მიხაელ პრეეტცი: კობი საშუალო ვადით საქართველოში აპირებს მოღვაწეობას
13 თებერვალს ჟურნალ "კიკერის" მთავარი თემა ლევან კობიაშვილის საკითხი იყო. საქმე იმაშია, რომ "ბილდთან" საუბარში 36 წლის კობიაშვილმა განაცხადა, რომ ფეხბურთის თამაშისგან ისევ იღებს სიამოვნებას, ისევ შეუძლია უმაღლეს დონეზე ასპარეზობა და შესაძლოა, ერთი წელი კიდევ ითამაშოს.

36 წლის ლევან კობიაშვილმა 342-ჯერ ითამაშა ბუნდესლიგის მატჩებში. ბოლო დროს ის იშვიათად თამაშობს, თუმცა მაღალ დონეზე, ხოლო "ჰამბურგთან" 3:0-ით მოგებულ საგარეო შეხვედრაში მან "ჰერტას" უკაპიტნა კიდევაც.

ბუნებრივია, ამის მერე ყველა ბერლინური კლუბის რეაქციას ელოდა, რომელმაც არ დაახანა:

"ლევან კობიაშვილმა ჩინებულად შეცვალა კაპიტანი ფაბიან ლუსტენბერგი. მიუხედავად იმისა, რომ ქართველის სურვილია, კიდევ ერთი წელი ითამაშოს, დანამდვილებით შეგვიძლია თქმა - "ჰერტა" მას კონტრაქტს არ გაუგრძელებს", - წერს "კიკერი".

"ლევან კობიაშვილმა 100-ჯერ ითამაშა ეროვნულ ნაკრებში და 342-ჯერ ბუნდესლიგაში. მას მხოლოდ კლაუდიო პისარო უსწრებს უცხოელთა შორის 360 მატჩით. ვინაიდან ლევანს ივნისში დაემშვიდობებიან, ხოლო პისარო ისევ თამაშობს, ქართველი რეკორდს ვეღარ მოხსნის".

აი, რას ამბობს "ჰერტას" სპორტული დირექტორი მიხაელ პრეეტცი: "ზაფხულში ყველაფერი დასრულდება. ლევანი დიდ საქმეს აკეთებს გუნდში, როცა ის საჭირო ხდება, მაგრამ ის მალე 37 წლის გახდება. ასეთ ასაკში კი ბუნდესლიგაში თამაში უკვე შეუძლებელია".

კობიაშვილთან შრომითი ხელშეკრულება მოიცავს "ჰერტასთან" თანამშრომლობის ვარიანტებს, ოღონდ არა მოედანზე, 2014/15 წლების სეზონშიც.

პრეეტცი ამბობს: "მე და ლევანმა უკვე ვისაუბრეთ პირისპირ ამ თემაზე. თავად ლევანი სპორტულ მენეჯმენტს აქტიურად სწავლობს. ის მომავალში ფეხბურთში ხედავს თავს, ოღონდ არა მწვრთნელად. საშუალო ვადით ის საქართველოში აპირებს ამ კუთხით მოღვაწეობას".

"კიკერის" ცნობით, კვირას "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ ლევან კობიაშვილი ისევ სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრება.

ასევე იხილეთ:

ერთად სათქმელი: არ წახვიდე, კობი!

Tornike
ვაჟა მეც მაგას ვიძახი
kola
დალოცვილო,თუ შეგიძლია და სურვილიც გაქვს,ითამაშე.რათ უნდა მაგას ბევრი ლაპარაკი.სტენლი მეტიუზი და ჯორჯ ბესტი თამაშობდნენ და შენ ვისზე ნაკლები ხარ.ისე, ნერვების დაგლეჯა და ბოღმიანი ხალხის ნახვა თუ გინდა,ჩამოდი.
vazha
ლევან ამ კომენტარს თუ წაიკითხავ კაი იქნება. იქნებ გადახვიდე ბუნდესლიგაში ახლად გადოსულ გუნდში ,შეგიძლია ლევან ერთი წელიც და 2 და 3 წელი თამაში კიდე ამის ბევრი მაგალითია 38-39 წლამდე უთამაშიათ მაღალ დონეზე,დათანხმდი ხელფასის ცოტა დაკლებას და გახდი ბუნდესლიგაში პირველი ლეგიონერი თატარებული თამაშების მხრივ დაფიქრდი უდიდეს კვალს დატოვებ ქართულ და გერმანულ ფეხბურთში გერმანულში განსაკუთრებით აქ ისედაც ყველას ძალიან გვიყვარხარ. მიდი ლეუუუუუუუშ!
tornike
გააგრძელოს კარიერა ისევე ბუნდესლიგაში დარწმუნებული ვარ დიდი სიამოვნებით იყიდიან ზოგ-ზოგიერთი გუნდი მაგ 1სეზონით ,თუ არადა ერთ-ერთ ქართულ კლუბს გაუკეთოს კაი საქმე და რომელიმეში ითამაშოს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მ სტუმრად "მანჩესტერ სიტის" მოუგო
"მანჩესტერ სიტისთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"მანჩესტერ სიტისთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
"მის სანაცვლოდ ამ თანხას არასდროს გადავიხდიდი" - პეტი ბარკოლას "ლივერპულში" ტრანსფერზე
დიდი მხარდაჭერა - პსჟ-ის მანჩესტერში გულშემატკივართა არმია ჩაჰყვა
იმედი L RKENA 2026-ის მზღვეველია
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] "სპორტინგის" მეორე მოგება და აზერბაიჯანული გუნდის ისტორიული გამარჯვება
ლუის ენრიკე: "ოქროს ბურთზე" დაუსრულებელი ლაპარაკით დავიღალე
საქართველო - კოსოვო | მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი
7:0. საქართველოს ნაკრებმა სომხეთს სძლია და A ლიგაში გადასვლის შანსი აქვს
"ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთს ვთამაშობთ" - ლაპორტა "ბარსელონას" ბრწყინვალე ფორმაზე
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
ქართველი მსაჯები ევროპის ლიგის მატჩს განსჯიან
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
"ეს შეუძლებელია" - ექსპერტმა ზაბარნის და ერნანდესს დონე დაუწუნა
"ეს უკვე ძალიან ზედმეტია" - პაპენის აზრით, მბაპეს "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად პრობლემა აქვს
პსჟ ოპტიმალური შეტევით, ხვიჩა პირველად - "მამარდა" ადრე და "იბერია 1999"
"ᓰᓔᕠ
გერმანია. ბუნდესლიგა. XII ტურის წინ: გვარდიოლა პროგრესს ითხოვს
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ლევან კობიაშვილს "ჰერტადან" 10 მაისს, "დორტმუნდთან" მატჩში გააცილებენ
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე