კვირის სამი ვარსკვლავი
ცნობილმა ამერიკულმა ჟურნალმა "ფორბსმა" გამოაქვეყნა 2013-14 წლების სეზონში ჰოკეის ეროვნული ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების ტოპ-ათეული, რომელიც ასე გამოიყურება:

1. სიდნი კროსბი (პიტსბურგი) 16.5 მლნ

2. ში უებერი (ნეშვილი) 14.1 მლნ

3. ზაკ პარიზე (მინესოტა) 12.8 მლნ

4. ალექს ოვეჩკინი (ვაშინგტონი) 12.5 მლნ

5. რაიან სუტერი (მინესოტა) 12.1 მლნ

6. ვენსან ლეკავალიე (ფილადელფია) 11.0 მლნ

7. სტივენ სტემკოსი (ტამპა ბეი) 9.7 მლნ

8. ბრედ რიჩარდსი (რეინჯერსი) 9.6 მლნ

9. ერის სტაალი (კაროლინა) 9.5 მლნ

10. ზდენო ხარა (ბოსტონი) 8.5 მლნ

"ფორბსის" რეიტინგში მითითებული თანხები შედგება მოთამაშეთა ხელფასისა და სარეკლამო კონტრაქტებიდან მიღებული შემოსავლებისგან. ასე მაგალითად, კროსბის ხელფასი 2013-14 წლების სეზონში 12 მილიონი დოლარია, ხოლო Reebok-თან, Bell-თან, Gatorade-სა და Tim Hortons-თან კონტრაქტებით, კანადელი კიდევ 4.5 მილიონს მიიღებს.

"ფორბსი" აღნიშნავს, რომ ამ სიაში მხოლოდ სამი ჰოკეისტია (კროსბი, ოვეჩკინი და სტემკოსი), რომლებიც მოედნის მიღმა მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებენ. დანარჩენი ჰოკეისტები კი რეიტინგში თავიანთი ხელფასების წყალობით მოხვდნენ. ასე მაგალითად, "ნეშვილის" კაპიტანი ში უებერი გუნდში 14 მილიონ დოლარს იღებს, სარეკლამო კონტრაქტისგან კი მხოლოდ 100 ათასი დოლარი აქვს.

გამოცემა იმასაც ამატებს, რომ ცნობილი ჰოკეისტები გაცილებით ნაკლებს იღებენ სპორტის სხვა სახეობის ვარსკვლავებთან შედარებით. ამის დამადასტურებელია "ფორბსის" მიერ 2013 წლის ივნისში გამოქვეყნებული 100 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენის სია, რომელშიც არც ერთი ჰოკეისტი არ მოხვდა.

კვირის სამი ვარსკვლავი

ჰოკეის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობამ გასული კვირის პირველ ვარსკვლავად გამოაცხადა “პიტსბურგ პინგვინზის” ფორვარდი ევგენი მალკინი. ბოლო შვიდი დღის სტატისტიკით, რუსი საუკეთესო ბომბარდირი გახდა 8 ქულით (1+7) და დაეხმარა თავის გუნდს მეტროპოლიტენის დივიზიონში ლიდერობის შენარჩუნებაში. “ანაჰაიმსა” და “ვაშინგტონთან” მატჩებში მალკინმა ორ-ორი საგოლე პასი შეასრულა, “აილენდერსთან” შეხვედრაში კი ერთი შაიბა გაიტანა, რითაც შეწყვიტა საკუთარი 15-მატჩიანი უგოლო სერია.

მეორე ვარსკვლავი გახდა “მონრეალ კანადიენსის” ფორვარდი მაქს პასიორეტი. მან ხუთი შაიბა გაიტანა და ამით ლიგის ლიდერი გახდა; თან, ამ გოლებიდან ორი გამარჯვებისა იყო. პასიორეტის მონდომებით, “მონრეალმა” გასულ კვირას ზედიზედ სამი მატჩი მოიგო.

კვირის მესამე ვარსკვლავია “ედმონტონ ოილერზის” მეკარე დევენ დუბნიკი. მან გასულ კვირას ორიდან ორი მატჩი მოიგო, საშუალოდ 0.5 შაიბა გაუშვა და მეტოქეთა დარტყმების 97.4 პროცენტი მოიგერია.

ბოსტონი-პიტსბურგი 4:3 (ო)

2:0, 0:1, 1:2, 1:0

გოლები: 1:0 ლ. ერიქსონი-5 (სოდერბერგი-8), 2:0 რ. სმიტი-5 (სოდერბერგი-9, ლ. ერიქსონი-7), 2:1 ჯ. ნილი-5 (ი. იოკინენი-7, მალკინი-23), 2:2 ჯ. ნილი-6 (ი. იოკინენი-8, ნისკანენი-10), 3:2 ხარა-5 (კრეიჩი-14, ლუჩიჩი-9), 3:3 კროსბი-13 (კუნიტცი-11, ჯ. ნილი-6), 4:3 კრუგი-7 (მარჩანდი-6, ლ. ერიქსონი-8).

ტორონტო-კოლამბუსი 0:6

0:2, 0:2, 0:2

გოლები: 0:1 ატკინსონი-6 (კალვერტი-1, ანისიმოვი-4), 0:2 უმბერგერი-6 (ლეტესტუ-7, მიურეი-3), 0:3 სკილი-1 (ლეტესტუ-8), 0:4 მიურეი-3 (იოჰანსენი-8, ვიშნიევსკი-15), 0:5 იოჰანსენი-7 (ნ. ფოლინო-6), 0:6 იოჰანსენი-8 (ნ. ფოლინო-7, ვიშნიევსკი-16).

ნიუ ჯერსი-ვინიპეგი 1:3

0:1, 0:1, 1:1

გოლები: 0:1 შაიფელი-2 (ფროლიკი-8, ბაფლინი-14), 0:2 ე. კეინი-7 (ო. იოკინენი-10), 1:2 ელიაში-5 (ენდი გრინი-7, ბერნიე-3), 1:3 სეტოგუჩი-5 (ლიტლი-12, ბაფლინი-15).

ტამპა ბეი-რეინჯერსი 5:0

2:0, 2:0, 1:0

გოლები: 1:0 კუჩეროვი-1 (პურსელი-8, ბრიუერი-5), 2:0 სან ლუი-9 (ფილპულა-8, ჰედმანი-8), 3:0 სან ლუი-10 (ფილპულა-9, სუსტრი-5), 4:0 პურსელი-6, 5:0 პურსელი-7 (სან ლუი-14, კილორნი-10).

ფლორიდა-ფილადელფია 3:1

0:0, 2:0, 1:1

გოლები: 1:0 ბერგენჰაიმი-1 (ჰეიესი-1, ოლსენი-1), 2:0 ბერგენჰაიმი-2 (გოკი-3, გუდბრანსონი-3), 2:1 სიმონდსი-5 (ჰარტნელი-3, ჟირუ-13), 3:1 გუდბრანსონი-1 (აპშოლი-8, ბ. ბოიესი-4).

სტ ლუისი-მინესოტა 3:0

2:0, 0:0, 1:0

გოლები: 1:0 სობოტკა-5 (კოლაიაკოვო-1, შვარცი-10), 2:0 სტინი-18 (ბოუმისტერი-17, ოში-17), 3:0 სტინი-19.

ნეშვილი-ფინიქსი 4:2

3:0, 0:2, 1:0

გოლები: 1:0 სპალინგი-3 (კულენი-7, კ. სმიტი-9), 2:0 ფიშერი-4 (კ. უილსონი-9, ნისტრიომი-2), 3:0 გ. ბურკი-4 (სტალბერგი-3, ლეგუანდი-15), 3:1 ბოდკერი-5 (ვერმეტი-6, ჩიპჩურა-4), 3:2 ტიმ კენედი-1 (ჰანზალი-13, ვრბატა-13), 4:2 შ. უებერი-7.

ედმონტონი-ჩიკაგო 1:5

0:2, 1:2, 0:1

გოლები: 0:1 ტეივზი-12 (საადი-9, კიტი-18), 0:2 პ. კეინი-13 (შოუ-8, კიტი-19), 0:3 ოდუია-2 კრუგერი-8, ბოლინგი-4), 0:4 შოუ-6 (მორინი-3), 1:4 შულცი-3 (ნიუჯენტ ჰოპკინსი-14, ტ. ჰოლი-11), 1:5 შოუ-7 (ლედი-10, საადი-10).

ვანკუვერი-ლოს ანჯელესი 2:3 (ო)

0:1, 1:0, 1:1, 0:1

გოლები: 0:1 კლიფორდი-2 (ვეი-5, ტოფოლი-5), 1:1 ტანევი-1 (ჰიგინსი-6, ვაისი-4), 1:2 ჰ. სედინი-7 (დ. სედინი-14, გარისონი-9), 2:2 მ. რიჩარდსი-6 (ჯ. კარტერი-5, დ. კინგი-3), 2:3 კოპიტარი-7 (ვოინოვი-8, რეგერი-3).

აღმოსავლეთი

ატლანტიკი

თ მ წ ოწ ქ

1. ბოსტონი 24 16 6 2 34

2. ტამპა ბეი 24 15 8 1 31

3. ტორონტო 24 14 9 1 29

4. დეტროიტი 25 11 7 7 29

5. მონრეალი 24 13 9 2 28

6. ოტავა 24 9 11 4 22

7. ფლორიდა 25 7 13 5 19

8. ბაფალო 25 5 19 1 11

მეტროპოლიტენი

თ მ წ ოწ ქ

1. პიტსბურგი 25 15 9 1 31

2. ვაშინგტონი 24 12 10 2 26

3. რეინჯერსი 24 12 12 0 24

4. ნიუ ჯერსი 24 9 10 5 23

5. კაროლინა 24 9 10 5 23

6. ფილადელფია 23 10 11 2 22

7. კოლამბუსი 24 9 12 3 21

8. აილენდერსი 24 8 13 3 19

დასავლეთი

ცენტრალური

თ მ წ ოწ ქ

1. ჩიკაგო 25 17 4 4 38

2. სტ. ლუისი 23 17 3 3 37

3. კოლორადო 22 17 5 0 34

4. მინესოტა 25 15 6 4 34

5. ნეშვილი 24 12 10 2 26

6. ვინიპეგი 26 11 11 4 26

7. დალასი 22 11 9 2 24

პასიფიკი

თ მ წ ოწ ქ

1. ანაჰაიმი 26 17 6 3 37

2. სან ხოსე 23 15 3 5 35

3. ლოს ანჯელესი 25 16 6 3 35

4. ფინიქსი 24 14 6 4 32

5. ვანკუვერი 26 12 9 5 29

6. კალგარი 23 8 11 4 20

7. ედმონტონი 25 7 16 2 16

შენიშვნა: პლეი ოფში თითო დივიზიონიდან სამ-სამი საუკეთესო გუნდი გადის. კიდევ ოთხ საგზურს თითო კონფერენციიდან "უაილდ-ქარდის" მფლობელი ორ-ორი გუნდი მიიღებს.

ბომბარდირები

სიდნი კროსბი (პიტ) 31 (13+18)

ალექსანდრ სტინი (ს-ლუი) 29 (19+10)

ჰენრიკ ზეტერბერგი (დეტ) 28 (10+18)

ალექს ოვეჩკინი (ვაშ) 27 (20+7)

რაიან გეტცლაფი (ანა) 27 (13+14)

ჯონ ტავარესი (აილ) 27 (10+17)

ევგენი მალკინი (პიტ) 27 (4+23)

პატრიკ კეინი (ჩიკ) 26 (13+13)

კორი პერი (ანა) 25 (13+12)

ჰენრიკ სედინი (ვან) 25 (7+18)

გოლები

ალექს ოვეჩკინი (ვაშ) 20

ალექსანდრ სტინი (ს-ლუი) 19

სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 14

კორი პერი (ანა) 13

ჯეისონ პომინვილი (მინ) 13

პატრიკ კეინი (ჩიკ) 13

რაიან გეტცლაფი (ანა) 13

სიდნი კროსბი (პიტ) 13

პასები

ევგენი მალკინი (პიტ) 23

ჯო ტორნტონი (ს-ხოს) 22

დანკან კიტი (ჩიკ) 19

ნიკლას ბექსტრიომი (ვაშ) 19

ჰენრიკ ზეტერბერგი (დეტ) 18

ჰენრიკ სედინი (ვან) 18

სიდნი კროსბი (პიტ) 18

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NHL. რეგულარული ჩემპიონატი: შვედების "დეტროიტი"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "ოლ სტარს" ვარსკვლავი გამოაკლდა
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: იაგრი: ამჯერად, მესიეზე ზემოთ
მსოფლიოს თასი: დიდი ჰოკეის მოლოდინში
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: დასავლეთი დომინირებს
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: სტემკოსი თითქმის გამოირიცხა
მსოფლიოს თასი: რუსეთი სახლში წავიდა
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კარი ლეჰტონენი საუკეთესოა
ჰოკეი. NHL. პლეი ოფი: გათიშე კროსბი და მოიგე
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი
ᓰᓝᓙᓔᓘ. NHL. ᓞᓚᓔᕘ ᓝᓤᓘ: "ᓞᓘᓜᓒᓕᓘᓜᓔᓑᓘ" ᓡᓢᓔᓜᓚᓘᓡ ᓗᓐᓡᓘᓓᓐᓜ ᓒᓐᕐᓫᓔᓕᓔᓡ
სიდნი კროსბი პირველი აღარ არის
ჰოკეი. NHL. ფინალი: პიტსბურგი და კროსბი - ზედიზედ მეორედ
ჰოკეი. NHL. პლეი ოფი. ოპერაცია: კროსბი უნდა მოვიშოროთ
სიდნი კროსბი ოლიმპიადას გააცოცხლებს?
NHL-ში ლოკაუტს ელიან
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ჯეფ სკინერის აღიარება
NHL. ᓞᓚᓔᕘ ᓝᓤᓘ: "ᓠᓔᕘᕜᓯᓔᕠᓡᓘ" ᓗᓘᓗᕥᕛᓘᓡ ᓒᓐᕜᓬᓘᓠᓣᓚᓘᓐ
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ჯოს ათასი