რა შანსი აქვს "აუგსბურგს" მიუნხენში?
გერმანიის ჩემპიონატის მე-12 ტური დერბებით დატვირთული ტურია. 8 ნოემბერს ჰანოვერში ქვემოსაქსონიური დერბი (ჰანოვერი-ბრაუნშვაიგი) შედგა.

შაბათს "ბაიერნისა" და "აუგსბურგის" დაპირისპირება ბავარიული ჯახია.

ორი დერბია დაგეგმილი 10-შიც: "მაინცი" 40 კილომეტრის მოშორებით მდებარე ფრანკფურტის "აინტრახტს" მასპინძლობს, "ფრაიბურგისა" და "შტუტგარტის" დაპირისპირება კი სამხრეთული დუელია.

"ბაიერნისა" და "აუგსბურგის" ჯახი დერბია, მაგრამ ნაკლებად წარმოსადგენია, რომ აუგსბურგელებმა გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს, შესანიშნავ ფორმაში მყოფ რეკორდმაისტერს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიონ. მიუნხენურ გრანდში ხოსეპ გვარდიოლამ მოღვაწეობა შესანიშნავი სტარტით დაიწყო - "ბაიერნი" ჯერაც დაუმარცხებელია და 11 თამაშიდან 9 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ბუნდესლიგის ისტორიაში პეპზე უკეთესი სტარტი სხვა არც ერთ მწვრთნელს არ აუღია. მიუხედავად ამისა, გვარდიოლა "ბაიერნის" დღევანდელი ფორმით ბოლომდე კმაყოფილი მაინც არ არის და ამბობს, ჩემს გუნდს მომატება კიდევ შეუძლია და ვალდებულიცაა, რომ მოუმატოსო.

"აუგსბურგში" კი, მწვრთნელ მარკუს ვაინცირლს მეკარის საკითხი აქვს გადასაწყვეტი: მან ამ სეზონში ჰიტცის (სამი თამაში, "კიკერის" შეფასება 2.67), მანინგერისა (6 თამაში, 3.92) და ამსიფის (ორი თამაში, 4.00) სახით უკვე სამი გოლკიპერი ათამაშა და ბოლოს უპირატესობა ჰიტცს მიანიჭა. თუმცა "ბაიერნთან" გადაწყვეტილება შესაძლოა ისევ შეცვალოს - მანინგერის სასარგებლოდ.

"შალკეს" და "ვერდერს" ერთი მიზანი აქვთ

რურის დიდ დერბიში დამარცხება "შალკემ" წინა ტურში, "ჰერტასთან" ბერლინში მოპოვებული გამარჯვებით (2:0) გამოიგლოვა, თუმცა გელზენკირხენულ კლუბში მთლად იდეალური განწყობა მაინც არაა, რადგან "შალკე" ჩემპიონთა ლიგაში "ჩელსისთან" ისევ 0:3 დამარცხდა.

თუმცა იენს კელერის გუნდი კატასტროფულ მდგომარეობაში არც ჩემპიონთა ლიგაზეა (მერვედფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებს), ბუნდესლიგაში კი 11 ტურის შემდეგ საუკეთესო ექვსეულშია, რაც სწორედ "შალკეს" პროგრამა მინიმუმია. "შალკე" "ვერდერთან" საშინაო მატჩში მოგებას და ამ პოზიციის შენარჩუნებას გეგმავს. თუმცა ბრემენელებიც ევროპალიგის საგზურს უმიზნებენ...

"ლევერკუზენი" თუ "ჰამბურგი"?

წინა ტურამდე "ლევერკუზენი" "ბაიერნს" და "დორტმუნდს" ვაჟკაცურად მისდევდა, მაგრამ ერთი კვირის წინ "ფარმაცევტები" ყველასათვის მოულოცნელად "ბრაუნშვაიგთან" დამარცხდნენ და ლიდერთა დუეტს ჩამორჩნენ.

გაჩნდა აზრი, რომ "ლევერკუზენი" ამ წაგების შემდეგ უფრო აიჭრება და სამი ჰიიპიას გუნდს საპირისპიროს დამტკიცება "ჰამბურგთან" საშანაო შეხვედრაში მოუწევს. აღსანიშნავია, რომ ფინელ სპეციალისტს ამ მატჩში დისკვალიფიკაციის გამო ლარს ბენდერი დააკლდება.

წინა ტური წარუმატებელი იყო "ჰამბურგისთვისაც" - ბერტ ვან მარვეიკის შეგირდებმა ამ მწვრთნელის ხელში ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია "გლადბახთან" მარცხით (0:2) დაასრულეს. ის წაგება მეტწილად ცენტრალური მცველის ლასე ზობიეხის ბრალი იყო, თუმცა ჰოლანდიელი მწვრთნელი მის გაწირვას არ აპირებს და ამბობს, ორი შეცდომის გამო ფეხბურთელს ხაზს ვერ გადავუსვამო.

ასე რომ, ზობიეხს დღეს კიდევ ერთი შანსი მიეცემა.

"დორტმუნდს" ვოლფსბურგში მძიმე ბრძოლა ელის?

"ვოლფსბურგმა" ზედიზედ სამი თამაშის მოგება შეძლო და აშკარად კარგ ფორმაშია. სწორედ ამ დროს უწევთ "მგლებს" "დორტმუნდთან" თამაში და გამორიცხული არაა, რომ "ბორუსიას" ფეხი დაუდონ.

ვოლფსბურგელთა შორის ამ ეტაპზე ყველაზე მეტად 19 წლის არნოლდი გამოირჩევა, რომელიც სამი ტურია, მოედანს უგოლოდ არ ტოვებს. არადა, დორტმუნდელებს სამი ქულა ჰაერივით სჭირდებათ, რადგან "ბაიერნი" "აუგსბურგთან" დიდი ალბათობით მოიგებს.

დორტმუნდელები ჩემპიონთა ლიგაში, "არსენალთან" წაგებისა და მდგომარეობის გართულების გამო არასახარბიელო განწყობაზე არიან.

"ჰერტას" სანტიმეტრები აკლდება

ცხრილში შენიშნავდით, რომ "დორტმუნდს" ამ დროისთვის ყველაზე მეტი, 31 გოლი აქვს გატანილი. მეორე ადგილზე კი ამ მხრივ "ჰოფენჰაიმია" (26), რომელიც ამჯერად ბერლინის "ჰერტას" მასპინძლობს. ბერლინელები მიმდინარე სეზონში მოსალოდნელზე უკეთ ასპარეზობენ და ლევან კობიაშვილის გუნდის პრობლემა ისაა, რომ სტრანდარტულებიდან ბევრ გოლს (8) უშვებს.

მენეჯერი მიხაელ პრეეტცი ამბობს, ასე იმიტომ ხდება, რომ ჩვენს უკანახაზელებს სიმაღლეში სანტიმეტრები აკლიათო. მარჯვენა მცველი პეკარიკი სიმაღლეში 1.76 მეტრია, ცენტრალური უკანახაზელები, ლუსტენბერგერი და ლანგკამპი შესაბამისად 1.80 და 1.91, მარცხენა მცველი ვან დერ ბერგი 1.83 მეტრია, კლასიკური საყრდენი ჰოსოგაი კი ნამდვილად დაბალია - 1.76 მეტრი.

"ნიურნბერგი" მიონხენგლადბახშიც უშანსოდ?

შაბათის საღამოს მატჩი კარგ ფორმაში მყოფი "გლადბახისა" და ჯერაც მოუგებელი "ნიურნბერგის" დუელია. მიონხენგლადბახელებმა საკუთარ "ბორუსია პარკზე" ხუთივე შეხვედრა მოიგეს, 17 გოლი გაიტანეს და მხოლოდ სამი გაუშვეს. ამას ემატება ლუსიენ ფავრის გუნდის თითქმის იდეალური ეფექტურობაც - "გლადბახი" მომენტების 38.5 პროცენტს იყენებს.

საინტერესოა ისიც, რომ "გლადბახს" სულ 25 გოლი აქვს გატანილი და აქედან 23 ძირითადი შემტევი კვარტეტის: კრუზეს, რაფაელის, არანგოსა და ჰერმანის ანგარიშზეა.

"ნიურნბერგში" კი პირიქით, უკვე საშინელი განწყობაა: ეს ერთადერთი კლუბია, რომელსაც ამ სეზონში გამარჯვებების გრაფაში ჯერ კიდევ ნული უწერია...

მეკარეების "რულეტკა" "მაინცში"

მაინციდან ფრანკფურტამდე სულ რაღაც 40 კილომეტრია, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ "მაინცისა" და "აინტრახტის" დაპირისპირება დერბია.

მაინცელები კვირის მატჩს საკამოდ სერიოზული საკადრო პრობლემით ხვდებიან: ძირითადი მეკარე ჰაინც მიულერი ტრავმირებულია, მისი შემცვლელი ვეტკლო კი - დისკვალიფიცირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მიულერმა გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო, "მაინცის" მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა კარში ახალგაზრდა გოლკიპერი უნდა ჩააყენოს - კრისტიან მათენია ან ლორის კარიუსი.

რაც შეეხება "აინტრახტს" - ფრანკფურტელებს ექვსი ტურია არ მოუგიათ და უკვე კრიტიკულ მდგომარეობაში არიან.

გამოცოცხლდება "ფრაიბურგი"?

წინა სეზონის სენსაციურმა გუნდმა, "ფრაიბურგმა" ამ სეზონში პირველი გამარჯვება მხოლოდ წინა ტურში იზეიმა (3:0 ნიურნბერგში) და მე-4 ტურის შემდეგ პირველად დატოვა გასავარდნი ზონა.

ბრაისგაუელებს იმედი აქვთ, რომ ეს აღმასვლის დასაწყისი იქნება, ამჯერად კი "შტუტგარტს" მასპინძლობენ, რომელიც წინა ტურში "დორტმუნდთან" 1:6 განადგურდა. ეს გახლდათ შვაბთა პირველი მარცხი ახალი მწვრთნელის, თომას შნაიდერის ხელში.

გერმანია. ბუნდესლიგა. XII ტური

8 ნოემბერი

ჰანოვერი-ბრაუნშვაიგი 0:0

9 ნოემბერი.

ვოლფსბურგი. "ფოლცვაგენ არენა". 18:30

ვოლფსბურგი-დორტმუნდი

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: დიეგო, კოო, ტრეში, ვიეირინია - პიშჩეკი, გიუნდოგანი

ბოლო 6 მატჩი

+4=0-2 +4=1-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 32 თამაში: +7=8-17, (42:63)

სავარაუდო შემადგენლობები

ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ოხსი, ნალდო, კნოხე, როდრიგესი - მედოიევიჩი, ლუის გუსტავო - დ. კალიჯური, არნოლდი, პერიშიჩი - ოლიჩი.

დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - გროსკროიტცი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, ნ. შაჰინი - ობამეიანგი, მხითარიანი, როისი - ლევანდოვსკი.

ბაიერნი-აუგსბურგი 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ბადშტუბერი, შაჩირი, ტიაგო ალკანტარა, პისარო - ბობადილია

ბოლო 6 მატჩი

+5=1-0 +1=1-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 4 თამაში: +4=0-0, (9:2)

შალკე-ვერდერი 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ანანი, ჰიოგერი, ფარფანი, ჰუნტელაარი, ობასი - პრიოდლი, ბარგფრედე, პეტერსენი

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +2=3-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 88 თამაში: +32=18-38, (103:127)

ლევერკუზენი-ჰამბურგი 18:30

დისკვალიფიკაცია: ლ. ბენდერი (ლევერკუზენი)

ტრავმა: პალოპი, რაინარტცი - დიკმაიერი, ჯურუ, რაიკოვიჩი, დემირბაი, რინკონი, რუდნევსი

ბოლო 6 მატჩი

+4=1-1 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 68 თამაში: +24=19-25, (96:85)

ჰოფენჰაიმი-ჰერტა 18:30

დისკვალიფიკაცია: ვაგნერი (ჰერტა)

ტრავმა: გრიფო, ვუკჩევიჩი, კარამანი - ბაუმიოჰანი

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 6 თამაში: +2=1-3, (9:7)

გლადბახი-ნიურნბერგი 21:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ალვარო დომინგესი, ბრუვერსი, ნორდტვეიტი - მარკოს ანტონიო, გებჰარტი, მაკი

ბოლო 6 მატჩი

+4=1-1 +0=4-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 56 თამაში: +24=9-23, (:)

10 ნოემბერი

მაინცი-აინტრახტი 18:30

დისკვალიფიკაცია: ვეტკლო - სამბრანო

ტრავმა: ბუნგერტი, კოხი, ბაუმგარტლინგერი - კიტელი, როზენტალი, შვეგლერი, შტენდერა

ბოლო 6 მატჩი

+1=1-4 +0=4-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 10 თამაში: +2=6-2, (13:11)

ფრაიბურგი-შტუტგარტი 20:30

დისკვალიფიკაცია: ზორგი - რიუდიგერი

ტრავმა: მუიჯა, ჰანკე, ტერაცინო - დიდავი, სარარერი, კაკაუ

ბოლო 6 მატჩი

+1=3-2 +1=4-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 28 თამაში: +10=2-16, (35:42)

ბომბარდირები: 9 - რობერტ ლევანდოვსკი (დორტმუნდი); 8 - მარიო მანჯუკიჩი (ბაიერნი); პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), ვედად იბიშევიჩი (შტუტგარტი), მაქს კრუზე (გლადბახი), რობერტო ფირმინო (ჰოფენჰაიმი), სიდნი სემი (ლევერკუზენი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გერმანია. ბუნდესლიგა. XXIII ტური: რობენმა "შალკე" აწამა! [VIDEO]
საუდის არაბეთის ნაკრების მწვრთნელად ბაუსა დაინიშნა
"რეალისკენ" გზა ეხსნება? - Red Bull-მა შესაძლოა, კლოპი დაითხოვოს
კლოპი ამ ფეხბურთელების გაშვებას მოითხოვს - გერმანელი "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია
თუ კლოპი "რეალში" დაინიშნება - გერმანელი "ბლანკოსს" ორი ფეხბურთელის გაყიდვას მოსთხოვს
ᓡᕐᓛ
ლევერკუზენი VS პსჟ - პსჟ კავანის გარეშეც ფავორიტია
ლევან კობიაშვილს "ჰერტადან" 10 მაისს, "დორტმუნდთან" მატჩში გააცილებენ
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ
გერმანია. ბუნდესლიგა. XXI ტური: "ბაიერნი" წინ უკვე 16 ქულით გაიჭრა [VIDEO]
ბერტ ვან მარვეიკი თუ მაინც მაგათი?
ლევერკუზენი-პსჟ 0:4 - პარიზი უკვე ცაშია [VIDEO]
"ჰამბურგმა" ვან მარვეიკი დაითხოვა, სლომკა დაინიშნა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
კლოპმა უარყო - იურგენმა გერმანიის ნაკრებისა და "რეალის" შესაძლო გაწვრთნაზე ისაუბრა
ბერლინის "ჰერტას" უარი: ლევან კობიაშვილს კონტრაქტს არ ვუგრძელებთ!
შალკე VS რეალი - შესაძლებლობების 120 პროცენტი!
კლუბი ფოკუსში - "შალკე": იენს კელერის რევოლუცია
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
"ᓰᓔᕠ
გერმანია. ბუნდესლიგა. XXI ტურის წინ: თრილერები ქვემოთაც და ზემოთაც
ბაიერნი-შალკე 5:1: სამახსოვრო ბურთი რობენების ოჯახში [VIDEO]
გერმანიის თასი. 1/4-ფინალი: ათამაშებს პეპ გვარდიოლა შვაინშტაიგერს?
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
ტოპის მოსაზრება: "ლევერკუზენმა" პსჟ-სთან თამაშამდე წააგო
კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
გერმანია. ბუნდესლიგა. XXI ტურის შეჯამება: ორმაგი ბრძოლა ბომბარდირობისთვის
მირკო სლომკა, "ჰამბურგის" მხსნელი?
რეკორდსმენი გვარდიოლა - პეპის მორიგი მიღწევა ინგლისურ ფეხბურთში