ესპანელი ფეხბურთელი იტალურ ფეხბურთზე, "რეალზე" და "ნაპოლიზე"
"ნაპოლის" ახალწვეულ ხოსე კალეხონის თქმით, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მადრიდის "რეალიდან" "ნაპოლიში" გადაბარგდა და ამაში დღითი დღე კიდევ უფრო რწმუნდება. 26 წლის ესპანელი "კორიერე დელო სპორტს" თავისი მოსაზრებები გაუზიარა, რომელსაც ქვემოთ გაგაცნობთ...

სერია A

დიდი ხანი არაა, რაც სერია A-ში ვთამაშობ, მაგრამ ამ ჩემპიონატზე გარკვეული წარმოდგენა უკვე შემექმნა. უპირველესად, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ იტალიაში თამაში გაცილებით რთულია, ვიდრე ესპანეთში. მაგალითად, "რეალს" ლა ლიგაში ხშირად აქვს იოლი მატჩები, სადაც მეტოქის ერთი ხელის მოსმით დამარცხება შეგიძლია. არის თამაშები, რომელიც უფრო ვარჯიშს გავს და ნამატჩევს დაღლილობას ნაკლებად გრძნობ. მესმის, რომ "რეალი" მსოფლიო ფეხბურთის გრანდია, მაგრამ თუნდაც იტალიაში, ყველაფერი გაცილებით რთულია. თითოეულ შეხვედრაში მაქსიმალურად თუ არ დაიხარჯე, აუცილებლად წააგებ და ასეა ნებისმიერი გუნდი, თუნდაც "იუვენტუსი".

არის სხვადასხვა პრობლემები, მაგალითად უხარისხო მინდვრის საფარი, მაგრამ მთლიანობაში, იტალიაში თამაში ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა. იმედი მაქვს, "ნაპოლიში" და შესაბამისად, სერია A-ში კიდევ დიდ ხანს ვიასპარეზებ.

ნაპოლი

ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ არჩევანი "ნაპოლიზე" შევაჩერე და სწორედ ამ გუნდში გადმოვბარგდი. უნდა ვაღიარო, რომ თავიდან ინგლისისკენ მიმიწევდა გული, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორებმა აზრი შემაცვლევინეს. უპირველესად იმან, რომ ნეაპოლელებმა "რეალის" ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელთან დაიწყეს მოლაპარაკება და ვიცოდი, რომ დიდი ალბათობით, გონსალო იგუაინი და რაულ ალბიოლი იტალიაში წამოვიდოდნენ. ამასთან, გუნდს ესპანელი მწვრთნელი, რაფაელ ბენიტესი ჰყავს. მოკლედ, ამ ყველაფერმა გადაწონა და ბედნიერი ვარ, რომ დღეს "ნაპოლის" ღირსებას ვიცავ.

გუნდში საოცრად კარგი ატმოსფეროა და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, საით მივდივართ და რა გვინდა. მართალია, ნეაპოლში ცხოვრება ცოტა რთულია, რადგან გულშემატკივრები ქალაქში მშვიდად სეირნობის საშუალებას არ მაძლევენ, მაგრამ მთლიანობაში, მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ.

საკუთარ თავზე...

ვერ ვიტყვი, რომ საკუთარი თამაშით უკმაყოფილო ვარ, რადგან შვიდ შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა და ოთხი გოლი გავიტანე. სეზონის წინ, რაფაელ ბენიტესმა მითხრა, რომ შესანიშნავი იქნებოდა თუ ჩემპიონატში 12 გოლს გავიტანდი.

ჯერჯერობით, გეგმას გადაჭარბებით ვასრულებ და იმედია, ასეც გაგრძელდება. ამასთან, რაფამ ზუსტად ის პოზიცია შემირჩია, სადაც თამაში ყველაზე მეტად მსიამოვნებს. ფლანგზე თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში, თუნცა გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა პოზიციაზეც სიამოვნებით გავირჯები. მთავარია, აწყობილ მექანიზმში, ერთ მუშტად შეკრულ გუნდში ჩემი ადგილი მეკავოს და ჯერჯერობით, ეს ასეც ხდება.

სან პაოლო

"სტადიო სან პაოლოზე" ბევრი მსმენოდა, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი ატმოსფერო სხვა არც ერთ სტადიონზე არ არის, თვით "სანტიაგო ბერნაბეუზეც" კი. დიახ, ნეაპოლში სრული საგიჟეთია და ამად არის, რომ საკუთარ არენაზე პრაქტიკულად არ ვმარცხდებით.

თუ სხვა ქალაქებში ულტრასები მხოლოდ კარის უკან სხდენან, "სან პაოლოზე" მთელი სტადიონი ულტრასებით არის სავსე. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი გულშემატკივრებისთვის მიწევს თამაში - სეზონი გრძელია, წინ კიდევ უამრავი მატჩია და მსურს, ჩვენმა ტიფოზებმა მაქსიმალური სიანოვნება მიიღონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რომელი სჯობს: ძველი თუ ახალი "ნაპოლი"?

[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
"ნაპოლი" თასიდან "კომომ" გამოაგდო
"ნაპოლი" ევროპის ხუთ საუკეთესო ჩემპიონატზე ერთადერთი გუნდია, რომელსაც ქულა არ დაუკარგავს
ჟოზე მოურინიოს ფერისცვალება
ხოსე კალეხონმა გონსალო იგუაინის "იუვენტუსში" გადასვლა შეაფასა
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა
ვიტინიას შემდეგ დუეც - "რეალი" პსჟ-ს შემტევებით გაძლიერებას აპირებს
მომდევნო სეზონში "ნაპოლის" მთავარი მიზანი სკუდეტო იქნება
"როცა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი წავაგეთ, არავინ მელაპარაკებოდა. იცით, მესიმ რა გააკეთა?" - გონსალო იგუაინი
"მოედანზე ქცევა მნიშვნელოვნად გამოასწორა" - ანჩელოტიმ ვინისიუსზე ისაუბრა
"ნაპოლიმ" სახლში "ჯენოა" ძლივს დაამარცხა და "იუვენტუსს" 2 ქულით ჩამორჩება [VIDEO]
მოიესს კიდევ ერთი შანსი მისცეს - ბენიტესი მოლოდინის რეჟიმშია
"ნაპოლი": სკუდეტოზე ერთი ამბავია...
იანვარში გაკეთებული ყველაზე ხმაურიანი და ძვირადღირებული ტრანსფერები - კვარაცხელიაზე წინ მხოლოდ სამი ფეხბურთელი იქნება
დაბრუნება სურთ - "მანჩესტერ იუნაიტედი" მაკტომინეის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს
"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
კვარაცხელიას ბენიტესი გაწვრთნის? - იტალიური პრესა ესპანელის "ნაპოლიში" შესაძლო დაბრუნებაზე წერს
იგუაინმა კარიერა დაასრულა - "პიპიტამ" ბოლო მატჩის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა [VIDEO]
რა შემთხვევაში გაათავისუფლებენ არბელოას? - ესპანური გამოცემა დეტალებზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
რაულ ალბიოლი სამშობლოში დაბრუნდა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს
"მთხოვა, ეს მეორედ აღარ მეთქვა" - ბენიტესმა სპალეტისა და "ნაპოლიზე" ისაუბრა
უეფას სამართალი - "რეალთან" მატჩის წინ პრესტიანი და შესაბამისად "ბენფიკაც" დასაჯეს
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ისტორიაში - ბენიტესმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
იგუაინი ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
"რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი ვიყავი, დამცინეს, "ნაპოლიმ" ეს გამიკეთა..." - ოსიმენმა "პარტენოპეიდან" წასვლის ამბავზე სკანდალური ინტერვიუ მისცა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"ვინისიუსი პროვოკატორია - ესაა დეგრადაციის დონე" - ყოფილი მსაჯი პრესტიანის დასჯის გამო აღშფოთებულია