ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: რევანში კალიფორნიაში

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: რევანში კალიფორნიაში

"კლიპერსს" გრიფინი აღარ უნდა?
"კლივლენდის" მთავარი მწვრთნელი მაიკ ბრაუნი გასულ სეზონს "ლეიკერსის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე იწყებდა, მაგრამ ჩემპიონატის სტარტიდან 10 დღის შემდეგ ის უმუშევარი დარჩა - პირველ ხუთ მატჩში ოთხი წაგება არ აპატიეს. ახლა კალიფორნიულ გრანდს მაიკ დ'ენტონი ავარჯიშებს და მასაც უწევს თავის მართლება კლუბის ბოსების წინაშე.

"ლეიკერსის" დღევანდელ მდგომარეობაზე მეტყველებს ბრაუნის სიტყვები გუშინდელი მატჩის წინ: "დიახ, მე ვფიქრობდი იმაზე, რომ დრაფტის პირველი ნომერი ენტონი ბენეტი D-ლიგაში გამეშვა სათამაშო პრაქტიკის მისაღებად... მაგრამ "ლეიკერსთან" მატჩის წინ ამის გაკეთებას აზრი არ აქვს". საბოლოოდ, ბრაუნი კინაღამ დაისაჯა მეტოქის შეუფასებლობისთვის.

ბოლო მეოთხედის დაწყებამდე "ლეიკერსი" წინ იყო, მაგრამ დასკვნით 12-წუთეულში დიონ უეიტერსის 13 ქულითა და ლუოლ დენგის ბრწყინვალე თამაშით, მაინც მოახერხა მოგება. ამასთან, დენგმა, რომელიც მხოლოდ მესამე მატჩს ატარებდა "კლივლენდის" რიგებში, ხუთიდან ხუთი სამქულიანი ჩააგდო.

"ლეიკერსმა" კი ბოლო 12 მატჩიდან 11 წააგო და დასავლეთ კონფერენციის თითქმის ფსკერზე აღმოჩნდა. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში უფრო უარესად იქნება საქმე, რადგან დ'ენტონის გუნდი დღეიდან 7-მატჩიან გასვლით ტურნეს იწყებს. "კლივლენდს" კალიფორნიული კლუბის მსგავსი სტატისტიკა აქვს (14 მოგება და 24 წაგება) და აღმოსავლეთში მე-11 ადგილი უკავია.

სასიხარულო ამბავია "მემფისში". ამ გუნდს დაუბრუნდა გასული სეზონის საუკეთესო დამცველი მარკ გასოლი, რომელმაც ტრავმის გამო ორი თვე გამოტოვა და გარკვეული წვლილიც შეიტანა "გრიზლისის" "ოკლაჰომაზე" გამარჯვებაში. თუმცა მატჩის გმირი არა ესპანელი კალათბურთელი (რომლის გარეშე "მემფისმა" 23-დან 13 მატჩი წააგო), არამედ ზაკ რენდოლფი და კორტნი ლი გახდნენ, რომელიც ამასწინ გადავიდა "დათვების" რიგებში "ბოსტონიდან".

"ოკლაჰომას" ლიდერი კევინ დურანტი კი, პრაქტიკულად, მარტო ებრძოდა მეტოქეს და ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მოსაგებად. თუმცა ბოლო წამებზე "თანდერს" შეეძლო ანგარიშის გათანაბრება და მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა, მაგრამ კუთხიდან იბაკას ნასროლი სამქულიანი არაზუსტი აღმოჩნდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით "მემფისი" პლეი ოფის მიღმა იმყოფება, მაგრამ გასოლის დაბრუნებით, ეს გუნდი აუცილებლად იბრძოლებს საუკეთესო რვა გუნდს შორის მოსახვედრად.

შარლოტი-ნიუ იორკი 108:98

27:24, 28:22, 23:27, 30:25

შ: ჯეფერსონი (35), უოკერი (25), ჰენდერსონი (17).

ნ-ი: ენტონი (20), სტაუდმაიერი (17).

ინდიანა-საკრამენტო 116:92

25:20, 34:25, 27:29, 30:18

ი: ჯორჯი (31), უესტი (16).

ს: კაზინსი (31+13 მოხსნა).

მემფისი-ოკლაჰომა 90:87

24:16, 19:31, 29:20, 18:20

მ: ლი (24), რენდოლფი (23+13 მოხსნა), კონლი (19).

ო: დურანტი (37), ჯექსონი (17).

ლეიკერსი-კლივლენდი 118:120

23:28, 40:29, 22:31, 33:32

ლ: ნ. იანგი (28), მიქსი (26), პ. გასოლი (20+12 მოხსნა), უ. ჯონსონი (17), მარშალი (10+16 პასი).

კ: დენგი (27), ვარეჟაო (18+18 მოხსნა), უეიტერსი (17), ტ. ტომპსონი (15+13 მოხსნა).

აღმოსავლეთი

თ მ წ %

1. ინდიანა 37 30 7 81.1

2. მაიამი 37 27 10 73.0

3. ტორონტო 36 19 17 52.8

4. ატლანტა 38 20 18 52.6

5. ვაშინგტონი 36 17 19 47.2

6. ჩიკაგო 36 17 19 47.2

7. დეტროიტი 38 16 22 42.1

8. შარლოტი 39 16 23 41.0

9. ბრუკლინი 37 15 22 40.5

10. ნიუ იორკი 38 15 23 39.5

11. კლივლენდი 38 14 24 36.8

12. ბოსტონი 39 13 26 33.3

13. ფილადელფია 37 12 25 32.4

14. ორლანდო 38 10 28 26.3

15. მილუოკი 37 7 30 18.9

დასავლეთი

თ მ წ %

1. სან ანტონიო 38 30 8 78.9

2. პორტლენდი 37 28 9 75.7

3. ოკლაჰომა 38 28 10 73.7

4. კლიპერსი 39 26 13 66.7

5. ჰიუსტონი 39 25 14 64.1

6. გ. სტეიტი 39 25 14 64.1

7. დალასი 39 23 16 59.0

8. ფინიქსი 37 21 16 56.8

9. დენვერი 37 19 18 51.4

10. მინესოტა 37 18 19 48.6

11. მემფისი 37 18 19 48.6

12. ნიუ ორლეანი 37 15 22 40.5

13. ლეიკერსი 38 14 24 36.8

14. საკრამენტო 36 13 23 36.1

15. იუტა 39 13 26 33.3

აღმოსავლეთის მწვრთნელი ფოგელია

გუშინ, "საკრამენტოსთან" მოგების შემდეგ, "ინდიანა" "ტორონტოს" ისეთი მანძილით დაშორდა, რომ კანადური კლუბი 2 თებერვლამდე ვეღარ დაეწევა "პეისერსს". ეს კი იმას ნიშნავს, რომ "ყველა ვარსკვლავის მატჩში" აღმოსავლეთ კონფერენციის დამრიგებელი იქნება ინდიანაპოლისელთა თავკაცი ფრენკ ფოგელი. რატომ არ განიხილება აღმოსავლეთის მეორე გუნდის - "მაიამის" მთავარი მწვრთნელის, ერიკ სპოელსტრას კანდიდატურა?

იმიტომ, რომ ახალი წესის თანახმად, ერთი და იგივე სპეციალისტს უფლება არ აქვს, ზედიზედ ორი წელი უხელმძღვანელოს კონფერენციის ნაკრებს. ეს პატივი სპოელსტრას 2013 წელს, ჰიუსტონში ერგო.

დასავლეთში ამ საკითხის გარკვევამდე ჯერ შორია. თეორიულად, კონფერენციის გაწვრთნის პატივი შეიძლება ერგოს რვა სპეციალისტს, მაგრამ ყველაზე რეალური შანსები აქვთ ტერი სტოტს ("პორტლენდი"), სკოტ ბრუქსსა ("ოკლაჰომა") და დოკ რივერსს ("კლიპერსი"). ამ მომენტისთვის, დასავლეთში პირველია გრეგ პოპოვიჩის "სან ანტონიო", მაგრამ ეს სპეციალისტი იმავე მიზეზით უნდა ამოვშალოთ სიიდან, რომლითაც სპოელსტრა.

"კლიპერსს" გრიფინი აღარ უნდა?

რთული თავსატეხი ელის უახლოეს დღეებში "ლოს ანჯელეს კლიპერსის" მფლობელს დონალდ სტერლინგს. თუ ჭორებს დავუჯერებთ, მისი კაბინეტის ხშირი სტუმარია გუნდის მთავარი მწვრთნელი დოკ რივერსი. ის ითხოვს არა ხელფასის მომატებას, არამედ შემადგენლობაში ცვლილებებს. კერძოდ, კალიფორნიული კლუბი უახლოეს დღეებში აპირებს კონტრაქტის გაფორმებას ჰედო თურქოგლუსთან, რომელიც "ორლანდოდან" გაშვების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.

მაგრამ ეს არ არის მთავარი. სულ უფრო და უფრო აქტიურად ვრცელდება ჭორები იმის შესახებ, რომ რივერსს სურს ბლეიკ გრიფინის მოშორება. "ბოსტონის" ყოფილ დამრიგებელს შემადგენლობაში ისეთი მეოთხე "ნომერი" ურჩევნია, რომელიც მეტოქის დაცვას დისტანციიდან შეუქმნის პრობლემებს და საშუალო ტყორცნებს შეასრულებს. ცნობილია, რომ გრიფინს მხოლოდ ფართან ახლოს ეხერხება თამაში.

P. S. გვიან ღამით გახდა ცნობილი, რომ "კლიპერსმა" მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი თურქოგლუსთან.

დანკანის გარეშე უკეთესია

უცნაური ამბავი სჭირს წელს "სან ანტონიოს". გრეგ პოპოვიჩის შეგირდები უკეთ მოქმედებენ დაცვაში მაშინ, როცა ტიმ დანკანი სათადარიგოთა სკამზე იმყოფება. ეს არა მხოლოდ ვიზუალურად (გავიხსენოთ "მინესოტასთან" ამასწინანდელი შეხვედრა, როცა ვეტერან ფორვარდს ბევრი პრობლემა შეუქმნა მეტოქის ცენტრმა ნიკოლა პეკოვიჩმა), არამედ სტატისტიკურადაც ჩანს: ტიმთან ერთად, "სპურსი" საშუალოდ მეტოქის 100 შეტევაში ექვსით მეტ ქულას უშვებს, ვიდრე ტიმის გარეშე.

ამ ტენდენციის დადასტურება გახდა შეხვედრა "ნიუ ორლეანთან", რომელიც ტექსასის გუნდმა ბოლო წამებზე მოიგო. სირენამდე 6 წუთით ადრე დანკანმა მეექვსე პერსონალური მიიღო და სათადარიგოთა სკამისკენ გაემართა. დარჩენილ დროში "სან ანტონიომ" თითქმის იდეალურად ითამაშა დაცვაში და მეტოქეს მხოლოდ შვიდი ქულის დაგროვების საშუალება მისცა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა

[VIDEO] "ინდიანა პეისერსმა" "ნიუ იორკ ნიქსი" დაამარცხა და სუპერფინალში ითამაშებს

[VIDEO] პირველად 13 წლის შემდეგ - "ოკლაჰომა" კონფერენციის სუპერფინალში ითამაშებს

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება

NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები

"მაიამი" ერიკ სპოელსტრას ახალ კონტრაქტს უმზადებს

ტიმ დანკანი MMA-ის მებრძოლი ხდება?

ასეთი მეორე აღარ იქნება: ტიმ დანკანის წასვლის გამოხმაურება

NBA. 18 დეკემბერს დანკანს დააფასებენ

გოგა ბითაძემ იაო მინისა და ტიმ დანკანის მიღწევა გაიმეორა!

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "უორიორზის" სერია, "ვაშინგტონის" ტიტული