სამზადისში მყოფი "ზუგდიდი" ამ დღეებში ანტალიას მიაშურებს, სადაც ოთხ საკონტროლო შეხვედრას გამართავს
საგაზაფხულო ეტაპისთვის მზადება ყველაზე ადრე "ზუგდიდმა" დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ ფეხბურთელები "ბაიას" ბაზაზე 4 იანვარს შეკრიბა.

მზადების პროგრამით, ზუგდიდელები ამ დღეებში ანტალიას მიაშურებენ, სადაც ოთხ საკონტროლო შეხვედრას გამართავენ.

იმათგან, რომლებმაც სეზონის პირველ ეტაპზე ითამაშეს, 14 ფეხბურთელია დარჩენილი: მეკარე რომან ტურავა, ბაქარ მირცხულავა, ნიკა აფაქიძე, რომეო კანკია, გიორგი ქვარცხავა, საბა ადამაშვილი, ზვიად სიხარულია, ლუკა გუგუჩია, შოთა ლომია, აკაკი ფარჯიკია, ირაკლი შალიკაშვილი, დათა ქირია, გიორგი პაჭკორია, გიორგი ბულია და კობა წიტაიშვილი, რომელიც პირველ ეტაპზე გუნდში მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, ახლა კი მოთამაშედ დაბრუნება გადაწყვიტა.

დანარჩენებმა "ზუგდიდი" დატოვეს. მათ შორის არიან მეკარე ზურაბ მამალაძე, მცველები - როინ ონიანი და დათა რიგვავა.

ზუგდიდურ სიახლეებზე გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელია გვესაუბრება:

- უმაღლესი ლიგის გუნდებიდან მზადება ყველაზე ადრე თქვენ დაიწყეთ. რა არის ასეთი ხანმოკლე არდადეგების მიზეზი?

- მიზეზი ის არის, რომ გუნდში ბევრი ცვლილებაა, უამრავი ახალწვეული გვყავს და ადრეული შეკრება ფორმაში დროულად შესასვლელად და შესათამაშებლად გვჭირდება.

- იქნებ, უფრო კონკრეტულად გვითხრათ საკადრო ცვლილებებზე...

- ბევრს კონტრაქტი დაუმთავრდა და ამათგან ყველას არ შევთავაზეთ თანამშრომლობის გაგრძელება. მაგალითად, დაგვტოვეს მეკარეებმა - მამალაძემ და კეკელიძემ, აგრეთვე, ონიანმა, რიგვავამ, წურწუმიამ, ტყემალაძემ, ხუბუამ, ეხვაიამ... სულ ასეთი 11 მოთამაშეა. აქუბარდია კი სეზონის მსვლელობისას წავიდა. პირველ დღეს ძველი შემადგენლობიდან მხოლოდ თორმეტმა ფეხბურთელმა ივარჯიშა.

გვინდა ისეთი ახალგაზრდების მოწვევა, რომლებიც გუნდს მინიმუმ 2-3 წლის განმავლობაში გამოადგებიან.

- უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვით და ასეთ დროს გაახალგაზრდავებას რა გამართლება აქვს?

- გუნდის გაახალგაზრდავებას არც ვაპირებთ, "ზუგდიდში" გამოცდილი ფეხბურთელებიც იქნებიან.

- თავდაპირველად, დარჩენილთა სიაში არ იყო თქვენი თანაშემწე კობა წიტაიშვილი. მოედანზე დაბრუნება ხომ არ გადაიფიქრა?

- კობა ახლა ინდივიდუალურად ვარჯიშობს. ახალგაზრდა კაცია, გული ისევ მოედნისკენ მიუწევს, ჩვენ კი დასაკარგი ფეხბურთელი არ გვყავს.

- ამტკიცებენ, რომ "ზუგდიდში" რამდენიმე ცნობილ ფეხბურთელს იმატებთ - თბილისის "დინამოდან" გივი კვარაცხელიას, აგრეთვე, ზაალ ელიავასა და ნიკა კვეკვესკირს...

- მოხარული ვიქნები, თუ ამ სამეულს ხვალვე მომიყვანენ, მაგრამ ჯერ ვერაფერს გეტყვით.

- სოციალურ ქსელებში ვრცელდება დაუჯერებელი ინფორმაცია, თითქოს, თქვენს სიაშია რუმინული "რაპიდის" ყოფილი კაპიტანი და ფორვარდი დანიელ პანკუ.

- ვინ? რუმინელ ლეგიონერზე ლაპარაკი მართლაც იყო, მაგრამ არა - პანკუზე. მის სახელსა და გვარს კი ჯერ ვერ გეტყვით, რადგან 100 პროცენტით დარწმუნებული არ ვარ, რომ "ზუგდიდში" ითამაშებს. ის ახალგაზრდა ნახევარმცველია.

ამას გარდა, განელი და კოლუმბიელი თავდამსხმელების დამატებაც გვსურს და ვნახოთ, რა გამოვა.

- ბოლო ინფორმაციით, გუნდში ისინჯებიან ნახევარმცველი ვალერი ბოლქვაძე, მეკარე გიორგი ძაძამია და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრობის კანდიდატი, მარტვილის "მერანში" მოთამაშე აკაკი შულაია. ამაზე რას იტყვით?

- ტყუილია. ისიც თქვეს, თითქოს ორი ბრაზილიელი ლეგიონერის საკითხიც განიხილება, რომელთაც აქამდე რუსეთის მეორე ლიგის კლუბებში უთამაშიათ, მაგრამ ესეც არასწორია.

- შეკრებაზეც გვითხარით...

- 8 ან 9 იანვარს თურქეთში გავემგზავრებით და ჩემპიონატის განახლებამდე ერთი კვირით ადრე, ანუ 19 იანვარს ჩამოვალთ. იქ ოთხი საკონტროლო შეხვედრაც დავგეგმეთ.

- მეტოქეთა ვინაობა ცნობილია?

- ამას მალე დავაზუსტებთ. მანამდე კი სასტუმროსა და სავარჯიშო მოედნის საკითხის მოგვარებაზე ვმუშაობთ.

დამთავრდა ის დრო, როცა შეკრებაზე სუსტ გუნდებთან მატჩებითა და მათთან მოგებული 10:0-ებით ვიმშვიდებდით თავს. მირჩევნია, ძლიერ გუნდებს შევხვდეთ და თუნდაც წავაგოთ. ასეთ შემთხვევაში, სეზონის განახლებამდე უკეთ გვეცოდინება ჩვენი პლუს-მინუსები და საქართველოში დაბრუნების შემდეგ მის დროულად გამოსწორებას შევეცდებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

robe
ჭეჟიას სახელს რომ ამბობს იმან სარკეში უყუროს დიდხანს თავისთავს. ის ნახეთ ვინ შეგრჩათ ხელში,წერა კითხვის არ მცოდნე ლუხუმი,რომელიც ვინც დაუკრავს იმას ეცეკვება. ჭეჟია არის კ ა ც ი რომელმაც სხვის დაკრულზე არ იცეკვა ძმაო ))).
111
daraselia aris aferisti, fulis mona, tamashebis gamkidveli, da iseti xalxi mohkavs vistanac sheclebs am saqmis gagrcelebas. mamaladzes rom ushvebs da vin mohkavs vin???? direqtori ki samarcxvino ucignuri tavis saqmeebs rom sxva uketebs imis arc rcxvenia...
puma
დარასელია მწვრთნელია და მეგრული კამანდა შეკრიბა მაგარი!
vasha
აცალეტ პაწა წიე

ჭეჟია გამოდი გიცანით... ზუგდიდი დარჩება უმაღლესში
gio
აი ეს არის მწვრთნელი აშკარად აქვს პოტენციალი ; )) მიდით მეგრელებო უნდა დარჩეთ აუცილებლად უმაღლესში ; )))
zugdideli
ვაი შენი ცოდვა....რისი გამკეთებელი ხარ შენ...650 ათასი ლარით რა უნდა გააკეთო...ისე მსაჯების კიდვაში სპეცი ხარ...მაგრამ კველა ბეუქლიშვილი ხომ არ იქნება...მაისის მერე გაიქცევი..
სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: "ზუგდიდი"
"სამტედიამ" მელქისედეკ ცვალე დაიმატა
"შევარდენის" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დაინიშნა
წიტაიშვილმა მილანის "ინტერს" გაუტანა - ქართველები უეფას ახალგაზრდულ ლიგაში [VIDEO]
მილანიდან 3740 კილომეტრში პატარა ქართული გუნდის დიდი სიყვარულის ისტორია [PHOTO]
ᓕᕘ
ეროვნული ლიგა. XXV ტური: გაბედავას დუბლი და დარასელიას "სამტრედია" ისევ აგებს
ᓠ
"დავრწმუნდი, რომ თურქი ფეხბურთელები ქართველებზე ნიჭიერები არ არიან"
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
"ზუგდიდი": ბესიკ შეროზია უკრაინელ ლეგიონერებს აკვირდება
ეროვნული ლიგა 2. V ტური. "მერანმა" ლიდერობა შეინარჩუნა, "შუქურამ" "ზუგდიდს" სძლია
გიორგი დარასელია "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი გახდა
ᓚᓔᓕᓐᓜ ᓙᓐᓙᓣᓑᓐᓕᓐ: ᓐᓠᓐᓜᓐᓘᓠᓘ ᓡᓘᓜᓯᓔᓑᓘ, ᓒᓐᓛᓖᓐᓓᓔᓑᓣᓚᓘ ᓮᓔᓚᓨᓔᓙᓠᓣᓚᓔᓑᓐ ᓓᓐᓛᓐᓮᓕᓔᓓᓠᓔᓡ
გიორგი დარასელია გორის "დილას" აღარ გაწვრთნის
გიორგი წიტაიშვილი: ჩემი მიზანია, გავხდე კიევის "დინამოს" ლიდერი
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
უმაღლესი ლიგის XIV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
[წარდგენა] "გასწი, მერანო" - შეძლებენ თბილისელები უმაღლესში თავის წარმოჩენას?
9 ახალწვეული! - მარტვილის "მერანში" დიდი ცვლილებებია
კოლხეთი-ზუგდიდი 0:0 - მამალაძე და ყვითლები [VIDEO]
ფოთის ცენტრალურ სტადიონზე შვიდი წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა