დიდი იმედი მქონდა კახა კალაძის, ვინც არ შეუშინდა პოლიტიკურ ბატალიებს, იბრძოლა, ხალხის კიდევ უფრო მეტი სიყვარული დაიმსახურა და მინისტრიც გახდა
წინასაახალწლო დღეებში ძაან სანახავები არიან პატივცემული ქართველი ბიურგერები, შავი ჯიპების საბარგულში უხვად ალაგებენ სანოვაგით დატვირთულ პარკებს, მათხოვრებს უფრო გულუხვად ჩუქნიან ფულს და ელოდებიან ზეიმს...

ფეხბურთი კიდევ ღარიბების სპორტია, ოღონდაც, საქმეს ისეთი პირი უჩანს, ამ გზასაც უჭრიან ხელმოკლე ხალხს - ქართული კლუბები დაღმა ეშვებიან, ბიზნესმენები ფეხბურთიდან გარბიან; სადაც კი კერძო მფლობელი დარჩა, კლუბის ბიუჯეტს ამცირებს.

სხვისი არ ვიცი, მე კი დიდი იმედი მქონდა კახა კალაძის, ვინც არ შეუშინდა პოლიტიკურ ბატალიებს, იბრძოლა, ხალხის კიდევ უფრო მეტი სიყვარული დაიმსახურა და მინისტრიც გახდა.

ენერგეტიკის მინისტრს ფეხბურთში საქმიანობა არ მოეთხოვება, თუმცა კალაძე არ არის მხოლოდ მინისტრი, ის ბიძინა ივანიშვილთანაა დაახლოებული; ყველაზე კარგად და სწრაფად მას შეუძლია ხელისუფლებამდე ქართული ფეხბურთის პრობლემების მიტანა.

პოლიტიკაში ძალიან ბევრს ნიშნავს კონტაქტები, გავლენა, პირადი ურთიერთობა და, თუ გნებავთ, პროტექციაც.

დიახ, დღეს ქართულ საკლუბო ფეხბურთს ყველაზე უფრო პროტექცია სჭირდება, თორემ ნებისმიერი ხელისუფლება იტყვის იმას, რომ ქვეყანაში უამრავი პრობლემაა და სახელმწიფო რითიც ეხმარება ფეხბურთს, ეს უნდა იკმაროთო.

ქუთაისის "ტორპედოდან" "ვისოლი" მიდის; ამბობენ, რუსთავის "მეტალურგში" ხელფას-პრემიებს მნიშვნელოვნად ამცირებენო; ისე ჩანს, ამ ეტაპზე თბილისის "დინამოც" მოერიდება დიდი ფულის ხარჯვას; "ზესტაფონში" თითქოს უკეთესობაა, გუნდს ალბათ ისევ უპატრონებს ილია კოკაია; "ვიტ ჯორჯია" წამყვანი ფეხბურთელებისგან იცლება; მუნიციპალურ კლუბებში აქვთ იმედი, რომ სტაბილური დაფინანსება ექნებათ - ეს არის ვითარება, რომელიც ვერ განავითარებს ფეხბურთს.

საახალწლოდ ვერ გადაწყდა ეროვნული ნაკრების მწვრთნელის საკითხიც. ამაზე იმდენი ითქვა და დაიწერა, ახალს ალბათ ვერავინ იტყვის, სანამ ფეხბურთის ფედერაცია ბოლომდე არ ჩამოაყალიბებს საკუთარ პოზიციას.

ახლა გასტრონომიული გაწამაწიის დროა და ნაირგვარი თეორიაც იქმნება იმაზე, თუ როგორ უკავშირდება ინდაურის ფასი ლარის კურსის ვარდნას და საწვავის ფასის ზრდას.

ერთმა ძალიან ცნობილმა ქართველმა მეფსონემ, თავის დროზე, მარტყოფში მარწყვის ფასის ცვალებადობა დაუკავშირა ფსონების ცვალებადობას ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ ფინალზე. ამ თეორიას ახლა არ მოვყვები, რადგან ის კონფიდენციალურია, თორემ საკუთარი, სუბიექტური მტკიცებულებები ნამდვილად მაქვს.

აქ მთავარი სულ სხვა რამეა - ფეხბურთი საქართველოში ისე აღარ უყვართ, როგორც ადრე უყვარდათ, თუნდაც მაშინ, როცა ხალხი პურის რიგში იდგა და თბილისი შეშის ღუმლით თბებოდა. ახლა ფსონებზე ფიქრის და ინტერნეტსივრცეში ბევრი სისულელისა და ცოტა სიჭკვიანის წერის დროა.

ფეხბურთი ფანატი ფეხბურთელების და მეცენატი ბიზნესმენების საქმეა - საქართველოში ფეხბურთის განვითარების ერთადერთ საშუალებად ეს მიმაჩნია. ასეთი ხალხი კი ძალიან ცოტა შემორჩა საქართველოს, თითქოს ყველა ასპარეზი პატივცემულ ბიურგერებს დარჩათ.

ზოგმაც ჰალსტუხი ძალიან ელეგანტურად მოირგო, დახვეწილად საუბარი ისწავლა და იმდენად იმპოზანტურად ეჩვენება საკუთარი თავი სარკეში თუ ტელევიზორში, ფეხბურთზე ჭმუნვით თავს აღარ იწუხებს; დაავიწყდა, რომ ფეხბურთის გარეშე ამ ყველაფერს ვერ მიაღწევდა...

ამასობაში საჩხერის "ჩიხურამ" სუპერთასი მოიგო და იქნებ ბიძინა ივანიშვილმა ისე მოაფულიანოს ეს კლუბი, რომ გულში ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა ამოიჭრას. იქნებ "ჩიხურათი" დაიქოქოს მეცენატობის ახალი, მძლავრი ტალღა ქართულ ფეხბურთში.

ფეხბურთი ხომ ყველას უყვარს - ოლიგარქს, ღარიბსა თუ გარდანქეშანს.

კარგი რაღაცებიც ხდება. მაგალითად, შეიქმნა ორგანიზაცია, რომელიც ფეხბურთელების ინტერესებს დაიცავს. ქართულ კლუბებში ქართველ ფეხბურთელს კონტრაქტში იმასაც უწერენ, რომ კლუბის ნებართვის გარეშე მას უფლება არ აქვს, მისცეს ინტერვიუ კლუბისთვის სასურველ თუ არასასურველ ჟურნალისტს.

მოკლედ, ფეხბურთელს ლაპარაკის თავისუფლებას უზღუდავენ, მაგრამ ფეხბურთელი მაინც აწერს ხელს ასეთ კონტრაქტს.

გახსოვთ რაინერ ცობელი? ერთი პერიოდი, ის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი იყო, მასთან ინტერვიუს კი ვერ ვახერხებდი. ბოლოს ცხონებულ აკა ტონიას ვთხოვე დახმარება, რომელმაც ცობელს ინტერვიუსთვის შემახვედრა.

გერმანელ მწვრთნელს გაუკვირდა - თუ ლაპარაკი მინდა, ეს ვინ უნდა ამიკრძალოსო.

...ყველაფერი დალაგდება, უბრალოდ, კეთილი ნებაა საჭირო. ბევრი შავი, უშველებელი ჯიპი თბილისის ქუჩებში - აქედანაც დავაღწევთ თავს, ბიურგერებიც შეიცვლებიან, ახალი წელი მოდის, გასტრონომიისა და იმედების ჟამი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

fexburtis moyvaruli
ახალი წელი მოდის,სიახლეების მომტანი,ამიტომ იმედს ნუ გადავიწურავთ,ქართულ ფეხბურთშიც დალაგდება ყველაფერი.ოღონდ ნუ ვიქნებით უმადურნი,კოკაიასნაირ პრეზიდენტს, გეგუჩაძისნაირ მწვრთნელსდა სახელოვან ფეხბურთელებს(არ ჩამოვთვლი,ისინი მრავლად არიან და არ მინდა ვინმე გამომრჩეს)გაფრთხილება და მოვლა სჭირდებათ. ფინანსურად თუ ვერ ვახერხებთ, მორალურად მაინც დავუდგეთ ამ ხალხს გვერდში.ვულოცავ მათ ახალ წელს და ვუსურვებ წარმატებებს!
kotrika
მე მიყვარს ქართული ფეხბურთი! მაგრამ სიამოვნებას ნამდვილი ფეხბურთიდან ვიღებ!
kotrika
ქართული ფეხბურთი ავად არის სტადიონზე სიარულს გადავეჩვიე
kotrika
მე მიყვარს ფეხბურთი
guja_kakhadze
murtalo!გამოჩნდა მწვრთნელი (ასაკობრივი გუნდის) რომელმაც ფეხბურთელები მომამზადებინა. იცოდა რა შედეგიც უნდა მიეღო და მიიღო კიდეც. მალე დაიდება ინტერვიუ ამ მწვრთნელთან. მაშინ კი იძულებული გახდებია აღიარონ ჩემი მეთოდი.
Odala
Mურტალო, ამის დამწერზე UკეთEსი რატომ იქნება დღევანდელი Aნ ფეხბურთი ან სხვა რამ?! ქეცბაიას ვაჟკაცობა მაინც Yოფნის სიმართლე ილაპარაკოს..
murtalo
მართლა საცოდავები ვართ ის ხალხი, რომელსაც 1960-80წლების ტამაშებიდან ერთიც არ გამოგვიტოვებია თბილისში და ბევრჯერ გასვლაზეც ერევანსა, ბაქოში თუ მოსკოვში...და რასაც დღეს დაემგვანა აწყობილი საფეხბურთო მეურნეობა თავენც კარგად ხედავთ : უთავმოყვარეო, ტუტუცი ფეხბურთები,უნიათო(რბილად რომ ვთქვათ) რეალურად გამოუსადეგარი ფეხბურთის ფედერაცია,რომლის პრეზიდენტსაც იმის ვაჟკაცობაც არ ეყო, რომ გადამდგარიყო და რეალურ არჩევნებში მიეღო მონაწილეობა...უციდონარი, უზრდელი და ჯიუტად დარწმუნებული საკუთარ შეუმცდომლობაში,ნაკრების მთავარი მწვრთნელი...ამ დროს პატარები ხომ გვეზრდებიან, მაგრამ რად გინდა, ერთეულებს აქვთ მხოლოდ სადღაც გაქცევის სასუალება, რომ 18-19 წლისამ იქ უნდა ისწავლოს ზრდასრული ფეხბურთის თამაში, თორემ აქ ვინ ათამაშებს?!...თქვენ გგონიათ ჩვენებურები ვერ ათამშდებიან?...50/%) ზეა მათი შანსი მაგრამ არა ამ ხალხის ხელში თუ მათი შესრულებით...როცა საქართველოში გეგუჩაძის დონის მწვრთნელი საკმაო ხანს უმუშევარია და ამ დროს გუნდი არ გამოჩნდა მისი მსურველი, ნაკრებძე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ იციან, რომ ბატონი გია არავითარ გარიგებაზე არ წავა არც კლუბის ხელმძღვანელობასთან და არც ფედერაციას შეეკვრება(ფედერაცია ნიშნავს და ხსნის მას როცა მოუნდება, ნორმალურ ქვეყნებში ასეთი კონტრაქტებია), ჰოდა რად უნდათ ასეთი კაცი, ქეცბაია და მისთანანი მოსწონთ, მაგარი ჯიგარი ფეხბურთელი რომ იყო და მწვრთნელად და პედაგოგად რომ არ ვარგიხარ, ამას ავიტანთ!... რას მისტირის ნეტაო, ზოგი გაიფიქრებს...ავთანდილ ღოღობერიძიდან დაწყებული დათო ყიფიანით დამთავრებული, ყველა თაობის გუნდის კაპირატნი მისი სიმბოლო იყო და მაგალითი, როგორ მოედანზე ისე მის გარეთაც და დღესაც არის იმის შანში რომ ასეთ კაპიტნებად იქცნენ კანკავა ან კაშია თუ მათ გვერდით ისეთი გუნდის შექმნა შეუძილა ნორმალურ მწვრთნელს, მერწმუნეთ ორ წელიწადში სიამაყის შეგრძნება დაგვიბრუნდება, მცირედ მაინც...ამას მაინც მიხედეთ ბატონებო ...ბოდიშს ვიხდი, დამავიწყდა, რამოდენიმეჯერ დავწერე და არავის უპასუხია...ბატონი გუჯა კახაძე რომ სთავაზობს ფეხბურთის პროფესიონალებს თავისი მეთოდის უფასოდ გადაცემას, რატომ არავინ, არც სპორტსმენი, არც მწვრთნელი, არც ფედერაცია ან ვაიჟურნალისტები ნუთუ არ დაინტერესდით და ვერ გაგვარკვიეთ ეს კაცი მართლა სასწაულმოქმედია თუ ყალთაბანდი და გვაბოლებს?...ნუთუ გამოხმაურების ღირსიც არ არის...ჩვენც დავიკმაყოფილებთ ცნობისმოყვარეობას:)
Odala
Aმის ავტორს 4 კლასი აქვს DამთAვრებული?
დათო
რა საცოდავი ვინმეა ამის ავტორი
akhali
გაოცებული ვარ-დღეს ქართველები ქართულ ფეხბურთს არ თამაშობენ!რას ვიფიქრებდი 70-80წლებში,რომ დღეს გერმანული(ბაიერნი და დორტმუნდი)კლუბები მომანიჭებდნენ ესთეტიკურ სიამოვნებას ფეხბურთისგან?დღეს გერმანელები,,ესპანურად,,თამაშობენ!და ესპანელებს(ბარსას)ფეხბურთის ფილოსოფია(როცა ბურთს ფლობ,სულ ცოტა,მეტოქე ვერ გაგიტანს)კროიფმა ჩამოუყალიბა და 21-ე საუკუნეში ფანტასტიკური შედეგებიც მიიღეს!ჩვენი დინამოც 70-80წლებში ფეხბურთელის ინდივინდუალურ განვითარებაზე იყო აქცენტირებული და ბურთის ფლობაც ალბათ სულ ცოტა 70%იტო გასვლაზეც,თვით კიევის დინამო კიევში მეპრე ნომრით გვეთამაშებოდა...
akhali
კახა მიხედე ფეხბურთს!2018წელს მსოფლიო თასია რუსეთში და იფიქრე რომ ნაკრები იქ ღირსეულად გამოვიდეს! იქნებ კროიფი ჩამოიყვანოთ და სწორი ფეხბურთი ასწავლოს...
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
ᓡᓐᕛᓮᓠᕔᓗ ᕐᓤᕠᓘᓙᓐᕨᕘ ᓛᓝᕗᓐᓛᕐᓨᕔ ᕒᓘᕐ ᓜᓔᓠᓒᓐᕫᓔᓛ ᓚᕘᓓᓔᓠᓘ ᕓᓐ ᕞᓔᕠᓡᕞᕔᓥᓢᕘᓕᓐ ᓐᕘᕠᕩᕘᓐ
კვირის 1000 წვრილმანი: ანდორა და სან მარინო: საფიქრალი, აი, ეს არის!
ლეგიონერი მწვრთნელები - აქაურებს ყველა როდი სჯობდა...
ᓚᓔᓒᓘᓝᓜᓔᓠᓘ ᓛᓬᓕᓠᓗᓜᓔᓚᓔᓑᓘ: ᓐᓥ ᓩᓐᓛᓝᓡᓣᓚᓘ ᓑᓔᓕᓠᓘ ᓒᓕᓘᓜᓐᓮᓐᓕᓡ...
ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე
ანდრეი შევჩენკო: მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს, კალაძე ჩემთვის არ არსებობს
"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე
გიორგი ნერგაძე და ქუთაისის "ტორპედო" - მოლაპარაკება მთავრდება...
ჩვენ და ფარერელები: მონატრებული ლიგა
კვირის 1000 წვრილმანი: სივრცე, რომელსაც ფული ვეღარ მართავს
კვირის 1000 წვრილმანი: გია გეგუჩაძის ბლოგი
ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა
"ის დღეს ჭირისუფალია" - კალაძემ შევჩენკოს უპასუხა
Daily Mail: ივანიშვილი ექვს ერში საქართველოს მიღებისთვის წელიწადში 10 მლნ ევროს იხდის
გვეყოლება თუ არა, კახა კალაძის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ქართველი გამარჯვებული?! - როდის ანთებს ხვიჩა ცეცხლს...
მან პრობლემების 10%-იც არ იცის - ავთანდილ ჭრიკიშვილი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს
ნიჟარაძე: არ იცით, ივანიშვილი რაგბისთვის რას აკეთებდა, არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს
სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს
კვირის 1000 წვრილმანი: გულახდილი შუსტერი
გოჩა სვანიძე: ბიძინა ივანიშვილის თანადგომა ქართული რაგბის მიმართ მსოფლიოში უპრეცედენტოა
ბათუ კევლიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს ქართული რაგბის აღორძინებისთვის
დინო ჰამზიჩი: ბიძინა ივანიშვილი? მსმენია, რომ...
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
კვირის 1000 წვრილმანი: კონტრაქტი თუ ჯენტლმენობა?
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...
ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული
კვირის 1000 წვრილმანი: ლოდინსაც აქვს ზღვარი
უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა