გაგაცნობთ კალათბურთის ლიტველი ლეგენდის მოსაზრებებს, რომელიც მან ჟურნალისტებთან შეხვედრაზე დააფიქსირა
ლიტველი ვეტერანის, სერგეიუს იოვაიშას საქართველოში ვიზიტის შესახებ 9 დეკემბერს დავწერეთ. ისიც მოგახსენეთ, სად და ვის შეხვდა.

დღეს მის მოსაზრებებს გაგაცნობთ, რომელიც მან ჟურნალისტებთან შეხვედრაზე დააფიქსირა.

ლეგენდას კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ გაბრიჩიძე მასპინძლობდა.

- არავინ ჩათვალოს, რომ ეს ვიზიტი წინასაარჩევნოდ განხორციელდა, დიდი ხნის წინ დაიგეგმა და ბატონმა სერგეიუსმა ახლა მოახერხა თბილისში ჩამოსვლა, - აღნიშნა მიხეილ გაბრიჩიძემ, - მნიშვნელობა არა აქვს, გავხდები თუ არა ფედერაციის პრეზიდენტი, კალათბურთის განვითარებაში ლიტვის მაგალითის საქართველოში გადმოტანას მაქსიმალურად შევუწყობ ხელს. ამ საქმისთვისაა ჩამოსული ლეგენდარული კალათბურთელიც, რომელიც ლიტვის სეიმის წევრიცაა. დაგვეხმარება როგორც პოლიტიკურად, ასევე სპორტულად.

ამის შემდეგ სიტყვა სერგეიუს იოვაიშამ აიღო:

- თქვენს ქვეყანაში 25 წელია არ ვყოფილვარ. თვითმფრინავიდან რომ ჩამოვედი, ხმამაღლა ვთქვი - გამარჯობა, თბილისო, გამარჯობა, საქართველო! დაახლოებით ათი წლის წინათ ნიკოლოზ დერიუგინის გაცილების მატჩზეც უნდა ჩამოვსულიყავი, თვითმფრინავის ბილეთიც აღებული მქონდა, მაგრამ ჩემს მეუღლეს მამა გარდაეცვალა და ბილეთი დავაბრუნე.

ნაკრები, როგორც სარკე

- ნებისმიერი ნაკრები ქვეყანაში კალათბურთის განვითარების სარკეა. საქართველოს ეროვნული გუნდის თამაშებს 2011 წლის ევრობასკეტზეც ვადევნებდი თვალს და 2013 წელსაც.

თამამად ვიტყვი, რომ ორიგინალური სტილის საინტერესო გუნდია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი მეტოქის დამარცხება.

მაგალითად, სექტემბერში ლიტვაში შეხვედრა 77:77 რომ დასრულდა, ჩვენმა თავკაცმა იგორ კოკოშკოვს მეგობრულად ხელის ჩამორთმევა და ფრის საბოლოო შედეგად დაფიქსირება შესთავაზა, რაზეც თქვენი მწვრთნელისგან უარი მიიღო.

5 ცოტაა

- გყავთ მაღალი დონის 5 კალათბურთელი, მაგრამ თუნდაც ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში გასასვლელად აუცილებელია ათი ასეთი მოთამაშე. სწორედ აქედან ჩანს, რომ ქართულ კალათბურთს დახმარება სჭირდება. ნაკრების შესავსებად აუცილებელია, თავიდანვე დიდი ყურადღება მიექცეს ბავშვთა კალათბურთს.

მაგალითად, ლიტვაში ბევრი კარგი პატარაა, თუმცა მათგან კიდევ უფრო გამორჩეულებს თავიდანვე ხელს ვკიდებთ და თითოეულში დიდ ინვესტიციას ვდებთ, რაც რამდენიმე წელიწადში გვიფასდება.

30-40 ათასი მოზარდი

- ლიტვაში კალათბურთში წელიწადში 300 მილიონი ევრო ტრიალებს, ინფრასტრუქტურა უმაღლეს დონეზეა განვითარებული, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში 30-დან 40 ათასამდე ახალგაზრდა ვარჯიშობს და ამიტომაცაა ლიტვის ნაკრები მსოფლიოს საკალათბურთო რეიტინგის მეოთხე პოზიციაზე.

ასე რომ, ზოგ საკითხში კარგ მასწავლებლებადაც გამოვდგებით. ვიცით, რომ საქართველოში ლიტვის ოდენობის თანხა არ დაიხარჯება, მაგრამ საწყის ეტაპზე აუცილებელია საძირკვლის ჩაყრა პირამიდისთვის, რომლის წვეროში ეროვნული ნაკრები მოექცევა.

ევრობასკეტის ვერცხლი

- ჩვენმა ნაკრებმა ევრო-2013 მძიმედ დაიწყო. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის წინ მთავარმა მწვრთნელმა იონას კაზლაუსკასმა ბიჭებს უთხრა - ან ჩანთებს ვალაგებთ და ლიტვაში მივდივართ, ან გავდივართ, ვიბრძვით და ვიგებთო.

გუნდი ამის შემდეგ მთლიანად შეიცვალა და ფინალამდე დამაჯერებელი თამაშით მიაღწია. ორი წლის წინათ ევრობასკეტზე შინ, ლიტვაში პლეი ოფში მაკედონიასთან წავაგეთ. ვფიქრობ, წლეულს წარმატების საფუძველი მწვრთნელი იყო - კაზლაუსკასს კალათბურთელებში გაცილებით დიდი ავტორიტეტი აქვს.

ძველი დინამო

- თბილისში სტუმრობა ყოველთვის სასიამოვნო იყო. მოედანზე საინტერესო შეხვედრა გველოდა, მოედნის მიღმა კი ქართველები და ლიტველები მეგობრები ვიყავით. ვიცოდით, რომ თბილისის სპორტის სასახლეში საქმე გვქონდა დინამიტთან, რომელთან ხუმრობა არ შეიძლებოდა.

თბილისის "დინამოს" ხომ ყოველთვის თავისი სახე ჰქონდა და შინ თითქმის არ აგებდა. "ჟალგირისს" თბილისში არვიდას საბონისის გარეშე წარმატების მიღწევა ძალიან უჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ დინამოელებს სიმაღლით გამორჩეული ცენტრი არ ჰყავდათ.

დოსიე

სერგეიუს იოვაიშა

დაიბადა: 17.12.1954. ანიქჩაიში (ლიტვა).

სიმაღლე: 194 სმ.

პოზიცია: მსროლელი.

თამაშობდა

1973-89 - კაუნასის "ჟალგირისი"

1989-95 - გერმანიის "ჰაგენი"

მიღწევები

ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს ორგზის პრიზიორი საბჭოთა კავშირის (1980) და ლიტვის ნაკრების (1992) შემადგენლობაში.

მსოფლიოს ჩემპიონი (1982) საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში.

მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი (1978).

ევროპის ორგზის (1981, 1985) ჩემპიონი.

ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის (1987) და ბრინჯაოს (1983) მედლების მფლობელი.

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის სამგზის (1985-87) ჩემპიონი, ვერცხლის მედლის (1980) და ბრინჯაოს (1978) მფლობელი კაუნასის "ჟალგირისის" შემადგენლობაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Tedo
ეეჰ რამდენი ძველი ნაცნობი აღარ დახვდა ...
ზურა
მაგარი კალათბურთელი იყო, შესანიშნავად ისროდა შორი დისტანციიდან და ასევე დაცვაშიც ჩინებულად თამაშობდა.
თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
7-კაცა | ნუტრიციის, ჩვევებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სემინარი სანდრო ნოზაძისგან
"რეალის" ფეხბურთელებს არბელოაც არ მოსწონთ - რა ხდება მადრიდელთა გასახდელში?
"ვინისიუსის დამატება? თუ შესაძლებელი იქნება ამაში ლიგის აღმასრულებელი დირექტორიც ჩაერთვება" - "ალ ჰილალს" ბრაზილიელის დამატება სურს
ქუთაისმა ბათუმში ბოლო წამზე იმარჯვა, ზესტაფონმა რაში 16 სამქულიანით უშანსოდ დატოვა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" "ნიუკასლს" ისევ მოუგო და ფინალში გავიდა
საქართველოს სპორტსმენთა შემადგენლობა ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე
დი ლორენცოს ოპერაციის გაკეთება მოუწევს
საბო: ინფანტინო რუსებისგან ქრთამს იღებს
ტერ შტეგენმა "ჟირონაში" ტრავმა მიიღო და საოპერაციოა
ქართველების "მეცში" "ბაიერნის" ყოფილი მცველი დაბრუნდა
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
MLS ან საუდის არაბეთი - კაზემიროს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს
დიდი გეგმები ზაფხულისთვის - "მანჩესტერ იუნაიტედი" ტრანსფერებზე ბევრს დახარჯავს
"მესის ტრანსფერზე ვმუშაობთ" - ლეომ შესაძლოა, კარიერა სამშობლოში დაასრულოს
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბარსელონაში - ახლადგარემონტებულ "კამპ ნოუს" ერთი კონკურენტი ეყოლება
დუეს ტატუს ფოტო ვირუსულად გავრცელდა - რა აწერია პსჟ-ის მოთამაშეს ფეხზე, რაზეც ბევრი საუბრობს
[VIDEO] "ჩაყვინთა" - ლაპორტამ "რეალს" დასცინა და მომხდარი გაასცენარა
საქმე სერიოზულადაა - პსჟ ზაფხულისთვის ტოპ ტრანსფერის გაკეთებას შეეცდება
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
წინასაახალწლო ოვერტაიმი "დინამოსთან"
დღეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება
[VIDEO] საშინელი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი პაატა გურასპაულია
პაატა გურასპაული: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართული კალათბურთი წარმატებული იყოს
ძველი მეგობრის წინააღმდეგ: დღეს საქართველოს ნაკრები კოკოშკოვის სერბეთს შეხვდება
ტონი პარკერი: პოპოვიჩი რჩევებით მეხმარებოდა
მიხეილ გაბრიჩიძე არჩევნების შემდეგ: პაატას გვერდში დგომა სჭირდება
ბაგატსკისი: თბილისში თამაში ადვილი არაა - ვაჩვენეთ, რომ მამაკაცები ვართ
"სირცხვილი მოღალატეებს - ადვილი ქულებით მოვიგეთ" - საქართველოს ნაკრების დამარცხებაზე უკრაინელების გამოხმაურება
კოკოშკოვი: საქართველო სტაბილური და თანმიმდევრული გუნდია - დამსახურებულად გაიმარჯვა
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საგანგებო განცხადება
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
ზაზა ფაჩულია: მეამაყება, რომ ასეთი გუნდის წევრი ვარ
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
[ექსკლუზივი] იგორ კოკოშკოვი: თორნიკეს "ბრუკლინში" მოხვედრა, ერთი მხრივ, ცუდია
ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე და გიორგი შერმადინი სიმბოლურ ნაკრებში
ახალგაზრდულ ევროპირველობებზე ჩვენი მეტოქეები გამოვლინდა
იგორ კოკოშკოვი VS ილიას ზუროსი
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი "ფენერბახჩეს" ჩაიბარებს
სუპერლიგის 2013/14 წლების სეზონის დაწყების თარიღი და მონაწილე გუნდები დადგინდა
სერბეთის ნაკრებმა თბილისში ივარჯიშა - კოკოშკოვი უკმაყოფილოა