ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რევაზ ძოძუაშვილი: მივესალმები, თუ მალხაზ ასათიანი ჩვენთან ერთად იმუშავებს

რევაზ ძოძუაშვილი: მივესალმები, თუ მალხაზ ასათიანი ჩვენთან ერთად იმუშავებს

ქუთაისის "ტორპედოს" ახალ მწვრთნელს კლუბში მიმდინარე პროცესებისა და გეგმების შესახებ ვესაუბრეთ
ქუთაისის "ტორპედოდან" კომპანია "ვისოლის" წასვლის შემდეგ ძველი მეპატრონის მიერ დაანონსებული რამდენიმეწლიანი გეგმა, რომლის განმავლობაშიც "ტორპედო" საშუალო ევროპული დონის გუნდად უნდა ქცეულიყო, საპნის ბუშტივით გასკდა. შედეგად, უკვე მერამდენედ, ქუთაისურ გუნდში "ახალი ეტაპი" იწყება, ოღონდ ძველი სახეებით...

გადაწყვეტილია, რომ "ტორპედოს" გამოცდილი სპეციალისტი რევაზ ძოძუაშვილი დამოძღვრავს, რომელიც ქუთაისური გუნდის დამრიგებელი 1978, 1988-89, 2001-02 და 2006 წლებში იყო. "ტორპედომ" საქართველოს ჩემპიონობა ბოლოს (2002 წელს) სწორედ მისი თავკაცობით მოიპოვა.

კლუბში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ბრუნდება კლუბის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ხურციძე, რომელიც პრეტენზიას გამოთქვამდა, რომ წინა ხელისუფლებამ კლუბი იძულებით დაათმობინა და გისოსებს მიღმაც უსამართლოდ ამყოფა. ასევე გადაწყვეტილია, რომ "ტორპედოს" ახალი პრეზიდენტი იქნება ცნობილი ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე, რომელიც უკვე ქუთაისში იმყოფება.

კლუბში მიმდინარე პროცესებისა და გეგმების შესახებ უფრო ვრცლად "ტორპედოს" ახალ მწვრთნელ რევაზ ძოძუაშვილს ვესაუბრეთ:

- "ტორპედოს" ამჟამინდელ მდგომარეობას სახარბიელო არ ეთქმის. კლუბიდან სპონსორის წასვლით გუნდმა ფინანსური სტაბილურობა დაკარგა და ეს ძალიან ცუდია, რადგან სერიოზული სახსრების გარეშე გუნდის შენება შეუძლებელია.

საბედნიეროდ, მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს, რომ "ტორპედო" გაძლიერდეს და ჩემპიონატში ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდეს.

- როგორც ითქვა, ძველმა სპონსორმა კლუბს სეზონის ბოლომდე სამყოფი თანხა დაუტოვა...

- კი, ეს მართალია, კლუბისთვის გარკვეული თანხა დატოვეს ქალაქის მერიის ანგარიშზე და ახლა "ტორპედოს" ბიუჯეტის დადგენას ველოდებით. მაგრამ გუნდის მთელი სიმდიდრე ფეხბურთელებია, სპონსორის წასვლის შემდეგ კი, რომელთანაც ფეხბურთელებს კონტრაქტები ჰქონდათ გაფორმებული, გუნდი თითქმის ყველა მათგანმა დატოვა. ძველმა სპონსორმა ისინი სხვადასხვა გუნდში გადაანაწილა, "ტორპედო" კი, ფაქტობრივად, ნულზე დარჩა.

ცარიელი ფურცლიდან გვიწევს გუნდის ჩამოყალიბება. მწვრთნელები ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართ, უმოკლეს დროში უნდა შევკრათ ახალი გუნდი და ჩემპიონატისთვის მოვამზადოთ. თანაც, ისეთ პირობებში, როცა ყველა გუნდი ცდილობს, კარგი ფეხბურთელები გადაიბიროს. სატრანსფერო ბაზარზე დიდი კონკურენციაა.

გარდა ამისა, პრობლემაა ისიც, რომ ბევრ ფეხბურთელს აქვს პრეტენზია, ითამაშოს "ტორპედოში". მათ ამ ერთი კვირის განმავლობაში უნდა დავაკვირდეთ და გადავწყვიტოთ, გვიღირს თუ არა მათთან მუშაობის გაგრძელება. ვეცდებით, ჩვენი სასელექციო მუშაობა იყოს პროფესიული, მიზანმიმართული და რეალურად შევძლოთ გუნდის გაძლიერება.

- საკმაოდ დიდი კავშირები გაქვთ, ბევრ ფეხბურთელს იცნობთ და მათთან საქმიანი ურთიერთობებიც გქონიათ. კულუარებში საუბრობენ, რომ "ტორპედო" რამდენიმე გამოცდილ ფეხბურთელს დაიმატებს, მათ შორის - ზურაბ მენთეშაშვილის, მამუკა ღონღაძის, ვალერი აბრამიძისა და სხვათა გვარებიც დასახელდა...

- ვადასტურებ, ბევრ ფეხბურთელთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, მაგრამ კონკრეტულ გვარებს ვერ გეტყვით, რადგან ძალიან ბევრი მსურველია, რომ წლეულს ქუთაისის "ტორპედო" ჩაიძიროს... სასურველი ფეხბურთელები რომ გავამხილოთ, არ არის გამორიცხული, ისინი კონკურენტებმა გადაიბირონ.

- ხომ არ ფლობთ ინფორმაციას, ვის ინტერესებში უნდა იყოს "ტორპედოს" ჩაძირვა?

- ხომ ხედავთ, რომ უკვე დაწყებულია ეგ პროცესი?! 9 თამაშიდან 8-ს რომ წააგებს გუნდი, ჩაძირული არ არის? ყველაფერს სიფრთხილით უნდა მივუდგეთ. იყო ისეთი შემთხვევა, როცა დავასახელე კონკრეტული გვარები და სხვა გუნდებმა დაუწყეს იმ ფეხბურთელებს გადაბირება. თქვენ რომ ახსენეთ, მათთან მართლაც მიდის მოლაპარაკება და დიდი შანსია, "ტორპედოში" ითამაშონ. სხვებთანაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და იმედია, საინტერესო შემადგენლობას მოვუყრით თავს.

- თქვენთან ერთად ვინ იმუშავებს "ტორპედოში"?

- ჩემ გვერდით იქნებიან ისეთი პიროვნებები, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ. ოფიციალურად ჯერ გადაწყვეტილი არ არის და სამწვრთნელო შტაბი საბოლოო სახეს ქალაქის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს. აქ მოიაზრებიან ჯემალ ხერხაძე, დუგლას კავთელაშვილი; მეკარეების მწვრთნელად მიხეილ კვერნაძე იმუშავებს. "ტორპედოში" წლების განმავლობაში მუშაობდა ფიზმომზადების მწვრთნელი ევგენი გორგაძე და ის ახლაც ჩვენ გვერდით იქნება. გუნდის ექიმად მოვიწვიეთ დავით მურღულია, რომელსაც "ტორპედოში" მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს.

- მერთან და გუბერნატორთანაც გქონდათ შეხვედრა?

- დიახ, გვქონდა შეხვედრა და ყველანაირ მხარდაჭერას დაგვპირდნენ, მაგრამ ფეხბურთი დინამიკითაა აღსავსე და მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება. დღეს რომ ჩვენ გვესაუბრებით, შესაძლოა, ხვალ აქ სხვა ადამიანები დაგხვდნენ, ასეც ხდება ხოლმე... რეალობა ის არის, რომ ყველაფერს ვიწყებთ სუფთა ფურცლიდან და იმედი გვაქვს, ქალაქის ხელმძღვანელობაც, ჟურნალისტებიც, გულშემატკივრებიც გვერდით დაგვიდგებიან და ერთიანი ძალისხმევით გუნდს მძიმე მდგომარეობიდან გამოვიყვანთ.

არაერთხელ ვყოფილვართ ანალოგიურ სიტუაციაში, მაგრამ თითქმის დაშლილი გუნდები დაგვიყენებია ფეხზე. ძალისხმევას არც ახლა დავიშურებთ.

- "სხვა ხალხი" ახსენეთ და, როგორც ითქვა, "ტორპედოს" თაობაზე გუბერნატორთან მალხაზ ასათიანიც იმყოფებოდა. ამის თაობაზე რას იტყვით?

- ჩვენთან ერთად, ამ ეტაპზე, გიორგი დემეტრაძე და გიორგი ხურციძე არიან, რომელიც ამ ყველაფრის თავი და თავია. ასათიანი ჩვენთან ერთად არ ყოფილა, თუმცა მივესალმები, თუ ჩვენთან ერთად იმუშავებს.

წლების განმავლობაში "ტორპედოში" ერთად არაერთი გაჭირვებაც გადაგვიტანია და წარმატებისთვისაც მიგვიღწევია; ვალმოხდილია ამ გუნდის წინაშე და თუ სურვილი ექნება, მზად ვართ, გვერდით დავიყენოთ.

- სამომავლოდ როგორ გესახებათ - მერია უპატრონებს კლუბს თუ სპონსორი გამოიძებნება? ლაპარაკობენ, თითქოს მერაბ ჟორდანია აპირებს "ტორპედოს" შეძენას...

- ვერ გეტყვით, აპირებს თუ არა ჟორდანია "ტორპედოს" შეძენას... ამ ეტაპზე კლუბს მერია და რეგიონის ხელმძღვანელობა უდგანან გვერდში, რადგან ქალაქის ყველა სიმდიდრე მათ ხელშია თავმოყრილი... ერთმანეთს საგოლე პასი თუ არ მივეცით, გოლს ვერ გავიტანთ.

ასევე, გულშემატკივრებისა და ვეტერანების მხარდაჭერის იმედიც მაქვს. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ "ტორპედო" გავაძლიეროთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• qutaiseli

დაქცეული და დანგრეული ეხლა რო არის ამაზე მეტი რა უნდა დააქციოს მიხიჩამ 9 თამაშია არ მოუგია გუნდს და ძუძუმწოვარა ბავშვებს ათამაშებდენ რო სარფიანად გაეყიდათ.დაქცევს არა ტოროლა.

• koka

ქუტაისის სიყვარული და პროფესიონალიზმი არ აკლია ბატონ რეზოს. ამ სიტვაციიდან ყველაზე კარგი გამოსავალია.უნდა ვაცალოტ.მე მგონი რეზომ იცის ვინ უნდა დაიყენოს გვერდსჰი

• tato erti

დემეტრაძე არსად დაგეკარგოს,ვაი შენს პატრონს,სულ დააქცევთ მაგ კლუბს ამდენი "მშიერი" და კრიმინალი ხალხი,ძოძუ შენ გადაკრულში ხარ,შეეშვი რა ტორპედოს.....საიდან ამოიყარა ეს ნაფტალინიანი ხალხი,ჩვენი საშველი არაა....

• gaga

რეზო, შენ პროფესიონალი ხარ და ხალხი გაფასებს მაგრამ თქვენი გამკვირებია, ისეთი ხალხი მოიწვიე სამუშაოდ როგორიცაა დემეტრაძე ეხლა კი ასათიანი. გიფიქრიათ რომ ეს არასერიოზული ხალხი თქვენ არ გამოგადგებათ?

• 8i

არა

• vasikobasialdze

აბა ბატონო რეზო თქვენ იცით ძალიან გაფასებთ მჯერა ტქვენი,იქნებ მართლაც როგორმე დააბრუნოთ ასკა ფეხბურთში,ის კიდევ ითამაშებს უმაღლეს დონეზე,მას ეს შეუძლია და თქვენ ეს კარგად იცით

სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა

"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში

გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს

"ყველას ვეტყვი, სანაპიროზე რას აკეთებდი და ვისთან ერთად" - ცნობილი ფრანგი რეპერი მბაპეს დაემუქრა

38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი

უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო

ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა

"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი

[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება

"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა

პსჟ-ს სერიოზული პრობლემა აქვს - "კვარა" და პსჟ ჯორჯიის მწველი მზის ქვეშ

"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია

Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს

ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს

ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს

2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს

რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები

კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია

"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

ეროვნულ ლიგას მომავალ სეზონში მოქმედი ბომბარდირი არ ეყოლება - ბიორნ იონსენმა ქუთაისის "ტორპედო" დატოვა

"ეს საქართველოს ნაკრების ისტორიაში მთავარი მატჩია" - დემეტრაძე პორტუგალიასთან დაპირისპირებაზე

[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი - "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი სკანდალით დასრულდა

ქუთაისის მერია: გუნდი არ დაზარალდება!

"არსენალს" მისი დამატება სურდა, მალხაზის წინაშე დამნაშავე ვარ" - მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი პრეზიდენტი დეტალებზე საუბრობს

არშავინს საქართველოსა და რუსეთის ლეგენდების მატჩის გამართვა უნდა და შეხვედრის ჩატარების ვარიანტად თბილისს განიხილავს - "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელის ამ ინიციატივას დემეტრაძემ და კავაზაშვილმა უპასუხეს

"ᓢᕝᓠᓞᓔᓓᓝᕡ

ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]

ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები

Brabants Dagblad: ჰოლანდიის "დენ ბოსხს" მერაბ ჟორდანიას შვილი ყიდულობს

48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა

მერაბ ჟორდანია ადასტურებს, ოღონდ აზუსტებს: "დენ ბოშის" ყიდვა არა ლევანს, არამედ კახი ჟორდანიას სურს

soccer.ru: რუსეთის ჩემპიონატის 10 ყველაზე რეიტინგული ქართველი - ბრწყინვალეები, ჩემპიონები, ბომბარდირები, სიმბოლო და ჯარისკაცი

"სააკაშვილი გიჟი, ნაძირალა და ავადმყოფია! ციხეში ყოველივე ეს ჩემი თვალით ვნახე..." - დემეტრაძემ პატიმრობის პერიოდი გაიხსენა

"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]

რევაზ ძოძუაშვილი ტყიბულის "მეშახტეში" იმუშავებს

მერაბ ჟორდანია "აუსტრიას" შეიძენს - მისი ვაჟი კი უკვე გუნდში ჩაირიცხა

ქუთაისის "ტორპედოს" ყიდვა მერაბ ჟორდანიას უნდა?!

"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს

"ᓢᓝᓠ

ᓒᓘᓝᓠ

გიორგი ხურციძე: ასე ჩამომართვეს ქუთაისის "ტორპედო"

"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა

"ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! ეს არის ფსკერი და ნაგავი" - მერაბ ჟორდანიამ "დინამოს" გამოსვლა სკანდალურად შეაფასა

"ტორინოსთან" მატჩის შემდეგ მირეკავს ლეგენდარული ჩირო ფერარა და "კვარაზე" მეუბნება... - მერაბ ჟორდანია

"ხვიჩას გარეშე "ნაპოლი" სოფლის გუნდია" - მერაბ ჟორდანია

რევაზ ძოძუაშვილი: სირცხვილია იმაზე საუბარი, რომ მსაჯები ვინმეს ეხმარებიან

რევაზ ძოძუაშვილი: ხელმძღვანელობას და ახალ სპონსორებს უნდოდათ, რომ მთავარ მწვრთნელად დავნიშნულიყავი, მაგრამ...

პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს

"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება

ასათიანი "ლოკომოტივის" XXI საუკუნის 10 საუკეთესო ტრანსფერში

"მე არაბიძეს გამოვიძახებდი და შანსს მივცემდი" - დემეტრაძე საქართველოს ნაკრებსა და ვილი სანიოლზე

გვყავდა ფეხბურთის არწივები, დღეს კი უმეტესობა ინდაურია - ძოძუაშვილი თბილისის "დინამოს" განადგურებაზე

სიჩიოვი: ქართულ რესტორანში დანახარჯს ყოველთვის ასათიანი იხდიდა - ჯანაშია დიეტურ მაგიდაზე მწვანილს მიირთმევდა

"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა

სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა

მალხაზ ასათიანი: ამერიკელებმა ბევრი საზიზღრობა ჩაიდინეს - ვისურვებდი, რუსი სპორტსმენები საერთაშორისო არენაზე დაბრუნდნენ

ძოძუაშვილი: კარგი იქნება ნაკრებში ანჩელოტი, ისე კი ქართველს ვემხრობი

მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა

დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია

"საბერძნეთზე უკეთესი შანსი გვაქვს, რადგან..." - დემეტრაძემ ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა

დემეტრაძე: მამარდაშვილმა დაიმსახურა და მალე "ლივერპულში" იქნება