გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა აღიარა, რომ ჰომოსექსუალია
ჰომოსექსუალიზმი ფეხბურთში ტაბუდადებული თემაა, ან ახლა უკვე შეიძლება ითქვას, რომ ტაბუდადებული თემა იყო, რადგან ცნობილმა ფეხბურთელმა პირველად აღიარა, რომ გეია. ეს გახლავთ გერმანელი თომას ჰიტცლშპერგერი, რომელიც გერმანიის ნაკრებშიც თამაშობდა, "შტუტგარტში" 2007 წელს გერმანიის ჩემპიონი გახდა, დღეს კი 31 წლისაა და საფეხბურთო კარიერა უკვე დამთავრებული აქვს.

"საჯაროდ ვაცხადებ, რომ გეი ვარ და ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ჰომოსექსუალიზმი სპორტში ტაბუდადებული თემა აღარ იყოს", - უთხრა ჰიტცლშპერგერმა ჟურნალ "ცაითს".

თომასი არ მალავს, რომ სანამ ფეხბურთელი იყო (კარიერა ახლახან, 2013 წლის სექტემბერში დაასრულა), ამის აღიარება ვერაფრით გაბედა და ეს მართლაც ძალიან თამამი გადაწყვეტილება ახლაღა მიიღო. "ცაითისთვის" მიცემულ ინტერვიუში ის იმასაც ამბობს, რომ მხოლოდ ბოლო წლებში მიხვდა, რომ ქალთან ცხოვრებას კაცთან ცხოვრება ურჩევნია.

თომას ჰიტცლშპერგერი მეგა-ვარსკვლავი არ ყოფილა, მაგრამ საკმაოდ ცნობილი, პოპულარული და წარმატებული ფეხბურთელი გახლდათ. ბავშვობაში მიუნხენის "ბაიერნის" სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში თამაშობდა, 2000 წელს კი ინგლისის პრემიერლიგაში გადაბარგდა, სადაც ბირმინგემის "ასტონ ვილას" ფორმა მოირგო. საფეხბურთო ევროპამ თომასი სწორედ "ასტონ ვილადან" გაიცნო. ჰიტცლშპერგერი გერმანიის ნაკრებშიც ბირმინგემული კლუბიდან მოხვდა - ბუნდესგუნდში პირველი მატჩი მან 2004 წლის ოქტომბერში ჩაატარა.

"ასტონ ვილას" შემდეგ ჰიტცლშპერგერი "შტუტგარტის" კაპიტანი გახლდათ და 2007 წელს გერმანიის ჩემპიონობა იზეიმა - "ვერცხლის სინიც" სწორედ თომასმა აღმართა. მოგვიანებით თომასი რომის "ლაციოში" ასპარეზობდა, 2011 წელს კი პრემიერლიგაში დაბრუნდა და "ვესტ ჰემის" ფორმა მოირგო, საიდანაც "ვოლფსბურგში" გადაბარგდა. მისი ბოლო კლუბი კი ისევ ინგლისური, "ევერტონი" გახლდათ.

"ინგლისში, გერმანიასა და იტალიაში ფეხბურთელებისთვის ჰომოსექსუალიზმი აკრძალული თემაა. ყოველ შემთხვევაში, გასახდელებში ამაზე არავინ ლაპარაკობს, - ამბობს ჰიტცლშპერგერი ხსენებულ ინტერვიუში, - მე ამის არასდროს მრცხვენოდა და თანაგუნდელებთან ბევრჯერ ვცადე ამის აღიარება, მაგრამ ვერასდროს გავბედე. წარმოიდგინეთ, რომ 20 ახალგაზრდა მამაკაცი მაგიდას უზის და ლუდს მიირთმევს - ასეთ დროს ხშირად ისმის დამცინავი და შეურაცხმყოფელი კომენტარები ჰომოსექსუალიზმის შესახებ. რა გასაკვირია, რომ აღიარებას ვერავინ ბედავს".

ჰიტცლშპერგერი ინტერვიუში იმასაც ამბობს, რომ ამ აღიარების შესახებ წინასწარ შეატყობინა გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ იოახიმ ლიოვს და მენეჯერ ოლივერ ბირჰოფს.

ნირსბახი: თომასი სამაგალითო პროფესიონალი იყო და მის აღიარებას პატივი უნდა ვცეთ

ჰიტცლშპერგერის სკანდალურ აღიარებაზე კომენტარი გააკეთა გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ვოლფგანგ ნირსბახმა.

აი, რა თქვა გერმანული ფეხბურთის მთავარმა მესაჭემ: "თომასი აქტიური სპორტული კარიერის დროს გერმანიის ნაკრების სამაგალითო ფეხბურთელი, ნამდვილი პროფესიონალი იყო და უდიდეს პატივისცემას იმსახურებდა. თამამად ვიტყვი, რომ ის ახლა უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს, რადგან გაბედა და აღიარა ის, რაც აქამდე არავის უღიარებია. გერმანიის საფეხბურთო კავშირისგან ის სრულ მხარდაჭერას მიიღებს".

თომასის განცხადებას გერმანიის ნაკრების მენეჯერი ოლივერ ბირჰოფიც გამოეხმაურა: "ამ დღემდე ჩვენ არაფერი ვიცოდით იმის შესახებ, რომ ჰიტცლშპერგერი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის იყო. ამის შესახებ მან მხოლოდ კარიერის დასრულების შემდეგ შეგვატყობინა. რაკი ახლა საჯაროდაც გამოაცხადა, გაგებას და პატივისცემას იმსახურებს. მივესალმები მის ასეთ ნაბიჯს და ვპირდები, რომ ჩვენგან ყველანაირ მხარდაჭერას მიიღებს".

კომენტარი გააკეთა გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა და ჰიტცლშპერგერის ყოფილმა თანაგუნდელმა ლუკას პოდოლსკიმაც - პოლდიმ თომასის ნაბიჯს თამამი, სწორი და პატივსაცემი გადაწყვეტილება უწოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

amiran amiranian
უსახელო უგვარო, დიდი სიამოვნებით დაგეხმარები რაც შემიძლია. ***
alan's psychedelic breakfast
უსახელო უგვარო გითხრა შენი პრობლემა რა არის? შენ არ გაქვს სურვილი რომ არ იყო გეი! გსიამოვნებს გეი რომ ხარ! იმიტომ რომ მიგაჩნია ნორმალურად შენი ორიენტაცია! არადა ეს არ არის ნორმალური! თუ სურვილი გაქვს მართლა გულით გეუბნები დაგეხმარები რომ დაუბრუნდე ნორმალურ ცხოვრებას და განიკურნო მაგ საზიზღარი დაავადებისგან! იმიტომ რომ მე არ მეზიზღებით ცისფერები! მეცოდებით გულით! იმიტომ რომ ცხოვრების გზას ხართ აცდენილები! გამოთქვი სურვილი და დაგეხმარებით!
Walkabout
გეი რას არის? პიდარასტი?
PARFIUMER
კაი ერთი. ღმერთმა ხელი მოგიმართოს საყვარელი ადამიანის პოვნაში... :D თქვე ქართვლო ჰომოფობებო და უვარგისები თქვენ :D
უსახელო უგვარო
ვენაცვალე! ყველას კი არ ყოფნის გამბედაობა რომ აღიაროს, რომ განსხვავებულია. 31 წლის ასაკამდე სიცრუეში იცხოვრა თქვენი აზრით დარჩენილი სიცოცხლე კიდევ რატომ უნდა ეცხოვრა სიცრუეში? თქვენ ჰეტეროები, რომელსაც გეები მხოლოდდამხოლოდ გარყვნილ ადამიანებად მიგაჩნიათ, ვერ ხვდებით იმ დიდ ტვირთს, რაც ჩვენ გვაწევს ცხოვრების მანძილზე. მეთვითონ უკვე 27 წლის ბიჭი ვარ და დღემდე არ იციან ჩემმა მშობლებმა, რომ გეი ვარ. ალბათ ამის გამბედაობა არასოდეს მეყოფა, რომ მათ ეს განვუცხადო. სწორედ ამიტომ, თავიდან რომ ავიცილო ყოველდღიური კომენტარები მშობლებისგან და ნათესავებისგან, რომ დროა ცოლი მოვიყვანო, საქართველოდან წავედი გერმანიაში, სადაც მინდა სწავლა გავაგრძელო და ვიპოვო საყვარელი ადამიანი და მასთან ერთად ვიცხოვრო ბედნიერად. როგორც თქვენ, ჰეტეროებს ვერ წარმოგიდგენიათ და ვერ შეძლებთ კაცთან ერთად ცხოვრებას, ეგრე ვართ ჩვენც - გეები. ჩვენ ქალთან ერთად ვერ ვიცხოვრებთ. საბედნიეროდ ღმერთმა გეი მარტოობისთვის არ გაწირა - მოსახლეობის 10 პროცენტი ჰომოსექსუალია და ადამიანს შეუძლია მეორე ნახევრის - საყვარელი ადამიანის პოვნა, ვისთანაც უბედნიერესი იქნება. გერმანიაში, ისე როგორც ყველგან მსოფლიოში 90 პროცენტი ჰეტეროსექსუალია, მაგრამ ამათგან ალბათ მხოლოდ 5 პროცენტი იქნება ისე რადიკალურად განწყობილი ჰომოფობი, როგორც საქართველოში მოსახლეობის 80 პროცენტია. ყველა განვითარებულმა ქვეყანამ გამოიარა ის პერიოდი, სადაც ეხლა საქართველოა და იმედი მაქვს 20 წლის შემდეგ ქართველ ხალხს სასაცილოდ არ ეყოფა რომ წარსულში ჰომოსექსუალების წინააღმდეგ გამოდიოდნენ. იმედია მალე გახდება ყველა ქართველი ტოლერანტი და მიხვდება, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება გააკეთოს თავისი არჩევანი (თუმცა ჰომოსექსუალობა არჩევანი არაა) და იცხოვროს ბედნიერად იმასთან, ვინც უყვარს. და ბოლოს მათ მინდა მივმართო, ვინც ყველა ესეთ ქამინგ-აუთს ანუ ორიენტაციის საჯაროდ გახმოვანებას მხოლოდდამხოლოდ პოპულარობის სურვილს ან ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას მიაწერს, და ვინც საქართველოში ამბობს: იყვნენ თავისთვის ვინმე რამეს უშლის ლოგინშიო? ეს არის ძალიან არატოლერანტული, რასაც თქვენ გვთავაზობთ. ჩვენი ბედნიერება არ შემოიფარგლება მხოლოდ ლოგინით, როგორც ეს თქვენ გგონიათ. ბედნიერებისთვის ადამიანს ცოტა უფრო მეტი სწირდება. მაგალითად ის, რომ ნაცნობ მეგობრებში არ მოგვიწიოს ცხოვრების მანძილზე თვალთმაქცობა რომ ჰეტეროსექსუალები ვართ. ჩვენ გვინდა, რომ ტყუილში არ გავატაროთ ჩვენი ცხოვრება და სიმართლის განცხადებით არ მოგვადგეს ზიანი ჰომოფობების მხრიდან.
alan's psychedelic breakfast
brola საღოლ! :))
levani
შენ *** ხარ გეი კი არა :))))
brola
"ვაჟკაცი" ყოფილა და "ვაჟკაცურადაც" აღიარა! - "გაუმარჯოს" გაგებას!
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
"ნაპოლიმ" "კრემონეზე" გაანადგურა
მთავარი სამიზნეა - "ბაიერნი" ენტონი გორდონის შეძენას შეეცდება
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება
სკანდალის დასასრული - UEFA-მ პრესტიანი 6 მატჩით დასაჯა
მბაპე ტრავმირებულია - "რეალს" მორიგი პრობლემა აქვს
დაბრუნება "რეალში" თუ კვლავ "ბენფიკაში" მუშაობა - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა
[VIDEO] "რეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან 90+4-ე წუთზე გაუშვა
0:3-დან - "ლანსმა" "ბრესტთან" თითქმის წაგებულ მატჩში ქულა მოიპოვა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
მატჩის დღე - პსჟ "ბაიერნამდე" ლიდერობის გასამყარებლად!
პოდოლსკი მისსავე ორგანიზებული საქველმოქმედო მატჩიდან გააძევეს [VIDEO]
სატრანსფერო სეზონი: ბუნდესლიგის უგუნდო ფეხბურთელები
კვირის ფრაზები: მესი მოცარტია, დანარჩენები ბანჯოზე უკრავენ
ლუკას პოდოლსკი თურქეთში დაბრუნდა
ლუკას პოდოლსკიმ კიოლნში საშაურმე გახსნა
ხავი შესაძლოა გაათავისუფლონ - მის შემცვლელად 3 კანდიდატი სახელდება
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ლიოვმა ახსნა, თუ რატომაა იმედიანად ინგლისთან მატჩის წინ
ლუკას პოდოლსკი: მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ძლიერი დარტყმით დამაჯილდოვა
ლიოვმა მიულერს დაურეკა და ნაკრებში უხმო
სამი კანდიდატი - "ბაიერნში" ტუხელის შესაძლო შემცვლელები ცნობილია
ლუკას პოდოლსკი გერმანიაში შაურმების ქსელს აფართოვებს
კაპაძემ უზბეკეთი მუნდიალზე გაიყვანა და მაინც უშვებენ? - ადგილობრივ ფედერაციას ამ ცნობილი მწვრთნელის მიწვევა სურს
გერმანია-ინგლისი 1:0 - "ათიანის" გამოთხოვება და ბენეფისი [VIDEO]