იმედი ჯერ კიდევ არის
პროფესიულ კრივში ერთ-ერთ წამყვან პრომოუტერს, ბობ არუმს მიაჩნია, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია კრივის სამყაროში ყველაზე ნანატრი ბრძოლის ორგანიზება, მენი პაკიაოსა და ფლოიდ მეივეზერს შორის.

პრომოუტერული კომპანია Top Rank-ის პრეზიდენტმა ისევ ააფორიაქა კრივის მოყვარულები. არუმი მიიჩნევს, რომ თუ პაკიაო 23 ნოემბერს, ბრენდონ რიოსთან შეხვედრაში კარგ ბრძოლას უჩვენებს, ამან, შესაძლოა, ბიძგი მისცეს ფლოიდ მეივეზერთან მოლაპარაკების პროცესს.

"ძირითადი პრობლემა ის არის, რომ ფლოიდი კონტრაქტით არის დაკავშირებული Showtime-თან, პაკიაო კი HBO-ს არხზე ჩხუბობს, - აცხადებს არუმი. - ამავდროულად, არსებობს პრეცედენტი: მაიკ ტაისონი და ლენოქს ლუისი ასეთივე სიტუაციაში იყვნენ, მაგრამ ბრძოლა მაინც გაიმართა. ასე რომ, თუ ეს ორი ტელეარხი ერთად შეიკრიბება და განიხილავს მომავალი შეხვედრის კონტრაქტს, ბრძოლა შეიძლება რეალური იყოს".

"თუ მენი კარგად იჩხუბებს 23 ნოემბერს, ჩვენ შევძლებთ ასეთი შეხვედრის ორგანიზებას, - აგრძელებს არუმი. - გულშემატკივრებისთვის სულერთია, რა სირთულეებს წავაწყდებით. მათთვის მთავარია, იხილონ მეივეზერისა და პაკიაოს ბრძოლა".

არუმის ვარაუდით, ასეთი შეხვედრა შეიძლება 2014 წლის მეორე ნახევარში გაიმართოს.

მაგომედი კომაში ჩააგდეს

გასული უქმეები არ ყოფილა დატვირთული მეგა-ბრძოლებით, მაგრამ ერთმა შეხვედრამ ნიუ იორკში ყურადღება მიიპყრო. მასში კუბელმა მაიკ პერესმა 12 რაუნდის შემდეგ, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, დაამარცხა რუსი მაგომედ აბდუსალამოვი.

კუნძულელი სასტიკად გაუსწორდა მეტოქეს. ბრძოლის შემდეგ ექიმებმა რუს მოკრივეს მარცხენა ხელისა და ცხვირის მოტეხილობა დაუდგინეს. გარდა ამისა, აბდუსალამოვს ტვინში მცირე სისხლჩაქცევა დაუფიქსირეს.

ბრძოლის შემდეგ რუსი ნიუ იორკში St. Luke's-Roosevelt-ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მოკრივემ თავის არეში ძლიერი ტკივილები იგრძნო და მისი მდგომარეობა სულ უფრო უარესდებოდა. შედეგად, ექიმებმა აბდუსალამოვი ხელოვნურ კომაში შეიყვანეს, რათა შესაძლო გართულებები აეცილებინათ თავიდან.

"იმედია, მაგო მალე დატოვებს საავადმყოფოს. მან ბევრი დარტყმა მიიღო თავის არეში. მისი მარცხენა ხელი სამუშაოა და როგორც კი ის მოიტეხა, მარჯვენათი მუშაობდა, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰქონდა. მას ჩაუტარდა ოპერაცია თავის არეში, რათა შეჩერებულიყო ტვინში სისხლჩაქცევა", - განაცხადა პრომოუტერული კომპანია Sampson Boxing-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნათან ლევკოვიცმა.

ამ მომენტისთვის რუსის მდგომარეობა სტაბილურია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მენი პაკიაოს დამმარცხებლებმა ერთმანეთში იჩხუბეს

საქართველოს 23-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა
15-წლამდელ მოკრივეთა 9 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
[VIDEO] აზერბაიჯანელი მწვრთნელი მსაჯს რინგზე ფიზიკურად გაუსწორდა - კადეტთა ევროპის ჩემპიონატის სკანდალური მომენტი
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
ცეცხლთან თამაში არ ღირს: ჯეიკ პოლმა მეივეზერს კეპი წაართვა, შემდეგ კი მაისური თავზე გადაახიეს და სათვალეც დაუმტვრიეს [VIDEO]
UFC-ის ვარსკვლავი გეი-პორნოში აღმოაჩინეს? უზბეკი ბიჭის ისტორია
ტრადიციული პაკიაო: ქალი ქალია და კაცი კაცი
"ფული მე არ მმართავს, პირიქით, მას ვმართავ მე..." - მეივეზერი
"მინდა ამ ვარიანტის ცდაც, უკვე მაქვს რაღაც პატარა გამოცდილება..." - ცნობილი "იუთუბერისთვის" კრივი ბოლო გაჩერება არ იქნება?
ხაბიბი ფლოიდის წინააღმდეგ? MMA თუ კრივი?
Marca-მ სერენას წასვლის შემდეგ ლეგენდების დამშვიდობება გაგვახსენა