საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში საშობაო-საახალწლო არდადეგები დასრულდა და მე-12 ტურის შეხვედრები გაიმართა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში საშობაო-საახალწლო არდადეგები დასრულდა და მე-12 ტურის შეხვედრები გაიმართა. ქართველ მორაგბეთა გუნდები ორ ჯგუფში ლიდერობენ, კიდევ ორს კი პლეი ოფში მოხვედრის კარგი შანსი აქვს.

A ჯგუფს სათავეში შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, არჩილ კობაურისა და ელიზბარ ყუფარაძის "მასი" უდგას.

პარიზელებმა მე-12 ტურში სტუმრად დაამარცხეს ირაკლი ნინიძის "დიჟონი" - 37:14. აშვეთია ძირითად შემადგენლობაში იყო და 47-ე წუთზე ყუფარაძემ შეცვალა, დადუნაშვილმა მოედანზე 15 წუთით მეტი დაჰყო, ნინიძემ კი თამაშის დასრულებამდე სამი წუთით ადრე დატოვა მოედანი; სუთიაშვილს და კობაურს არ უთამაშიათ.

დადუნაშვილი და აშვეთია მატჩის საუკეთესო მოთამაშეთა შორის დაასახელეს. აღსანიშნავია, რომ მასელთა ოთხი ლელოდან ორი საჯარიმო იყო, რაც სტუმართა შერკინების, უფრო კი, ქართველი პირველხაზელების დამსახურება გახლდათ.

ქართველ მორაგბეთა სხვა სამ გუნდს პლეი ოფში მოხვედრის შანსი, ფაქტობრივად, აღარ აქვს.

ბაჩუკი გუჯარაიძის "სენ ნაზერი" სტუმრად დამარცხდა "ნევერთან" - 20:27. ქართველმა შერკინების მეორეხაზელმა თავიდან ბოლომდე ითამაშა. სენნაზერელები 20 ქულით მე-6 ადგილზე არიან და საპლეიოფო ჯგუფს 13 ქულით ჩამორჩებიან.

17 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა შოთა საყვარელიძის "სენ ჟან დანჟელი", რომელმაც შინ წააგო მესამეადგილოსან "ლილთან" - 16:26. საყვარელიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს.

ჩვენებურის ამ გუნდს ერთი ქულით ჩამორჩება და მე-9 ადგილზეა რეზო გიგაურისა და თენგიზ გელანტიას "მონლუსონი", რომელმაც შინ დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით დაამარცხა "ვანი" - 21:20.

A ჯგუფი

დიჟონი-მასი 14:37, სენ ჟან დანჟელი-ლილი 16:26, ბობინი-კონიაკი 22:17, მონლუსონი-ვანი 21:20, ნევერი-სენ ნაზერი 27:20.

სატურნირო მდგომარეობა

1. მასი - 42 ქულა, 2. ნევერი - 41, 3. ლილი - 36, 4. ვანი - 33, 5. ბობინი - 21, 6. სენ ნაზერი - 20, 7. სენ ჟან დანჟელი - 17, 8. კონიაკი - 17, 9. მონლუსონი - 16, 10. დიჟონი - 9.

XII ტური

მასი-სენ ჟან დანჟელი, ლილი-ბობინი, კონიაკი-მონლუსონი, ვანი-ნევერი, სენ ნაზერი-დიჟონი.

B ჯგუფში ლიდერი ავთანდილ კოპალიანის "მაკონია". მიუხედავად იმისა, რომ ჩვენებურის გუნდმა სტუმრად წააგო "ლა ვულესთან" - 23:27, 39 ქულით მაინც პირველ ადგილზეა. კოპალიანს არ უთამაშია. უახლოესი მდევარი "ობენა" მაკონელებს ახლა ერთი ქულით ჩამორჩება.

ამავე ჯგუფში მოასპარეზე ქართველ მორაგბეთა სხვა სამ გუნდს სატურნირო ცხრილის ბოლო სამი საფეხური უკავია. ყველაზე უკეთესი მდგომარეობა გიორგი ჯაშიტაშვილის "შალონს" აქვს, რომელიც შინ დამარცხდა "ლა სეინთან" - 9:22. შალონელებმა 18 ქულა დააგროვეს და მე-8 ადგილზე იმყოფებიან.

მათ ექვსი ქულით ჩამორჩება და მე-9 ადგილზეა მერაბ კვირიკაშვილისა და ზერო პეტრიაშვილის "ვიენი", რომელმაც სტუმრად წააგო მეორეადგილოსან "ობენასთან" - 17:27. კვირიკაშვილმა, რომელმაც სრულად ითამაშა, გუნდს შვიდი ქულა მოუტანა (ორი გარდასახვა და ერთი საჯარიმო), პეტრიაშვილი თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო.

სატურნირო ცხრილის ბოლო საფეხურზე კი რვა ქულით გიორგი კუთარაშვილის "ანესი" იმყოფება, რომელიც შინ ვერას გახდა "რომანთან" დაპირისპირებაში - 15:31.

B ჯგუფი

შამბერი-ექსი 29:13, ანესი-რომანი 15:31, ლა ვულე-მაკონი 27:23, შალონი-ლა სეინი 9:22, ობენა-ვიენი 27:17.

სატურნირო მდგომარეობა

1. მაკონი - 39 ქულა, 2. ობენა - 38, 3. ლა სეინი - 31, 4. ექსი - 29, 5. რომანი - 29, 6. ლა ვულე - 28, 7. შამბერი - 25, 8. შალონი - 18, 9. ვიენი - 12, 10. ანესი - 8.

XII ტური

მაკონი-შალონი, ექსი-ანესი, რომანი-ლა ვულე, ვიენი-შამბერი, ლა სეინი-ობენა.

C ჯგუფში პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის თედო ზიბზიბაძის, ნიკოლოზ მაღალდაძის, გიორგი გაბელიასა და ირაკლი ნატრიაშვილის "პერიგო", რომელმაც სტუმრად შეძლო აუტსაიდერ "ენდაის" დამარცხება - 31:17.

ქართველთაგან მხოლოდ ზიბზიბაძემ ითამაშა, რომელმაც ერთი სალელოვე გადაცემა მიითვალა და მოედანზე თავიდან ბოლომდე დაჰყო. "პერიგოს" ახლა 25 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა.

C ჯგუფი

მონტობანი-როდეზი 27:16, ლორმონი-სენ ჟან დე ლუზი 31:21, ენდაი-პერიგო 17:31, ლავორი-ლანჟონი 18:13, ტულე-ლიმოჟი 15:14.

სატურნირო მდგომარეობა

1. მონტობანი - 52 ქულა, 2. ლანჟონი - 35, 3. ლიმოჟი - 26, 4. პერიგო - 25, 5. ლორმონი - 25, 6. სენ ჟან დე ლუზი - 23, 7. როდეზი - 22, 8. ტულე - 21, 9. ლავორი - 21, 10 ენდაი - 8.

XII ტური

როდეზი-ლორმონი, სენ ჟან დე ლუზი-ენდაი, პერიგო-ლავორი, ლიმოჟი-მონტობანი, ლანჟონი-ტულე.

D ჯგუფში 27 ქულით მე-5 ადგილზეა და პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის ლაშა მალაღურაძის, სიმონ მაისურაძის, ლადო გუნიავას, ბექა ურჯუკაშვილისა და გიორგი მჭედლიშვილის "ბაგნერე".

ჩვენებურთა ამ გუნდმა შინ დაამარცხა "ვალანსი" - 16:11. მალაღურაძემ, რომელმაც სრულად ითამაშა, სამი საჯარიმო და ერთი გარდასახვა გაიტანა (11 ქულა), მაისურაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს, ორ წუთში მოედანი მჭედლიშვილმაც დატოვა, გუნიავა და ურჯუკაშვილი განაცხადში არ იყვნენ.

მიხეილ გაჩეჩილაძის "აჟეტმომ", რომელიც 17 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა, შინ წააგო "ლურდთან" - 13:24. გაჩეჩილაძემ სრულად ითამაშა.

D ჯგუფი

აჟეტმო-ლურდი 13:24, ბლანიაკი-ლანამეზანი 25:22, ტიროსი-კასტანე 24:14, ბაგნერე-ვალანსი 16:11, ოლორონი-მოლეონი 22:6.

სატურნირო მდგომარეობა

1. ტიროსი - 41 ქულა, 2. ოლორონი - 40, 3. ლანამეზანი - 30, 4. კასტანე - 30, 5. ბაგნერე - 27, 6. ვალანსი - 25, 7. ბლანიაკი - 22, 8. ლურდი - 17, 9. აჟეტმო - 17, 10. მოლეონი - 9.

XII ტური

ლურდი-ბლანიაკი, ლანამეზანი-ბაგნერე, ვალანსი-ოლორონი, კასტანე-ბაგნერე, მოლეონი-აჟეტმო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველები ევროტურნირების ფინალში
ბექა საღინაძის ლელოთი ჩელენჯ თასის ფინალში!
RugbyPass-ის ინტერვიუ დავით ნინიაშვილთან - "საქართველო 2027 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავა"
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო