ალონსოს ტვიტერი აუკრძალეს
2014 წლის სეზონისთვის შემადგენლობა დაადასტურა "ლოტუსმა". მომავალ წელს, ფრანგი რომენ გროსჟანის მეწყვილე იქნება ვენესუელელი პასტორ მალდონადო, რომელიც 2011 წლიდან "უილიამსში" გამოდიოდა. გარიგების დეტალების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, მაგრამ, როგორც ჩანს, 28 წლის სამხრეთამერიკელის გაფორმებით, "ლოტუსი" მიიღებს მძლავრ სპონსორს, რომელიც გუნდში ყოველ წელს 35 მილიონ ევროს მიიტანს.

როგორც იცით, მალდონადო "ლოტუსში" ფინელ კიმი რაიკონენს შეცვლის, რომელიც "ფერარიში" გადავიდა.

"მოხარული ვარ შეუერთდე "ლოტუსს" 2014 წელს. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ფორმულა 1-ში კარიერის გაგრძელებისთვის გუნდის შეცვლა მინდოდა, "ლოტუსში" კი მომავალი სეზონისთვის წარმატების მიღწევის შანსი მომცეს.

რეგლამენტი და ბოლიდები ძლიერ შეიცვლება, ასე რომ, ეს არის ყველაფრის თავიდან დაწყების კარგი შესაძლებლობა. მოუთმენლად ველოდები მომენტს, როცა "ლოტუსის" მანქანის საჭეს მივუჯდები", - განაცხადა კმაყოფილმა მალდონადომ.

ცირკი აღარ აინტერესებთ?

"რედ ბული" არ ნერვიულობს იმის გამო, რომ გულშემატკივართა ინტერესი ფორმულა 1-ის მიმართ შემცირდა მას შემდეგ, რაც სებასტიან ფეტელი ვადაზე ადრე გახდა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი. ასეთი სიტყვები წარმოაქვა ავსტრიული საჯინიბოს ხელმძღვანელმა კრისტიან ჰორნერმა. არადა, მას შემდეგ, რაც ფეტელმა მოიგო ბელგიის, იტალიისა და სინგაპურის ეტაპები, პილოტის მშობლიურ გერმანიაშიც კი დაფიქსირდა აუდიტორიის ვარდნა საშუალოდ 5.4 პროცენტით - ასეთი მონაცემები მოჰყავს გერმანულ ტელეკომპანია RTL-ს. როგორც ცნობილია, ამის შემდეგ, სებასტიანმა კიდევ ექვსი რბოლა მოიგო ზედიზედ.

"ეგოისტური მოსაზრებებიდან გამომდინარე, რაც მეტ მოსაწყენ რბოლას მოვიგებთ, მით უკეთესი ჩვენთვის, - განაცხადა ჰორნერმა ბრაზილიის გრანპრის წინ, რომელშიც მისმა გუნდმა დუბლი შეასრულა. - თუმცა, რა თქმა უნდა, გვჭირდება ძლიერი მოწინააღმდეგეები".

ინდოეთის გრანპრის შემდეგ, როცა ფეტელმა ტიტული გაინაღდა, RTL-ის აუდიტორია 5.28 მილიონი მაყურებლით შემცირდა. ესპანეთში, სეზონის ბოლოს, ტელეარხ Antena 3-ის საშუალო აუდიტორია 4.9 პროცენტით შემცირდა შარშანდელთან შედარებით, როცა ფერნანდო ალონსოს ბოლო რბოლამდე რჩებოდა ჩემპიონატის მოგების შანსი და ტიტულის ბედი მხოლოდ ბრაზილიაში გაირკვა.

სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ფორმულა 1-ის გლობალური აუდიტორია, საერთო ჯამში, სტაბილურია და ამ მაჩვენებლით, ავტოსპორტი ბევრ სხვა სახეობას უსწრებს, მათ შორის, ჩოგბურთს. სტატისტიკის თანახმად, რომელსაც BBC აქვეყნებს, ტელეაუდიტორიის ჯამური რაოდენობა 1.4 მილიონი ადამიანით გაიზარდა და 28 მილიონს მიაღწია. მაგრამ დაფიქსირდა ტელეაუდიტორიის ვარდნა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა - ჩინეთი, რუსეთი და აშშ.

"მაკლარენის" ხელმძღვანელ მარტინ უიტმარშს მიაჩნია, რომ ფორმულა 1-ში კოლოსალური ბიუჯეტის მქონე "რედ ბულის" გამოჩენამ ჩემპიონატი უარყოფითი კუთხით შეცვალა. მას მიაჩნია, რომ ჰორნერი იტყუება როცა ამბობს - ჩემი გუნდი სხვებზე მეტს არ ხარჯავსო.

"სიმართლე ყველამ კარგად იცის", - მოჰყავს Bloomberg-ს უიტმარშის სიტყვები.

ალონსოს ტვიტერი აუკრძალეს

"ფერარის" შეფი ლუკა დე მონტეძემოლო მიიჩნევს, რომ მომავალ სეზონში ფერნანდო ალონსოსა და კიმი რაიკონენს ყველანაირი შანსი აქვთ იმისთვის, რომ იტალიურ საჯინიბოს წარმატება მოუტანონ. იტალიელი ფუნქციონერი დარწუნებულია, რომ ესპანელ და ფინელ პილოტს შორის არაჯანსაღ კონკურენციას ადგილი არ ექნება.

"მას, ვისაც აქვს პატივი და პასუხისმგებლობა მართოს "ფერარის" ბოლიდი, პირველ რიგში, უნდა ესმოდეს, რომ ჯერ გუნდისთვის უნდა იზრუნოს და არა საკუთარი თავისთვის, - მოჰყავს დი მონტეძემოლოს სიტყვები ESPN-ს. - არასდროს ჩვენი გუნდის არც ერთ პილოტს არ მიუყენებია ზიანი მეორესთვის.

შესაძლოა, ალონსო უძლიერესი პილოტია იმათგან, ვისაც მე შევხვედრივარ, თუმცა ყოველთვის რთულია დღევანდელობის წარსულთან შედარება. ჩვენ კონტრაქტი გავაფორმეთ რაიკონენთან, რადგან მისი გამოცდილების იმედი გვაქვს. გარდა ამისა, ფინელს მოსწონს "ფერარი". მომეწონა ის ენთუზიაზმი, რომლითაც რაიკონენი "ფერარიში" თავისი დაბრუნების შესახებ ინფორმაციას შეხვდა. შესაძლოა, ოდესღაც ჩვენს გუნდში სებასტიან ფეტელი ვიხილოთ. თუმცა დღეს, ჩვენთან არ დგას დღის წესრიგში პილოტების საკითხი".

ამასობაში, ლუკა დი მონტეძემოლო აპირებს აუკრძალოს ფერნანდო ალონსოს გუნდის საქმეების "ტვიტერის" ქსელში განხილვა.

ესპანელი პილოტი სოციალური ქსელების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხმარებელია ფორმულა 1-ის პილოტებს შორის. "ტვიტერში" მისი გვერდის ხელმომწერია დაახლოებით მილიონ 900 ათასი ადამიანი. ამასთან, "სამეფო რბოლებში" პილოტებს შორის არსებობს პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც მათ არ აქვთ საკუთარი გუნდის შესახებ ინტერნეტში რაიმე ინფორმაციის განთავსების უფლება. აქამდე, ალონსო ყურადღებას არ აქცევდა ამ აკრძალვას.

"რა თქმა უნდა, ალონსოს, როგორც ნებისმიერ ადამიანს, შეუძლია "ტვიტერზე" დაწეროს ის, რაც მოსწონს, მაგრამ ეს არ უნდა ეხებოდეს "ფერარის". იმიტომ, რომ ამან შეიძლება მიგვიყვანოს სიტუაციამდე, რომელიც გუნდში დესტაბილიზაციას გამოიწვევს", - ამბობს დი მონტეძემოლო AS-თან კომენტარში.

ბაჰრეინში ღამის რბოლა იქნება

ბაჰრეინის გრანპრის ფორმულა 1-ის კალენდარში 2004 წელს ჰქონდა დებიუტი და მომდევნო წელს გაიმართება საიუბილეო, მეათე ეტაპი. ამ მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით, ორგანიზატორებმა გრანპრის ჩატარების გრაფიკი შეცვალეს - 2014 წელს, ბაჰრეინის გრანპრი ღამით, ხელოვნური განათების ქვეშ გაიმართება.

განათების სისტემა უკვე დამონტაჟებულია და ის პირველ სერიოზულ შემოწმებას ამ უქმეებზე, ამტანობაზე რბოლის დროს გაივლის.

ორი პიტსტოპი სავალდებულო იქნება

გამოცემა "ავტოსპორტის" ინფორმაციით, 2014 წლის სეზონში ნებისმიერი პილოტი ვალდებული იქნება ყოველი რბოლის მსვლელობისას მინიმუმ ორი პიტსტოპი შეასრულოს.

რეგლამენტში ეს ცვლილება იმ შემთხვევაში შევა ძალაში, თუ მას ფორმულა 1-ის კომისია და ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაცია მოიწონებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"მარუსია" და "ზაუბერი" ერთიანდებიან?

იმედი L-ის მომხმარებელს AI ასისტენტი მოემსახურება
წარმოუდგენელი პატივი - ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
U21 | ბოლო დღე ავსტრიულ შეკრებაზე, დღეს ახალგაზრდული სლოვაკეთში გაემგზავრება
ალისონის და მამარდაშვილის დუბლიორი? - "ლივერპულმა" უნგრელი მეკარე შეიძინა
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
ლეაომ "მილანს" ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა - როსონერი პორტუგალიელის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვს
"რუსები გერმანიის ნაკრების სტილში თამაშობენ" - ნიგერიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
"ერთადერთი გამოსავალი სპალეტის გადადგომაა" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ლუჩანო გააკრიტიკა
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება
ფორმულა 1-ში რუსი პილოტი შეიძლება წელსაც ვნახოთ
"მიყვარხარ, პატივია გიწოდო ჩემი მეგობარი..." - ჰამილტონი ფეტელს დაემშვიდობა [VIDEO]
დიდი ცვლილება ფორმულა 1-ში - "ფერარის" მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ტოვებს
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
დიდი დაბრუნება - ჩემპიონი კვლავ ფორმულა 1-ში იასპარეზებს?!
ფორმულა 1: ბატონი "მაკლარენში" დარჩა
ფოტო-NEWS: გაიცანით ახალი "ლოტუსი"
ფორმულა 1. აბუ დაბის გრანპრი: ფეტელის ზედიზედ მეშვიდე ტრიუმფი
კორონავირუსის გამო ცვლილებები ფორმულა 1-საც შეეხო
ფორმულა 1-ის ტრაგიკული ამბავი - ნიჭიერი ჟიულ ბიანკის გარდაცვალება და მისი მეოცნებე ნათლულის მისია - ჩემპიონობა ნათლიისთვის!
მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ფორმულა 1-იდან მიდის
"ვნებდები; იმედი მაქვს, ეს სეზონი მალე დასრულდება" - ლუის ჰამილტონი ბოლიდით წელსაც უკმაყოფილოა
"ჩემთვის ეს უფროა გართობა" - ფერნანდო ალონსომ თანამედროვე ბოლიდის მოყვანილობაზე კომენტარი გააკეთა
ფორმულა 1: მეორე ადგილისთვის აბუ დაბიში
იაპონიის გრანპრი: სებასტიან ფეტელის მეხუთე, მეცხრე და 35-ე გამარჯვებები
"ფერარის" პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ [VIDEO]
ფერნანდო ალონსომ ლეგენდარული ფერარი ენცო 5.4 მილიონ ევროდ გაყიდა