ვიცე-ჩემპიონები გოგა აფრიამაშვილი (71) და ვასილ იმერლიშვილი (98) გახდნენ, მესამეზე კი გიორგი ჯავახია (71) და თორნიკე ძამაშვილი (80) გავიდნენ
შაბათს კიევში დაწყებული საერთაშორისო ტურნირის პირველ დღეს ქართველმა ბერძენ-რომაელებმა 4 მედალი მოიპოვეს - 2 ვერცხლი და ამდენივე ბრინჯაო. ვიცე-ჩემპიონები გოგა აფრიამაშვილი (71) და ვასილ იმერლიშვილი (98) გახდნენ, მესამეზე კი გიორგი ჯავახია (71) და თორნიკე ძამაშვილი (80) გავიდნენ.

აფრიამაშვილმა პირველ წრეში მოლდოველ დანიელ კატარაგას 2:2-ზე, დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა, უკრაინელ ოლეგ ანტონოვს პირველივე წრეში წმინდად, 8:0 მოუგო, ნახევარფინალში კი თანაგუნდელ ჯავახიას ორი პერიოდის ჯამში 3:2 (2:0; 1:2) მოუგო. ქართველმა ფალავანმა ფინალიც წარმატებით დაიწყო ირანელ აზიმ გარმსირისთან და პირველი პერიოდი 2:0 მოუგო, მაგრამ მეორეში მეტოქემ ვითარება რადიკალურად შეცვალა და 5:1 მოიგო. საბოლოოდ აფრიამაშვილი 3:5 დამარცხდა.

ჯავახიამ ბრინჯაოს მედალი იმავე ანტონოვთან წმინდა მოგებით (7:0; 1:0) მოიპოვა, აფრიამაშვილთან წაგებამდე კი ალჟირელ აკრემ ბურჯემლაინს (4:0; 3:0) და უკრაინელ ბოჰდან კაბინს აჯობა წმინდად - 8:0.

იმერლიშვილმა პირველ წრეში უკრაინელი მიკოლა კრისოვი ჩამოიშორა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ირანელ დავუდ გინირანგს ორი პერიოდის ჯამში 4:0 მოუგო. ფინალში რუსთაველი ფალავანი მასპინძელთა ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონსა და მსოფლიოს შარსანდელ მესამე პრიზიორ დიმიტრი ტიმჩენკოსთან 0:6; 1:7 დამარცხდა.

ძამაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი ირანელ იოუსეფ აკბარის 4:1; 2:1 მოუგო. სამწუხაროდ, ნახევარფინალში მორიგი ირანული ბარიერი ვეღარ დასძლია - მომავალ ჩემპიონთან, მაჰდი ფალაჰამიდაბადისთან 2:4; 2:2 წააგო, ბრინჯაოსთვის ორთაბრძოლაში კი ზუსტად ასეთივე ანგარიშით თავად მოუგო უკრაინელ ანდრეი ბილუხს.

შაბათს ჩვენებიდან ბრინჯაოს მედლისთვის გოდერძი დავითაძემაც (59) იჭიდავა, მაგრამ უკრაინელ დმიტრო ციმბალიუკთან 0:6; 4:6 წააგო და მეხუთეზე დარჩა. დავითაძემ კიევში ოთხი შეხვედრა გამართა და ყველა - უკრაინელებთან. თავდაპირველად კონსტანტინ ბალიცკის 1:0; 2:1 მოუგო, მერე კი ევგენი მიაგკისთან 2:0;5:0 დამარცხდა. დამამშვიდებლის პირველ წრეში ჩვენებურმა ანდრეი მარტინიუკს 4:4-ზე დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.

შეგახსენებთ, რომ ესაა კიევის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი - "გამოჩენილ უკრაინელ მოჭიდავეთა და მწვრთნელთა მემორიალი", რომელიც წლეულს მეოცედ ტარდება. ის საკმაოდ ძლიერი შეჯიბრებაცაა, რადგან მასში 20-მდე გუნდი გამოდის. მათ შორის - ბრაზილია, კუბა, ირანი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, უნგრეთი, აშშ, თავად უკრაინა და სხვა ძლიერი ნაკრებები.

დღეს კიევში კიდევ რამდენიმე ჩვენებური იჭიდავებს. 66 კილოგრამში ორი ჩვენებური გამოვა და პირველ შეხვედრას ორივე მასპინძელბთან ჩაატარებს: არჩილ თურმანიძე (66) სერჰი ჰარკუშას დაეჭიდება, გიორგი დავითაია - არტურ პოლიტაევს. გიორგი დათუნაშვილიც (75) მასპინძელთან - ვიტალი კუჩერენკოსთან იჭიდავებს, როგორც ჩვენი დანარჩენი ორი მონაწილე: ვლადიმერ გეგეშიძე (85) ანტონ ოლეინიკს ხვდება, მძიმე წონაში კი ლევან არაბული - მიკოლა კუჩმის.

დღეს იჭიდავებს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირში ჩვენი ერთადერთი მონაწილეც - თორნიკე ალადაშვილი (86), ვინც ბრაზილიელ ჟაუდე ადრიანს დაეჭიდება.

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ნაკრების კანდიდატთა გუნდი ჩინეთში, სოლიდარობის თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება
18 წ. | მესამედ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე
7-კაცა | მეორე ეტაპზე სპლიტში
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
მჯდომარე ცხოვრების წესი და პროქტოლოგიური პრობლემები
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩი მოიგო
წიტაიშვილის დამატების სურვილი ფრანგულ, გერმანულ და ნიდერლანდურ კლუბებს აქვთ
დარვინ ნუნიესი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
"დე ლა ფუენტეს ისეთ ადგილას დავიხატავ, რომ..." - კუკურელია პირობას ასრულებს
თორნიკე შენგელიას დამატებით ევროლიგის ჩემპიონი ინტერესდება
მესი "ვერცხლის ბურთის" ამარა - საუკეთესოები ესპანელები გახდნენ
[VIDEO] გარსიას ყელში სწვდა, გავი მოედანზე დააგდო - რა აჩხუბებდა პარედესს?
[VIDEO] ესპანეთმა არგენტინას სძლია და დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
გადაწყდა ვინ გახდება "ოქროს ბურთის" მფლობელი
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
ბ/რ ჭიდაობა. საქართველოს ჩემპიონატი: ახალი წესრიგი, ძველი ფინალები
მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში: ბრინჯაოს შანსიც აღარ დარჩა
დღეს ევროპის ჩემპიონატზე ქართველი "ბერძენ-რომაელები" იასპარეზებენ
ლეგიონერები - გიგაშვილის ლელო სანაკრებო შეკრებამდე
ქართველ მოჭიდავეთა წარმატება საფრანგეთში
ლეგიონერები - ქართული ლელოები "ორიაკისთვის"
პრო დე2: სათამაშო პრაქტიკა "შემოდგომის ერთა თასამდე
ევროპის ჩემპიონატი: რობერტ კობლიაშვილი ფინალში გავიდა
კიევის საერთაშორისო ტურნირი: 7 მედალი უჩემპიონოდ
საქართველოს კლასიკური ჭიდაობა: ყველა გამარჯვებული გამოვლინდა, გუნდური აჭარას ერგო
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ნაკრები: ევროპა შეკრებებზე გაირკვევა
ბ/რ ჭიდაობა. საქართველოს ჩემპიონატი: მორიგი ოთხეული დაინომრა
მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში: გობაძემ საქართველოს პირველი მედალი მოუტანა [VIDEO]
ლეგიონერები | სამი ლელო საფრანგეთში
ბაქოს თამაშებისთვის საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებების შემადგენლობები ცნობილია
ევროპის ჩემპიონატი: სამი ქართველი მოჭიდავე ნახევარფინალში გავიდა
ᓑᓔᓠᓫᓜᓣᓚ-ᓠᓝᓛᓐᓣᓚᓘ ᓭᓘᓓᓐᓝᓑᓐ. "ᓩᓔᓛᓞᓘᓝᓜᓗᓐ ᓗᓐᓡᓘ": ᓯᓐᓕᓐᓮᓘᓐᓡ ᓡᓘᓣᓠᓞᓠᓘᓖᓘ
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: რობერტ კობლიაშვილი ევროპის ჩემპიონია! [VIDEO]
ლეგიონერები: სამი ლელო და ორი სიმბოლურში
ბ/რ ჭიდაობა. უნგრეთის ტურნირი: ოქრო-ბრინჯაო სომბათჰეიდან
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: პირველი დღე იაკობ ქაჯაიამ დახურა [PHOTO]
საქართველოს ჩემპიონატი. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ახალი ლიდერები [PHOTO]
მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში: უღიმღამოდ და ულიცენზიოდ [VIDEO]
საქართველოს "ბერძენ-რომაელთა" ნაკრები "ტახტის თასზე" ფინალში დამარცხდა
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: სალიცენზიო ტურნირის მონაწილეები გამოვლინდნენ
გიორგი ჯავახია: ასეთი დონის გუნდების წინააღმდეგ არასდროს მითამაშია
ბ/რ ჭიდაობა. უნგრეთის ტურნირი: არაბულმა სომბათჰეი ქართულად გაანათა