საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XI ტური
ახალი მთავარი მწვრთნელის, კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით, "სპარტაკმა" პირველი შეხვედრა ჩაატარა და სეზონში საუკეთესო თამაშიც აჩვენა. "ვიტ ჯორჯიას" სახით, ცხინვალელებს საკმაოდ არასასიამოვნო მეტოქე ჰყავდათ, მაგრამ კაჭარავამ თავისიანები მოსაგებად დაგეშა და შედეგიდანაც ჩანს, რომ ეს მშვენივრად მოახერხა.

ვფიქრობთ, სპარტაკელთა ახალი მწვრთნელის მიერ განხორციელებული გადაადგილება გადამწყვეტი აღმოჩნდა - ლაპარაკია თექთურმანიძის ფლანგიდან მოედნის ცენტრში დაბრუნებაზე, რასაც "ჩიორას" მხრიდან არაორდინარული თამაში და აზრიანი გადაცემები მოჰყვა, ამან კი მეტოქის დაცვას უამრავი პრობლემა შეუქმნა.

თექთურმანიძეს თანაგუნდელებიც აჰყვნენ და ლამაზი ფეხბურთიც გამოვიდა...

"სპარტაკმა" შეხვედრა აქტიურად დაიწყო და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა - უკვე მე-2 წუთზე ანგარიშის გახსნა შეეძლო თუხარელს, რომელიც მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში დრიბლინგით შეძვრა, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ სტუმრები ძელმა იხსნა.

32-ე წუთზე "ვიტ ჯორჯიას" კარს უკვე მისი ყოფილი კაპიტანი მგელაძე დაემუქრა - კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს პირველი შეწვდა და კარშიც გაგზავნა, მაგრამ "ვეტერინართა" ერთ-ერთმა მცველმა ბურთი ხაზიდან გამოიტანა.

მალე "ვიტ ჯორჯიამ" უმწვავესი შეტევა წამოიწყო: მარჯვენა ფლანგზე კორიფაძემ ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, ჯანელიძემ კი დაუხანებლად გაგზავნა კარში და მეკარე ნადირაძემ "სპარტაკი" აშკარა გოლისგან იხსნა.

41-ე წუთზე თექთურმანიძე "აფეთქდა" - მარჯვენა ფლანგზე რამდენიმე მცველი ჩამოიცილა და კარის წინ ბურთი ფანცხავას გადააწოდა, თუმცა ამ უკანასკნელს მცველმა დაასწრო და სახიფათო მომენტი განმუხტა.

თავის გამოჩენა შეეძლო "სპარტაკის" მცველ ქურდაძესაც, მაგრამ მისი თავური სტუმართა მეკარე დაუშვილმა მოიგერია.

ტაიმის ბოლო წუთზე "ვიტ ჯორჯია" კიდევ ერთხელ გადარჩა. ისევ თექთურმანიძემ გაიბრწყინა - გამჭოლი გადაცემით შეტევა მარჯვენა ფლანგზე თუხარელს გაუგრძელა, ამან კი 11-მეტრიანის ნიშნულთან მოძებნა შონია, რომლის დარტყმაც მიზანს ასცდა.

მთავარი ამბები მეორე ტაიმში მოხდა. "სპარტაკმა" ორ წუთში სოლიდური უპირატესობა მოიპოვა, რაშიც ლომის წილი ჩაფიძემ დაიდო.

51-ე წუთზე, როცა კაკაშვილმა მარჯვენა ფლანგზე ჩაფიძე შენიშნა, ვიტელთა მცველ ჯავაშვილს ფეხი დაუსხლტა და მეურვეს ვერ გაეკიდა. სპარტაკელმა მეორე მეტოქე ცრუ მოძრაობით ჩამოიცილა და შორეულ კუთხეში მეკარეს აუღებელი დაურტყა - 1:0.

ერთ წუთში მარცხენა ფლანგიდან თექთურმანიძემ შეტევა მარჯვნივ ისევ ჩაფიძეს გააგრძელებინა, რომლის დარტყმაც მეკარემ მოიგერია და კარის წინ დარჩენილმა თუხარელმა "ვიტ ჯორჯიას" კარის ბადე მეორედ შეარხია - 2:0.

"ვიტ ჯორჯია" მხოლოდ ამის შემდეგ გამოფხიზლდა და სხვაობა შეამცირა: ჯანელიძემ საჯარიმოს ხაზთან ბურთი დაუგდო მაისურაძეს, რომელმაც ეფექტურად გაიტანა "ცხრიანში" - 2:1.

სტუმრებს ქულის გადარჩენის შანსი გაუჩნდათ და მეტოქეს მთელი ძალებით შეუტიეს, მაგრამ... 72-ე წუთზე მჭედლიშვილმა ფლანგზე თუხარელი მოცელა. არბიტრმა თორნიკე გვანცელაძემ ვიტჯორჯიელი მოედნიდან გააძევა, რამაც ვიტელთა მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა.

ამით მშვენივრად ისარგებლა "სპარტაკმა" - შეცვლაზე შესულმა 20 წლის კონსტანტინე ხიზანეიშვილმა შორიდან უძლიერესი დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა - 3:1.

სხვათა შორის, ხიზანეიშვილმა მანამდე (როცა ჯერ კიდევ სათადარიგოთა სკამზე იჯდა) თავი კურიოზული ყვითელი ბარათით გამოიჩინა - პირველი გოლი ისე გაუხარდა, ჩაფიძესთან მოედანზე მისალოცად შევარდა. მსაჯმაც ყვითელი ბარათი აუფრიალა...

მოკლედ, ამ გამარჯვებით "სპარტაკმა" ბოლო ადგილს თავი დააღწია და, რაც მთავარია, ქომაგებისთვის დამაიმედებელი თამაში აჩვენა - ასეთ "სპარტაკს" არათუ უმაღლეს ლიგაში დარჩენა, ლიდერებისთვის პრობლემების შექმნაც შეუძლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
სპარტაკი-რაბოტნიჩკი 2:2 - მოგებაც შეიძლებოდა
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
კახა კაჭარავა: "სპარტაკში" ის მოთამაშეები შეიკრიბნენ, რომელთაც ფეხბურთი სწყურიათ!
ცხინვალის "სპარტაკიდან" წასული მერაბ გიგაური: წინადადებები არის, მაგრამ ბიუჯეტი...
ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
სატრანსფერო კარუსელები - რა შეიცვალა ეროვნულ ლიგა 2-ში?
ვლადიმერ ხაჩიძე "ვიტ ჯორჯიას" მომავალზე: ჯერ არაფერია გადაწყვეტილი
ოდესის "ჩერნომორეცმა" სინჯებზე მყოფი გიორგი რობაქიძე გუნდში დაიტოვა
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
"ცხინვალი": შეკრება სიდეში და სპარინგები ევროპულ გუნდებთან
გიორგი თექთურმანიძე: დღეს ქართულ საკლუბო ფეხბურთს ლიდერი არ ჰყავს
ქართველი ფეხბურთელი სინჯებზე "ჩერნომორეცში" იმყოფება
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
"სპარტაკის" ნაცვლად "ცხინვალი" - ახალი სახელწოდება, ლოგო და ფეხბურთელები
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
51..9% ხელფასებში - რაში დაიხარჯა 2019 წელს ფეხბურთის განვითარების ფონდის ფული?
ცხინვალის "სპარტაკი": ახალწვეულთა მოლოდინი და დაგეგმილი შეკრება