უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი 13-19 იანვარს ფიგურულად მოციგურავეთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი 13-19 იანვარს ფიგურულად მოციგურავეთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

15 იანვარს, დილით, ქალები იასპარეზებენ. საციგურაოზე 29 ქვეყნის 41 წარმომადგენელი გავა, რომელთა შორის იქნება იტალიელი კაროლინა კოსტნერი.

მედლებისთვის ბრძოლაში ჩაებმება ევროპის ჩემპიონატების ორგზის ბრინჯაოსპრიზიორი ელენე გედევანიშვილი, რომელიც ბრაიან ორსერის ხელმძღვანელობით ემზადება კანადაში. იგი ევროპის ჩემპიონატზე ახალი მოკლე პროგრამით გამოვა.

შარშან, ოქტომბერში ქართველმა მოციგურავემ ობერსდორფში (გერმანია) სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საგზური დაიმსახურა, წლის მიწურულს კი აშშ-სა და იაპონიაში გრან პრის ორ ეტაპზე მოსინჯა ძალები. ბუდაპეშტში არა მარტო კვარცხლბეკზე ასასვლელად, არამედ წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის (მარტი) ქულების მოსაგროვებლად არაფერს დაიშურებს. ევროპის შემდეგ, 18-19 თებერვალს სოჭის ოლიმპიადაზე გაუწევს მეტოქეობას პლანეტის უძლიერეს მოციგურავეებს.

ყინულზე ცეკვებში საქართველოს სპორტულ ღირსებას დაიცავენ ოთარ ჯაფარიძე და ანგელინა ტელეგინა.

წყვილი ამერიკაში იმაღლებს ოსტატობას ევგენი პლატოვის ხელმძღვანელობით. შარშან ობერსდორფში მათ სოჭის ოლიმპიადის საგზური ვერ დაიმსახურეს, მაგრამ ამას წინათ კიევის სალიცენზიო ტურნირზე რეიტინგი აიმაღლეს და მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.

ოთარი და ანგელინა 15 იანვარს მოკლე პროგრამით, ხოლო 16-ში თავისუფალი პროგრამით ისრიალებენ. ქალებში კი მედლების მფლობელები 17 იანვარს გამოვლინდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ელენე გედევანიშვილმა თამამ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა [PHOTO]

მსოფლიო ჩემპიონატზე დევისი-სმოლკინის წყვილმა მეათე ადგილი დაიკავა, ეგაძემ - მეთერთმეტე
გუბანოვამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა
სმოლკინი-დევისის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მიიღო
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ქართველი მოციგურავეები ევროპის ჩემპიონატზე 13 იანვარს გამოვლენ
როგორ მოატყუეს ჰილარი კლინტონი... აჩუქებს თოვლის პაპა ბათუმს სტადიონს?
ევროპაც, მსოფლიოც, ოლიმპიადაც - ინტერვიუ მაკა გიორგობიანთან
ელენე გედევანიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე 22-ე ადგილს დასჯერდა
ელენე გედევანიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის მოკლე პროგრამაში შემდეგ ეტაპზე გადავიდა
ელენე გედევანიშვილი ევროპის ჩემპიონატზე 15 იანვარს გამოვა
ფიგურული სრიალის ქართველ მოცეკვავეებს სოჭამდე 1.1 ქულა არ ეყოთ
ელენე გედევანიშვილმა სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის საგზური მოიპოვა [VIDEO]
ელენე გედევანიშვილი: ფედერაციამ მომწერა ჩემთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი წერილი
ელენე გედევანიშვილის ამერიკული ცხოვრება [VIDEO]