ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. საქართველოს ჩემპიონატი. II დღე: ახალი ძველი თაობა

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. საქართველოს ჩემპიონატი. II დღე: ახალი ძველი თაობა

სპორტკომპლექს "არენაში" 10 დეკემბერს დასრულდა ქვეყნის პირველობა ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავეთა შორის, რომელმაც საკმაოდ დაძაბულ ბრძოლებში ჩაიარა
სპორტკომპლექს "არენაში" 10 დეკემბერს დასრულდა ქვეყნის პირველობა ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავეთა შორის, რომელმაც საკმაოდ დაძაბულ ბრძოლებში ჩაიარა.

დიდთოვლობის შიშით 10 დეკემბერს შეხვედრები ერთი საათით ადრე - 10-ზე დაიწყეს, რაიონებიდან, განსაკუთრებით კი, დასავლეთიდან ჩამოსულ გუნდებს დროულად რომ მოესწროთ შინ დაბრუნება, მაგრამ ორგანიზატორები ამინდის ჭირვეულობით გამოწვეულ პრობლემებს მაინც ვერ ასცდნენ - დარბაზში ორჯერ ჩაქრა შუქი, რაც პირველ შემთხვევაში საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, მეორედ კი მალევე მოვიდა.

10 დეკემბერს სამი წონის ფალავნები ასპარეზობდნენ - 60-ის, 74-ისა და 96-ის. სამივეგან ბევრი რამე ირკვეოდა და არც მაყურებელს მოუწყენია. ვერ ვიტყვით, რომ ახალი სახეები ბლომად გამოჩნდნენ, მაგრამ ახალგაზრდებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს მზარდი ამბიცია.

გუშინდელ ჩემპიონთაგან ძველ გვარდიას მხოლოდ ლაშა გოგიტაძე (60) მიეკუთვნება, თორემ ზურაბ დათუნაშვილიც (74) და ვასილ იმერლიშვილიც (96) ბევრად ახალგაზრდები არიან.

10 დეკემბერს ქაჯაიების ოჯახურ დინასტიას ერთი მოგება დააკლდა, თორემ სამივე მათგანი ავიდოდა კვარცხლბეკზე. შეგახსენებთ, რომ ორშაბათს მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია ჩემპიონი გახდა, გუშინ მოჭიდავე მისი ბიძაშვილი ძმებისგან კი ირაკლი ქაჯაია (96) მესამეზე გავიდა, ხოლო ამავე წონაში მიხეილ ქაჯაია მეხუთე აღმოჩნდა.

გუშინდელ მედალოსანთაგან ძნელად რომ ვინმეს ვუწოდოთ უცხო - უმეტესობას ასაკობრივი ნაკრებებიდან კარგად ვიცნობთ, თუმცა იყო ერთი მკვეთრად მოულოდნელი მედალოსანიც - ბათუმელი ზვიად ოქრაძე (55). მას ადრეც უჭიდავია ამ ტურნირში, თუმცა ასეთი წარმატებით არასოდეს გამოსულა, ახლა კი წინასწარ შეხვედრებში დამაჯერებლად მოუგო იური ლომაძეს (7:3), რამაზ სურმანიძეს (9:0) და გიორგი ქუთათელაძეს (8:0).

საქართველოს შარშანდელი ჩემპიონი გოგიტაძეც სამი მოგებით მივიდა ფინალამდე, მათ შორის ერთი კი ახალგაზრდებში მსოფლიოს მესამე პრიზიორი ქემალ ხარაბაძე იყო, მეორე - ჭაბუკებში მსოფლიოს პრიზიორი ლევან ქავჟარაძე, თუმცა ის ჯერ ასაკითაც პატარაა.

ოქრაძეს სულ ცოტა - რამდენიმე წამი დააკლდა კარიერის უდიდეს გამარჯვებამდე, როცა 7:5-ს იგებდა. ის გამძლეობითაც სჯობდა გოგიტაძეს და ფიზიკურადაც აღემატებოდა. ამიტომ ლამის უპრობლემოდ იგებდა - ჩოქბჯენიდანაც შედეგიანად დაატრიალა, ხოლო იმის მცდელობისას თავიც დაიცვა, ფეხზე დგომიდანაც კარგად გადააგდო, ილეთიც დაუხურა და იქით გადაიყვანა ორქულიანზე, მაგრამ ქუთაისელს ჰქონდა კოზირი - გამოცდილება, რომელიც შამათისთვის გამოიყენა.

ბოლო წამებზე ოქრაძე ჩოქბჯენში ჩააყენეს, სადაც გოგიტაძე მეტად ჭკვიანურად მოიქცა. რამდენიმე წუთით ადრე მას ერთხელაც მიეცა ანალოგიური შანსი, მაგრამ მაშინ მეტოქე ვერ დაატრიალა.

ეტყობა, ამჯერად მაშინდელი შეცდომა გაითვალისწინა და სულ სხვა ხერხით აქაჩა ლეიბიდან - ოქრაძეს დაბლიდანვე კი არ დაუპირა ტრიალი, ხელში აიტაცა და წრის კიდეზე მისულმა ისეთი გაიქნია, მეტოქე ჰაერში შეტრიალდა. ეს ულამაზესი გდება იყო, რომელიც მსაჯებმა სამი ქულით შეაფასეს.

ძალიან ლამაზი და თვალსასეირო გამოდგა 74-ის ფინალიც ზურაბ დათუნაშვილსა და გოგა აფრიამაშვილს შორის, თუმცა აქ მანამდეც საინტერესო მოვლენები ვიხილეთ: დამარცხდა ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი მანუჩარ ცხადაია, დათუნაშვილის შეხვედრა პირველივე წრეში ილია გულბათაშვილთან; მისი ძმის - გიორგი დათუნაშვილის ხმაურიანი წაგება ცხადაიასთან...

ცხადაიას ამ წონაში ახალი გადმოსული არ ეთქმის, რადგან ადრეც ხშირად ჭიდაობდა აქ, თუმცა ახლა საბოლოოდ გადმობარგდა.

ამჯერად ეს ნაბიჯი არც ისე წარმატებული გამოდგა და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ზურაბ დათუნაშვილმა შეინარჩუნა.

ევროპის ვიცე-ჩემპიონმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რაოდენ ძლიერი ფალავანია და რომ შარშანდელი ჩავარდნა საქართველოს თასზე დროებითი იყო. დაამტკიცა ისიც, რომ მაშინ მსოფლიოს პირველობაზე მოსახვედრად, მინიმუმ, შანსის მიცემას მაინც იმსახურებდა. გულბათაშვილის შემდეგ მან დამაჯერებლად მოიგო კიდევ ორი პაექრობა.

აფრიამაშვილი ასაკობრივ ნაკრებში დიდი შედეგებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ამჯერად დამაჯერებლად იასპარეზა - სწორედ მან მოუგო ცხადაიას ნახევარფინალში - 5:2, მანამ კი გური ბიბილოძე და გელა ლომიძეც დაჯაბნა.

ფინალიც დაძაბული გამოდგა, თუმცა დათუნაშვილის უკეთესი მომზადება, გამოცდილება და უფრო მაღალი კლასი მაინც ჩანდა.

ამის დასტურად ის ბოლო ქულაც გამოდგება, რომელიც კონტრშეტევით მოიპოვა - აფრიამაშვილი ზურგიდან აპირებდა შემოვლას, მაგრამ ეს მოხდენილად დაუძვრა და ლეიბზე ჩაიყვანა.

დათუნაშვილმა ქულებით წმინდად იმარჯვა. როცა დასჭირდა, კარგადაც შეეკრა და გადააგდო, წრიდანაც გაიყვანა და დაბლიდანაც ორჯერ წარმატებით დაატრიალა.

10 დეკემბერს ყველაზე ნაკლებად სანახაობრივი 96-ის ფინალი გამოდგა, თუმცა დაძაბული ნამდვილად იყო. მთელი შეხვედრა იგრძნობოდა ქვეყნის თასის მფლობელისა და ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონ ვასილ იმერლიშვილის უპირატესობა, რომელმაც ქვეყნის ჩემპიონის ტიტულიც დამსახურებულად ჩამოართვა ჯაბიძეს - ქულებით წმინდად მოუგო.

კვარცხლბეკი

55 კგ. 1. ლაშა გოგიტაძე (ქუთაისი; ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი); 2. ზვიად ოქრაძე; 3. ქემალ ხარაბაძე (ორივე - აჭარა), მარადი სურმანიძე (აჭარა; ო.რ.მ.ე.ც.).

74 კგ. 1. ზურაბ დათუნაშვილი (თბილისი); 2. გოგა აფრიამაშვილი (ადიგენი; ო.რ.მ.ე.ც.); 3. ილია გულბათაშვილი (თბილისი), მანუჩარ ცხადაია (ხობი, ო.რ.მ.ე.ც.).

96 კგ. 1. ვასილ იმერლიშვილი (რუსთავი); 2. იოსებ ჯაბიძე (ბაღდათი; ო.რ.მ.ე.ც.); 3. არსენ კახაბრიშვილი (გარდაბანი), ირაკლი ქაჯაია (წყალტუბო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: პირველი დღე იაკობ ქაჯაიამ დახურა [PHOTO]

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა

ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა

რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 16-გუნდა ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს

დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის

"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს

დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ

აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"

შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა

მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ

პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს

Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს

ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში

გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს

"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა

"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს

"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა

რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს

აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა

"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას

"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?

რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს

"მივიღე გადაწყვეტილება, ჩავერთო პოლიტიკაში, იმიტომ, რომ..." - ზურაბ დათუნაშვილი ნიკა გვარამიას დაფუძნებულ გუნდს უერთდება

გამარჯვებას ნიკა მელიასა და ძმებ წულუკიძეებს ვუძღვნი - ზურაბ დათუნაშვილი

მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში: ქართველთა მეტოქეები ცნობილია

დათუნაშვილმა სერბეთს ბრინჯაო მოუპოვა

ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს

ბერძნული როქი - რევაზ ლაშხი ბეგი დარჩიას ნაცვლად

3 მედალი პოლონეთში - გენო პეტრიაშვილი ციოლკოვსკის მემორიალის ჩემპიონია

ბ/რ ჭიდაობა. მსოფლიოს შესარჩევი: დათუნაშვილი ყველგან ლიდერია

მოჭიდავეთა პოლონური რეპეტიცია ლას ვეგასში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის

ქართველ მოჭიდავეთა წარმატება საფრანგეთში

საქართველოს ჩემპიონატი. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ახალი ლიდერები [PHOTO]

სერბებმა დათუნაშვილი დააფასეს - საპატიო სპორტსმენობა

"ბრავო, ოსტატო!" - როგორ მიულოცა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ზურაბ დათუნაშვილს ოლიმპიური მედალი [PHOTO]