აზერბაიჯანის დედაქალაქში, აბას აგალაროვის სახელობის საერთაშორისო ტურნირში, რვა ქართველი მოკრივე მონაწილეობდა
რვა ქართველი მოკრივე მონაწილეობდა აზერბაიჯანის დედაქალაქში, აბას აგალაროვის სახელობის საერთაშორისო ტურნირში.

საასპარეზოდ თავი მოიყარეს 1996-97 წლებში დაბადებულმა სპორტსმენებმა. მასპინძლებთან ერთად, 8 ქვეყნის 100-მდე წარმომადგენელი იბრძოდა მედლებისთვის.

საქართველოს სპორტულ ღირსებას (დელეგაციის ხელმძღვანელი კოტე ბერძენიშვილი) მთავარი მწვრთნელის - კუკური შავგულიძისა და მწვრთნელ გოჩა რუსიას ხელმძღვანელობით, იცავდნენ: ლაშა კობახიძე (49 კგ, გორი), ლევან კლდიაშვილი (52, ქუთაისი), უჩა მაისურაძე (52, რუსთავი), ლევან ანთია (56, ფოთი), ლაშა გურული (60, რუსთავი), ვახტანგ სვანიძე (64, ქუთაისი), გიორგი დოლიაშვილი (64, გორი) და ნოდარ აბულიძე (69, თელავი).

ქართველთაგან განსაკუთრებით გამოირჩა ლევან კლდიაშვილი - ორი შეხვედრა მოიგო, ნახევარფინალი მასპინძელ ზეინალოვთან დათმო და მე-3 ადგილს დასჯერდა. ასევე, ბრინჯაო ერგო 64 კილოში ვახტანგ სვანიძეს. იგი პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორეში აზერბაიჯანელ მეტოქეს აჯობა, ნახევარფინალში კი მის თანამემამულესთან დამარცხდა.

ამ ასაკის მოკრივეები ახლა მსოფლიოს პირველობისთვის მოემზადებიან. ამ შეჯიბრებას გაისად, აპრილში ბულგარეთი უმასპინძლებს.

მანამდე ქართველი მოკრივეები საწვრთნელ შეკრებას ბაკურიანსა და თბილისში გაივლიან. 19-24 თებერვალს ანაპის საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებენ, ხოლო 14-19 მარტს მსგავსი ტურნირი ვილნიუსშიც ელით. ამის შემდეგ გაირკვევა ნაკრების საბოლოო შემადგენლობა, რომელიც მსოფლიოს პირველობის მედლებისთვის იბრძოლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა
საქართველოს 23-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა
პრიმერასკენ. გულიაშვილს მეკარემ არადა არ გაატანინა - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
[VIDEO] ბრინჯაომდე სულ ცოტა დაგვაკლდა - საქართველომ საქართველომ ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა
[VIDEO] გუბანოვას შესანიშნავი გამოსვლა - ანასტასიამ გუნდურ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას ბრწყინვალე გამოსვლა ოლიმპიადის თავისუფალ პროგრამაში
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] გიჟური მატჩი "ენფილდზე", სობოსლაის სუპერგოლი და გაძევება, ალისონის აკიდებული პენალტი - "ლივერპული" "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხდა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ᓥᓐᓠᓗ
ქართველმა მოკრივეებმა სეზონი გახსნეს
ᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓛᓐ ᓛᓝᓙᓠᓘᓕᓔᓔᓑᓛᓐ ᓛᓘᓜᓡᓙᓘᓡ ᓢᓣᓠᓜᓘᓠᓖᓔ ᓡᓐᓛᓘ ᓛᓔᓓᓐᓚᓘ ᓛᓝᓘᓞᓝᓕᓔᓡ
ᓥᓐᓠᓗვᓔᓚᓘ ᓛᓝᓙᓠᓘᓕᓔᓔᓑი ᓔᓕᓠᓝᓞᓘᓡ ᓞᓘᓠᓕᓔᓚᓝᓑᓐᓖᓔ ᓐᓠᓐᓡᓠᓣᓚᓘ ᓨᓔმᓐᓓᓒᓔᓜᓚᓝᓑᓘᓗ ᓒᓐᓛᓝᓕᓚᓔნ
ლევან გულედანმა მსოფლიოს ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
ქართველმა მოკრივეებმა ანაპაში, ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები გაინაღდეს