"მონაკომ" ფალკაოს გარეშეც ისეირნა
უკვე მერამდენედ გვიწევს ამ შინაარსის წინადადების დაწერა, თქმა და მოსმენა - "ლილმა" მოიგო, თან ისე, რომ გოლი არ გაუშვა. არადა, მძიმედ გამოიყურებოდა და მისმა მეკარემ ვინსენტ ენიეამამ გაიბრწყინა.

დიახ, ახლაც ასე იყო: "მარსელის" მხრიდან მარტო ანდე-პიერ ჟინიაკს უნდა შეესრულებინა ჰეთ თრიქი, მაგრამ ნიგერიელმა კარის დარაჯმა სასწაულები აკეთა და ჩემპიონატის უკვე ზედიზედ მე-11 თამაშია, მისი კარი აუღებელი ციხესიმაგრეა. 73-ე წუთზე სტუმრები ჯერ მატიო ვალბუენას (საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი წლეულს ვეღარ ითამაშებს) გარეშე დარჩნენ, 5 წუთში კი დიმიტრი პაიეც დაშავდა.

მიუხედავად ამისა, ელი ბოპის გუნდი ისევ დომინირებდა, მაგრამ გოლი მაინც მასპინძლებმა გაიტანეს, მათ მეორე ტაიმში თავიანთი ერთადერთი მომენტი გამოიყენეს - 91-ე წუთზე ფლორან ბალმონმა ჩააწოდა, ხოლო ნოლან რუმ ყველას დაასწრო და მშვენიერი თავურით სტივ მანდანდა უქმად დატოვა. საინტერესოა, რომ ეს რუს მე-6 გოლი იყო სეზონში. ყველა გოლი მან 4 შეხვედრაში გაიტანა. რუმ პირადად მოუტანა ლილელებს 12 ქულა, ანუ დაგროვილის მესამედი.

ცოტა ხნით ენიეამას დავუბრუნდეთ - მან უკვე აჯობა სალვატორე სირიგუს 950-წუთიან მშრალ სერიას, ნიგერიელს ბურთი 1 035 წუთია არ გაუშვია. რეკორდი "ბორდოს" ყოფილ მეკარეს, გაეტან იარუს ეკუთვნის, მას 1992-93 წლების სეზონში 1 176 წუთის განმავლობაში ვერ გაუტანეს. ასე რომ, მატჩ-ნახევარზე ოდნავ მეტიც და ახალი რეკორდი დამყარდება.

"სტად დე ლა ბუჟუარ ლუი ფონტენოზე" დიდი ამბები იყო. ცოტა მოსაწყენი პირველი ნახევრის შემდეგ 20 ათასზე მეტ გულშემატკივარს აღარ უნანია სტადიონზე მისვლა: "ვალანსიენი" მეორე ტაიმის დებიუტში დაწინაურდა, მაგარამ "ნანტმა" მალევე გაათანაბრა - თავი ამ სეზონში ბრწყინვალედ მოთამაშე ამერიკელმა ალრეხანდრო ბედოიამ გამოიჩინა.

72-ე წუთზე "იადონების" მთავარმა მეგოლე ფილიპ ჯორჯევიჩმა პენალტი კი გააცუდა (ნიკოლა პენეტომ აუღო), მაგრამ მიშელ დერ ზაქარიანის გუნდმა ენდშპილში მაინც დააშამათა მეტოქე - გამარჯვების გოლი შეცვლაზე შემოსულმა ვენესუელელმა ტალანტმა ფერნანდო არისტეგიეტამ გაიტანა.

აი, "ალიანს რივიერაზე" კი ყველაფერი მარტივად მოხდა: 23-ე წუთისთვის "მონაკოს" მატჩის ბედი გადაწყვეტილი ჰქონდა. ჯერ შესაშურ ფორმაში შესულმა ჯეიმს როდრიგესმა შეაგდო მას მერე, რაც ბურთი ანდრეა რაჯისგან მიუვიდა. მერე კი, უგოლო პაუზა დაარღვია ემანუელ რივიერმა, ამჯერად ასისტენტი რადამელ ფალკაოს არყოფნაში ძირითადში მოხვედრილი ანტონი მარტიალი იყო.

წერტილი სწორედ მარტიალის ნაცვლად შემოსულმა ლუკას ოკამპოსმა დასვა. ვნახოთ, დაესმება თუ არა წერტილი კლოდ პუელის მოღვაწეობას "ნიცაში" - ეს გუნდის მე-7 მარცხი იყო ბოლო 8 მატჩში.

XVI ტური

ლილი-მარსელი 1:0

გოლი: 1:0 რუ (90+1)

ლილი (4-3-3): ენიეამა - სიდიბე, კიაერი, ბაშა, სუარე - ბალმონი, მავუბა, გეიე - როდელენი (62. მარტენი), ს. კალუ (82. ორიჯი), რუ (90+3. ტულიო დე მელო)

მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - აბდალა, ნკულუ, დიავარა, მორელი - რომაო, შეირუ - ვალბუენა (73. იმბულა), ტოვენი (90. ჯ. აიუ), პაიე (78. ხელიფა)

- ჟინიაკი

ნანტი-ვალანსიენი 2:1

გოლები: 0:1 საესი (52), 1:1 ბედოია (59), 2:1 არისტეგიეტა (89)

ნიცა-მონაკო 0:3

გოლები: 0:1 ჯ. როდრიგესი (5), 0:2 რივიერი (23), 0:3 ოკამპოსი (89)

მონაკო (4-3-3): სუბაშიჩი - რაჯი, რ. კარვალიუ, აბიდალი, კურზავა - ობადი, ტულალან, მოუტინიო - ჯ. როდრიგესი (79. კონდოგბია), რივიერი (74. ჟერმენი), მარტიალი (68. ოკამპოსი)

აიაჩო-ბასტია 1:1

გოლები: 0:1 რასპენტინო (9), 1:1 ედუარდო (82)

გაძევება: ნადეუ (62. აიაჩო)

გენგამი-ბორდო 0:1

გოლი: 0:1 ფობერი (26)

გაძევება: ორბანი (54. ბორდო), ბოვიუ (90. გენგამი)

მონპელიე-ლორიანი 0:2

გოლები: 0:1 ბარტელმე (48), 0:2 აბუბაქარი (90-პენ.)

გაძევება: ილტონი (89. მონპელიე), ელ კაუტარი (90. მონპელიე)

რენი-სენტ ეტიენი 3:0

გოლები: 1:0 რომერო (33), 2:0 ალესანდრინი (55), 3:0 რომერო (68), 3:1 ერდინჩი (90)

სოშო-რეიმსი 0:2

გოლები: 0:1 გლომბარი (16), 0:2 ონიანგი (87)

ევიანი-პსჟ 2:0

გოლები: 1:0 ნსიკულუ (75), 2:0 სუგუ (87)

პსჟ (4-3-3): სირიგუ - ჟალე, ტიაგო სილვა, მარკინიოსი, დინი - რაბიო (63. პასტორე), ბვერატი, მატუიდი - მენეზი (63. ლუკასი), კავანი, იბრაჰიმოვიჩი

5 დეკემბერი

ლიონი-ტულუზი 00:00

ბომბარდირები: 11 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 10 - ედინსონ კავანი (პსჟ); 9 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 8 - ფილიპ ჯორჯევიჩი (ნანტი), ვინსენტ აბუბაქარი (ლორიანი); 7 - ნელსონ ოლივეირა (რენი), შეიკ დიაბატე (ბორდო), დარიო ცვიტანიჩი (ნიცა), ემანუელ რივიერი (მონაკო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ხვიჩა პირველად "ალიანც რივიერაზე" - მატჩებიდან პირდაპირ საქართველოში
რჩება თუ არა პსჟ-ში და აგრძელებს კონტრაქტს - დემბელემ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა
დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
"პსჟ კარგი გუნდია, მაგრამ..." - დომინიკ სობოსლაი
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
ᓘᓢᓐᓚᓘᓐ. ᓡᓔᓠᓘᓐ A. VIII ᓢᓣᓠᓘᓡ ᓬᓘᓜ: ᓨᓔᓠᓪᓮᓕᓔᓜᓘᓚᓘ ᓚᓘᓓᓔᓠᓔᓑᓘ
საფრანგეთი. ლიგა 1. XXII ტურის წინ: რა ფერი აენთებათ "მწვანეებს" "ბორდოსთან"?
საფრანგეთი. ლიგა 1. XIV ტური: ვის არ ეამა ენიეამა?
ლა ლიგა. სტატისტიკა: რონალდო, მესი და სხვები
ჯეიმს როდრიგესმა შესაძლოა მადრიდის "რეალი" ზამთარში დატოვოს
რადამელ ფალკაოს მამა ჩოგბურთის თამაშისას გარდაიცვალა
ესპანეთი. ლა ლიგა XVIII ტური: მადრიდის "რეალის" დამაჯერებელი გამარჯვება [VIDEO]
საფრანგეთის თასი. 1/8-ფინალი: კანში ნიანგი ჩაყლაპეს
ზუსტად 4 წლის წინ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა გაიმართა [VIDEO]
ფალკაო ევროპის კონტინენტს ტოვებს - ვეტერან კოლუმბიელს მექსიკაში უხმობენ
საფრანგეთი. ლიგა 1. XII ტური: ჩაო, რავანელი
სერია A. XXXVII ტური: "რომა" ლიგაზე, "ლაციო" შარში [VIDEO]
რადამელ ფალკაოს ქანდაკება რონალდოსა და ბეილისაზე უარესია
საფრანგეთი. ლიგა 1. XVI ტურის წინ: ჯოჯოხეთური წყვილი
საფრანგეთი. ლიგა 1. XIX ტურის წინ: ყველაზე ტკბილი ლუკმა
მადრიდის "რეალი" I წრის ჩემპიონია
ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 21 ივლისი
ფალკაოს უნდა კარიერა ბექჰემის გუნდში დაასრულოს
FIFA Ballon d'Or 2014: კრიშტიანო რონალდო სამგზის გამარჯვებულია [VIDEO+PHOTO]
კრიშტიანო რონალდო - ჯილდოების შემგროვებელი
საფრანგეთი. ლიგის თასი. 1/4-ფინალი: "ნანტის" მწარე შურისძიება
ფალკაოა თუ ფრანკენშტაინი - რას დაგამსგავსეს, რადამელ?
საფრანგეთი. ლიგა 1. VI ტური: სტატუს-კვო "მონაკოს" სასარგებლოდ [VIDEO]
ფელიპე ანდერსონი: შანსები თანაბარია, "ბაიერთან" "ლაციოს" კოზირი კი ტიფოზებია