ცნობილი ჩოგბურთელის შფოთიანი ცხოვრება გრძელდება
მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ამერიკელი ჯენიფერ კაპრიატი ციხეს გადაურჩა მას შემდეგ, რაც პოლიციასთან გარიგებაზე წავიდა.

ჩოგბურთელმა აღიარა თავისი ყოფილი ბოიფრენდისთვის, ეივენ ბრენანისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, რის შემდეგაც პალმ-ბიჩის ოლქის სასამართლომ შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე ჯენიფერის წინააღმდეგ, თუმცა გარკვეული პირობების სანაცვლოდ:

ამერიკელმა უნდა გაიაროს აუცილებელი კურსები საკუთარი მრისხანების სამართავად; აგრეთვე, უნდა შეასრულოს გამოსასწორებელი სამუშაოები 30 დღის განმავლობაში.

კაპრიატის პატიმრობა ემუქრებოდა იმ ინციდენტის გამო, რომელიც შარშან, 14 თებერვალს მოხდა. მაშინ ცნობილ ჩოგბურთელს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი აწ უკვე ყოფილი ბოიფრენდის ცემისთვის. როგორც ჩანს, "წმინდა ვალენტინის დღე" იმდენად უიღბლო გამოდგა, რომ 37 წლის კაპრიატიმ რამდენჯერმე უთავაზა მუშტი ბრენანს, რის შემდეგაც დაზარალებულმა პოლიციას მიმართა.

ადრე ჩოგბურთელი ყველა ბრალდებას უარყოფდა და მათ უსაფუძვლოსა და სასაცილოს უწოდებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...