ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: სამქულიანები ლილარდისაა

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: სამქულიანები ლილარდისაა

კვირის გუნდი - "ოკლაჰომა"
კობი ბრაიანტი სულ უფრო მეტად ემსგავსება საკუთარ თავს ძველ დროში. "ლეიკერსის" ლიდერმა ბოლო სამ მატჩში მეორედ დააგროვა 21 ქულა. საკმაოდ კარგი შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ კობის წინააღმდეგ თამაშობდა NBA-ს ერთ-ერთი საუკეთესო პერსონალური მცველი ტონი ალენი.

"საბოლოოდ მაშინ მივხვდი, რომ დავბრუნდი, როცა საშუალო ტყორცნების ჩაგდება დავიწყე, - განაცხადა მატჩის შემდეგ კალიფორნიელთა ლიდერმა. - განსაკუთრებით, ისეთი მცველის წინააღმდეგ, როგორიცაა ალენი, რომელიც გასაქანს არ გაძლევს".

ამ ყველაფერმა მოიტანა "ლეიკერსის" რთული გამარჯვება. ახლა კალიფორნიული გრანდი ნელ-ნელა ზემოთ მიიწევს გათამაშების ცხრილში და შეუძლია, მოგება-წაგების ბალანსის გათანაბრებაზეც იზრუნოს, თუ პარასკევს შინ შეძლებს "მინესოტას" დამარცხებას.

ცნობილია, რომ "დენვერი" ერთ-ერთი საუკეთესო საშინაო გუნდია ლიგაში, მაგრამ ამჯერად ვერაფერი გააწყო ბრწყინვალე ფორმაში მყოფ "ოკლაჰომასთან", რომელმაც ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება ჩაიწერა აქტივში. "თანდერმა" ოთხივე მეოთხედში მცირე უპირატესობა დააფიქსირა და საბოლოოდ, 12 ქულის სხვაობით გაიმარჯვა, რითაც მეორე ადგილზე გადავიდა დასავლეთში.

მატჩის მსვლელობისას იყო რამდენიმე მომენტი, როცა "ნაგეტსმა" მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ ყოველთვის პასუხად მეტოქის მინი-სპურტს იღებდა.

ორმაგი დუბლი შეასრულეს რასელ უესტბრუკმა და სერჟ იბაკამ, კევინ დურანტმა კი სეზონში მეთორმეტედ მიაღწია 30-ქულიან ზღვარს, რაც ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია.

დასავლეთ კონფერენციაში პირველი ადგილი კი კვლავაც "პორტლენდს" ეკუთვნის. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ "ბლეიზერსმა" "ფილადელფიას" წინააღმდეგ საკლუბო რეკორდი დაამყარა ერთ მატჩში ჩაგდებული სამქულიანების რაოდენობით (21). ამჯერად პორტლენდელი სნაიპერების რისხვა "კლივლენდს" დაატყდა თავს.

"დეტროიტთან" წინა შეხვედრაში "პორტლენდის" გამთამაშებელმა დამიენ ლილარდმა შვიდიდან შვიდი სამქულიანი ააცილა. როგორც ჩანს, ამან შარშანდელი სეზონის საუკეთესო ბომბარდირი ძალიან გააბრაზა და მან ჯავრი სწორედ "კლივლენდზე" იყარა. დამიენის 12 შორეული ტყორცნიდან რვამ მიაღწია მიზანს. მათ შორის იყო გამარჯვების მომტანი სამქულიანი სირენამდე 0,4 წამით ადრე.

ბოლო შეტევაში ლილარდმა უკეთესი გაგრძელება ვერ მონახა და მეტოქის აქტიური წინააღმდეგობის მიუხედავად, რვა მეტრიდან ისროლა. ეს ეპიზოდი დღის საუკეთესო მომენტების ჰიტ-აღლუმის სათავეში მოექცა.

შარლოტი-საკრამენტო 95:87

35:22, 21:21, 22:29, 17:15

შ: უოკერი (24), ჰენდერსონი (20).

ს: კაზინსი (30), ტომასი (21).

კლივლენდი-პორტლენდი 116:119

28:26, 31:29, 29:37, 28:27

კ: ირვინგი (25+10 პასი), უეიტერსი (25).

პ: ლილარდი (36+10 პასი), ოლდრიჯი (26+15 მოხსნა).

მემფისი-ლეიკერსი 92:96

24:34, 23:18, 20:15, 25:29

მ: რენდოლფი (18), ალენი (16).

ლ: ბრაიანტი (21), გასოლი (21).

დენვერი-ოკლაჰომა 93:105

24:29, 20:23, 21:23, 28:30

დ: ჰიქსონი (20), ლოუსონი (17).

ო: დურანტი (30), უესტბრუკი (21+13 მოხსნა), იბაკა (17+10 მოხსნა).

გ. სტეიტი-ნ. ორლეანი 104:93

26:19, 31:20, 31:26, 16:28

გ-ს: კარი (28+12 პასი), ლი (21+17 მოხსნა).

ნ-ო: ანდერსონი (21), ჯ. სმიტი (12).

გთავაზობთ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ ჩემპიონატში გასულ კვირის მნიშვნელოვანი მომენტების ჩამონათვალს...

კვირის გუნდი - "ოკლაჰომა"

სკოტ ბრუქსის შეგირდებმა ბოლო 14 მატჩიდან 13 მოიგეს, მათ შორის, ოთხივე შეხვედრა, რომელშიც გასულ კვირას მიიღეს მონაწილეობა. ამასთან, "თანდერი" საშუალოდ მატჩში 110 ქულას (მესამე მაჩვენებელი ლიგაში) აგროვებდა და თამაშიდან 47.8 პროცენტის სიზუსტით ისროდა.

კევინ დურანტისა და კომპანიის მსხვერპლნი გახდნენ არავარსკვლავური, მაგრამ არც ისე იოლად დასამარცხებელი გუნდები "ატლანტას", "მემფისის", "ლეიკერსისა" და "ორლანდოს" სახით.

კვირის მოთამაშე - ლამარკუს ოლდრიჯი (პორტლენდი)

როგორც კი გამოაქვეყნეს "ყველა ვარსკვლავის მატჩის" მონაწილეთა გამოსავლენი ხმის მიცემის საშუალედო შედეგები, "პორტლენდის" ფორვარდი შეუჩერებელი გახდა (ოლდრიჯი მხოლოდ მერვეა ხმების რაოდენობით ფორვარდებს შორის). დღეს ის საუკეთესოა თავის პოზიციაზე ლიგაში და თავის გუნდს სამიდან სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა, როცა 26.0 ქულასა და 17.7 მოხსნას აგროვებდა და თამაშიდან ტყორცნების 53.2 პროცენტს ათავსებდა კალათში.

კვირის ახალბედა - ვიქტორ ოლადიპო (ორლანდო)

სანამ კარტერ-უილიამსი დერმატიტის ავადმყოფობას მკურნალობს, ბერკი კი არასტაბილურობას ებრძვის, ოლადიპო ამყარებს თავის შანსებს წლის საუკეთესო ახალბედას ტიტულისთვის ბრძოლაში. გასულ კვირას ის კვლავ ყველაზე შედეგიანი იყო დებიუტანტებს შორის. მან საშუალოდ 15.0 ქულას (თამაშიდან ტყორცნების რეალიზაცია – 46.8 პროცენტი, სამქულიანები – 37.5 პროცენტი) მოუყარა თავი, რასაც 3.8 მოხსნა და 3.3 შედეგიანი პასი დაუმატა.

ოვერტაიმების მეფე

"დეტროიტთან" მატჩის ოვერტაიმის ბოლო წამზე დამიენ ლილარდმა ზუსტი ტყორცნით გამარჯვება აჩუქა "პორტლენდს". მატჩის შემდეგ NBA.com-მა გამოიკვლია ახალგაზრდა გამთამაშებლის სტატისტიკა და გაირკვა, რომ შარშანდელი სეზონის საუკეთესო ახალბედა თითქმის იდეალურად თამაშობს დამატებით ხუთწუთიანებს. შარშანდელი სეზონიდან მოყოლებული დღემდე, ლილარდმა რვა ოვერტაიმი ითამაშა და აქედან შვიდი მისმა გუნდმა მოიგო.

ამ რვა ოვერტაიმში მან ჯამში 40 წუთი გაატარა მოედანზე, გამოიყენა 19-დან 15 ტყორცნა და სულ 45 ქულა დააგროვა. მას არც ერთი საშუალო ტყორცნა არ აუცილებია (10/10), აგრეთვე, ჩააგდო ცხრიდან ხუთი სამქულიანი. როცა ლილარდი მოედანზე იყო, ოვერტაიმებში "პორტლენდმა" 31 ქულის სხვაობით მოიგო.

კვირის გმირობა

"ორლანდოს" ფორვარდი გლენ დევისი ისე დაიღალა ტრავმებისგან, რომ მხრის ამოვარდნა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. "ოკლაჰომასთან" მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე, მან დატოვა მოედანი, მაგრამ სათადარიგოთა სკამზე მხარი ჩაუსვეს და სირენამდე 13 წამით ადრე დაბრუნდა თამაშში, მაგრამ მისი გადამწყვეტი სროლა არაზუსტი აღმოჩნდა.

კვირის საჯარიმო

"საკრამენტოსთან" მატჩში ჯეიმს ჰარდენმა მარცხენა კოჭის ტრავმა მიიღო, მაგრამ თამაშში დაბრუნების საშუალება რომ არ დაეკარგა, მან ცალ ფეხზე მდგომმა შეასრულა საჯარიმო ტყორცნები. ორივე სროლა ზუსტი იყო. ჰარდენი მოედანზე მეოთხე მეოთხედში დაბრუნდა, მაგრამ თამაშის რიტმიდან ამოვარდნილი იყო და მისმა "როკეტსმა" წააგო.

კვირის უკმაყოფილება

"გოლდენ სტეიტის" მთავარი მწვრთნელი მარკ ჯექსონი უკმაყოფილოა თავისი შეგირდების თავდადებითა და საბრძოლო განწყობის დაბალი დონით, რამაც ბოლო 10 მატჩში ექვსი წაგება გამოიწვია. განსაკუთრებით განაწყენებული იყო ჯექსონი "ფინიქსთან" მატჩის შემდეგ.

"ჩვენი გუნდი არ იხარჯება მთელი 48 წუთის განმავლობაში, არ არის სათანადო მონდომება. ეს ჩემთვის იმედგაცრუებაა. ვერ ვიტყვი, რომ მთელი თამაში ცუდად გამოგვდის, მაგრამ საქმის ბოლომდე მისაყვანად რაღაც არ გვყოფნის. უნდა მოვაგვაროთ ეს საკითხები ინდივიდუალურ და გუნდურ დონეზე. მაგალითად ავიღოთ "ფინიქსი". ყველა ხედავს, რამდენად ნიჭიერი და შრომისუნარიანია ეს გუნდი. ისინი ბოლომდე იხარჯებიან მატჩის დროს", - აღნიშნა მარკ ჯექსონმა.

კვირის გუნდი

გამთამაშებელი: კაირი ირვინგი (კლივლენდი), კრის პოლი (კლიპერსი)

შემტევი მცველი: გორან დრაგიჩი (ფინიქსი), დუეინ უეიდი (მაიამი)

მსუბუქი ფორვარდი: კევინ დურანტი (ოკლაჰომა), ლებრონ ჯეიმსი (მაიამი)

მძიმე ფორვარდი: ლამარკუს ოლდრიჯი (პორტლენდი), კევინ ლავი (მინესოტა)

ცენტრი: დემარკუს კაზინსი (საკრამენტო), ნიკოლა პეკოვიჩი (მინესოტა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: სენსაცია "დეტროიტისგან"

[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა

[VIDEO] "ინდიანა პეისერსმა" "ნიუ იორკ ნიქსი" დაამარცხა და სუპერფინალში ითამაშებს

[VIDEO] პირველად 13 წლის შემდეგ - "ოკლაჰომა" კონფერენციის სუპერფინალში ითამაშებს

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება

NBA. პლეი ოფი: ფავორიტები შანსს არ ტოვებენ

რეგულარული: ჰარდენი "ხიპიშობს", "დალასმა" "მილუოკის" 18-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა [VIDEO]

რაზე ჭორაობენ NBA-ში: გულუხვი წინადადება ტაირიკ ევანსს, კევინ მარტინი იცვლება

NBA. რეგულარული: ბითაძის 8 წუთი, ჰარდენის 59 ქულა და სტეფ კარის მძიმე ტრავმა [VIDEO]

NBA. რეგულარული: ლოს-ანჯელესში "კლიპერსმა" იმარჯვა, "უორიორსი" "ჰიუსტონს" მოერია [VIDEO]

"ვისურვებდი, კობის და ჯიჯის ეს მომენტი ენახათ" - "ლეიკერსმა" დონჩიჩი წარადგინა

კვირა NBA-ში: ჰარდენის რეკორდი, "გოლდენ სტეიტის" ტიტული, სამმაგების ზღვა...

ლებრონ ჯეიმსის მორიგი რეკორდი და გამარჯვება [VIDEO]

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ახალი ისტორია უესტბრუკისგან

NBA. რეგულარული: დონჩიჩის მორიგი მიღწევა, მხსნელი ლებრონი და უიღბლო უესტრბუკი [VIDEO]

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ტორონტო" ისევ იგებს

რა მოხდა სინამდვილეში? პილოტმა ორიენტაცია დაკარგა...

კარის წარმოუდგენელი რეკორდი - "ოქროს ბიჭუნას" ვერავინ აჩერებს [VIDEO]

NBA. პლეი ოფი: ახალ ისტორიამდე ძალიან ახლოსაა

Marca-მ სერენას წასვლის შემდეგ ლეგენდების დამშვიდობება გაგვახსენა

ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი "ლეიკერსისთვის"

ჯა მორანტი - გვერდით, ლეგენდებთან?

კობი 2 წლის წინ დაიღუპა, გავიხსენოთ ლეგენდარული ინტერვიუ

დონჩიჩი ასე პირველად დაიჩრდილა - ლილარდმა გიჟური თამაშით ლუკასა და მთელ "დალასს" აჯობა [VIDEO]

NBA. რეგულარული: ჰარდენსა და უესტბრუკს ვერ აჩერებენ [VIDEO]