხვედროდა,ფინელებსაც იგივე ამოცანა ამოძრავებდათ იმ განსხვავებით რომ,არ წაგება ყოფნიდათ მიზნის მისაღწევად.ორივე გუნდი 4 დღით ადრე ეთამაშებოდნენ ძლიერ მეტოქეებს რომლებთანაც მიღწეულ შედეგს სატურნირო თვალსაზრისით არავითარი მნიშვნელობა არ ქონდა.წესიდ ორივე მწვრთნელს უნდა სცოდნოდა ძალების აღსადგენად 4 დღე საკმარისი არ არის.ფინელმა მწვრთნელმა გონივრული გადაწყვეტილებით დაზოგა ძალები ესპანელებთან და მათთვის გადამწყვეტ მატჩში ჩვენს ნაკრებთან,წინა თამაშში დასვენებული 4 ძირითადის ფეხბურთელი ათამაშა,ჩვენ კი მთელი ძალები შევალიეთ ფრანგებს და ისე დავთმენ უმნიშვნელოვანესი თამაში საგოლე მომენტიც კი ვერ შევქმენით.ეს მიუთითებს ქეცბაიას სისუსტეს როგორც სტრატეგზე.ამდენი ხანია ძმაო გვესმის მიდის ნაკრების გაახალგაზრდავებაო და ამიხსენი ერთი,35 წლის კობიაშვილს რომ,გაუშვებ და მის ადგილზე 33 წლის კვირკველიას ათამაშებ ესაა გაახალგაზრდავება?როგორც ტაქტიკოსია ქეცბაია ჩანს ბატონო თამაშებიდან,მისი ხელმძღვანელობით 2 განსხვავებული ტაქტიკით ნათამაშებ მატჩს თუ გამახსენებ ხმას არ ამოვიღებ ძმაო.რაც შეეხება კომფლიქტებს გუნდში,კობიაშვილი,იაშვილი,სირაძე,გოგუა,ყენია,ხიზანიშვილი ეს რაც ვიცით და ალბათ რაღაცეები არ ვიცით კიდე.რატომ გგონიოა ძმაო შენ რომ კლუბში უფრო ადვილია სიტუაციის დალაგება ვიდრე ნაკრებში.ან რა შუაშია კომუნისტური ქვეყნის გუნდი,რა შენ გგონია იმ დროს არ ხდებოდა კომფლიქტები და არ უშვებდნენ მაგის გამო მწვრთნელებს გუნდიდან ან ფეხბურთელებს?მალტასთან რომ ვერ მოიგებს ნაკრები და მწვრთნელი პრესკონფერენციაზე გამოვა და იტყვის, რას მთხობთ ტო,არ მყავს ფეხბურთელები და მესის მე ვერ გავაჩენო,ეს გალანძღვა არაა ფეხბურთელის?ან რითი მოიხიბლე ესპანეთთან ჩვენი თამაშით,იმით 83-17 რომ,იყო ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი და ამ მხრივ რეკორდი დაამყარეს ესპანელებმა?თუ იმითი 2ათეული მკვდარი ბურთი რომ გამოაძრო ლორიამ?ჩართე ერთი ძმაო ფანტაზია და წარმოიდგინე მაგალითად ტოპმიოლერის და კუპერის დროს ჩვენს კარში მეკარეები იდგა ის რომ მდგარიყო რა ანგარიშით დამთავრდებოდა ის მატჩი.ერთადერთი პოზიტივი რაც ჩვენს ნაკრებში ჩანს ისაა,2 მართლა კარგი მეკარე გვყავს და ყოველი მეორე დარტყმული აღარ გადის კარში,თორემ ზუსტად იმდენივე საგოლე მომენტი იქმნება ჩვენს კართან როგორც მანამდე და ამ მეკარეების კარგი თამაში რამდენადაა ქეცბაიას დამსახურება შენ შეაფასე.ან გამაგებინეთ ერთი როგორ უნდა იკადროს კაცმა და თქვას:6 გუნდიან ქვეჯგუფში მე-5 რომ გახვალ,5 გუნდიანში მე-4ზე,ამ დროს ორივე ქვეჯგუფში ბოლოსწინა ადგილია და ესაა პროგრესიო?არ ვიცი ძმაო რამდენი ვის უნაწილდება იმ მილიონსჩემტანდან,მე ის ვიცი ნაკრების მწვრთნელის ხელფასი,მითუმეტეს როცა ის ბიუჯეტიდან იხდება არ უნდა იყოს გასაიდუმლოებული.თორე რამდენს უხდის მაგალითად ფიფია უჰრინს არ ვკითხულობ,იმიტომ რომ,მისი ფულია და უნდა გახდის ამას საჯაროს და უნდა არა.რატომ გგონია 200 000 დოლარი ნაკრების მწვრთნელებისთვის დაბალი ანაზღაურება საქარტველოს ნაირი ქვეყნისთვის,იკითხე ერთი რა ქონდათ ყიფიანს,ჩივაძეს,ძოძუაშვილს ხელაფასი,ან ის იკითხეთ რა თანხებათ მუშაობენ,იგივე გეგუჩაძე მაგალითად აქ.
Abrada
საიტი რა შუაშია ლელოს სტატიაა. ძალიანაც აზრიანი ფეხბურთში ჩახედული ხალხისთვის
Geofan
ილია მას შემდეგ ბევრჯერ ითამაშა და ვერაფერი ქნაო კაცი რომ იტყვის გეგუჩაძის გუნდზე შთაბეჭდილება იქმნება ფეხბურთს საერთოდ არ უყურებ... გადახედე ზესტაფონის თამაშებს რა ხარისხის ფეხბურთს თამაშობდა და რა ცოტა აკლდა გასასვლელად
PARFIUMER
გასაგებია რომ ახალი მწვრთნელით სასწაულებს ვერ მოვახდენთ, ისიც გასაგებია რომ ხიზანიშვილი ისე არ მოიქცა როგორც ნაკრების ლიდერს ეკადრება, ისიც გასაგებია რომ ყენია ბევრს ლაპარაკობს, ისიც რომ ქეცბაიას ეკუთვნის ხელფასი რასაც იღებს... მაგრამ ვერ ვიგებ 5 გუნდიან ჯგუფში მე-4 ადგილი რატოა წინსვლა, ვერც იმას ვიგებ ფინეთს თუ ყავს ფეხბურთელები ჩვენთან რატო არ მოიძებნა 11 კაცი ფინეთს რომ ნიჩიას ეთამაშებოდა სახლში, ვერც იმას ვიგებ ყველასთან ერთი(უვარგისი) თავდამსხმელით რატო ვთამაშობთ, ვერც იმას ერთხელ რატომ არ შეიძლება საფრანგეთთან ფრეზე კი არა ფინეთთან წაგებაზე ილაპარაკოს მიზეზებით... ბაზარი არ არი დარჩეს მაგრამ რაღაც შეცვალოს, მიდგომა უფრო... მართლა მჯერა რომ გვყავს ის ფეხბურთელები ფინეთს სახლში რომ მოუგებენ.
ილია
daviti 1) ახალი მწვრთნელი ახლიდან დაიწყებს ექსპერიმენტების ჩატარებას და კიდევ ბევრ თამაშებს წავაგებთ,ამიტომ არ უნდა შეიცვალოს ქეცბაია თან ფეხბურთელების შესაძლებლობა იცის,სიმართლე თუ გაინტერესებს ქეცბაიამ გამოზარდა ის ახალგაზრდა ფეხბურთელები რომლებიც საფრანგეთის დონის ნაკრებს კინაღამ მოუგეს და ესპანეთთან იღბალი რომ ჩვენსკენ ყოფილიყო შეიძლება სხვანაირად დამთავრებულიყო, შეადარე ეხლა შენ საფრანგეთის და ესპანეთის ფეხბურთელებს დონე და ჩვენი ფეხბურთელების დონე, ვისი დამსახურებაა ამხელა სხვაობიის მქონე გუნდებს რომ უწევ ამხელა წინააღმდეგობას? 2)მილიონ "სჩემტა" წლიური ხელფასია და რამოდენიმე ადამიანზე ნაწილდება. 200 000-ად რომელი მოვა მწვრთნელად? იქნებ დაასახელო? თან უნდა გაყოს ეს თანხა სამწვრთნელო შტაბზე.3) ჯერ კითხე ცხადაძეს ან გეგუჩაძეს უნდათ საქვეყნოდ სალანძღავი გაიხადონ თავი? რაგაც არ მგონია დიდი სურვილი ჰქონდეს რომელიმეს სათავეში ჩაუდგეს ნაკრებს თან 200 000-ად როგორც შენ ამბობ.4) ქეცბაიას არასდროს ცუდი არ უთქვია იმ ფეხბურთელებზე ვინც ყავს ნაკრებში და ყენიას რომ ჯერ მართლა არაფერი გაუკეთებია ნაკრებში და ზედმეტს ლაპარაკობს მაგაში მართალია ქეცბაია. 5) შედარება რომ მოგყავს დისციპლინაზე ნაკრებსა და კომუნისტების დროინდელ დინამოზე ,არანაირი საერთო არ ააქვს ერთმანეთთან!სად კლუბი და სად ნაკრები? იმ ფეხბურთელებს ვისაც ეძახი გადაკიდებულებს, ძირითადში ვერ მოხვედრა ეწყინათ და იმიტომ გადაეკიდნენ,გინდაც ხიზანიშვილის წასვლა ნაკრებიდან,მოგეწონა საქციელი? 31 წლის ფეხბურთელი ნაკრებიდან რატომ უნდა მიდიოდეს? რა დაბერდა? 6) სახელიდან და კომენტარიდან გამომდინარე გეკიტხები, სტატიის ავტორი ხარ?
zviadi
ქეცბაიამ რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა მაგრამ მეტი არ შეუძლია და რა ქნას - სიბრძნე არა აქვს! სიბრძნის გარდა ყველაფერი აქვს ქეცბაიას, არადა სწორედ სიბრძნე ჭირდება ჩვენს ნაკრებს! ჩივაძე არის ეს კაცი, მაგრამ მისი დანიშვნა ჯერ ადრეა.. ის ჯერ ახალგაზრდა თაობას გამოწრთავს და მათთან ერთად მოვა გამარჯვებებისათვის. ჯერ არა ძია.. ჯერ ილაპარაკეთ ცხადაძეებზე და გეგუჩაძეებზე.. გიორგი დევდარიანიც ბრძენი და ღირსეული კაცია, მაგრამ მაინც ახალგაზრდაა და ისეთი ავტორიტეტი არა აქვს რომ ნაკრებში "დონეები" დასვას თავის ადგილზე ..
zviadi
ჩივაძეზე მეტი ცოდნიათ თურმე ცხადაძეს და გეგუჩაძეს. აი ჩივაძე რომ არ გაახსენდა არავის არაცა ვართ ღირსები.. ჩივაძეს ის ააქვს რაც სხვა არცერთ მწვრთნელს არა აქვს - სიბრძნე, სწორედ ეს აკლია ჩვენს ნაკრებს და ყოველთვის აკლდა. სხვათაშორის გამოცდილებაც, ღირსებაც და ავტორიტეტიც.
არველოდი
meramdene komentars armiqveynebt oeeee?namusi argaqvt?vin gixdit amdens qecbaias landzgvaze?albat amasc tyuila vcer sulertia argamoaqveynebt.
kaxa
ქეცბაიას საწინააღმდეგოდ ბევრი გარემოების მოყვანა შეიძლება...სასარგებლოც შეიძლება კაცმა მოიძიოს.... აი ამ ჟურნალისტის სასარგებლოდ ვერაფერს მოიძიებს კაცი...ღვარძლით გასკდომამდეა დასივებული... "დავით თავართქილაძე" - შავი ლაქა ისედაც შავ ქართულ ჟურნალისტიკაში.....
SoTa
აქამდე ათასი გადამთიელი იყო მწვრთნელი და სულ ვაგებდით. მწვრთნელებს მაშინ არავინ აკრიტიკებდა, ყოველ შემთხვევაში კრიტიკა ასეთი მწვავე არ ყოფილა. ახლა გახდა ქართველი კაცი მწვრთნელად, წარმატებებიც აქვს და არის ატეხილი ერთი ამბავი.
ზურა
საქართველოში ერთი კაცია ვინც ნაკრებს გამოადგება---ძოძუაშვილი....
daviti
ილია,საქართველოს ნაკრები თითქმის ყველა შესარჩევში,მიუხედავად იმისა ვინ იყო მწვრთნელი ახერხებდა თითო ისეთი ნორმალურ თამაშს და სასურველი შედეგის დადებას როგორიც საფრანგეთთან ფრე იყო ამ ჯერზე.მომავალ სესარჩევში რომ,ნორმალური გუნდი დააყენოს ამ კაცმა ამის თუნდაც მკრთალი კონტურები დღეს უნდა ჩანდეს.გამაგებინე ერთი რის,ან, ვის ხარჯზე ელოდები უკეთესობას შემდეგ შესარჩევში?ამბობ გეგუჩაძეს დინამოს სუსტი გუნდები შეხვდა და იმიტომ გავიდა ჯგუფშიო,კარგი ბატონო მაგრამ ქეცბაიას განა ვინმე ქვეჯგუფიდან გასვლას ან ესპანეთთან მოგებას თხოვს?არა ბატონო,გასაგებია რომ,ამ კონტინენტით მაგაზე პრეტენზია არ უნდა გვქონდეს მაგრამ,განა მალტასაც ვერ უნდა ვუგებდეთ?ბელორუსებთან უშანსოდ,ირლანდიის "დუბლებთან"დიდი ანგარიშით უნდა ვაგებდეთ?ფინეთთან,შემდეგი კენჭისყრისთვის სასურველ,მესამე კალათაში რომ,მოხვდე ისე უნდა მარცხდებოდე სახლში საგოლე მომენტსაც ვერ ქმნიდე?შენ თითონ ამბობ მისახედია ინფრასტრუქტურაო და გეკითხები,ამის გასაკეტებლად ნაკრების მწვრთელის ხელფასის მეხუთედი ნაწილიც რომ,არ იხარჯება ეს ნორმალურია?ძალიან მარტივი კითხვა მაქვს იმ "მილიონ სჩემტას"გადახთას ქეცბაიას ხელფასში,არ ჯობია მაქსიმუმ 200 000 მწვრთნელი ყავდეს ამ გუნდს და დაზოგილი თანხით ბავშვთა ფეხბურთს მიეეხედოს განადგურებული რომ არის?
daviti
Burton,ცხადაძის და მისი კალიბრის მწვრთნელის დანიშვნა საქართველოს ბიუჯეტს,ანუ პირადად შენც,მინიმუმ!!! 3-ჯერ იაფი დაუჯდება.გეთანხმები ბაქოს ინტერის გაწვრთნა არაა მწვრთნელობის პიკი,მაგრამ არც ანართოსისის და კვირანახევრით საბერძნეთის ოლიმპიაკოსობის მწვრთნელობაა მანდამაინც დიდი მიღწევა.ქეცბაიას ძალიან დააგვიანდება მაგალითად ტოპმიოლერის და კუპერის მწვრთნელობის მიღწევებთან მიახლოება მაგრამ მაგათი თავკაცობითაც დიდად არ უხეირია ჩვენს ნაკრებს.ცხადაძეს მართლა აქვს ფიცხი ხასიათი ხან მსაჯებთან მოდის კომფლიქტი და ხან მოწინააღმდეგის მწვრთნელთან,არაა ეს მოსაწონი მაგრამ არ მსმენია მე მისგან,წაგებული თამაშის შემდეგ ამდგარიყოს და ფეხბურთელები ელანძღოს უვარგისები ეძახებინოს მათვის.მალტის ნაკრების მსგავს გუნდებთან ვერ მოგება ამისთვის დაებრალებინოს.არც ის მსმენია ფეხბურთელები ელანძღოს ინტერვიუებში და მათი ფეხბურთელობაც და ადამიანობაც ეგინებინოს.ისე სხვათაშორის ცხადაძეს ქეცბაიაზე ნაკლები არც კარიერა ქონია როგორც ფეხბურთელს,არც სანაკრებო და არც საკლუბო დონეზე.ერთი მინდა ვთქვა კიდე ბატონებო,სიმკაცრე და ნაკრებში წესრიგის დამყარება არ ნიშნავს გადაიკიდო ფეხბურთელები,ძალიან მკაცრი იყო ცხონებული ნოდარ ახალკაცი,ზედმიწევნით იცავდა მაშინდელი დინამოს ფეხბურთელები დისციპლინას მაგრამ კითხეთ აბა მაშინდელებს რა ატმოსფერო იყო დინამოში მის დროს.წარუმატებელი თამაშის შემდეგ,მწვრთნელი რომ იმას იტყვის ფეხბურთელები მყავს უვარგისიო და რა შედეგს მთხოვთო რა განწყობით უნდა გავიდეს ფეხბურთელი შემდეგ თამაშზე?
Tarasi
ისე მე თუ მკითხავთ დემეტრაძე დანიშნეთ,ე.წ.დემე "კაი ბიჭი"კაცი პოლიტიკურზე იჯდა ნამდვილად ღირსია,პახოდუ სამართლიანობის აღდგენის კონტეგტშიც ჯდება.
barton 2
ვეთანხმები ბარტონს, სრულიად უნიცჰო სტატიაა, როგორც ყველა მანამდელი. სამწუხაროა რომ ესეთი სიტუაციაა და ქართული ფეხბურთის საცოდავ დღეში ყოფნის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს არის რომ ყველა უკლებლივ (პროფესიონალი თუ არაპროფესიონალი ცხვირის ჩაყოფას ცდილობს), ყველა ექსპერტი გახდა, ამ დროს კი სამწუხაროდ ჯურნალისტებიდან დაწყებული, წამყვანებით დამთავრებული საშინლად უნიჭო ხალხია! რაღა თქმა უნდა რომ ეს მაყურებელზე და გულშემატკივარზე მოქმედებს. ფინეთთან ბოლო თამაში ძალიან ცუდი იყო, მანამდეც იყო ცუდი თამაშები, მაგრამ ხალხნო თქვით, რომელ მწვრთნელს ჰქონია მანამდე ისეთი შედეგები როგორც ქეცბაიას? ხორვატიის დამარცხება (როცა ხორვატია მართლაც ძლიერი გუნდი იყო), ესპანეთთან ფრემდე წუთები გვაშორებდა, საფრანგეთთან (რომელსაც ჰაერივით სჭირდებოდა ქულები) ფრე? და რაც მთავარია, არ მიწყინონ ახალგაზრდა, ნიჭიერმა ფეხბურთელებმა, მაგრამ ესეთი კონტინგენტით? ბოლოს ისევ ავტორს: ყველა იძახისო ქეცბაია უნდა წავიდეს! ვინ ყველა? შენნაირი უნიჭოები!!! გეგუჩაძე??? იქნებ დევდარიანი??? ააა ცხადაძე:):):) ვაი თქვენს პატრონს.
არტაგი
თუ ალტერნატივაზე მიდგება საქმე აქ გია გეგუჩაძე ნომერი პირველია!
Burton
ესე იგი, ავტორი იწუნებს ქეცბაიას და გვთავაზობს ცხადაძეს, რომელსაც ასევე ფიცხი ხასიათები აქვს, მაგრამ თურმე "კარგი მწვრთნელის იმიჯი" ჰქონია. ქეცბაიაზე უკეთესი მწვრთნელის იმიჯი აქვს ცხადაძეს, ბატონო ავტორო? პრინციპში, ბაქოს ინტერის გაწვრთნა მხოლოდ "საუკეთესოების" ხვედრია.
durmishxan gulua
არავითარი ცხადაძე და არავითარი ქეცბაია,,,ავტორს ვეთანხმები იმაში რომ გეგუჩაძე იმსახურებს ამ თანამდებობას,გეგუჩაძე და სხვა არავინ ამ ეტაპზე,სადაც იყო ეს კაცი ყველგან შედეგი დადო და მისი გაწვრთნილი გუნდები სანახაობრივადაც კარგ ფეხბურთს თამაშობდნენ,საფიქრალი ისაა დათანხმდება კი თვითონ ამ მძიმე და საგინებელ სამსახურს?ვფიქრობ ის არარის ის ადამიანი ვინც მსგავს რაღაცეებს გაურბის,მას აუცილებლად ექნება მისი ხედვა და გეგმა,და ის რომ გეგუჩაძეს კარგი ხედვა აქვს ამას ყველა კარგად ხედავს,რაც შეეხება ცხადაძეს ის უბრალოდ არარის ის ტიპი და ის პიროვნება ვინც საქართველოს ნაკრებს წინ წაიყვანს.
ილია
ეს სტატია არის ქეცბაიას საწინააღმდეგო "კამპანიის" გაგრძელება!!! .გეგუჩაძემ დინამო იმიტომ გაიყვანა უეფას თასზე,რომ შედარებით სუსტი გუნდი შეხვდა პლეიოფში,მას მერე ბევრი ევრო ტურნირი ითამაშა მისმა გუნდებმა მაგრამ ვერაფერიც ვერ ქნა.ქეცბაია დააყენებს ნორმალურ გუნდს მომავალ შესარჩევზე თუ დასცალდა,საფრანგეთთან ქულა რომ ავიღეთ კარგი მწვრთნელი იყო და 4 დღის შემდე ფინეთთან წაგებული თამაშის მერე რა აღარ დაიწერა ქეცბაიაზე.ჟურნალისტები ნაკრების მწვრთნელს და ფედერაციას რომ დასდევთ ნაბიჯ ნაბიჯ,რატომ არაფერს არ წერთ საფეხბურთო ინფრასტრუქტურის შესახებ? რატომ არ ახსენებთ ხშირად სახელმწიფოს რომ უფრო სერიოზულად მიუდგნენ ფეხბურთს,საქართველოს ჩემპიონატი სულ მემგონი 5 სტადიონზე ტარდება,ქეცბაიას რომ აბრალებთ ყველაფერს,ის ხალხი შეაწუხეთ ვინც ნამდვილად შესაწუხებელია,დაანებეთ ქეცბაიას თავი !
vaa kaco
კაი არ ევასებათ ქეცბაია არ ევასებათ, მარა ცხადაძეს რა დამსახურება აქ რო განიხილო ნაკრების მწვრთნელად? ბოლნისის სიონის გაჩემპიონება საკმარისი მიზეზი გგონიათ? ქეცბაიას მაგას უწუნებთ რო ფიცხია და ფეხბურთელებთან ვერ ურთიერთობს წესიერად და რა აზრი აქ მაშინ ცხადაძის მოყვანას? უკვე ზედმეტი მოგდით მგონი :))))
seseto
აუცილებლად გაიხსენეთ და ჩასვით გამოკითხვაში თემურ მახარაძე და ლევან კობიაშვილის კანდიდატურაც განსახილველია. საერთოდ რაც მეტი კანდიდატის პლიუსებს და მინუსები განიხილება მით უფრო უკეთესი არჩევანის საშუალება იქნება და საბოლოოდ ფედერაციას ჟურნალისტთა გამოკითხვით სამი ყველაზე უკეთესი ვარიანტი უნდა შევთავაზოტ
levani
"შესაძლოა, იმპერატორული გადაწყვეტილება აღმოჩნდეს" ჯერ იმპერატორული და იმპერატიული გაარჩიეთ ერთმანეთისგან და მერე წერეთ ესეთი იდეინი სტატიები
Tengo
მწვრთნელი რა შუაშია ?! - ჩემპიონატს მიხედეთ, რით ვერ გაიგო ამ ხალხმა :( კუპერმა,ტოპმიულერმა და ჟირესმა ვერ გვიშველეს და, ცხადაძე და დევდარიანი გვიშველის ?
mwvrtneli
დევდარიანს რატომ არ განიხილავთ? ყველაზე კარგი ვარიანტად მე ეგ მიმაჩნია. ჩასვით გამოკითხვაში.
gio
რა რეგვენობა საიტია რეებს წერთ ??? მიდით აბა და ქეცბაიას უთხარით ეგ, თუ გყოფნით გამბედაობა. უარგისი ხალხი, მართალი თქვა ქეცბაიამ მაშინ ქართველ ჟურნალისტებზე
Giorgi-FCB
ანუ 2 კანდიდატია, ცხადაძე და გეგუჩაძეო ავტორმა, იქვე ის თქვა რო ცხადაძე როცა დანიშნეს ახალგაზრდულში, ფინანსურად უკეთესი პირობები შესთავაზაო სხვა გუნდმაო და წავიდა, კიდე რო დავნიშნოთ და კიდე წავიდეს ამას ავტორი ყურადღებას არ აქცევს ხო ?
PARFIUMER
მე კიდევ მგონია რომ ამათთან ერთად დევდარიანიც უნდა იყოს კანდიდატი. არ თქვას ვინმემ რომ ვინმეზე ნაკლებ გუნდს შეკრავს, თან ახლა ის თაობა მოდის ნახევარი გიორგის გაზრდილი რომაა, ასე რომ დევდო...
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა
"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
ეს ჩვენ არ შეგვშვენის... მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის სახეს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც... - გამოხმაურება ინციდენტზე
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"თამაშის სტილით ყიფიანს შევადარებდი" - მიხეილ აშვეთია ხვიჩა კვარაცხელიაზე
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
როგორ დაათმობინა წინა ხელისუფლებამ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს "დინამო"
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
ქართველმა ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდება! - 22 ოქტომბრის დაიჯესტი
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: ფულს ფეხბურთში დებთ თუ პიროვნებაში?
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
საქართველოს ნაკრები პრობლემებს აღარ იგონებს - ის, რაც ახალია და მეტის, მსოფლიო ჩემპიონატის სურვილი
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
ქართველი ზიდანი თუ ფრანგი ყიფიანი - რომელია უფრო სწორი ეპითეტი?
დავა, როგორც სერიალი - ვისია თბილისის "დინამო" და "დინამო თბილისი"
ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
საქართველო VS სომხეთი "დინამოზე" - მოდუნება დაუშვებელია!..
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
შოთა არველაძე: მამარდაშვილის "ლივერპულში" წასვლა კოსმოსში გაფრენას ჰგავს
Sportall.ge-ს გამოკითხულთა 29.7%-ს ნაკრების მწვრთნელად გია გეგუჩაძე სურს
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
თვალსაზრისი: მდიდარი, ღარიბი...
ᕨᓕᕘᓓᓓᓦᓔᓣᕚᓘ: ᓝᓠᓛᓐᓒᕘ "ᓓᕘᓜᕐᕛᓝ", ᓝᓠᓛᓐᓒᕘ ᓠᓔᓙᕚᓐᓛᕐ
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
"მადლობა იმ სიამაყისთვის, რომელიც მოგვანიჭეთ" - შოთა არველაძე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას ეხმაურება