"წადი, დაისვენე, შე ბებერო ტ..კო" - ჯოი ბარტონი სერ ალექს ფერგიუსონზე
"სიმართლე ისაა, რომ მე მას მანქანით გადავუარე, მაგრამ ის ფიზიკურად ძალიან ძლიერია და ამიტომაც ცოცხალი გადარჩა," - ალვარო არბელოამ უარყო ჭორები, თითქოს სეზონისწინა მოსამზადებელ ეტაპზე მან გარეთ ბეილი დაამტვრია.

"ლიონელ მესი ჩვენი თამაშის მოცარტია. დანარჩენები? ისინი ბანჯოზე უკრავენ," - რეი ჰადსონი.

"მე ვლაპარაკობ ჩემს ჰომოსექსუალობაზე, რადგან მსურს, რომ ამ საკითხზე სპორტსმენებს შორის საუბარი დაიწყოს. იმის გასაანალიზებლად, რომ გეი ვიყავი, საკმაოდ რთული და გრძელი პროცესის გავლა მომიწია - მხოლოდ რამდენიმე წლის წინ მივხვდი, რომ მერჩივნა სხვა კაცთან ერთად მეცხოვრა. ჰომოსექსუალობა ინგლისში, გერმანიაში ან იტალიაში პრობლემას არ წარმოადგენს - გასახდელში მაინც. არასდროს ვყოფილვარ შერცხვენილი იმის გამო, რომ ჰომოსექსუალი ვიყავი," - თომას ჰიტცლშპერგერი.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ბეწვის ხიდზეა. დევიდ მოიესი ძალიან მეცოდება, რადგან მან ჩაიბარა იმპერია, რომელიც განწირულია დაცემისთვის. ფერგი კი ისევ იქ არის - "ნამგალიანი სიკვდილივით" დაძვრება "ოლდ ტრაფორდზე". ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოიესი ტყვიას მიიღებს, ის კი (ფერგიუსონი) გუნდის გადასარჩენად გამოხტება. რა აზრი აქვს კარიერის დასრულებას, თუ ყველა თამაშზე ისევ სტადიონზე ივლი?! წადი, დაისვენე, გოლფი ითამაშე, მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად გაატარე დრო, შე ბებერო ტ..კო" - ჯოი ბარტონი.

"ბარსას" თამაში ჩავის გარეშე არაფერია - ის ჩვენი სტილის არქიტექტორია. მან ინიესტასთან, ბუსკეტსთან და მესისთან ერთად "ტიკი-ტაკა" გამოიგონა - ეს ჩავის საფირმო სტილია. ის "ბარსელონას" ლეგენდაა. გავა წლები, წარსულს გადავხედავთ და მასზე ვიტყვით: "რა დიდებული ფეხბურთელი იყო! ის არის ესპანეთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე" - სანდრო როსელი.

"ჟოზე მოურინიო არის მწვრთნელი, რომელიც მხოლოდ შედეგზეა ორიენტირებული. ის ამბობს, რომ "განსაკუთრებულია", რადგან სხვადასხვა ქვეყანაში ესა თუ ის ტიტული მოიგო, მაგრამ მე არ მომწონს ის სტილი, რომლითაც მისი გუნდები თამაშობენ. ვის ახსოვს ის "ინტერი", რომელსაც მან ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა? მას იქ მემკვიდრეობა არ დაუტოვებია, განსხვავებით კრუიფისგან. იგივე შემიძლია ვთქვა დი მატეოზე - მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მაგრამ ის გუნდი ფეხბურთს საერთოდ არ თამაშობდა. მე ბედნიერი ვარ, რომ "ბარსელონაში" ვთამაშობ, რადგან ჩვენს გუნდს განსაზღვრული ფილოსოფია გააჩნია" - ჩავი.

"არასდროს მინახავს ფრანკ რიბერის მსგავსი ხასიათის მქონე ფეხბურთელი. ის ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ მომენტში ბოლომდე იბრძვის, გაუჩერებლად დარბის და გუნდისთვის ბოლომდე იხარჯება. ჩემთვის პატივია, რომ ფრანკის მწვრთნელი ვარ" - პეპ გვარდიოლა.

"ვფიქრობ თუ არა, რომ ალექსზე ან მარკინიოსზე ნაკლები ვარ? არა. მე ერთხელ მითხრეს: "შენ მესამე ხარ". მე ვუპასუხე: "დიახ, მესამე ჩემი ნომერია, რომელიც მაისურზე მაწერია, მაგრამ გუნდში, იერარქიულად, მესამე ნომერი ნამდვილად არ ვარ" - მამადუ სახო "პარი სენ-ჟერმენის" დაცვის ცენტრში არსებული კონკურენციის შესახებ, რის გამოც მან გუნდი დატოვა და "ლივერპულში" გადავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდების მატჩში თბილისის "დინამომ" "აიაქსი" 5:2 დაამარცხა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
"ტორპედოში" გადასვლის გადაწყვეტილების მთავარი ფაქტორი სწორედ ეს იყო" - სახოს პირველი კომენტარი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ
"ყველა მწვრთნელს ვახშამზე დავპატიჟებ" - გვარდიოლას პრემიერ ლიგაში 250 გამარჯვება დაუგროვდა
გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა
იმიჯი შეიცვალა - 54 წლის გვარდიოლამ ულვაშები დაიმშვენა
ჩავიმ მესის შესაძლო დაბრუნებაზე გააკეთა კომენტარი
გამორჩეული ფეხბურთელები, რომლებიც კვლავ უგუნდოდ არიან
"არაფერი დასრულებულა - ჩვენ მზად ვართ" - კინმა და სახომ "ომონიასთან" მატჩის წინ კომენტარები გააკეთეს
უპატივცემულობა - დონარუმას განცხადება, საუბარი გვარდიოლასთან და ლუის ენრიკეს კომენტარი
ჯოი ბარტონი ქალთა ფეხბურთზე გამოთქმული აზრების გამო გააკრიტიკეს
ხოსეპ გვარდიოლამ "სიტიში" თავის მომავალზე ისაუბრა
კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე
სატრანსფერო სეზონი: ბუნდესლიგის უგუნდო ფეხბურთელები
საფეხბურთო თერთმეტეული, რომლებსაც კრიმინალთან კავშირი ჰქონდათ
ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 24 აგვისტო
თომას ჰიტცლშპერგერი: მე გეი ვარ!
ბარტონი: ინგლისი როგორც საფეხბურთო ერი რეგრესირებს
ჩავი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება? - ესპანელს შემოთავაზება ბუნდესლიგის კლუბიდან აქვს
საქართველოთი მოხიბლული მაიდა - გაიცანით სახოს ცოლი, რომლის გამოც ფეხბურთელი "ტორპედოში" გადავიდა [PHOTOS]
ჩავის ინდოეთის ნაკრების მწვრთნელობაზე უარი უთხრეს
"ის არა მარტო ტიტულების მოგებაში დაგვეხმარება, არამედ ამ საქმესაც შეითავსებს" - "ტორპედომ" სახოს ტრანსფერი დაადასტურა და ფეხბურთელობის გარდა, მისი სხვა საქმიანობაც გვამცნო
ჩავიმ, მისი აზრით, მუნდიალის 2 ყველაზე დიდი ტალანტი დაასახელა
"ახლა მუშაობა ყველაზე მეტად მინდა" - გვარდიოლამ "სიტიდან" წასვლა გამორიცხა
ჯოი ბარტონი სკანდალში გაეხვა - 1 260 ფსონისა და 18 თვის ამბავი
"ჯუღელი მომდევნო კვირას იტალიაში ჩავა, კვარაცხელიას "ნაპოლიდან" წასვლის შანსი გაიზარდა" - La Gazzetta dello Sport-ი დეტალებზე წერს
"აი, ამიტომ გადავწყვიტე "ტორპედოში" გადმოსვლა" - მამადუ სახოს ინტერვიუ
ჩავიმ "ბარსელონას" ფეხბურთელის დამატება ურჩია