სანდიეგოელებმა ფლორიდაში დაწყებული "გალფ ქოსთის" მინი-ტურნირის მატჩში ჩიკაგოს "ილინოისის უნივერსიტეტთან" 70:74 წააგეს
დუდა სანაძის "სან დიეგო ტორეროსმა" სეზონის პირველი მატჩი წააგო.

სტუდენტური ლიგის 5 მოგებით დაწყების შემდეგ კალიფორნიულმა გუნდმა მარცხი განიცადა.

სანდიეგოელებმა ფლორიდაში დაწყებული "გალფ ქოსთის" მინი-ტურნირის მატჩში ჩიკაგოს "ილინოისის უნივერსიტეტთან" 70:74 წააგეს.

შეხვედრა თანაბარი იყო და მისი ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა. ანგარიშში ყველაზე დიდი სხვაობა მატჩის დებიუტში დაფიქსირდა, როცა ჩიკაგოელები 13:6 გალიდერდნენ. სანდიეგოელები მდევრის როლში იყვნენ და ჩამორჩენა რამდენჯერმე მინიმუმამდე შეამცირეს.

მატჩის კულმინაცია საფინალო სირენამდე 2-3 წუთით ადრე იყო, როცა სანაძემ ზედიზედ 3 საჯარიმო ჩააგდო და "სან დიეგო" "ილინოისს" 65:66 მიაახლოვა. ჩიკაგოელებმა შეძლეს სხვაობის გაზრდა და 70:65 დაწინაურდნენ, რითაც გამარჯვება გაიფორმეს.

სანაძე "ტორეროსის" შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. სასტარტო ხუთეულში მყოფმა ქართველმა უკანახაზელმა 33 წუთი ითამაშა და ჯონი დის (19) შემდეგ 14 ქულით "ტორეროსის" მეორე მექულე გახდა. სანაძემ 6-დან 2 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 14 ქულასთან ერთად, 5 მოხსნა, 2 დაფარება და 1 პასი მიითვალა.

"გალფ ქოსთის" მინი-ტურნირის მეორე მატჩში "ლუიზიანამ" 99:62 გაანადგურა "გრინსბრო". "სან დიეგო" მორიგ მატჩს 26 ნოემბერს, "გრინსბოროსთან" გამართავს.

წყარო: gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო - "პალმერ მალიორკაში" დუდა სანაძის დებიუტი შედგა
ოფიციალურად: დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
დუდა სანაძე კარიერას დუბაის "ალ ნასრში" გააგრძელებს
სანაძის 17 ქულა "ესპეროსს" მოსაგებად არ ეყო
დუდა სანაძემ "ნიუ მექსიკოსთან" მატჩში 18 ქულა ჩააგდო
დუდა სანაძემ "სან ხოსესთან" 21 ქულა მიითვალა
დუდა სანაძეს მატჩის გმირობამდე ერთი ზუსტი სროლა დააკლდა
დუდა სანაძის 7 ქულა და მე-7 გამარჯვება
დუდა სანაძის 12 ქულა და ზედიზედ მე-5 გამარჯვება
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
დუდა სანაძემ საკუთარი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა
სანაძე თავის გუნდში საუკეთესო იყო, თუმცა "ესპეროსი" სტუმრად დამარცხდა