თბილისის "დინამოსა" და ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ყაზახეთის პირველი ლიგის გუნდში ითამაშებს
დიდი ხანია, გიორგი ფეიქრიშვილი არსად ჩანდა. თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ბოლოს ყაზახურ "ატირაუში" ირიცხებოდა და მასთან ერთად ქვეყნის თასს დაეუფლა.

მაგრამ ყაზახეთში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც, 30 წელს გადაცილებულ ლეგიონერს ამ ქვეყანაში თამაშის უფლება აღარ ჰქონდა. ფეიქრიშვილმა ყაზახეთის მოქალაქეობის მიღება სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა.

შემდეგ ფეიქრიშვილი კარიერის გაგრძელებას საქართველოში გეგმავდა, თუმცა, საბოლოოდ, ისევ ყაზახეთს მიაშურა და ატირაუს მეორე გუნდში, I დივიზიონის ბინადარ "კასპიიში" ჩაირიცხა.

"წლეულს ყაზახეთში ასაკობრივი ლიმიტი გააუქმეს და დავბრუნდი. ჩემი აყვანა ისევ "ატირაუს" სურდა, მაგრამ ნახევარი სეზონი გამიცდა და დროებით, პირველ ლიგის გუნდში ჩავირიცხე. თუმცა, დიდი ალბათობით, ზაფხულში ისევ პრემიერლიგის გუნდში დავბრუნდები", - ამბობს ფეიქრიშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ოცნებები ხდება" - ეგოიანი საქართველოს ნაკრებში სადებიუტო გამოძახებას გამოეხმაურა
[VIDEO] "ხვიჩა ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია" - რა არჩევანი გააკეთა გავიმ კვარაცხელიას ვარსკვლავებთან შედარებისას
ითამაშებს მამარდაშვილი "ბრენტფორდთან" და აცილებენ თუ არა ალისონს?
20 წ. | სამხრეთაფრიკულ სერიას ფიჯისთან ჯახით ვიწყებთ
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” მხარდაჭერით, საქართველოს დაჭრილ მებრძოლთა სპორტული გუნდი 2027 წლის “ძლიერთა თამაშებისთვის” ემზადება
"ეტიჰადის" ერთ-ერთ ტრიბუნას გვარდიოლას სახელი ეწოდება - პეპი ოფიციალურად წასვლას ჯერ არ ადასტურებს
ალონსოს ახალი მეკარე სჭირდება - "ჩელსის" ბევრი კანდიდატი ჰყავს
ვლაჰოვიჩი და "მილანი" შესაძლებელი ხდება - სერბი შესაძლოა, "როსონერიში" ვიხილოთ
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
"შტურმში" შეიძლება კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშოს
მხოლოდ 1 წელი იმუშავა - ინძაგი "ალ-ჰილალს" დატოვებს
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ლივერპულში" მამარდაშვილის კონკურენტი შესაძლოა, 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე გახდეს
ლეაოს ინგლისში უხმობენ - პორტუგალიელის გაშვების წინააღმდეგი არც "მილანია"
კონტე "ნაპოლიდან" მიდის - "პარტენოპეიში" ყოფილი მწვრთნელი ბრუნდება
10-წლიანი ერა სრულდება - გვარდიოლა "სიტიდან" მიდის
[VIDEO] როგორ დამთავრდება პსჟ "არსენალის" ფინალური მატჩი - სახომ და პარიზული გუნდის სხვა ფეხბურთელებმა პროგნოზები გამოთქვეს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
ლუის ენრიკემ ალვარესის დამატება მოითხოვა - პსჟ-ს შეტევაში ცვლილებები მოხდება
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "ნიცასთან" შეიძლება ცარიელ სტადიონზე ითამაშოს
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა