ყაზახეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ერთადერთმა ქართველმა იქაურ პირობებზე ისაუბრა
2 ნოემბერს ყაზახეთის ჩემპიონატი დასრულდა. წლეულს აზიელებმა გუნდების რაოდენობა 12-მდე შეამცირეს და ჩვენ მსგავსად, პირველი ეტაპის შემდეგ ფინალურ და ქვედა ექვსეულებში გადაანაწილეს.

იქაურ პრემიერლიგაში მოთამაშე ერთადერთი ქართველის, გიორგი ფეიქრიშვილის "ატირაუმ" ქვედა ექვსეულში მე-2 ადგილი დაიკავა და ყაზახურ ელიტაში ადგილი უპრობლემოდ შეინარჩუნა. მან 32-დან 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

"გიორგი ფეიქრიშვილი "ატირაუს" გულშემატკივართა კერპია. 2009 წელს მან გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მაშინ "ატირაუმ", თავისი არსებობის ისტორიაში, ერთადერთი ტიტული - ქვეყნის თასი მოიპოვა.

ფეიქრიშვილი 2009 და 2010 წლებში გუნდის გულშემატკივრებმა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ის სხვაში არ შეგეშლება - მშვენიერი ტექნიკითა და გამოზომილი გადაცემებით გამოირჩევა.

გიორგი ახლაც ფორმაშია და ქომაგებს კვლავ ახარებს ლამაზი, სასარგებლო და ნამდვილი ფეხბურთით. ამის გამო მას სიყვარულით "ბიდჯოს" (ანუ "ბიჭოს" - რედ.) ეძახიან", - წერს ყაზახური ინტერნეტგამოცემა sports.kz.

"ყაზახეთში თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ უმძიმესი ტრავმის გამო ორი ოპერაცია დამჭირდა და სეზონი გამიცდა. საქართველოში ამიტომ დავბრუნდი.

ჯერ იყო ბოლნისის "სიონი", შემდეგ ქუთაისის "ტორპედო", მაგრამ იანვარში ისევ "ატირაუში" მიმიწვიეს. აქ ხალხი მცნობს და არ ვტრაბახობ - მაფასებს. რამდენიმე ძველი ნაცნობი ფეხბურთელიც დამხვდა და ამიტომ ადაპტაცია არ გამჭირვებია", - უთხრა "ლელოს" ფეიქრიშვილმა.

გიორგიმ ყაზახური ფეხბურთის წინსვლაზეც ილაპარაკა:

"ადრე ქართველ მოთამაშეებს ყაზახეთში თამაში ეთაკილებოდათ, მაგრამ ბოლო წლებში აქ დიდი ფული ჩადეს ფეხბურთში, სტადიონები, ბაზები ააშენეს და ისეთი ფეხბურთელები და მწვრთნელები ჩამოიყვანეს, წლიდან წლამდე ჩემპიონატის დონე სულ უფრო მაღლა იწევს.

ამის ლოგიკური შედეგი იყო, ყარაღანდის "შახტიორი" ევროპის ლიგაში რომ გავიდა. "ატირაუც" წინ მიდის და მიმაჩნია, რომ მომავალ სეზონში ბევრად ძლიერი გუნდი იქნება.

ყაზახეთმა საქართველოს ნაკრებს რომ მოუგო, ესეც იმაზე მეტყველებს, რომ ყაზახები ფეხბურთს სერიოზულად მოეკიდნენ და პირველი შედეგებიც მოიმკეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რა ხდება სინამდვილეში - დავითაშვილმა შეიძლება ჩემპიონატის პირველი ტური გამოტოვოს
გოჩოლეიშვილი "ჰამბურგის" ფეხბურთელი გახდა
სიომინმა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგების შესაძლებლობა შეაფასა
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო