პიტერ ტერნა სუსვამი: "საქართველოში პორტუგალიაზე უკეთესი პირობები არაა, მაგრამ აქ ფორმის შესანარჩუნებლად ჩამოვედი"
ლანჩხუთის "გურია" კიდევ ერთი ლეგიონერით გაძლიერდა. გუნდში ჩაირიცხა ნიგერიელი პიტერ ტერნა სუსვამი, რომელიც დავით ქარაულმა და ქართლოს რუხაიამ ჩამოიყვანეს.

22 წლის ნიგერიელი უნივერსალია - თამაშობს დაცვისა და ნახევარდაცვის ორივე ფლანგზე და საყრდენად.

აფრიკელს საინტერესო ისტორიაც აქვს - ქუჩაში ერთობოდა და პროფესიული ფეხბურთით მხოლოდ 16 წლისა დაინტერესდა. 2010 წელს ნიგერიის პრემიერლიგის "ლობი სტარიდან" პორტუგალიის პრიმეირა ლიგის "ვიტორია სეტუბალში" გადავიდა, რომლის წევრიც წლევანდელ ზაფხულამდე იყო. თუმცა წინა სეზონში ამ გუნდის ფორმა მხოლოდ ერთხელ მოირგო.

სუსვამმა 2011 წელს, კოლუმბიაში 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ნიგერიის ნაკრებში ყველა თამაში ჩაატარა. ჯგუფურ ეტაპზე ხორვატიასთან (5:2) გოლიც გაიტანა, გუნდი კი მეოთხედფინალში გავიდა.

2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატამდე ნიგერიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლარს ლაგერბაკმა ლანჩხუთელთა ახალწვეულიც მიიწვია, ხოლო სადებიუტო მატჩი მუნდიალამდე მცირე ხნით ადრე, 25 მაისს, საუდის არაბეთის წინააღმდეგ გამართა. სულ კი ეროვნული გუნდის ფორმა 2-ჯერ მოირგო.

"პორტუგალიაში სერიოზული კავშირები მაქვს. მეგობრებს დავუკავშირდი და სუსვამი კარგად დამიხასიათეს. ხელმძღვანელობა და მწვრთნელიც დარწმუნდნენ, რომ საინტერესო მოთამაშე უნდა ყოფილიყო.

შაბათს გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა და ნორმალურად გამოიყურებოდა.

სუსვამს კონტრაქტი დაუსრულდა, თავისუფალი აგენტი გახდა და საქართველოში ჩამოვიდა. "სეტუბალი" ტრანსფერს ორშაბათს გამოაგზავნის და სუსვამი "გურიას" ფეხბურთელი გახდება.

ნიგერიელი გრიგოლეთში იცხოვრებს. პირობებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ "გურიას" განსაკუთრებული არაფერი შეუთავაზებია", - გვითხრა "გურიას" ტრანსფერების მენეჯერმა ბექა კვიციანმა.

"სეტუბალი" ახალ, ორწლიან კონტრაქტს მთავაზობდა, მაგრამ მენეჯერი მატყუებდა და ძალიან ცუდ პირობებს მთავაზობდა. სწორედ იმიტომ ვთქვი უარი ამ წინადადებაზე, რომ ევროპაში დარჩენა მსურდა.

გასაგებია, რომ საქართველოში პორტუგალიაზე უკეთესი პირობები არ არის, მაგრამ აქ ფორმის შესანარჩუნებლად ჩამოვედი. ახალი სეზონიდან კი ევროპაში დაბრუნებას ვიმედოვნებ", - გვითხრა "გურიას" ახალწვეულმა.

"საქართველოში ბევრი ფეხბურთელი ჩამომიყვანია, მაგრამ შემიძლია თამამად გითხრათ, რომ მათ შორის სუსვამი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. მარტო იმიტომ, რომ ხუთ პოზიციაზე თამაშობს, მათ შორის - საყრდენადაც.

ლანჩხუთში რომ მივდიოდით, მოსკოვის ცსკა-ს თავდამსხმელმა აჰმედ მუსამ დაურეკა. თურმე, 20-წლამდელთა ნაკრებში ერთად თამაშობდნენ და მასთან დღემდე მეგობრობს.

დარწმუნებული ვარ, "გურიაში" ფორმას აღიდგენს, სეზონის შემდეგ კი ძლიერ გუნდში მოხვდება", - ამბობს დავით ქარაული.

ვებ-გვერდი "ტრანსფერმარკტი" ნიგერიელი უნივერსალის ტრანსფერს მილიონ ევროდ აფასებს.

პიტერ ტერნა სუსვამი

დაიბადა: 1991 წლის 5 სექტემბერს კონშიშაში (ნიგერია)

სიმაღლე: 185 სმ, წონა: 79 კგ

პოზიცია: ფლანგის მცველი/ფლანგის ნახევარმცველი

საკლუბო კარიერა

2007-08 ვიკი ტურისტი 60 (0)

2009-10 ლობი სტარი 15 (0)

2010- სეტუბალი 8 (0)

სანაკრებო კარიერა

2011 ნიგერია U20 5 (1)

2010 ნიგერია (ეროვნული) 2 (0)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

rezo
მგონი გავახსენებთ დუნიას თავს.....
nana....
ლანცჰხუტის გურიიას უდლიერესი მეკარე კავს..ბობგი გუნდს დიდ ცარმატებას მოუტანს..
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"ცხინვალის" პრეზიდენტი: თურქეთში ჩვენი ფეხბურთელების საქმეზე სასამართლო გაიმართება და ისინი ქვეყნის დატოვებას შეძლებენ
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ლეონარდო რამოსი: "სამტრედიაში" სიამოვნებით დავბრუნდი
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
ლანჩხუთის "გურია" მილანის "ინტერის" ყოფილ ფეხბურთელს იმატებს
"პორტუს" ყოფილი მცველი ქობულეთის "შუქურას" ღირსებას დაიცავს
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა
ბრაზილიის სერია A-დან საქართველოში - სად ითამაშებს გაბრიელ დე კამლო?
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები