ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: პირველი დღე იაკობ ქაჯაიამ დახურა [PHOTO]

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: პირველი დღე იაკობ ქაჯაიამ დახურა [PHOTO]

სპორტკომპლექს "არენაში" 9 დეკემბერს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ჩემპიონატმა წარმატებული სტარტი აიღო და ნამდვილად კარგი შეჯიბრება ვიხილეთ
სპორტკომპლექს "არენაში" 9 დეკემბერს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ჩემპიონატმა წარმატებული სტარტი აიღო და ნამდვილად კარგი შეჯიბრება ვიხილეთ.

ცხადია, არა უნაკლო, რადგან მოჭიდავეები მხოლოდ ახლა იწყებენ ახალი სეზონისთვის მზადებას და ჯერ არ არიან ფორმაში. ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე წარმატების მოსაპოვებლად მათ კვლავაც ბევრი მუშაობა მართებთ, მაგრამ საერთო დონე დამაკმაყოფილებელია.

უეჭველია, ამაში თავისი დიდი წვლილი ლიდერთა მონაწილეობამაც შეიტანა, რომლებიც უკლებლივ გამოდიან ტურნირში.

9 დეკემბერს ოთხი წონის ათლეტები ეცილებოდნენ ერთმანეთს მედლებში - 55-ის, 66-ის, 84-ისა და 120-ის. ამათგან ყველაზე მეტ ყურადღებას მძიმე წონა იქცევდა ძლიერ ფალავანთა რაოდენობის გამო. საბოლოოდ კი ეს წონა დასრულდა ყველაზე ხანმოკლე და უხმაურო შეხვედრით, დანარჩენი სამის ფინალი კი დაძაბულად და აფეთქების ზღვარზე ჩატარდა. განსაკუთრებით - 66-სა და 84-ში.

მძიმე დუელები

მძიმე წონის ფინალი მართლაც განსაკუთრებული გამოდგა, ხოლო მისი გამარჯვებული - წყალტუბოელი იაკობ ქაჯაია, უდავოდ, ტურნირის საუკეთესო მონაწილეა. მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რაოდენ დიდი ტალანტია და აქედანვე შეგვიძლია, მომავალი ოლიმპიადის ფავორიტად მივიჩნიოთ.

ქაჯაიამ ფინალამდე უძნელესი გზა გაიარა, იქ კი 43 წამში ბეჭებზე დააწვინა ევროპის პრიზიორი, ოლიმპიადისა და მსოფლიოს მეხუთეადგილოსანი გურამ ფერსელიძე!

ამ წონაში, ფინალისტების გარდა, ყურადღებას ქუთაისელი ძმები - სერგო და შოთა გოგისვანიძეები და თბილისელი ლევან არაბულიც იქცევდნენ. წილისყრამ ისე ინება, რომ ყველა ძირითადი კონკურენტი ქაჯაიას მხარეს მოხვდა და ერთხელაც კი არ მიეცა ამოსუნთქვის საშუალება.

ფერსელიძეს ბევრად იოლი ხვედრი ერგო - პირველ წრეშიც ისვენებდა და არც მეტოქეები ჰყავდა ამდენად ძლიერები.

საბედნიეროდ, ქაჯაია ძლიერ წილისყრას არ შეუშინდა და პირველ წრეში ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი შოთა გოგისვანიძე იოლად დაჯაბნა - 1:0; 2:0. მომდევნო წრეში საქართველოს თასის მფლობელსა და მსოფლიოს ბოლო პირველობის მონაწილეს, ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონ არაბულს აჯობა, როცა შეხვედრის მიწურულს კარგად შეეკრა და წრის გარეთ ორქულიანზე გადააგდო.

თუმცა ამ შეხვედრაში გამოჩნდა, რომ ჩვეულ ფორმაში მაინც ვერ იყო. მაგალითად, ჩოქბჯენიდან ორჯერ ვერ დაატრიალა (თუმცა ერთხელ თვითონაც დაიცვა თავი), ისე ენერგიულადაც ვერ თუ არ უტევდა.

შესაძლოა, ასე შეგნებულადაც იქცეოდა და მეტოქის დგომში დაღლას ეშურებოდა, მაგრამ ჩოქბჯენიდან ძლივს გადაურჩა დატრიალებას - არაბული ძალზე ახლოს იყო მიზანთან. ჩოქბჯენში ჭიდაობის მინუსები ქაჯაიამ სერგო გოგისვანიძესთანაც გამოავლინა ნახევარფინალში - ვერც მისი დატრიალება შეძლო, მაგრამ, სამაგიეროდ, დგომში ბევრად აქტიური იყო და ორჯერ დიდოსტატურად შეეკრა, რასაც შედეგიანი გდებები მიაყოლა და 4:0 იმარჯვა.

ამასობაში ფერსელიძემ ბექა კანდელაკსა და ნიკა კორსანტიას მოუგო... ფინალი კი ხანმოკლე გამოდგა. ამ დღეებში "თავისუფალთა" შორის ვიხილეთ 48 წამში მოგებული ერთი შეხვედრა, მაგრამ ამათ რეკორდი მოხსნეს. ფერსელიძემ თვითონ წამოიწყო გდება, მაგრამ ქაჯაიამ დაუხურა და ბეჭებით დააგდო ლეიბზე, რაც "დატუშვით" დასრულდა - მეტოქემ გაქცევა ვერ მოახერხა.

ასეთ სტილში მოგება მით უფრო საყურადღებოა, რომ ფერსელიძეც კარგი ფიზიკური ძალით გამოირჩევა და უფრო ძალისმიერ მოჭიდავეებს მიეკუთვნება.

ლაშხმა თავისი დაამტკიცა

მძიმე წონის შემდეგ ყველაზე მეტ ინტერესს 66 კილოგრამი იწვევდა, სადაც ქვეყნის თასის მფლობელსა და ახალგაზრდებში ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონ საჩინო დავითაიას ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდა - ქვედა წონიდან ანაცვლებული ევროპის ჩემპიონი და ოლიმპიური ვერცხლისმედალოსანი რევაზ ლაშხი.

დაძაბული და ემოციური წინასწარი შეხვედრებიც ლოგიკურად წარიმართა და ფინალშიც ესენი გავიდნენ, იქ კი ლაშხმა უკეთესი ფიზიკური მომზადებისა და გამოცდილების, ოდნავ მეტი კლასის ხარჯზე იმარჯვა.

ამ შეხვედრაში დავითაიას დადებით მხარედ ჩოქბჯენში კარგი ჭიდაობა უნდა მივიჩნიოთ - მეორე პერიოდში, ანუ სამწუთიან მონაკვეთში ორჯერ ჰქონდა მომენტი, როცა ესოდენ ძლიერი მეტოქე 3-3-ჯერ დაატრიალა.

მეორედ ეს ზედ ბოლო წამებზე მოხდა და მესამე დატრიალება სასტვენის შემდეგ იყო და არც ჩაეთვალა, თორემ ცაიტნოტი რომ არა, ვინ იცის, რა მოხდებოდა - ლაშხმა 11:8 მოიგო.

პირველი ქულაც დავითაიამ მოიპოვა, ლაშხმა კი მისთვის ჩვეულ ჯიკაობას კარგი შესვლებიც დაუმატა. ჩოქბჯენიდანაც ისე კომბინაციურად ვერა, მაგრამ მაინც დაატრიალა. ერთხელ აიტაცა და წრის გარეთაც გადააგდო, ერთხელ კი მოძრაობაზეც მოხდენილად მოატყუა და ისე შევიდა ქულაზე...

ერთი სიტყვით, ისიც მოწოდების სიმაღლეზე იდგა, გარკვეული ხარვეზების მიუხედავად. მეორე პერიოდის მეორე ნაწილში მისი ფიზიკური უპირატესობაც გამოიკვეთა, დავითაია კი დისკვალიფიკაციას გადაურჩა, როცა გაცხარებულმა მისი მწვრთნელის მიერ შემოგდებულ საპროტესტო ფირნიშს ფეხი ამოჰკრა და მეორე ლეიბზე გადააგდო - უცხოეთში ამას არავინ აპატიებს.

ამ გამარჯვებით ლაშხმა დაამტკიცა, რომ ახალ წონას ადაპტაციის გარეშე შეეგუა, რაც არცაა გასაკვირი - წინა წლებში ის ხშირად ჭიდაობდა 66-ში. თუმცა მაინც ახალი წონაა და თვითდამკვიდრებისთვის ეს წარმატება ძალიან სჭირდებოდა.

კიდევ უფრო ცხარე გამოდგა 84-ის ფინალი ევროპის ვიცე-ჩემპიონ ვლადიმერ გეგეშიძესა და ახალგაზრდებში ევროპის ორგზის ბრინჯაოსმედალოსან რობერტ კობლიაშვილს შორის. ისინი კარგად იცნობენ ერთმანეთს და აქცენტიც უფრო ჩამშლელ ჭიდაობაზე აიღეს, ვიდრე - შემტევზე.

ალბათ, ამიტომ ილეთი არ გაკეთებულა, კობლიაშვილმა კი მომგებიანი ქულა მეტოქის გაფრთხილებით მიიღო. მოგვიანებით გეგეშიძემაც იმავე გზით გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ მსაჯებმა მალევე შეცვალეს გადაწყვეტილება და ქულა გააუქმეს.

შეხვედრის მიწურულს გეგეშიძემ ჩოქბჯენიდანაც გადააგდო მეტოქე, მაგრამ ეს დაუსრულებელ გდებად ჩაუთვალეს და ქულა არ მისცეს...

საბედნიეროდ, საქმე სერიოზულ ინციდენტამდე არ მისულა. აი, უკეთ ჭიდაობა კი ორივე მეტოქეს შეეძლო, განსაკუთრებით - ჩოქბჯენში...

გარკვეული ხმაური ბათუმელების ფინალსაც ახლდა 55-ში, მაგრამ გოდერძი დავითაძემ ბოლოს მაინც გატეხა ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონ ნიკა ცეცხლაძის წინააღმდეგობა. ჩემპიონმა განსაკუთრებით შთამბეჭდავად ბოლო გდება შეასრულა და 9:2 მოიგო.

10 დეკემბერს "არენაში" დარჩენილი სამი წონის - 60-ის, 74-ისა და 96-ის ფალავნები იჭიდავებენ, რითაც საქართველოს ჩემპიონატიც დასრულდება. ოღონდ დღეს დილის შეხვედრები, 11-ის ნაცვლად, 10 საათზე დაიწყო.

იხილეთ ფოტოგალერეა

კვარცხლბეკი

55 კგ. 1. გოდერძი დავითაძე; 2. ნიკა ცეცხლაძე; 3. გიზო მელაძე (ორივე - აჭარა), აბესალომ ქათამაძე (ზესტაფონი).

66 კგ. 1. რევაზ ლაშხი (ბორჯომი); 2. საჩინო დავითაია (სენაკი); 3. მარადი აბულაძე (აჭარა), ანტონ მამაგეიშვილი (ქუთაისი).

84 კგ. 1. რობერტ კობლიაშვილი (გარდაბანი); 2. ვლადიმერ გეგეშიძე; 3. ვახტანგ ხალვაში (ორივე - აჭარა), გიორგი ცირეკიძე (ქუთაისი).

120 კგ. 1. იაკობ ქაჯაია (წყალტუბო); 2. გურამ ფერსელიძე (აჭარა); 3. ბექა კანდელაკი, ლევან არაბული (თბილისი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა

ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა

რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება

იაკობ ქაჯაია: მინდა, საქართველო და ჩემი წყალტუბო ვასახელო

ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: ბექა ლომთაძე მსოფლიომდე ამაღლდა [VIDEO]

დათუნაიშვილის ოქრო სერბეთისთვის - ორი მედალი და ოქროსა და ბრინჯაოს შანსი [VIDEO]

მფრინავი ჭკუასელიძე - ქართველმა მოჭიდავემ რუსეთის წარმომადგენელი სუპერილეთით დაამარცხა [VIDEO]

მინსკი 2019: იაკობ ქაჯაიამ აზერბაიჯანელს სძლია ნახევარფინალში გავიდა!

დათუნაშვილის ოქრო სერბეთისთვის - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა [VIDEO]

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ნაკრები: ევროპა შეკრებებზე გაირკვევა

ბერძნული როქი - რევაზ ლაშხი ბეგი დარჩიას ნაცვლად

"ველოდებით უკეთესს შედეგს, ვიდრე შარშან" - ახალგაზრდა ქართველი მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატზე გაეგმზავრნენ

ბაქოს თამაშებისთვის საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებების შემადგენლობები ცნობილია

ᓑᓔᓠᓫᓜᓣᓚ-ᓠᓝᓛᓐᓣᓚᓘ ᓭᓘᓓᓐᓝᓑᓐ. "ᓩᓔᓛᓞᓘᓝᓜᓗᓐ ᓗᓐᓡᓘ": ᓯᓐᓕᓐᓮᓘᓐᓡ ᓡᓘᓣᓠᓞᓠᓘᓖᓘ

საქართველოს ჩემპიონატი. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ახალი ლიდერები [PHOTO]

ლერი აბულაძე ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი

კიევის ტურნირი: ქართველების 2-2 ვერცხლი და ბრინჯაო

ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: ოლიმპიადის კომპენსაციად

სპორტის სასახლეში ჭიდაობის ჩემპიონატზე ჩხუბი მოხდა [VIDEO]

რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

ლერი აბულაძე ევროპის ჩემპიონი გახდა

ახალგაზრდა ქართველმა "ბერძენ-რომაელებმა" ევროპის ჩემპიონატზე გუნდური მეორე და 4 მედალი მოიპოვეს

ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა

ქაჯაიამ ყოფილი თანაგუნდელი დაამარცხა და ნახევარფინალშია![VIDEO]

ქაჯაია ოლიმპიადის ფინალში დამარცხდა [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატი. კლასიკური: ორი ქართველი მოჭიდავე ნახევარფინალში გავიდა