"ზუგდიდის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, რევაზ პერტაიას თქმით, გიორგი დარასელია შეცდომაში შეიყვანეს
"ზუგდიდში" ვითარება კვლავ დაიძაბა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ ერთ-ერთ ინტერვიუში კლუბის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა.

მკითხველი, ალბათ, დაინტერესდებოდა, რა არგუმენტები აქვს "ზუგდიდის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ რევაზ პერტაიას:

- დარასელია ჩვენთვის საყვარელი ფეხბურთელი იყო, მერე წარმატებული მწვრთნელი გახდა და მის ჩამოსვლას სიხარულით შევხვდი, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, გვიპირისპირდება იმ დროს, როცა "ზუგდიდში" პრობლემები ჩვენი მიზეზით არ წარმოქმნილა. ამას ობიექტური წინაპირობა ჰქონდა.

გიორგის ინტერვიუმ დამარწმუნა, რომ ის შეცდომაში შეჰყავთ და ბევრ საკითხზე არასწორ ინფორმაციას აწვდიან. ამიტომ, ვთხოვ - ნუ აჩქარდება და პრობლემები არა ერთმანეთთან ქიშპით, არამედ ერთმანეთის პატივისცემითა და სიყვარულით მოვაგვაროთ.

- მწვრთნელი პრობლემებზე თვალს ხომ არ დახუჭავდა?

- პრობლემა არასტაბილური დაფინანსებაა და ამის მიუხედავად, გუნდი მაინც შევინარჩუნეთ. ეს ობიექტური გაჭირვებაა და არა - ჩვენ მიერ წარმოქმნილი პრობლემა.

- დარასელია აცხადებს, ეგვიპტელ ფეხბურთელთან კონტრაქტი ისე გავაფორმეთ, ზუგდიდში არც ჩამოსულაო. ამის გამო კი, თურმე, ბრაზილიელების ჩამოყვანა ვერ მოახერხა...

- ეგვიპტელების ჩამოყვანა კობა წიტაიშვილის ინიციატივა და მოთხოვნა იყო, მაგრამ ეგვიპტელი არ ჩამოსულა. მისი ტრანსფერი არ დარეგისტრირებულა და ამდენად, ერთი სასურველი ლეგიონერის დამატება დარასელიას კიდევ შეეძლო. სწორედ ამას ვამბობ, რომ სანამ საკითხს ჩვენთან გაარკვევდა, გიორგიმ პრობლემა მედიაში დააფიქსირა და ეს იყო საწყენი.

- ბოლო ტურებია, ეგვიპტელები აღარ თამაშობენ. რა ხდება?

- მათ "ზუგდიდი" უკვე დატოვეს.

- მიზეზი?

- გეტყვით სიმართლეს. თავიდან ითქვა, რომ ისინი ეგვიპტეში არეულობის გამო ჩამოვიდნენ აქ და მწირ ხელფასზეც თანახმანი იყვნენ. მეგაჰედმა ბევრი მატჩი ჩაატარა, ხოლო ჰამზა როგორც დაგვეხმარა, კარგად მოგეხსენებათ. რეალურად, მათ გუნდი არ გაუძლიერებიათ.

არადა, ამ არაფრისმომცემ ლეგიონერებს ჩვენს ფეხბურთელებზე მეტი ხელფასი ჰქონდათ და ეს იმ დროს, როცა წიტაიშვილმა ნიჭიერი ფეხბურთელები - ლაშა კუკავა და ზვიად კვარაცხელია სხვა გუნდებში გაუშვა.

ასეთი დონის უცხოელების ჩამოყვანას ისევ საკუთარი ბავშვების გაზრდა და მიხედვა არ გვერჩივნა?

- ხელს თუ არ შეგვიწყობენ, ნუღარ შეგვიშლიანო - თქვენი მისამართით ესეც ითქვა...

- დარასელიას ხელს როგორ ვუშლით? როდესმე გსმენიათ, რომ კლუბის დირექტორატის საკადრო პოლიტიკას მთავარი მწვრთნელი განაგებდეს და ხელმძღვანელობის ჩანაცვლებას ითხოვდეს? არა მგონია, "ზუგდიდის" წარმატება ვინმეს ჩვენზე მეტად უნდოდეს.

დარასელიას ჩვენს პირველ შეხვედრას გავახსენებ, როცა უახლოეს ოთხ ტურში 9 ქულის აღებას დაგვპირდა. სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა და მის მხარდამჭერ "ბანაკს" გეგმები ამან ხომ აურია?

მე მაინც მგონია, რომ დარასელია შეცდომაშია შეყვანილი. მის გარშემო თავმოყრილი ხალხი ცდილობს, ხელმძღვანელობას დირექტივები აქეთ მოგვცეს. ყველაზე მეტად რომ გვიჭირდა და 8 თვის გაუცემელი ხელფას-პრემიები გვქონდა, მაშინ "ზუგდიდს" ამ ადამიანებისგან ფინანსური და მორალური მხარდაჭერა არ უგრძვნია.

ამიტომ მოვუწოდებ გიორგის, გაემიჯნოს ამ ხალხს და საქმეში ბოლომდე გაერკვეს. კლუბში არსებული პრობლემები ჩვენ არასდროს დაგვიმალავს. მწირი ბიუჯეტის მიუხედავად, სწორედ ძველი ხელმძღვანელობის ძალისხმევით მოხერხდა "ბაიას" ბაზის დირექციასთან საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება და ისიც, რომ გუნდი იქვე წინასამატჩო შეკრებებს გადის.

- ნებისმიერ შემთხვევაში, დარასელია გამოცდილი მწვრთნელია და უკეთესი გუნდის შექმნის პირობას იძლევა.

- ვაფასებ მის ოპტიმიზმს, ასეთ ვითარებაში თამამად რომ საუბრობს გუნდის მშენებლობაზე, მაგრამ დაპირისპირების ფონზე ეს ძალიან გაუჭირდება და ამის გათვალისწინებასაც ვურჩევდი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ახალი წლიდან "ზუგდიდს" ვერ იცნობთ! - "კამიკაძე" გიორგი დარასელიას ოპტიმიზმი

ამირ აზმი მეგაჰედი: მგონი, ქართველი მამლუქების შთამომავალი ვარ

xxx
iko iq aranacionali magram gaushves. es martalia rom nacionalebis xelebis faturma aria gundshi kvelaferi.amis mshveleli ki jerjerobit ar chans.
გულშემტკივარი
ბატონო დარასელია ხელმძღვანელობისთვის დირექტივების მიცემას გირჩევიათ დანაპირები შეასრულოთ და თქვენი საქმიანობა დაანახოთ ხალხს, დღეს არსებული სტაფის ხელმძვანელობით ეს გუნდი მაშინაც კი როცა საარსებო მინიმუმიც არ გააჩნდა უმაღლეს ლიგაში იყო თქვენს შემდეგ კი ფაქტი სახეზეა.
goga
me tu mkitxavt kvela gasafertxia am gundidan petrodan dacxebuli da daraseliati damtavrebuli,axali xalxi unda movides gundshi,nacionalebi tareshoben isev gundis sataveshi da aba kargs ras moelit,
111
გაიხარე პეტრო. ხალხმა სიმარტლე უნდა იცოდეს.
ika
აი ესაა სრული სიმართლე. დარასელიამაც წიტაიშვილივით ქულები და გოლები რომ ვერ აჩვენა ამიტომ აუვარდა ბოდვები. წიტაიშვილის ანალოგია. თავზე დიდი წარმოდგენა აქვს და ახლა ვინმეს ხო უნდა დააბრალოს წარუმატებლობა. ხალხი ბრმა არაა და ჯობია გადაბრალებებს თავი დაანებონ და ქულებზე იზრუნონ. საერთოდ საქმეს ლაყბობა არ უყვარს,საქმე ფაქტებით უნდა ამტკიცო.
სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: "ზუგდიდი"
გიორგი დარასელია "ზუგდიდის" მწვრთნელად, კობა წიტაიშვილი - დირექტორად...
"შევარდენის" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დაინიშნა
წიტაიშვილმა მილანის "ინტერს" გაუტანა - ქართველები უეფას ახალგაზრდულ ლიგაში [VIDEO]
უმაღლესი ლიგა. XXIV ტური: ლიდერმა ბათუმის "დინამომ" ზუგდიდში წააგო
ᓕᕘ
ამირ აზმი მეგაჰედი: მგონი, ქართველი მამლუქების შთამომავალი ვარ
ეროვნული ლიგა. XXV ტური: გაბედავას დუბლი და დარასელიას "სამტრედია" ისევ აგებს
ᓠ
რატომ გაზარდა ფეხბურთის ფედერაციამ საწევრო გადასახადი? - კლუბების პოზიცია
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
ფეხბურთი და ფინანსები: რა ღირს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა?
"მოთელვამდე კარგად იყო, მოედანზე გასვლამდე კი ცუდად გახდა და წაიქცა..."
"ზუგდიდს" ევროსაგზურის მოპოვებაც შეუძლია! - გახდება შოთა ლომია ბომბარდირთა ლომი?
ზუგდიდი-დინამო (ბთ) 2:1 - როცა ზუგდიდი მართლა დიდია...
ᓚᓔᓕᓐᓜ ᓙᓐᓙᓣᓑᓐᓕᓐ: ᓐᓠᓐᓜᓐᓘᓠᓘ ᓡᓘᓜᓯᓔᓑᓘ, ᓒᓐᓛᓖᓐᓓᓔᓑᓣᓚᓘ ᓮᓔᓚᓨᓔᓙᓠᓣᓚᓔᓑᓐ ᓓᓐᓛᓐᓮᓕᓔᓓᓠᓔᓡ
გიორგი დარასელია "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი გახდა
ზუგდიდი-სიონი 1:3
გიორგი დარასელია გორის "დილას" აღარ გაწვრთნის
"ზუგდიდი" კიდევ ორი ეგვიპტელი ლეგიონერის მოლოდინში
გიორგი წიტაიშვილი: ჩემი მიზანია, გავხდე კიევის "დინამოს" ლიდერი
ახალი წლიდან "ზუგდიდს" ვერ იცნობთ! - "კამიკაძე" გიორგი დარასელიას ოპტიმიზმი
[წარდგენა] "გასწი, მერანო" - შეძლებენ თბილისელები უმაღლესში თავის წარმოჩენას?
ოთარ გაბელიამ "ზუგდიდში" ზუგდიდელები დააბრუნა
მალხაზ ჭეჟია კობა წიტაიშვილს პასუხობს: ეს საერთოდ აღმაშფოთებელია!..
კლუბების მოთხოვნებს "ზუგდიდის" ახალი დირექტორიც უერთდება
"ᓖᓣᓒᓓᓘᓓᓘᓓᓐᓜ" ᓬᓐᓡᓣᓚᓘ ᓛᓬᓕᓠᓗᓜᓔᓚ-ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᓔᓚᓔᓑᓘ ᓙᓚᓣᓑᓡ ᓕᓐᓚᓘᓡ ᓒᓐᓡᓢᓣᓛᓠᓔᓑᓐᓡ ᓡᓗᓮᓝᓕᓔᓜ
"ზუგდიდი": ნიკა აფაქიძე და დმიტრო ზოზულია გაბელიასთან