ტაისონისთვის ბრიტანეთი დახურულია
ინტერნეტ-გამოცემა Bleacher Report-მა შეადგინა 2013 წელს პროფესიული კრივის სამყაროში დაფიქსირებული 10 იმედგაცრუების რეიტინგი.

ამ საინტერესო კლასიფიკაციაში მესამე ადგილი დაიკავა ფილიპინელი ნონიტო დონერის დამარცხებამ კუბელ გილერმო გარსიასთან. არადა, 2012 წლის შედეგების მიხედვით, დონერი საუკეთესო მოკრივედ დაასახელეს.

მეორე ადგილზე გავიდა მექსიკელი აბნერ მარესის პირველ რაუნდში ნოკაუტით მარცხი თანამემამულე ჯონი გონსალესთან. ხოლო, Bleacher Report-ის ვერსიით, წლის მთავარ იმედგაცრუებად გამოცხადდა ბრძოლა მექსიკელ ხულიო სესარ ჩავესსა და ამერიკელ ბრაიან ვეროის შორის. იმ შეხვედრაში მსაჯებმა გამარჯვება ჩავესს მიანიჭეს, არადა, ბევრს მიაჩნია, რომ მსაჯების ეს არჩევანი 2013 წლის ყველაზე ცუდი და უსამართლო გადაწყვეტილება იყო.

მოგეხსენებათ, 2013 წელს სუპერმძიმე კატეგორიაში მთავარი ბრძოლა უკრაინელ ვლადიმერ კლიჩკოსა და რუს ალექსანდრ პოვეტკინს შორის შედგა. ეს შეხვედრა იმედგაცრუებათა რეიტინგში მეათე ადგილზე გავიდა. ექსპერტები ხაზს უსვამენ იმას, რომ მეშვიდე რაუნდის გამოკლებით, როცა კლიჩკომ ორჯერ ჩააგდო მეტოქე ნოკდაუნში, უკრაინელმა ჩემპიონმა მთელი ბრძოლა ჯებების შესრულებასა და კლინჩში შესვლაში გაატარა. ამ ბრძოლას გადასცემდა ამერიკული ტელეარხი HBO და როგორც Bleacher Report-ი აღნიშნავს, ამ შეხვედრის შემდეგ ამერიკულ ტელევიზიაში კიდევ დიდხანს აღარ გაჩნდება ინტერესი სუპერმძიმე კატეგორიის ბრძოლების მიმართ.

ტაისონისთვის ბრიტანეთი დახურულია

ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე მაიკ ტაისონი ვერ შეძლებს თავისი ავტობიოგრაფიული წიგნის ("უტყუარი სიმართლე") პრეზენტაციის მოწყობას.

ყოფილი სპორტსმენი 2014 წლის მარტში უნდა ჩასულიყო ლონდონში. აგრეთვე, დაგეგმილი იყო მისი სტუმრობა გლაზგოსა და მანჩესტერში, მაგრამ ბრიტანეთის საიმიგრაციო წესების თანახმად, ტაისონს ქვეყანაში შესასვლელი ვიზა არ მისცეს.

საქმე ისაა, რომ ბრიტანეთის ტერიტორიაზე მოქმედებს კანონი, რომელიც უკრძალავს ქვეყანაში შესვლას იმ ადამიანებს, რომლებიც მინიმუმ ოთხი წელი იმყოფებოდნენ პატიმრობაში ან ჩადენილი აქვთ მძიმე დანაშაული. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე ტაისონი ექვსწლიან სასჯელს იხდიდა გაუპატიურების გამო.

"არ გვსურს ამ საქმის დეტალების კომენტირება, - განაცხადა დამოუკიდებელმა ბრიტანელმა ჩინოვნიკმა. - მაგრამ ვიტოვებთ უფლებას, უარი ვუთხრათ ბრიტანეთში შესვლაზე ყველას, ვისაც ოდესმე მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი. 2012 წლის დეკემბერში ბრიტანეთის სადედოფლოში შესვლის წესები შეიცვალა და ამით გამოვხატეთ სახელმწიფოს ზუსტი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით".

დღესდღეობით, ტაისონი მთელ მსოფლიოში მოგზაურობს თავისი ერთი მსახიობის სპექტაკლით: "მაიკ ტაისონი: უტყუარი სიმართლე" და ყვება თავისი რთული და გიჟური ცხოვრების შესახებ. ეს თეატრალური მოქმედება უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და მთელ მსოფლიოში ანშლაგებით გადის. პარალელურად, "რკინის მაიკი" რეკლამას უწევს თავის მემუარებს, რომელშიც ლეგენდარულმა მოკრივემ რამდენიმე სკანდალური აღიარება გააკეთა.

პაკიაოს 18 მილიონს ედავებიან

რვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი მენი პაკიაო ეჭვმიტანილია 18 მილიონი დოლარის გადაუხდელობაში. ამის შესახებ იტყობინება TMZ.com-ი, რომელსაც ხელში ჩაუვარდა აშშ-ის შიდა შემოსავლების სამსახურის დოკუმენტები.

ამერიკის ხელისუფლების მონაცემებით, ფილიპინელმა სწორედ ეს თანხა უნდა გადაიხადოს იმ ბრძოლებისთვის, რომელიც მან აშშ-ის ტერიტორიაზე 2006-10 წლებში ჩაატარა. ამ დროის განმავლობაში, პაკიაომ ამერიკაში 10 ბრძოლა გამართა.

როგორც ამერიკის საგადასახადო სამსახურში აცხადებენ, 2008 წელს მოკრივემ დამალა 2 862 000 დოლარი. ამ წელს პაკიაომ სამი ბრძოლა ჩაატარა, მათ შორის ერთი ოსკარ დე ლა ჰოიას წინააღმდეგ. ამ ბრძოლების სანაცვლოდ, პაკიაომ დაახლოებით 30 მილიონი მიიღო.

ასევე, აშშ-ის შიდა შემოსავლების სამსახურს ეჭვი აქვს, რომ ფილიპინელმა არ გადაიხადა 8 მილიონი 2009 წელს ჩატარებული ორი ბრძოლისთვის. მაშინ პაკიაო ხვდებოდა რიკი ჰატონსა და მიგელ კოტოს. პირველი ბრძოლისთვის მოკრივემ 12 მილიონი მიიღო, მეორისთვის – 7.5 მილიონი დოლარი.

უფრო ადრე პაკიაოს პრეტენზიები გამოუცხადა ფილიპინების საგადასახადო სამსახურმა. მთავრობას ეჭვი აქვს, რომ მოკრივემ თავის ქვეყანას ჯამში 50 მილიონი დაუმალა. გამოძიების პერიოდში, დააყადაღეს მოკრივის რამდენიმე საბანკო ანგარიში. იგივე ბედი ეწია პაკიაოს სახლს მანილაში. თავად მოკრივე აცხადებდა, რომ მან ამ ბრძოლებისთვის გადასახადი აშშ-ში გადაიხადა. პაკიაომ ისიც თქვა, რომ მას ფილიპინების მთავრობა კრიტიკული განწყობის გამო დევნის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფლოიდ მეივეზერმა ორი ბრძოლა დაგეგმა

ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა
[PHOTO] სამი ვარიანტი - როგორი იქნება პსჟ-ის შემადგენლობა დიომანდეს მისვლის შემდგომ და სად დადგება კვარაცხელია
მანუელ ნოიერმა კარბახალის ანტი-რეკორდი გაიმეორა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
"ეს გადაწყვეტილება უბრალოდ სასაცილო იყო" - ნაგელსმანმა მუნდიალიდან გერმანიის გამოვარდნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
[VIDEO] მუნდიალის ყველაზე ემოციური მომენტი და ბონოს სასწაული პენალტებში - მაროკომ ნიდერლანდები დაამარცხა
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
[VIDEO] მძიმე გამარჯვება - ბრაზილიამ იაპონია 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
კონორ მაკგრეგორი: კრივში მსოფლიო ჩემპიონი გავხდები, ბრძოლა პაკიაოს შევთავაზეთ
დევიდ ჰეი რეიტინგის მიღმა
ESPN-მა კანელო ალვარესი წლის საუკეთესო მოკრივედ დაასახელა - ხუთეულში 41 წლის ჩემპიონიცაა
ᓙᓚᕘ
ᓕᓚᓐᕓᓘᕛᓔᓠ ᓙᓚᕘᕩᓙᓝᓛ ᓣᓙᓠᓐᓘᕜᕘᓡ ᓐᓠᕛᓘᓐᓡ ᓯᕐᓕᕨᕐᕜᕟᕘᕚᕔᓢᓔᓑᓘ ᓣᓧᓘᓓᕐ
ვლადიმირ კლიჩკომ ნიუ იორკში მოიგო
"ამას ძალიან ვნანობ" - მაიკ ტაისონი
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
ლენოქს ლუისი 100 მილიონისთვის ბრუნდება?
ვლადიმერ კლიჩკომ მსახიობი ჰეიდენ პენეტიერი დანიშნა
"ილიას მინდა ვუთხრა, რომ..." - ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა ქართველ "მატადორს" მიმართა
წელს კლიჩკო-პოვეტკინი არ იქნება
ᓧᓕ
ჩემპიონი 8 წონით კატეგორიაში და ახლა ფილიპინების პრეზიდენტიც? - პაკიაო პრეზიდენტობაზე კენჭს იყრის
კრივი: აქაც რუსული დოპინგი
დიდი გასამრჯელო ორივეს და მოკრივეების პროგნოზები "უაილდერი - ფიური 2"-ზე
Forbes: ბოლო 10 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას აქვეყნებს, ლიდერი არც რონალდოა, არც მესი...
ყოფილმა "იუთუბერმა" ჯეიკ პოლმა ლეგენდარული მაიკ ტაისონი დაამარცხა [VIDEO]
დამარცხებული ალექსანდრ პოვეტკინი რეფერის უჩივის
"ლომის გული და რკინის კვერცხები აქვს" - მერსონმა ტაისონზე ისაუბრა
ფლოიდ მეივეზერი დიდი ბრძოლისთვის ბრუნდება? - მოკრივემ ვარჯიშის კადრები გაავრცელა [VIDEO]
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
ᓤᓝᓢᓝ-NEWS: ᓓᓐᓣᓞᓐᓢᓘᓟᓔᓑᓔᓚᓘ ᓡᓢᓣᓛᓐᓠᓘ - ᓑᓠᓘᕒᕡᓘ ᓙ