ფეხბურთის სამშობლო სამშობლოში შეარცხვინეს
იოახიმ ლიოვისთვის საიუბილეო, გერმანიის ნაკრების თავკაცის რანგში რიგით მე-100 შეხვედრაში ბუნდესგუნდი "სან სიროზე" მატს ჰუმელსმა ტონი კროოსის მიერ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ ზუსტი თავური დარტყმით დააწინაურა, მაგრამ იტალიელებმა ანგარიში 20 წუთში, ბრწყინვალე კომბინაციით გაათანაბრეს, რომელიც მილანისტა ინაციო აბატემ მაუნუელ ნოიერისთვის აუღებელი დარტყმით დააგვირგვინა - 1:1.

ასე რომ, გერმანიამ იტალიას ისევ ვერ მოუგო. შეგახსენებთ, ბუნდესგუნდს "სკუადრა აძურა" ოფიციალურ მატჩში არასდროს დაუმარცხებია, ამხანაგურ შეხვედრაში კი გერმანიის ბოლო გამარჯვება იტალიასთან 18 წლის წინათ დაფიქსირდა...

ლიოვის საიუბილეო ექსპერიმენტები

იტალიის ნაკრების თავკაცმა ჩეზარე პრანდელიმ თავისი გუნდის ძირითადი შემადგენლობა ფაქტობრივად წინა დღეს, პრესკონფერენციაზე გააჟღერა, როცა თქვა, რომ ჯუზეპე როსის პაბლო ოსვალდო შეცვლიდა, დანარჩენი ათი სასტარტო მოთამაშის გამოცნობა კი ძნელი არც იყო. მით უმეტეს, რომ დანიელე დე როსის მცირე ტრავმა აწუხებდა და პრანდელიმ ეს უკანასკნელი სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

ლიოვმა კი მისთვის საიუბილეო მატჩში რამდენიმე ექსპერიმენტს მიმართა: ფილიპ ლამი საყრდენ ნახევარმცველად გაამწესა, მარჯვენა მცველად კი ბუნდესგუნდში ბენედიქტ ჰიოვედესი ვიხილეთ. მარცხენა მცველის პოზიციაზე არა მარსელ შმელცერი, არამედ ჰამბურგელი მარსელ იანსენი იდგა, მარცხენა გარემარბად კი ანდრე შიურლე - ლიოვმა მარკო როისი სკამზე დატოვა და მოედანზე მხოლოდ მეორე ტაიმში შეუშვა. მესუთ იოზილს გრიპი ჰქონდა და მისი თამაშში ჩართვა მხოლოდ მეორე ტაიმში მოხერხდა, ძირითადში კი, გამთამაშებლად ტონი კროოსი იყო გამწესებული. გერმანიის ნაკრებში ყველაზე წინ მარიო გიოტცე თამაშობდა.

იხილეთ ვიდეო

გიოტცემ ცენტრფორვარდად ვერ ივარგა

შეტევის დროს გერმანელების ტაქტიკა ფაქტობრივად 4-3-3 გახლდათ, რომელშიც კლასიკური საყრდენი მხოლოდ ლამი იყო, ხედირა და კროოსი კი ნახევრად შემქმნელ და ნახევრად ჩამშლელთა ფუნქციებს ასრულებდნენ. მიულერი და შიურლე ფლანგებზე აქტიურობდნენ, გიოტცე კი ცენტრფორვარდის პოზიციაზე თითქმის საერთოდ არ ჩანდა - აშკარა და ლოგიკურია, რომ მარიო ამ ადგილზე თავს კარგად ვერ გრძნობს.

თავიდან იტალიელებმა შეუტიეს და ნახევრადმომენტიც შექმნეს, რომელიც მარიო ბალოტელის დამსახურება გახლდათ, გერმანელთა პირვერლივე იერიშს კი გოლი მოჰყვა: კროოსმა კუთხური ჩააწოდა, ჰუმელსი ყველაზე მაღლა ახტა და ჯიჯი ბუფონის კარში ბურთი თავით გადაგზავნა. გოლის შემდეგ გერმანია მცირე უპირატესობას დაეუფლა, თუმცა იტალიელები აზრზე მალევე მოვიდნენ და 20 წუთში წონასწორობა მშვენიერი კომბინაციით აღადგინეს, რომელიც აბატემ მოხდენილი და ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა. გაშვებულმა ბურთმა გერმანია ისევ არია.

პრანდელის გუნდის სავიზიტო ბარათი აქტიური პრესინგია და იტალიელები გერმანელებს არა მარტო დროულად აწუხებდნენ, არამედ ორთაბრძოლებშიც უკეთ გამოიყურებოდნენ. "აძურის" შეტევების აბსოლუტური უმრავლესობა, რა თქმა უნდა, ცენტრიდან, პირლოზე გავლით ხორციელდებოდა, თუმცა იტალიელები მაღალი და შორეული პასების სტრატეგიასაც აქტიურად იყენებდნენ, გერმანელებს კი მოკლე და სწრაფი პასებით სურდათ წარმატების მიღწევა.

კროოსის და მოტას კინკლაობა

მეორე ტაიმში უფრო აქტიური დაპირისპირება გაჩაღდა, რომელშიც ინიციატივას უფრო იტალიელები ფლობდნენ. გერმანელები თავს საკმაოდ პასიურად იცავდნენ, შეტევისას კი ბურთს ერთობ იოლად კარგავდნენ, რაც ლიოვის გუნდისთვის დამახასიათებელი ნამდვილად არ არის, თუმცა ეს იტალიის ნაკრების ნახევარმცველების დამსახურებაა, განსაკუთრებით ტიაგო მოტასი.

სწორედ ამ უკანასკნელს უკავშირდება ის, რაც მეორე ტაიმის მეორე ნახევარში მოხდა, როცა მატჩი ამხანაგურის ჩარჩოებს გასცდა. ბურთის დაკარგვით განრისხებულმა კროოსმა მოტას ორჯერ უშედეგოდ მოუქნია ფეხი, მერე კი მესამედაც სცადა და მწარედაც მოარტყა. ამით გაწიწმატებული მარკიზიო კროოსთან მიიჭრა და რამდენიმე მწარე სიტყვა უთხრა, თავად მოტა კი კროოსს სახეზე ხელითაც შეეხო. პორტუგალიელ არბიტრ ოლეგარიო ბენკერენშას კროოსის და მოტას გაძევება შეეძლო, მაგრამ ორივე დაინდო და მათ ყვითელი ბარათები აკმარა.

საბოლოო ჯამში, "სან სიროზე" ინტენსიური და როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან დაძაბული პაექრობა ვიხილეთ. საგოლე მომენტები ბევრი არ ყოფილა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გერმანიამ სამჯერ მოარტყა ბურთი ბუფონის კარის ძელს. სულ ბოლო წუთზე კი გერმანელებს გამარჯვების გოლის გატანის რეალურზე რეალური შანსი მიეცათ, მაგრამ დაიბნენ...

იხილეთ ვიდეო

იტალია-გერმანია 1:1

გოლები: 0:1 ჰუმელსი (8), 1:1 აბატე (28)

იტალია (4-1-3-2): ბუფონი - აბატე, ბარძალი (71. ოგბონა), ბონუჩი, კრიშიტო - ტიაგო მოტა - მარკიზიო, პირლო (82. ჩერჩი), მონტოლივო - ოსვალდო (53. კანდრევა), ბალოტელი.

გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - ჰიოვედესი, ჟ. ბოატენგი, ჰუმელსი, იანსენი - ლამი, ხედირა (67. ს. ბენდერი) - თ. მიულერი (87. ლ. ბენდერი), კროოსი, შიურლე (59. როისი) - გიოტცე (59. იოზილი).

გაფრთხილება: მარკიზიო, ტიაგო მოტა - ლამი, კროოსი

მაყურებელი: 35 000

სამხრეთ კორეა-შვეიცარია 2:1

გოლები: 0:1 კასამი (7), 1:1 ჰონი (56), 2:1 ლი (85)

ბელარუსი-ალბანეთი 0:0

ჩეხეთი-კანადა 2:0

გოლები: 1:0 ჩელუსტკა (3), 2:0 ჰორავა (81)

რუსეთი-სერბეთი 1:1

გოლები: 1:0 სამედოვი (30), 1:1 ჯორჯევიჩი (31)

ესტონეთი-აზერბაიჯანი 2:1

გოლები: 0:1 რ. ალიევი (44), 1:1 ზენიოვი (54), 2:1 ლინდრეპე (66)

დანია-ნორვეგია 2:1

გოლები:1:0 კვისტი (13), 1:1 მ. პედერსენი (78), 2:1 ბოილესენი (90)

თურქეთი-ჩრდ. ირლანდია 1:0

გოლი: 1:0 ერდინგი (45)

ირლანდია-ლატვია 3:0

გოლები:1:0 კინი (22), 2:0 მაკგიდი (68), 3:0 ლონგი (79)

პოლონეთი-სლოვაკეთი 0:2

გოლები: 0:1 კუჩკა (31), 0:2 მაკი (38)

ინგლისი-ჩილე 0:2

გოლები: 0:1 ა. სანჩესი (7), 0:2 ა. სანჩესი (94)

ინგლისი (4-4-2): ფორსტერი - ჯონსონი, ჯონსი (57. სმოლინგი), კეჰილი, ბეინესი - მილნერი (65. დეფო), უილშირი (71. კლევერლი), ლამპარდი (71. ჰენდერსონი), ლალანა (77. ბარკლი) - რუნი, ჯ. როდრიგესი (57. ტაუნსენდი)

შოტლანდია-აშშ 0:0

ეკვადორი-არგენტინა 0:0

16 ნოემბერი

ჰოლანდია-იაპონია 16:15

უელსი-ფინეთი 22:00

ეკვ. გვინეა-ესპანეთი 01:00

ბრაზილია-ჰონდურასი 04:30

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

del piero
იტალიაააააააააააააააააააააააააააა!!!!!!!!!!!!გერმანელებო ვერ უგებთ ვერა! იტალია უძლიერესია!
PARFIUMER
მაგარი ისაა რომ არავის არ უნდა ჩვენთან თამაში ყაზახეთის გარდა და იმათაც ამოუვიდათ ამდენი მოგება ყელში :D ეს *** კაცი კიდე პასუხებს ელოდება მწვრთნლისგან თურმე... *** ყველამ ნაკრებიდან და ფედერაციიდან.
ynwa
საინტერესოა, ჩვენი ნაკრები რატომ არ თამაშობს? ხოო!!! ბიჭებს, ხომ დასვენება უნდათ მუნდიალის წინ, ისეთი ოფლი ღვარეს:):):) თუმცა მწვრთნელი გადაიხვეწა და აბა როგორ ითამაშონ დიდი სტრატეგის გარეშე?! სამაგიეროდ არველაძემ და სიჭინავამ იმისთანა პროექტები ჩამოიტანეს უეფადან, რომ გვიმალავენ, ეშინიათ ხალხი ჭკუიდან არ გადავიდესო და ნელნელა გვაპარებენ თავიანთ მიღწევებს... ქართულ ფეხბურთს არაფერი არ ეშველება ამ ხალხის ხელში. კიდევ უარესი იქნება შემდგომში.
ასა
საქართველოს ნაკრები სად იყო?ბოლო თვის ხელფასი 200 ათასი რაში აიღო ქეცბაიამ? ჯობია თავისით წავიდეს, სანამ ბოლომდე შერცხვენილა
murtalo
ჩვენ რაში გვჭირდება ამხანაგური შეხვედრები, არააა..ისედაც დალაგებული ნაკრები გვყავს...ყველამ ითამაშა ევროპაში ჩვენს გარდა...ვაი ჩვენს პატრონს...
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
100 მილიონი ევრო ფაბრეგასის შესანარჩუნებლად - "კომოს" დიდი მიზნები აქვს
ოსიმენის "იუვენტუსში" გადასვლა ჩაიშალა - რჩება საუდის არაბეთი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
სანჩესი სერია A-ში დარჩენასთან ახლოსაა - მისი კარიერა ევროპაში სწორედ ამ გუნდში იწყებოდა
მასიმილიანო ალეგრი რთულ ვითარებაში - არც ინაციო აბატე, არც მატია დე შილიო
პაბლო ოსვალდო: გასახდელში სიგარეტს ჯანლუიჯი ბუფონთან ერთად ვეწეოდი
პრანდელის ჯერია - "ჯენოამ" მიმდინარე სეზონში უკვე მე-3 მწვრთნელი დანიშნა
"მარსელმა" კლუბის რეკორდი დააფიქსირა
სამი კანდიდატი - "ბაიერნში" ტუხელის შესაძლო შემცვლელები ცნობილია
ლიოვი გერმანიის ნაკრებში მუშაობას გააგრძელებს
მესის გოლი ჩილეს დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]
"ნაპოლისთვის" კარგია, რომ ტრავმა მიიღო და ვერ ითამაშებს" - პრანდელი კვარაცხელიაზე
"მხითარიანი იდიოტია! როგორ შეიძლება ის თამაშობდეს და..." - ვიდალმა სომეხ ფეხბურთელს შეურაცხყოფა მიაყენა
ლუკაკუმ სანჩესს ორჯერ გაატანინა და "ინტერი" "მილანს" კიდევ უფრო გაექცა
ალექსის სანჩესი შესაძლოა, "უდინეზეში" დაბრუნდეს
იძულებითი ცვლილებები "სკუადრა აძურაში"
"ღამურების" ბუდეში - რატომ წავიდა პრანდელი სინამდვილეში "ვალენსიიდან"
ლიოვმა ახსნა, თუ რატომაა იმედიანად ინგლისთან მატჩის წინ
ლიოვი მზადაა ნაკრებში მიულერის, ჰუმელსისა და ბოატენგის დაბრუნება განიხილოს
პოლონეთის ნაკრების თავკაცი შესაძლოა ცნობილი იტალიელი სპეციალისტი გახდეს
ხავი შესაძლოა გაათავისუფლონ - მის შემცვლელად 3 კანდიდატი სახელდება
დიდი მკერდი, დევნა და ბლომად ფული - "მილანი" იაპონურ საბურავებს არეკლამებს [VIDEO]
ლიოვმა მიულერს დაურეკა და ნაკრებში უხმო
"ჯენოა" თასიდან მესამე ლიგის გუნდმა გამოაგდო და მისი მწვრთნელი იურიჩი მოხსნეს