ესტებან გუტიერესი ისევ საპრიზო პილოტია
მექსიკელმა პილოტმა ესტებან გუტიერესმა შეინარჩუნა "ზაუბერში" საპრიზო პილოტის სტატუსი. ამით შვეიცარიული საჯინიბოს შემადგენლობა 2014 წლისთვის დაკომპლექტებულია. შეგახსენებთ, რომ "ზაუბერმა" ადრე მოაწერა ხელი გერმანელ ადრიან სუტილთან კონტრაქტს.

თავდაპირველი ინფორმაციით, გუნდში არ სურდათ გუტიერესთან ურთიერთობის გაგრძელება, მით უმეტეს, რომ მექსიკელის სასპონსორო კონტრაქტები ამოიწურა. მის ადგილზე მთავარ პრეტენდენტებად გიდო ვან დერ გარდე და სერგეი სიროტკინი მიიჩნეოდნენ.

მაგრამ, ახლა, "ზაუბერში" ოფიციალურად დაადასტურეს, რომ 22 წლის პილოტი სუტილის პარტნიორი იქნება. რაც შეეხება რუს სიროტკინს, მას ტესტ-პილოტის როლით დაკმაყოფილება მოუწევს.

"მოხარული ვარ, რომ შემიძლია კარიერა "ზაუბერში" გავაგრძელო. გასული სეზონი გამოცდილების მიღების რთულ პროცესს დაეთმო, მაგრამ გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობამ სტაბილური პროგრესი მომიტანა. "ზაუბერში" ჩემთვის მეოთხე სეზონი დაიწყება, საპრიზო პილოტი კი ზედიზედ მეორე წელი ვიქნები. და კარიერაში ახალი ნაბიჯის წინ, თავს საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობ", - განაცხადა ესტებანმა.

"2014 წელს, სერიოზული ცვლილებები გველის ტექნიკურ რეგლამენტში. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია ახლოს გაიცნო ის ადამიანები, რომლებთანაც მუშაობა მოგიწევს. მაქსიმალურად მოვინდომებ იმისთვის, რომ გავაუმჯობესო საკუთარი შედეგები და დავეხმარო გუნდს განვითარებაში", - დაამატა მექსიკელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ზაუბერმა" ადრიან სუტილი აირჩია

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
[VIDEO] ბრინჯაომდე სულ ცოტა დაგვაკლდა - საქართველომ საქართველომ ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა
[VIDEO] გუბანოვას შესანიშნავი გამოსვლა - ანასტასიამ გუნდურ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
რუსულად საუბრის გამო დაისაჯა - "კარპატის" უკრაინელ მცველს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
ტრაგედია კანადის გრანპრიზე - ამწემ მარშალს თავზე გადაუარა [VIDEO]
ფორმულა 1: "დიდი ცირკი" ყოველთვის სახიფათო იყო
"რედ ბული" ჯერ ვერ დადის
ᓐᓕ
ფორმულა 1: 15 მილიონი ოცნების ნაცვლად
"ზაუბერმა" ადრიან სუტილი აირჩია
უნგრეთის გრანპრი ციფრებში
ფორმულა 1: "დიდ ცირკში" დიდი გაურკვევლობაა
პრეზენტაციები: "ზაუბერი" ყველაზე კონსერვატულია