საქართველოს 9 კლუბის 30 სპორტსმენი იბრძოდა ამ დღეებში თურქეთის ქალაქ ბურსაში კლუბებს შორის ევროპის ჩემპიონატში საქართველოს სპორტული ღირსების დასაცავად
საქართველოს 9 კლუბის 30 სპორტსმენი იბრძოდა ამ დღეებში თურქეთის ქალაქ ბურსაში კლუბებს შორის ევროპის ჩემპიონატში საქართველოს სპორტული ღირსების დასაცავად.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს შეჯიბრება ევროპის კარატეს კალენდრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებაა და მასში ამჯერად 1700 სპორტსმენი ასპარეზობდა.

საქართველოს კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ ამ ჩემპიონატში კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი დიდი შესაძლებლობები - დაძაბულ ბრძოლებში 6 ოქროს, 5 ვერცხლის და 10 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ჩვენებიდან პირად პირველობაში ევროპის ჩემპიონები გახდნენ: გუგა ივანიშვილი, გიორგი კეჩეხმაძე, კობა ცერცვაძე, ლევან ლომიძე, გელა პავლიაშვილი, გოგიტა როდონაია.

"შედეგებით კმაყოფილი ვარ. მინდა ყველას მივულოცო ეს გამარჯვება - ჩემპიონობა საქართველოს კარატეს არაერთმა კლუბმა მოიპოვა და მათ შორის, შსს-ს ნაკრებმაც.

მინდა მადლობა ვუთხრა შსს-ს მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ქართველი სპორტსმენების თანადგომისთვის და იმისთვისაც, რომ მათ ჩვენთან ერთად იასპარეზეს და ქართული კარატე სხვა რანგში ასახელეს.

ამავე დროს, ბურსაში ქართული კარატეს წინსვლისთვის შეხვედრები გავმართე მასპინძელი ქალაქის მერთან სპორტსმენების გაცვლაზე, მათი ოსტატობის დონის ასამაღლებლად.

ამ საკითხში თბილისის სპორტის სამსახურთან, ბატონ მამუკა ქაცარავასთან შევთანხმდით და ოფიციალური ხელშეკრულებაც გაფორმდა.

შევხვდი ტანზანიის სპორტის მინისტრსაც, რომელთანაც ასევე თანამშრომლობაზე შევთანხმდით - განაცხადა ბურსადან დაბრუნებულმა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ.

ნუგზარ ჭიაბერაშვილი, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გოგიტა არქანია ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანია
2 ოქრო კარატისტებისგან - ლარნაკაში ევროპის ახალგაზრდული ტურნირი ჩატარდა
კარატისტი გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა