საკალათბურთო კლუბი "დინამო", კალათბურთის ფედერაციის 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს
22 ნოემბერს გავრცელდა საკალათბურთო კლუბ "დინამოს" განცხადება:

"მას შემდეგ, რაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრებმა, ფედერაციის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მიიღეს, საკალათბურთო კლუბი "დინამო", 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს".

ცხადია, ამ განცხადებასთან დაკავშირებით ჩნდება შეკითხვები. სწორედ ამიტომ, გავესაუბრეთ "დინამოს" პრეზიდენტ ვახტანგ ნაცვლიშვილს, რომელმაც განგვიმარტა, რომ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი 15 ნოემბრის კალათბურთის ფედერაციის გამგეობის გადაწყვეტილებამ განაპირობა:

"გამგეობის თითოეულ წევრს არჩევნებში ხმის უფლება მიენიჭათ. ეს მაშინ, როცა ქართული კალათბურთის ფლაგმან "დინამოს" ერთი ხმა არგუნეს. ამ მოქმედებით გამგეობის წევრებმა საკუთარი თავი მდიდარი ტრადიციების გუნდ "დინამოს" გაუტოლეს.

ვფიქრობ, 15 ნოემბრის გადაწყვეტილება უსამართლოა და, ამავე დროს, გუნდის შეურაცხმყოფელია. სწორედ ამიტომ, მართებულად მიგვაჩნია არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა".

გემახსოვრებათ, რომ ორიოდე კვირის უკან კლუბების შეკრებაზე ბოიკოტზეც ჩამოვარდა სიტყვა. დავინტერესდით, ამ კუთხით პროტესტის გამოხატვაზე "დინამოს" ხელმძღვანელობა რა აზრისაა.

"ჩვენ ვემიჯნებით ინიციატივას ბოიკოტის შესახებ, რადგან მიგვაჩნია, რომ სპორტული ცხოვრება სხვა რამაა და საარჩევნო პროცესი - სხვა".

ლოგიკურად ჩნდება შეკითხვა: საარჩევნო ყრილობა ერთი დელეგატის გარეშეც ჩატარდება, თუნდაც ეს "დინამო" იყოს. ასეთ შემთხვევაში რას მოიმოქმედებს კლუბის ხელმძღვანელობა?

"არსებობს სამართლიანობა და მორალური მხარე. თუ სამართლიანობა ვერ გაწვდა და არჩევნები სწორად არ ჩატარდა, ჩვენ, "დინამოს" მესვეურები, მორალურად მართლები უნდა ვიყოთ, რომ ასეთ "ვაკხანალიაში" მონაწილეობა არ მივიღეთ.

რამდენიმე წლის შემდეგ დღევანდელ სიტუაციას სათანადო შეფასება მიეცემა და "დინამო" თავის მომავალთანაც მართალი უნდა იყოს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საკალათბურთო კლუბ "დინამოში" პირველი ლეგიონერი გამოჩნდა
მომავალი სეზონიდან სუპერლიგაში გუნდების რაოდენობა 10-მდე გაიზრდება
თბილისის "დინამო" საკალათბურთო ჩემპიონთა თასზე: დღეს წილისყრაა!
თბილისის "დინამოს" მესამე მეტოქე ფიბა-ევროპის თასზე ცნობილია
მარკოიშვილი და ცქიტიშვილი თბილისის "დინამოში"?
ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "დინამო თბილისმა" მოიგო
ფიბა-ევროპის თასი: "დინამო" შავიზღვისგაღმელებთან
ვითამაშოთ ევროთასებზე და ეთიოპიასაც აღარ შეგვადარებენ
დინამო VS ხუვენტუდი - ახალი ისტორიის დასაწყისი