ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

აქ­ტუ­ა­ლურ თე­მა­ზე: ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის აპო­კა­ლიფ­სი

აქ­ტუ­ა­ლურ თე­მა­ზე: ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის აპო­კა­ლიფ­სი

ვერისპარკელთა ამბოხი: დაგვიბრუნეთ სტადიონი!
"სტადიონზე გადავედით და ავტოფარეხი დაგვხვდა", - წერს "ფეისბუქზე" უცნობი ახალგაზრდა, რომელმაც თბილისის ცენტრში, ვერის პარკში მდებარე ცნობილი საფეხბურთო მინი-მოედნის შოკისმომგვრელი სურათი გაავრცელა...

ვერის პარკის კრიზისი

ეს ადგილი თბილისელებისთვის მოედანზე მეტია და ამიტომაც შეეცადა "ლელო" პრობლემაში გარკვევას. ვერელი გულშემატკივრები იმუქრებიან, სტადიონის ავტოფარეხად გადაკეთება, შესაძლოა, ეს თემა თბილისურ "ტაქსიმის პარკის" კრიზისად (პროტესტი სტამბულში) გადაიქცესო.

"მოკლედ, ვერის პარკის ცნობილი ღია სტადიონი გაანადგურეს. რაც ვერ გაბედეს სააკაშვილის დროს, ახლა მოხერხდა.

ეს სტადიონი ქალაქის ისტორიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს - უამრავმა ფეხბურთელმა თამაში აქ ისწავლა. მაგალითისთვის დავით ყიფიანიც კმარა. ლევან ყიფიანმაც ამ სტადიონზე გაატარა ბავშვობა და პარადოქსია, რომ ეს საფეხბურთო მექა მისი მინისტრობის დროს დაიკარგა.

გულშემატკივართა შეკრებისთვის ქალაქში ორი ადგილი იყო - ვერის პარკი და "მუშტაიდი" თავისი მინი-სტადიონებით. თითქოს, სანაცვლოდ, არსებული სტადიონის ზომის ნახევარი კორტებზე გამოყვეს. ამით კორტებიც დააზარალეს - იქ შესვლა ფასიანია და თან ბურთი სანაპიროზე ვარდება ხოლმე.

მოკლედ, ვერაზე ბავშვებს ჯანმრთელი ცხოვრების წესი აუკრძალეს", - წერს ერთ-ერთი გულშემატკივარი.

"ჟურნალისტებს მხოლოდ მინისტრებთან ინტერვიუები სასიკეთოს არაფერს მოგიტანთ. ნახეთ ხალხის განწყობა, მიდით პარკში და ესაუბრეთ - ვერელები გაგიჟებულები არიან. უკვე ერთი წელია, რაც ეს პრობლემა არსებობს. ფუტსალის ბიჭების გარდა, ხმა არავინ ამოიღო.

მარტო ლევან გრიგოლია და მისი მეგობრები იბრძოდნენ და მაინც ვერაფერი მოახერხეს. გრიგოლია ჩვენი უბნელია და ყველაფერი იცის. ეს ტერიტორია მუნიციპალიტეტისაა და ადვილად ვერ გაყიდიდნენ.

ზვიად სიჭინავა უეფას თანხებს დებდა, დარბაზი და სტადიონი მაღალ დონეზე რომ გაეკეთებინა. ფუტსალის ხალხი მერიას ებრძოდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, არ დაუთმეს.

იქნებ ვერის პარკი გადავარჩინოთ. დამიჯერეთ, აქ ქართული ფეხბურთისთვის ბევრი უჩინარი საქმე კეთდებოდა! ეს იყო ფეხბურთის მექა. ასაკოვანი ხალხი იხსენებს, რომ ადრე ამ სტადიონზე ვერელები დიდ "დინამოს" მაისურებზე ეთამაშნენ და მოუგეს. აქ ფეხბურთის დიდი სიყვარულით ვიკრიბებოდით და ჩვენ ამ მოედანს არ დავთმობთ.

მოკლედ, ყიფიანი ვალდებულია, გადაარჩინოს ბაღი და სტადიონი", - გვეუბნება გიორგი, ვერელი გულშემატკივარი.

მერე დედებიც გაყიდეთ!

ეს ყველაფერი იმ განუკითხავი და დაუკრეფავში გადასული პრივატიზაციის შედეგია, რომლის მიზანი ბიუჯეტის ფულით შევსება იყო.

გაიხსენეთ, ბოლო ათი წლის განმავლობაში მარტო თბილისში რამდენი საფეხბურთო მოედანი განადგურდა და გასხვისდა: ოქროსუბანში ძველი 35-ე საფეხბურთო სკოლის (სადაც გაიზარდნენ მესხი, კოტრიკაძე, იამანიძე, კალოევი, ყიფიანი, გუცაევი, მაჩაიძეები, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი) ნაცვლად, ჯერ საკოლმეურნეო ბაზარი გახსნეს, შარშან კი მშენებლობა წამოიწყეს.

იყო დაპირება, რომ სკოლას სხვა ადგილზე აუშენებდნენ მოედანს, მაგრამ რა სკოლა და რის მოედანი?!

ვაკის სტუდქალაქის მოედანზე კორპუსები წამოჭიმეს, ისევე, როგორც იქვე მდებარე "ირაოს" სტადიონზე, რომელიც ბოლო წლებში ვაკეში ერთადერთი საფეხბურთო სკოლა იყო.

თბილისელი გულშემატკივრის თავშეყრის საყვარელი ადგილის, ავლაბრის სტადიონის გარშემო სახლები ააშენეს და ოდესღაც საუკეთესო მოედანი აღარ არსებობს. აღარაფერს ვამბობთ რაგბიზე გადაცემულ "სინათლისა" და "შევარდენის" სტადიონებსა და დიღომში მდებარე თბილისის "ლოკომოტივის" საფეხბურთო სკოლის ბაზაზე.

გაიყიდა "ნორჩი დინამოელის" საფეხბურთო სკოლა, სადაც 6 დიდი და პატარა ზომის მოედანი იყო. ის, რომ ამ უკანასკნელს სამაგიეროდ ნაძალადევსა და თემქაზე მდებარე "შრომითი რეზერვებისა" და "სიხარულის" სტადიონები გადასცეს, სულაც არ ნიშნავს, რომ დიდუბეში სხვა სკოლა გაიხსნება - ეს საფეხბურთო უბანი შესანიშნავი საფეხბურთო ცენტრის გარეშე დარჩა.

ვიღაცების მადას შეეწირა ტრიკოტაჟის სტადიონი (სადაც პირველი ნაბიჯები გადადგეს მანუჩარ მაჩაიძემ, ალექსანდრე ჩივაძემ, გელა კეტაშვილმა), რომელსაც დღემდე უფულოდ და უხელფასოდ მომუშავე ენთუზიასტები - ჟანი ლეჟავა და დავით სხიერელი ებღაუჭებიან და საფეხბურთო ჯგუფებს ინარჩუნებენ, თორემ იქაც მშენებლობაა დაწყებული.

უსტადიონოდ და დაპირებების ამარა დატოვეს ქართული ფეხბურთის ორი ბურჯი, ბათუმი და ზუგდიდი. მოკლედ, ბოლო 10 წლის "ბრწყინვალე" შედეგები სახეზეა: რამდენიმე ტრადიციული საფეხბურთო სკოლა ჩაკლეს, ორი დიდი ქალაქი კი უსტადიონოდ დარჩა და სად გავზარდოთ მაღალი დონის ფეხბურთელები, რომელთა დეფიციტიც ბოლო 4-5 წელი აშკარაა?

ბოლოს და ბოლოს, ამ ქვეყანაში ფულზე მეტი ღირებულება აღარ დარჩა? ნუთუ ისე გავხარბდით, რომ ერის მომავალი, ახალგაზრდების ჯანმრთელობა და ჯანსაღი ცხოვრების წესიც პრივატიზაციას უნდა შევწიროთ? მაშინ იქნებ ქვეყანაც ბითუმად გავყიდოთ?!

ეროვნული ჩემპიონატის კომა

მიმდინარე სეზონში საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე მაყურებლის დასწრებამ კატასტროფულად იკლო. მიმდინარე პროცესები გვაფიქრებინებს, რომ საგაზაფხულო ეტაპზე ეს პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგან საინტერესო გუნდები თითქმის აღარ დარჩა.

თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გუნდის გაახალგაზრდავება დაიწყო;

მცხეთაში, "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩის დასრულებამდე, "ტორპედოს" მეპატრონე ლევან ფხაკაძე ხალხს დაემშვიდობა, წავედიო. დადასტურდა, რომ ქუთაისის "ტორპედო" მეპატრონემ, კომპანია "ვისოლმა" მიატოვა - ეს გადაწყვეტილება გუნდს 23 დეკემბერს ამცნეს და ამის შესახებ დღეს-ხვალ საჯაროდაც განაცხადებენ. თუ ზამთარში ვინმე არ გამოჩნდა, "ტორპედო" შეიძლება გათამაშებიდან მოიხსნას. სეზონის ჩამთავრება ახლა მთლიანად ქუთაისის მერიაზე იქნება დამოკიდებული. ფეხბურთში ბიზნესმენთა მიზიდვის ძველი ხერხებით კი არავინ დაინტერესდა.

ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ დაშლის პირასაა "ზესტაფონი", რუსთავის "მეტალურგს" ბიუჯეტს საგრძნობლად უმცირებენ და პირტიტველა ბიჭების ამარა რჩება;

ბოლნისის "სიონის" ხელმძღვანელობა სამართლიანად მიიჩნევს, რომ 850 ათასი ლარი ნორმალური გუნდის ჩამოსაყალიბებლად და შესანახად არასაკმარისია;

"ვიტ ჯორჯიაც" იძულებულია, გაზაფხულიდან მხოლოდ ბავშვებს დაეყრდნოს.

მოკლედ, ჩემპიონატი მართლაც ჩაშლის პირასაა და თუ ჩატარდება, ვაი, ასეთ ჩემპიონატს...

წლების წინათ "სარბიელისა" და "ამერის" დამფუძნებლის, ზურაბ ფოცხვერიას ნათქვამის დაჯერება არ მსურდა - ქართული ფეხბურთი ისევე მოკვდა, როგორც დიდი უნგრული ფეხბურთიო. მაშინ ეს სიტყვები გულზე მომხვდა, მაგრამ მართალი ყოფილა.

ახლა ცუდი მდგომარეობაც აღარაა. ვასილ მაისურაძის გუნდის გარდა, თითქმის აღარაფერი შემოგვრჩა.

გულშემატკივრები უკვე ცინიზმით წერენ:

"სად არის ქართული ფეხბურთის საფლავი, ყვავილები მინდა მივიტანო და ტრადიცია ჩამოვაყალიბო. უცხოელი სტუმრები რომ ჩამოვლენ, პროტოკოლით მოვთხოვოთ, ქართული ფეხბურთის საფლავი გვირგვინით შეამკონ".

არის მხოლოდ მიზერული იმედი - დიდი ტრაგედია დიდი სიხარულის დასაწყისი რომ გახდეს. იქნებ სახელმწიფომ ფეხბურთს ახლა მაინც მიხედოს, წლების შემდეგ მაინც რომ დაგვიბრუნდეს ის სანახაობა, რომელიც სიხარულს გვანიჭებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• santa papa

ფეხბურთი არა ჩიბლუყი :))) ყველა სტადიონი უნდა გახდეს რაგბის !! გამოურთეთ ბოლოს და ბოლოს ამ ფუხბურთს ხელოვნური სუთქვის აპარატი მოკვდა მოკვდააა!

• გიორგი

ღლებურთის წარუმატებლობა შევარდენ-ავჭალის ბრალია, მანდ ხომ ბრდღვნიდნენ ფუტბალისტები რას ამბობთ, არავინ არ თამა\შბს დღეს ფეხბურტს საქართველოში, ჩემს უბანში რაგბის ბურთით დარბიან ბავშვები მწვანე ხალიჩაზე.

• GM

Am statiis damwers sicxe aqvs ? Shevardenze da sinatleze tanamedrove donis saragbo stadionebia. sul gauberet ?

• bejo

უკაცრავად და მე სულ ფეხზე მკიდია მიშასამ მოსპო თუ ბიძინასამ ერთმანეთზე უარესები არიან მთავარი ისაა რაც ფაქტია და ფაქტი კიდე ისაა რომ მალე უმაღლეს ლიგას კი არა ჭაბუკთა ლიგას ვუყურებთ

• puma

გაიაგეთ ხალხოოოოო, არსებობს პროექტი 3 წლიან განვითარებაზე, ეს პროექტი სპორტის სამინისტროშიც მიუტანია გია ისიანს და სფფ-შიც, ასევე კლუბებისა და ჯურნალისტების წარმომადგენლებს ეს კაცი რადგან დილა გორის დილა მენეჯერია იმიტომ ბლოკავენ? და ეს რადგან სფფ-ს არ ეკუთვნის ან სამინისტროს იმიტომ? განიხილეს ან წაიკითხეს საერთოდ , რამოხდება რომ მოიწვიოთ ეს პიროვნება და მოუსმინოთ, ამდენი აბდა უბდა ხალხი ირევა ფეხბურთში . ლელოს გთხოვთ დააკონკრეტოს რატომ არ იხილავს სფფ ან ყიფიანის სამინისტრო ამ ან სხვა პროექტებს საჯაროდ??? გთხოვთ დახმარებას.

• levani

სტადიონეები ააშენეთ...... და უფასო იყოს შესვლას.. სკაზე 1 საათი რატომ ღირსსსს 120 ლარიიი!!

• akhali

Dato აი მაგის დამგლეჯს და და ვინც იქ მანქანას აყენებს უნდა ააშენებინო სტადიონები!დააჯარიმო სტადიონების მშენებლობით!

• akhali

ვისი მანქანაც ვერის სტადიონზეა,საკუთარი ხარჯებით უნდა აღადგინონ!პრივატიზაცია... ყოფილ კომუნისტ-კომკავშირელებზე(დღეს კაპიტალისტებზე)გაიყიდა ქვეყანა... კახა კალაძე-მიხედე ფეხბურთს!

• dato

ისე ეს ერთადერთი ნორმალური სტადიონი იყო მთელ ვერაზე, სხვაგან არცერთი სტადიონი არ ვარგა ამ უბანში და ეს ერთადერთიც მოსპეს...

• Dato

ნუ გგონიათ, რომ ვერის ბაღის სტადიონი ბიძინას მთავრობამ მოსპო და არა მიშასამ. ზუსტად ვიცი მანდ რაც მოხდა, ვერის ბაღის სტადიონთან თუ დააკვირდებით ნახავთ ახალი შენობა დგას და სწორედ მაგათმა მოსპეს ეგ სტადიონი არ აწყობდათ რია რია 24 საათი (მახსოვს მანდ ღამეს ათენებდა ხალხი მთელი ღამე თამაშობდნენ). ხო და მაგის გამო მინდვრის საფარი დაგლიჯეს დააკვირდით სურათზე დაგლეჯილია საფარი, მერე მერიამ არ გააკეთა თავიდან, როგორც ჩანს ნაცნობობა ჰქონდათ მაგათ მაგ შენობის პატრონებთან და აი ასე მოისპო ეგ სტადიონი. ეს მანქანები რომ დგანან მაგას რა მნიშვნელობა აქ, გინდ იდგნენ გინდ არა მანდ მაინც ვერ თამაშობს ხალხი ფეხბურთს რადგან მინდვრის საფარი დაგლეჯილია

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს

"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს

იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი

დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა

"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

ფეხ­ბურ­თი სი­ჭი­ნა­ვას გა­რე­შე - რას უკავ­შირ­დე­ბა სფფ-ის პრე­ზი­დენ­ტის გა­დად­გო­მა?