მიუნხენის "ბაიერნისა" და საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავმა "შპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში თავისი მძიმე ბავშვობა გაიხსენა
მიუნხენის "ბაიერნისა" და საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავმა ფრანკ რიბერიმ ჟურნალ "შპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში თავისი მძიმე ბავშვობა გაიხსენა.

ახლა 30 წლის რიბერი "ოქროს ბურთის" დაუფლების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია, რაც თავად რიბერის არა მარტო საკუთარი თავის, არამედ "ბაიერნის" დამსახურებადაც მიაჩნია.

თუმცა ფრანგი ფიქრობს, რომ რაკი ხმის მიცემის პროცედურა დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა, ამ ფაქტმა მისი გამარჯვების შანსები შეამცირა.

"მე მგონი, "ოქროს ბურთის" ისტორიაში პირველად მოხდა ისე, რომ ხმის მიცემის პროცედურა გააგრძელეს. ვფიქრობ, რომ პირადად ჩემთვის ეს ცუდია და გამარჯვების შანსი შემცირდა," - აცხადებს რიბერი "შპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში და დასძენს:

"თუმცა მე მაინც არ მეშინია და 13 იანვარს ციურიხში, დაჯილდოების ცერემონიალზე მაინც ძალიან კარგი განწყობითა და იმ იმედით ჩავალ, რომ შვეიცარიიდან "ოქროს ბურთს" წამოვიღებ".

ქვესკნელიდან ისევ ზენიტში

ამას წინათ რიბერიმ თქვა, ჩემი სახლის მისაღებ ოთახში, ბუხრის თავზე "ოქროს ბურთისთვის" ადგილი უკვე გავათავისუფლეო, რაზეც ახლა ასეთ კომენტარს აკეთებს:

"ოქროს ბურთს" თუ გადმომცემენ, რა თქმა უნდა, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იარსებებს, მაგრამ ნურავინ იფიქრებს, რომ ყოველდღე "ოქროს ბურთზე" ვფიქრობ. გიჟი ნამდვილად არ ვარ - საფიქრალი სხვაც ბევრი მაქვს."

რიბერისთვის უკვე დიდი მიღწევაა ის, რომ მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოხვდა და "ოქროს ბურთის" მოგების რეალური შანსი აქვს:

"აქამდე არაფრიდან მოვედი. ცხოვრებაში ყველაფერი გადავიტანე და გამოვცადე, 2010 წელი კი ჩემს კარიერაში ყველაზე საშინელი იყო. მაშინ ბევრი ამბობდა, რიბერი, როგორც ფეხბურთელი, მოკვდა, ქვესკნელშია და იქიდან ვეღარასოდეს ამოძვრებაო. მაშინ ჩემი მარტო "ბაიერნში" სჯეროდათ და როგორც ხედავთ, სწორედ "ბაიერნში" იყვნენ მართლები, რადგან ქვესკნელიდან მაინც ამოვედი!" - ამბობს ფრანგი დრიბლიორი.

რიბერი 17 წლის ასაკში უფრო ღრმა კრიზისში იყო - მაშინ გზის მუშად მუშაობდა და იმისათვის, რომ ლუკმა-პური ჰქონოდა, დიდი კრედიტის აღება მოუხდა. "მესამე ლიგაში ვთამაშობდი და სერიოზული ფინანსური კრიზისი მქონდა," - იხსენებს რიბერი.

ახლა კი მულტიმილიონერია

დღეს საფრანგეთის ნაკრების ლიდერი კრიზისულ წარსულს უკვე ამაყად იხსენებს: "როცა ადამიანი ცხოვრებაში სერიოზულ გაჭირვებას გამოსცდის, მერე წარმატებას ორმაგად დააფასებს. ჩემს შემთხვევაშიც ასეა: ბედნიერი ვარ, რომ "ბაიერნში" ვთამაშობ და ბედნიერებით ვტკბები. ცხოვრებამ და გაჭირვებამ ბრძოლა მასწავლა და დღესაც ვიბრძვი - ვიბრძვი ყველა ვარჯიშზე."

რიბერიმ კრიზისი 2004 წელს, მესამე ლიგის კლუბ "ბრესტთან" ერთად დაძლია: მიუხედავად იმისა, რომ "ნანტთან" სათასო შეხვედრაში 0:4 დამარცხდა, რიბერიმ ისე კარგად ითამაშა, რომ ბევრი სერიოზული კლუბი დააინტერესა.

"ორი კვირის შემდეგ უკვე რამდენიმე წინადადება მქონდა - თანაც, წამყვანი ფრანგული კლუბებისგან. "მეცში" გადასვლამდე თვეში 1800-ევროიან ხელფასზე ვთამაშობდი და თავს ძლივს ვირჩენდი.

დღეს, როცა საყიდლებზე დავდივარ, ყოველთვის მახსენდება ის დრო და მადლობელი ვარ იმისათვის, რომ ახლა ფინანსური პრობლემები აღარ მაქვს. მძიმე პერიოდი ადამიანს არასდროს ავიწყდება," - აცხადებს რიბერი ხსენებულ ინტერვიუში და დასძენს:

"მაშინ "ნანტთან" ცუდად რომ მეთამაშა, ალბათ, დიდი ფეხბურთელი ვეღარ გავხდებოდი და დღეს მეც ღარიბი ვიქნებოდი. ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ რომ არა ფეხბურთი, დღეს უმუშევარი ვიქნებოდი".

თუმცა რიბერი ახლა უკვე მულტიმილიონერია და ახალგაზრდა ფეხბურთელების მენტორიც გახდა: "სანამ "ბაიერნთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებდა, დავიდ ალაბას ვუთხარი, ამაზე უკეთეს ადგილსამყოფელს ვერსად იპოვი-მეთქი. როცა დავიდი 18 წლის იყო და "ბაიერნის" პირველ გუნდში პირველად მოვიდა, შევამჩნიე, რომ ჩვეულებრივზე ხშირად უყურებდა ჩემს ძვირფას საათს და ჩემს ავტომობილს.

სხვათა შორის, მაშინაც ვუთხარი, შენი დროც მოვა-მეთქი და ვურჩიე, რომ მხოლოდ ფეხბურთზე ყოფილიყო კონცენტრირებული. როცა მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობ, წარმატება, ფაქტობრივად, თავისით მოდის. მას მერე ალაბამ ბევრჯერ გადამიხადა მადლობა..."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფრანკ რიბერი: გასული სეზონის ტრებლის გამეორება გვსურს

"ჩემს მკერდამდე აღწევდა" - OnlyFans-ის მოდელი ახალგაზრდა ამომავალ ვარსკვლავთან ურთიერთობაზე
8 წლის შემდეგ - გორეცკა მიუნხენის "ბაიერნიდან" მიდის
შეთანხმება მიღწეულია - ალბერტ რიერა ბუნდესლიგის გუნდს ჩაიბარებს
ტერ შტეგენის ტრავმის გამო "ჟირონამ" მეკარე დაიმატა
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ჯონ დურანი კარიერას "ზენიტში" განაგრძობს
[VIDEO] ლა ლიგისკენ. გულიაშვილს მეკარემ არადა არ გაატანინა - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
პსჟ-ს ნახევარმცველს გული "რეალისკენ" მიუწევს
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
[VIDEO] სპალეტიმ ჟურნალისტ ქალს აკოცა და მოეფერა - ასე განუმარტა მსაჯის გადაწყვეტილების არამართებულობა
WU17 | საქართველო 4:0 აზერბაიჯანი
[PHOTO] იამალის მამამ მისი შვილი მარადონას შეადარა
"მარსელთან" მატჩის შემდეგ ლუის ენრიკე პსჟ-ს ფეხბურთელებს გაეხუმრა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
"მეორე გოლი მის გამო გავუშვით და ეს თავადაც იცის" - კერკეზმა მედიასთან ალისონი გააკრიტიკა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
კრიშტიანო რონალდოს "სუპერმენმა" ვაჟმა მამის ინტერვიუ შეაჩერა [VIDEO]
"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
რიბერი: მე და რობენი მესისა და რონალდოზე უკეთესები ვიყავით
რობერტ ლევანდოვსკი: მეტი უნდა გამეტანა
ტრავმირებული ალაბა ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
ერთი წლის შემდეგ ალაბა მოედანს უბრუნდება
მისთვის სეზონი დასრულებულია - "რეალს" დაცვაში პრობლემები გაუჩნდა
ალაბამ შესაძლოა, კარიერა დაასრულოს
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
საბა კვირკველია: 2014 წელი ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი იქნება
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
ზინედინ ზიდანის ყველაზე ტკბილი ლუკმა
რიბერიმ გიოტცე და მანჯუკიჩი "ფიორენტინაში" გადაიპატიჟა
რიბერი "სალერნიტანაში" გააგრძელებს კარიერას
ფლორენციელმა ტიფოზებმა რიბერის ენის დამოკლება ურჩიეს
ვიქტორ სანიკიძე: როცა შეთავაზებებს მივიღებ, შემდეგ გადავწყვეტ, სად მიჯობს თამაში
ახლა 20-25 %-ით უკეთესები ვართ - ინტერვიუ მილტონ ჰეიგთან და ფილ ჰილისთან [VIDEO]
ალაბა დაბრუნებასთან ახლოს - "რეალის" მცველს თითქმის 1 წელი გაუცდა
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
ვინც ზედმეტი კილოგრამებით დაბრუნდება, არ ითამაშებს - გვარდიოლა ფეხბურთელებს წონაზე შეამოწმებს
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
რუმენიგე: რიბერისთვის მეორე დედა ვიყავი