ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოთარ ტატიშვილმა შემადგენლობაც ორად გაყო
მიმდინარე კვირის ბოლოს "ბერძენ-რომაელებს" ორი მნიშვნელოვანი ტურნირი ელოდებათ - 22 ნოემბერს მინსკში ოლეგ კარავაევის ხსოვნის მემორიალი ტარდება, 22-24 ნოემბერს კი ბაქო, ტრადიციულად, უმასპინძლებს ჰეიდარ ალიევის სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" ფინალურ ეტაპს.

ამიტომ ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოთარ ტატიშვილმა შემადგენლობაც ორად გაყო. თუმცა ბაქოში მონაწილეობა კვოტირებულია - ამ კომერციულ ტურნირზე მოსახვედრად "ოქროს დიდ პრიზზე" (ასეთი სულ ორი ეტაპი იმართება სეზონში) უნდა მოიპოვო ლიცენზია.

ეტყობა, ტატიშვილი გუნდის მოსამზადებლად უფრო მეტ მნიშვნელობას კარავაევის მემორიალს ანიჭებს, რადგან ის გუნდური შეჯიბრებაა და იქ სპორტსმენს, მინიმუმ, 6 შეხვედრის გამართვა მოუწევს (ეს - ტურნირის წლევანდელი ფორმატიდან გამომდინარე, ანუ რამდენი გუნდი მონაწილეობს შეჯიბრებაში); ბაქოში კი, სადაც პირადი პირველობაა, შეიძლება პირველივე წრეში წააგო და საერთოდ გავარდე, საშეჯიბრო პრაქტიკის გარეშე დარჩე.

ამიტომ მწვრთნელმა უფრო ძლიერები და პირველ ნომრებად მოაზრებული ფალავნები მინსკში წაიყვანა.

მათ შორის - ისეთებიც, ვისაც ბაქოში გამოსასვლელი ლიცენზია მოპოვებული ჰქონდა. ტატიშვილმა ისინი სათადარიგოებით ჩაანაცვლა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთაშორისო ფედერაცია დაგვაჯარიმებდა. თუმცა მთლად ისეც არ გამოვიდოდა, იქ მხოლოდ მეორე ნომრები გაეშვა - ფილა მსგავსი ფორმატის შეჯიბრებებზე დასწრებას მკაცრად აკონტროლებს.

მით უფრო, ტატიშვილი თავს ვერც იმართლებდა, თუ ზუსტად იმ პერიოდში ეს ლიდერები მინსკში იჭიდავებდნენ. ამიტომ ბაქოში რამდენიმე ტიტულოვანი ფალავანიც გამოვა, რაც ზემოთქმულიდან გამომდინარე, სულაც არ ნიშნავს, რომ თითქოს მათ ლიდერებად არ მოვიაზრებთ.

ბაქოსთვის სათადარიგოები ლომინაძე, დავითაია, კილასოვი, როყვა და გოგისვანიძე არიან, დანარჩენებს კი მოპოვებული ჰქონდათ საგზური.

მისასალმებელია შემადგენლობაში ქაჯაიების ოჯახური ტრიოს ერთად გამოჩენაც - მოგეხსენებათ, ირაკლი და მიხეილი ძმები არიან, იაკობი კი მათი ბიძაშვილია.

დიდი ხანია, მათ ერთად არსად უჭიდავიათ და ვიმედოვნებთ, იაკობთან დაკავშირებით ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის. მოგეხსენებათ, ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ ფეხი იტკინა და თანატოლებში მსოფლიოს პირველობა გამოტოვა.

ამათ ბაქოში წასულებიდან ლაშხსა და ცხადაიას თუ დავუმატებთ, დავინახავთ, რომ ძირითადი შემადგენლობა აქაა. ოღონდ რამდენიმე წონაში გამოკვეთილი ლიდერი არაა და ტატიშვილს იქ ყველას კანდიდატი მიჰყავს.

მინსკში 12 გუნდი გამოვა: აშშ, კუბა, ყაზახეთი, ლიტვა, უკრაინა, აზერბაიჯანი, უნგრეთი, პოლონეთი, რუსეთი, საქართველო და ბელორუსის ორი ნაკრები. ისინი ორ ჯგუფად დაიყოფიან და გამარჯვებულები ოქროს მედლისთვის, მეორე ადგილებზე გასულები კი ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ.

თავისუფალი ექვსეული ბაქოში

ბაქოში, "თავისუფალთა" ტურნირში, ჩვენგან მხოლოდ 6 კაცი იჭიდავებს, რადგან მეტს ლიცენზია არც მოუპოვებია. თუმცა აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენი "თავისუფლები" "ოქროს დიდი პრიზის" იმ ორი სალიცენზიო ტურნირიდან მხოლოდ ერთში გამოვიდნენ - მაისში, იტალიურ სასარიში (სწორედ იქ იყო, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მსოფლიოს პუერტორიკოელი ვიცე-ჩემპიონი ფრანკლინ გომესი უზადოდ რომ გამოცელა და იტალიელ კომენტატორებს სულ "გრანდე კლასსე ჯორჯიანო" აძახებინა); იანვარში, კრასნოიარსკში გამართულ ივან იარიგინის სახელობის მემორიალში კი, რომელიც იმავე კატეგორიისაა, ძველი ინერციით, ვერც ახლა წავიდნენ.

მოგეხსენებათ, რუსეთის ტერიტორიაზე ქართველ სპორტსმენებს, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, წინა ხელისუფლება პოლიტიკური მოსაზრებებით არ უშვებდა. მათ შორის იარიგინის მემორიალიც იყო.

ახლა ვითარება კი გამოსწორდა და წინა თვეში ჩვენები იაკუტსკშიც იყვნენ საჭიდაოდ და - გროზნოშიც (აქ იმ შეჯიბრებებზე ვლაპარაკობთ, სადაც მონაწილეობა ნებაყოფლობითია, თორემ ხასავიურტში გამართულ საკონტინენტთაშორისო თასზე გამოსვლა, როგორც - ბაქოში, სავალდებულოა და თავის არიდება ფინანსურად ისჯება), მაგრამ შარშან, დეკემბერში მოსულმა ჩვენი ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელობამ იანვარში მათი დაფინანსება ვერ მოახერხა.

ედიშერაშვილი სასარიში 60-ში გამოვიდა და ბრინჯაოს მედალთან ერთად, საგზურიც ამ წონაში მოიპოვა, თუმცა, შესაძლოა, ბაქოში თავის წონაში, 55-ში იჭიდაოს. ეს ადგილზე გადაწყდება - შეხედავენ, შეძლებს თუ ვერა უმტკივნეულოდ დაკლებას.

ყოველ შემთხვევაში, ჩვენმა ფედერაციამ თავი დაიზღვია და ფილას მიმართა თხოვნით, მისთვის 55-ში გამოსვლის ნება დაერთო და დაითანხმა კიდეც.

საინტერესოა მარსაგიშვილის საკითხიც, რომელსაც იქით სასარიში საერთოდ არ უჭიდავია, შესაბამისად, არც ლიცენზია მოუპოვებია, აქეთ კი ჩვენი ფედერაცია ემუქრება ექვსთვიანი დისკვალიფიკაციით. თუმცა ლუკა კურტანიძის ეს გადაწყვეტილება 15 დეკემბრამდე, ანუ აღმასკომის სხდომამდე ვერ ამოქმედდება და ისიც მხოლოდ აღმასკომის თანხმობის შემთხვევაში შევა ძალაში, მანამდე გასამართ ტურნირებში გამოსვლაში კი ხელს ვერ შეუშლის.

ბაქოს შეჯიბრებაც და საქართველოს ჩემპიონატიც ამ სიაში ხვდება, თუმცა ბაქოში მის დასაშვებად ჩვენს ფედერაციას ფილასთან მოციქულობა და მიმოწერა დასჭირდა. საბედნიეროდ, ისინი ამაზეც დაითანხმეს.

ბაქოში შეჯიბრება სამ დღეს გაგრძელდება და თითო საჭიდაო სახეობას თითო დღე დაეთმობა. ტურნირში თავდაპირველად "ბერძენ-რომაელები" ჩაებმებიან - 22 ნოემბერს და ყველა წონა იმავე დღეს იასპარეზებს. 23-ში ქალთა შეჯიბრებაა, თუმცა იქ მონაწილე არ გვეყოლება, 24-ში კი თავისუფალ სტილში მოჭიდავე ვაჟები იჭიდავებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება
ᓚᓣᓙᓐ ᓙᓣᓠᓢᓐᓜᓘᓫᓔᓛ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓔᓑᓘᓡ ᓛᓬᓕᓠᓗᓜᓔᓚᓔᓑᓘ ᓓᓐᓐᓡᓐᓮᓔᓚᓐ, ᓓᓐᓘᓡᓐᓓᓒᓣᓠᓔᓑᓡ ᓡᓘᓛᓨᓕᓘᓓᓔ?
ზურაბ იაკობიშვილი და ელიზბარ ოდიკაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ
იაკობაშვილი და ოდიკაძე ნახევარფინალში გავიდნენ, ხუციშვილი და მარსაგიშვილი მედლების გარეშე დარჩნენ
"კიდევ რამდენ უსახურ გუნდს უნდა დაუწეროს თბილისის "დინამომ" ისტორია?! გასკდა გული, ვიღაცამ ხომ უნდა ამოიღოს ხმა..." - ოთარ ტატიშვილის ემოციური მიმართვა ევროტურნირებზე "დინამოს" მორიგი მარცხის შემდეგ [VIDEO]
დავით მარსაგიშვილი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია
იაკობაშვილი და ოდიკაძე ნახევარფინალში დამარცხდნენ და ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ
დავით მარსაგიშვილის საუკეთესო მომენტები ინდოეთის პრო ლიგაში [VIDEO]
"მინდა, სოროებში მოგიკითხოთ "კვარას" კრიტიკოსები - ახლა მაინც არ რცხვენია იმ ხალხს, ვინც..." - ოთარ ტატიშვილი
ოთარ ტატიშვილი "შევარდენი 1906"-ის საპატიო პრეზიდენტი გახდა
მოჭიდავეთა ასაკობრივი ნაკრებები: ვინ - სად, ვინ - რისთვის
ᓥᓐᓠᓗᓕᓔლᓘ "ᓗᓐᓕᓘᓡᓣᓤᓚᓔᓑᓘ" 25 ᓘᓕᓚᓘᓡᓡ ᓑᓐᓥᓝᓨᓘ "ᓝᓥᓠᓝᓡ ᓓᓘᓓ ᓞᓠᓘᓖᓖᓔ" ᓒᓐᓛᓝᓕᓚᓔᓜ
საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებების მწვრთნელების ვინაობა ცნობილია
საპლაჟო ჭიდაობის სალიცენზიო ტურნირში საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა