ქვეყნის ჩემპიონობისთვის 15 ფალავანი იბრძოდა
2014 წლიდან მოჭიდავეთა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე მედლების 88 კომპლექტი გათამაშდება, რადგან სპორტის ამ სახეობის საერთაშორისო ფედერაციამ წონითი კატეგორიები რვამდე გაზარდა.

კონტინენტის საგაისო პირველობისთვის საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სწორედ მერვე წევრის გამოსავლენად ვაკეში, ფალავანთა კლუბში, 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ გამარჯვებული და პრიზიორები.

ქვეყნის ჩემპიონობისთვის 15 ფალავანი იბრძოდა. ნახევარფინალში ქუთაისელმა გიორგი ცუცქირიძემ ყვარელელ ზურაბ იაკობაშვილს აჯობა, ხოლო ბოლნისელმა დიმიტრი ბასილაშვილმა ხონელი დათო ეზეიშვილი დაამარცხა.

გადამწყვეტი პაექრობა ბასილაშვილის უპირატესობით წარიმართა. ორთაბრძოლის დამთავრებამდე 50 წამით ადრე იგი შეხვედრას 8:2-ით იგებდა, როცა ცუცქირიძემ ფეხი იტკინა და ხალიჩაზე დაბრუნება ვეღარ შეძლო.

ამდენად, 70 კილოში საქართველოს პირველი ჩემპიონი გახდა დიმიტრი ბასილაშვილი, ვერცხლის მედალი გიორგი ცუცქირიძეს ხვდა, ხოლო ზურაბ იაკობაშვილი და საგარეჯოელი თორნიკე როსტიაშვილი ბრინჯაოებს დასჯერდნენ.

რევაზ მინდორაშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"ეროვნული ჩემპიონატი დეკემბრის დასაწყისში ჩავატარეთ და გამარჯვებულები შვიდ წონაში გამოვავლინეთ. ამ დღეებში, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2014 წელს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე გამარჯვებულები გამოვლინდებიან 57, 61, 65, 70, 74, 86, 98 და 125 კილოში. ამიტომ ეროვნული ნაკრების მერვე წევრი გამოსავლენი გვყავდა 70 კილოში.

დღევანდელი ორთაბრძოლების შემდეგ ჩვენი რიგები დიმიტრი ბასილაშვილმა შეავსო. საგულისხმოა ისიც, რომ ოლიმპიურ თამაშებზე მოჭიდავეებს 66 წარმომადგენელი ეყოლებათ 57, 65, 74, 86, 97 და 125 კილოში. ასე რომ, საზრუნავი და თავსატეხი მოგვემატა, მაგრამ წარმატებების მისაღწევად არაფერს დავიშურებთ...

ფალავანთა კლუბში 4-5 იანვარს "კლასიკოსები" გამოავლენენ საქართველოს ჩემპიონებს ახალ წონებში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] დიდებული მერაბ დვალიშვილი! - ქართველმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
ზედიზედ მეორედ - კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონია!
მექსიკის ნაკრების მეკარემ 41 წლის ასაკში დაასრულა კარიერა
ნეიმარმა შესაძლოა, საფეხბურთო კარიერა დაასრულოს
მესი ნაკრებთან ერთად ბუენოს-აირესში არ გაემგზავრა
გადაწყდა - ბელგიის ნაკრებს ვან ბომელი ჩაიბარებს
ნაკრების კანდიდატთა გუნდი ჩინეთში, სოლიდარობის თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება
18 წ. | მესამედ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე
7-კაცა | მეორე ეტაპზე სპლიტში
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
ფოთში XIX საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ნანა ალექსანდრიას თასი 2026" გაიმართა
[VIDEO] უნაი სიმონმა და იერემი პინომ ერთმანეთს ტუჩებში აკოცეს
"სლოვანის" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, "იბერია 1999" ფეხბურთელებსა და სტაფს 1 მილიონიან პრემიას გაუკეთებს
[PHOTO] ვინისიუსის ცნობა გაგიჭირდებათ - ბრაზილიელმა პლასტიკური ოპერაცია ჩაიტარა
ევროტურნირების მესამე შესარჩევ ეტაპზე "იბერია 1999"-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
ფაბიან რუისმა გარინჩას მიღწევა გააუმჯობესა
დაღუპა არგენტინა - შირერმა ფინალში ფერნანდესის გაძევებას სულელური უწოდა
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
[VIDEO] მესი ქმედება, რომლის გამოც არგენტინელი კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"ოქროს დიდი პრიზი": საქართველოს "თავისუფალთა" ნაკრები რვა წონიდან შვიდში გამოვა
ქართველი მოჭიდავეების 15 მედალი და გუნდური პირველი ადგილი კიევის ტურნირზე
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
ფალავანთა კლუბში "თავისუფალთა" ნაკრების ახალი წევრი გამოვლინდება
9-დან 9! ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირზე ყველა ქართველი მოჭიდავე ჩემპიონი გახდა
ჭაბუკმა ქართველმა "თავისუფლებმა" ევროპის ჩემპიონატი ბრინჯაოთი დაიწყეს
საქართველოს ჩემპიონატი. თავისუფალი ჭიდაობა. ჭაბუკები, გოგოები და კილაძის დუბლი
"ოქროს დიდი პრიზი" ოქროს გარეშე - დღეს ქართველი "თავისუფლები" ბაქოში იჭიდავებენ