როგორ აფასებს კოკოშკოვი ცივი გონებით ევროპის 2013 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას
ცოტა ხნის წინ იგორ კოკოშკოვის მოსაზრებები გაგაცანით ორ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. პირველი: სლოვენიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მისი კანდიდატურის განხილვა და მეორე - კოკოშკოვის მოსაზრება საქართველოს ნაკრებში დარჩენასთან დაკავშირებით (იხილეთ ვრცლად).

მწვრთნელმა თქვა, რომ სერბეთისა და სლოვენიის ნაკრებებთან მიმართებაში მისი გვარის ხსენება მხოლოდ სპეკულაციაა, ხოლო ჩვენთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე მხოლოდ ის თქვა, რომ ჯერ არავინ დალაპარაკებია და ნაკრების მთავარი მწვრთნელის შერჩევა კალათბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობის პრეროგატივაა.

არსებობს კიდევ არაერთი საინტერესო საკითხი, რომლებზეც იგორ კოკოშკოვმა ჩვენთან გულახდილად ილაპარაკა.

2013 წლის სექტემბერში გამართული ევრობასკეტის მსვლელობისას მთავარი მწვრთნელის მოსაზრებებს ჩვენი გაზეთის მკითხველი რეგულარულად ეცნობოდა, თუმცა საინტერესოა ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდის გამოსვლის ცივი გონებით შეფასება და პასუხი კითხვაზე: ნაკრებმა სლოვენიაში მაქსიმუმი გააკეთა?

- ჩემი აზრით, გუნდმა შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინა, მაგრამ სამწუხაროდ, ამას ვერ ვიტყვი შედეგზე - გაცილებით უკეთესი მაჩვენებლით შეგვეძლო ევროპის ჩემპიონატის დასრულება.

როცა თამაშის ხარისხზე ვლაპარაკობთ, პირველ რიგში, პოლონეთთან შეხვედრა უნდა გავიხსენოთ, რომელიც დამაჯერებლად მოვიგეთ.

ეს შემთხვევითი არ იყო: ამ გუნდს აგვისტოში ამხანაგურად ვეთამაშეთ და დავინახეთ, რაოდენ ძლიერი მეტოქე იყო. ამიტომ ვაცნობიერებდით პირველივე შეხვედრის მნიშვნელობას და პოლონეთთან სათამაშოდ 100 პროცენტით მომზადებულები გავედით.

- როცა ამბობთ, შედეგი უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყოო, ხორვატიასთან და სლოვენიასთან თამაშებში ბოლო წამებზე დამარცხებებს ხომ არ გულისხმობთ?

- მინდა დაბეჯითებით ვთქვა, რომ ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია რომ გვყოლოდა, კიდევ ორ თამაშს მოვიგებდით და როგორც მინიმუმ, ევრობასკეტის მეორე ეტაპზე ვითამაშებდით.

ორი ქართველი NBA-ელის არყოფნა გუნდს ძალიან დაეტყო. ხორვატიის დამარცხებასთან მაინც ძალიან ახლოს ვიყავით და ამ მატჩის მოგებით ევრობასკეტის სცენარი შესაძლოა მთლიანად გადასხვაფერებულიყო.

მოგეხსენებათ, ხორვატებმა საბოლოოდ მეოთხე ადგილი დაიკავეს. ჩეხეთთან თამაში ცუდ დროს დაემთხვა: წინა ღამით სლოვენიასთან მეტად დაძაბული თამაში დაახლოებით 23 საათზე დასრულდა, კალათბურთელებმა მასპინძლებთან ბრძოლას დიდი ენერგია შეალიეს და დასვენებისთვის გამოძინება სჭირდებოდათ.

ძალების სათანადოდ აღდგენა ვერ მოესწრო, ჩვენ კი იმის ფუფუნება არ გვქონდა, ჩეხეთისთვის მეორე ხუთეული დაგვეპირისპირებინა, რომელსაც წინა დღის მატჩის შემდეგ ძალა ჰქონდა შემორჩენილი.

ჩეხეთთან დამარცხებით კი მომდევნო ეტაპის საგზური დავკარგეთ.

- რა სხვაობას ხედავთ 2008 წლისა და 2013 წლის საქართველოს ნაკრებებს შორის?

- საქართველოში პირველად სწორედ 2008-ში ჩამოვედი. მოსამზადებელი ეტაპისთვის თბილისიდან რომ გავემგზავრეთ, საქართველოში მანამ აღარ დავბრუნებულვართ, ვიდრე ოთხი ოფიციალური მატჩი არ ჩავატარეთ.

არადა, ორი თბილისში უნდა გვეთამაშა, მაგრამ რუსეთთან ომის გამო სტუმრად მოგვიწია მათი ჩატარება.

პირველად სწორედ მაშინ ვიგრძენი, რაოდენ კარგ, ნიჭიერ და ერთიან გუნდთან მქონდა საქმე. თუმცა იმ პერიოდში ნაკრების წამყვანი კალათბურთელები ევროპის კლუბებში გამოცდილებას აგროვებდნენ. 2013 წელს კი საკმაოდ გამოცდილი გუნდი გვყავდა.

თავად განსაჯეთ: მარკოიშვილი თურქეთის ჩემპიონი გახდა, ცინცაძე - უკრაინის, სანიკიძე - იტალიის, შერმადინმა ევროლიგა მოიგო... ასეთი კალათბურთელებით შეკრული გუნდი კი ევროპაში სერიოზულ ძალად ითვლება. ნებისმიერმა მეტოქემ იცის, რომ მებრძოლი, გამოცდილი, მაღალი კლასის გუნდია და დიდი პატივისცემით ეპყრობიან.

პოლონეთთან თამაშმა კი კიდევ ერთი დადებითი თვისება გამოავლინა - საქართველოს ნაკრები მენტალურადაც ძალიან ძლიერია.

დარწმუნებული ვარ, გუნდი კიდევ უფრო მოუმატებს. წლეულს არაერთი ახალგაზრდა დავიმატეთ და საშუალება მივეცით გუნდთან ინტეგრაციისა. უახლოეს მომავალში ხომ მათ უნდა იკისრონ ლიდერობა.

- ამ ზაფხულს იყო ლაპარაკი, თითქოს ზაზა ფაჩულია "კლივლენდ კავალიერსსაც" სურდა, რომელშიც ასისტენტად მუშაობთ. NBA-ს სპეციალისტები როგორ აფასებენ ზაზას?

- ყველამ კარგად იცის, ვინ არის ფაჩულია და რა შეუძლია. ამიტომაცაა, NBA-ში თამაშის 10-წლიანი სტაჟი რომ აქვს. ნიჭიერი, გამოცდილი და ღირებული კალათბურთელია, რომლის საკუთარ გუნდში ხილვას ბევრი ისურვებდა.

სეზონის დასაწყისში მის "მილუოკის" დავუპირისპირდით და "კლივლენდის" დამარცხების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ფაჩულიას კარგი თამაში იყო.

სასიამოვნოა, რომ სერიოზული ტრავმის შემდეგ ასე კარგად დაიწყო, თუმცა გულდასაწყვეტია, რომ გასულ კვირას ტრავმა მიიღო და გარკვეული პერიოდით დასვენება მოუწევს. იმედი მაქვს, მალე დაუბრუნდება "მილუოკის" და გუნდი თამაშსაც გამოასწორებს.

- თორნიკე შენგელიასა და მის "ბრუკლინ ნეთსზე" რისი თქმა შეგიძლიათ?

- თორნიკეს "ბრუკლინში" მოხვედრა, ერთი მხრივ, კარგია, ერთი მხრივ - არა. კარგი იმიტომაა, რომ უმაღლესი კლასის ოსტატებთანაა, მათთან ვარჯიშითა და თამაშით დიდ გამოცდილებას მიიღებს.

ცუდი კი ის არის, რომ "ბრუკლინს" ბევრს სთხოვენ, მაღალ შედეგებს ითხოვენ. ახალგაზრდა მწვრთნელი კი ძირითადად გამოცდილ კალათბურთელებს ეყრდნობა. თორნიკეს საკმარისი სათამაშო დრო ამიტომაც არა აქვს.

- ბოლოს თქვენს "კლივლენდზე" გკითხავთ, რომელიც "მილუოკიზე" უკეთეს სიტუაციაშია, საპლეიოფო ზონასთან ახლოს არის. რა მიზნებს ისახავთ ამ სეზონში?

- გუნდში ბევრი ახალგაზრდაა და თუნდაც კონფერენციის ფავორიტობას ვერ დავიჩემებთ. ბევრს ვმუშაობთ და თამაშიდან თამაშამდე ვუმჯობესდებით. ვიმედოვნებ, რეგულარული ეტაპის ბოლოსკენ ერთიორად უკეთესი გუნდი გვეყოლება და პლეი ოფსაც მივაღწევთ.

ვიდრე დაგემშვიდობებოდეთ, მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა ვუთხრა კალათბურთის ფედერაციას, ბესიკ ლიპარტელიანს, ლაშა ძიძავას, რომლებმაც ნაკრებში მიმიწვიეს და ყველანაირად ხელს მიწყობდნენ. საქართველოს ნაკრებს ბოლო წლებში შედეგები იმიტომაც ჰქონდა, რომ გუნდს მხოლოდ კალათბურთზე უწევდა ფიქრი.

მადლობა ქართველ გულშემატკივარს, რომლისთვისაც საქართველოს ნაკრები ცხოვრების ნაწილად იქცა. ქომაგის მხარდაჭერას ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობდი. მადლობა კალათბურთელებს, რომლებთან ურთიერთობა და მუშაობა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქომაგი
დიდი მადლობა ბატონო იგორ ამ წლების მანძილზე საქართველოს ნაკრებში გაწეული შრომისათვის... ეს ის შემთხვევაა, როდესაც თანამშრომლობა ნამდვილად ორმხრივად სასარგებლო აღმოჩნდა: საქართველოს ნაკრები გაიზარდა მენტაკლურად, პროფესიონალურად, ბ დივიზიონის გუნდიდან ევროპის მინიმუმ საშუალო გუნდად ჩამოყალიბდა და მომატების პერსპექტივაც კიდევ უჩანს, ასევე დაძლია მოწინააღმდეგის შიში და ყველა გუნდთან მოგებისათვის და საბრძოლველად გადის, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, ასევე კოკოშკოვის ნბა-ს უცნობი მწვრთნელის ასისტენტიდან გადაიქცა ევროპაში უკვე საკმაოდ კარგად ნაცნობ მწვრთნელად და საქართველოს ნაკრებში მიღწეულმა შედეგებმა იგი როგორც მწვრთნელი ევროპისათვისაც გამოაჩინა, რაც მისთვისაც წინსვლაა... ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრებისათვის ცოტა მეტის მოთხოვნაც შეიძლება უკვე, გუნდს შესწევს ამის უნარი, რასაკვირველია შესაბამისი ხელშეწყობის შემთხვევაში, ამიტომ გაზაფხულამდე უნდა მოხერხდეს უკვე ახალი, კიდევ უფრო გამოცდილი მწვრთნელის მოწვევა, ისეთის რომელიც შესძლებს კიდევ მეტი გამოწუროს ამ ნაკრებისაგან და უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანოს განვითარების... იგორ კოკოშკოვს, კი მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვაკრიტიკებდით კიდეც(დაუნსახურებლად თუ დამსახურებულად) უღრმესი მადლობა დიდი დახმარებისა და ამასთანავე კარგი ადამიანობისათვის და წარმატებებს ვუსურვებ!
შედეგმაც არ დააყოვნა - საქართველოს ნაკრები უკვე ფიბას ოცეულშია
[VIDEO] ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა - საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფინეთთან 17 ქულით მარცხდება
"კვარაცხელია გამონაკლისს წარმოადგენს" - RMC Sport-ი ვარაუდობს, რომელ პოზიციაზე ითამაშებს დღეს ხვიჩა
ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი
პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში?
[VIDEO] გამორჩეული დაპირისპირება მოულოდნელი გმირით - მამარდაშვილის "ლივერპული" სახლში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
წინასაახალწლო ოვერტაიმი "დინამოსთან"
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
[VIDEO] შენგელია მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს - "ბარსელონამ" ევროლიგაზე "მაკაბი" დაამარცხა
ძველი მეგობრის წინააღმდეგ: დღეს საქართველოს ნაკრები კოკოშკოვის სერბეთს შეხვდება
ტონი პარკერი: პოპოვიჩი რჩევებით მეხმარებოდა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
კოკოშკოვი: საქართველო სტაბილური და თანმიმდევრული გუნდია - დამსახურებულად გაიმარჯვა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
"ამას ნამდვილად არ ველოდი" - რას წერენ "ბარსელონას" ფანები თორნიკე შენგელიაზე?
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
[VIDEO] შენგელიას შედეგიანი მატჩი - "ბარსელონა" "დუბაისთან" დამარცხდა
ზაზა ფაჩულია: მეამაყება, რომ ასეთი გუნდის წევრი ვარ
სერგეიუს იოვაიშა: საქართველოს ამაყმა ნაკრებმა ლიტვასთან ფრეზე უარი თქვა!
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
[VIDEO] შენგელიას 12 ქულა - "ბარსელონამ" ევროლიგაზე "ვალენსია" დაამარცხა
ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე და გიორგი შერმადინი სიმბოლურ ნაკრებში
იგორ კოკოშკოვი VS ილიას ზუროსი
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი "ფენერბახჩეს" ჩაიბარებს
სუპერლიგის 2013/14 წლების სეზონის დაწყების თარიღი და მონაწილე გუნდები დადგინდა
სერბეთის ნაკრებმა თბილისში ივარჯიშა - კოკოშკოვი უკმაყოფილოა
შენგელია საუკეთესო იყო - "ბარსელონა" სახლში დამარცხდა