გერმანულ ობერსტდორფში ფიგურულად მოციგურავეთა სალიცენზიო ტურნირი დამთავრდა
გერმანულ ობერსტდორფში დამთავრდა ფიგურულად მოციგურავეთა სალიცენზიო ტურნირი, რომელშიც ქართველებიც მონაწილეობდნენ.

უკვე გაუწყეთ, რომ ელენე გედევანიშვილმა სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა.

ოლიმპიადის საგზურისთვის იბრძოდნენ მოცეკვავეები - ოთარ ჯაფარიძე და ანგელინა ტელეგინა, რომლებიც მოკლე პროგრამის შემდეგ მე-13 ადგილზე იყვნენ, თუმცა ზამთრის თამაშებზე წამსვლელთა ხუთეულს მცირედით ჩამორჩებოდნენ.

ჩვენმა დუეტმა თავისუფალი პროგრამით უკეთ იასპარეზა (X ადგილი), მაგრამ საბოლოოდ (118.66) ეს არ აღმოჩნდა საკმარისი ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებლად: მეხუთე საგზურის მფლობელ ესპანელებს - სარა პურტადოსა და ადრია დიასს 1.10 ქულით ჩამორჩნენ.

ესპანელების გარდა, სოჭში გაემგზავრებიან: ქსინთონ ჰუანი, ქსუნ ჟენი (ჩინეთი, 133.90), ალისია აგაფონოვა, ალპერ უჩარი (თურქეთი, 127.53), დანიელე ობრაინი, გრეგორი მერიმანი (ავსტრალია, 127.20), ქეით რიდი, კრის რიდი (იაპონია, 126.97). ოლიმპიადის დანარჩენი 19 მონაწილე წლევანდელმა მსოფლიოს ჩემპიონატმა დაასახელა.

ობერსტდორფის ტურნირზე პირველ-მესამე ადგილებზე გავიდნენ მედისონ ჰაბლი, ზოჰარი დონაჰიუ (აშშ. 147.11), ქსენია მონკო, კირილ ხალიავინი (რუსეთი, 142.14) და ალექსანდრა პაული, მიჩელ ისლამი (კანადა, 141.99).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მსოფლიო ჩემპიონატზე დევისი-სმოლკინის წყვილმა მეათე ადგილი დაიკავა, ეგაძემ - მეთერთმეტე
გუბანოვამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა
სმოლკინი-დევისის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მიიღო
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა