მალე მათი რიცხვი "არსენალში" შესაძლოა, 5 გახდეს
ლონდონის "არსენალი" ინგლისის ჩემპიონობას ოთხი გერმანელი ფეხბურთელით უმიზნებს და თუ სპეკულაციები გამართლდა, მალე "მეთოფეებში" მეხუთე გერმანელსაც ვიხილავთ. არაგერმანულ კლუბში ამდენ გერმანელს დიდი ხანია არ უთამაშია. შესაბამისად, ლოგიკურია კითხვა: რატომ შეუყვარდა "არსენალს" გერმანელები?

როგორც უკვე ვთქვით, 64 წლის არსენ ვენგერის განკარგულებაში ოთხი გერმანელი ფეხბურთელია: პერ მერტეზაკერი (29 წლის, ლონდონში 2011 წლის აგვისტოში გადაბარგდა), მესუთ იოზილი (25 წლის, 2013 წლიდან), ლუკას პოდოლსკი (28 წლის, 2012 წლიდან) და სუპერტალანტი სერგ გნარბი (18 წლის, 2011 წლიდან).

ინგლისური გაზეთის, "მირორის" ექსპერტი ლონდონის "არსენალის" საკითხებში, ჯონ ქროსი წერს: "ბევრი ინგლისელი ფეხბურთელისგან განსხვავებით, გერმანელი ფეხბურთელები მაქსიმალურად დისციპლინირებულები არიან, გუნდში კი შრომისმოყვარეობა გადამდებია, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანელი მოთამაშეები სხვებზეც დადებითად მოქმედებენ. გარდა ამისა, დღეს გერმანელი ფეხბურთელები ტაქტიკურად და ტექნიკურად სრულყოფილად არიან განსწავლულები და ფიზიკურადაც მოუმატეს."

აღსანიშნავია, რომ ვენგერი, რომელიც "არსენალს" 1996 წლიდან წვრთნის, ყოველთვის გამოირჩეოდა რომელიმე კონკრეტული ბაზრის მიმართ სპეციალური სიმპათიით. ადრე მას ფრანგი ფეხბურთელები უყვარდა, მერე აფრიკული წარმოშობის ფრანგები, ახლა კი გერმანელები შეუყვარდა.

"დიდ როლს თამაშობს ისიც, რომ გერმანიაში ფეხბურთელებს ასტრონომიული ფასები არ ადევთ. მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ გერმანელი მოთამაშეები არც ასტრონომიულ ხელფასებს ითხოვენ, საქმეს კი ხუთიანზე აკეთებენ," - წერს ქროსი და იქვე დასძენს, რომ "არსენალის" ფანებს შორის დღესდღეობით განსაკუთრებული პოპულარობით აყლაყუდა (1.98 მეტრი) ცენტრალური მცველი, პერ მერტეზაკერი სარგებლობს. ლონდონელი ფანები პერს Big Fucking German-ს ეძახიან. "არსენალში" მას კაპიტნის სამკლავურიც არაერთხელ ეკეთა და ფანების მიერ შერჩეულ, პრემიერლიგის 2013 წლის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

რას ფიქრობს თავად მერტეზაკერი? "არსენ ვენგერმა ყველაზე ადრე შეამჩნია, რომ გერმანელ ფეხბურთელებს ინგლისურ საფეხბურთო ატმოსფეროსთან და პრემიერლიგასთან შეგუება უკვე ძალიან გვიადვილდება. ვენგერი გრძნობს, რომ შეუძლია, გერმანელებს ენდოს. ლონდონში გერმანელ ფეხბურთელებს უკვე უდიდეს პატივს გვცემენ. ვისურვებდი, რომ ჩვენ აქ უფრო მეტნი ვიყოთ," - აცხადებს პერი "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

რამდენიმე დღის წინათაც ვწერდით, რომ გავრცელებული სპეკულაციების თანახმად, ვენგერს "შალკეს" ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველის, იულიან დრაქსლერის გადაბირებაც უნდა. "მირორის" ექსპერტი კი ირწმუნება, რომ დრაქსლერის გარდა, ვენგერის სასურველ ფეხბურთელთა სიაში კიდევ ერთი გერმანელის, კერძოდ, "ფრაიბურგის" ახალგაზრდა მცველის, მათიას გინტერის გვარიც ფიგურირებს.

"შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ "არსენალის" სკაუტები მხოლოდ გერმანულ გრანდებს არ აკვირდებიან. მათი დაინტერესების არეალი შედარებით სუსტ გერმანულ კლუბებზეც ვრცელდება," - წერს ქროსი.

ასე რომ, შესაძლოა, "არსენალში" სულ მალე მეხუთე გერმანელი ვიხილოთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"კრიტიკას ვერ მივიღებ" - სლოტმა "კრისტალ პალასთან" მარცხის შემდეგ მედიასთან ისაუბრა
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
[VIDEO] 6:0. ზურიკომ გაიტანა და თან როგორი გაიტანა!
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
უბედური შემთხვევა - "ინტერის" მეკარემ ავტომობილით 81 წლის მამაკაცი გაიტანა
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
იოახიმ ლიოვის ოთხი დებიუტანტი
ასოციაციის თასის ფინალი: ლონდონის "არსენალმა" ინგლისის ახალი რეკორდი დაამყარა
პსჟ იულიან დრაქსლერს თავიდან იშორებს
ტრანსფერ ONLINE: 19 იანვრის ტრანსფერები და ჭორები
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
დრაქსლერი ინგლისში? გერმანელით ერთ-ერთი გრანდი დაინტერესდა
"ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ" - დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
პეტი: კლოპი თუ ვენგერი? - პასუხი მარტივია
იოზილი "ფენერბაჰჩემ" გაუშვა - მესუთი კვლავ თურქულ გუნდში ითამაშებს
ლუკას პოდოლსკი თურქეთში დაბრუნდა
იოზილმა "ფენერბახჩეში" არასტანდარტული ნომერი აიღო
ლუკას პოდოლსკიმ კიოლნში საშაურმე გახსნა
"ᓓᓝᓠᓢᓛᓣᓜᓓᓨᓘ" ᓛᓔᓮᓣᓗᓔ ᓛᓡᓝᓤᓚᓘᓝᓡ ᓩᓔᓛᓞᓘᓝᓜᓘᓪ ᓒᓐᓛᓝᓩᓜᓓᓔᓑᓐ
ᓘᓣᓠᓒᓔᓜ ᓙᓚᓝᓞᓘ: ᓘᓛᓝᓑᓘᓚᓔ ᓜᓐᓛᓓᓕᓘᓚᓘ ᓛᓔᓝᓛᓐᓠᓘᓐ!
ასოციაციის თასის ფინალი: რეკორდსმენი "არსენალი" [VIDEO]
დრაქსლერმა კატარულ გუნდში გადასვლა გადაწყვიტა
100-იანთა კლუბში - სიმეონე ფერგიუსონისა და ვენგერის გზაზე
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
დაიწყო - ლონდონის "არსენალში" სეზონის პირველი ტრავმაა
პოდოლსკი მისსავე ორგანიზებული საქველმოქმედო მატჩიდან გააძევეს [VIDEO]
"მოიგებს თუ არა წელს "არსენალი" ტიტულს?" - არსენ ვენგერმა შეკითხვას უპასუხა
ვენგერის აზრით, გერმანელთა წარუმატებლობის მიზეზი პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობაა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
გერმანია-ინგლისი 1:0 - "ათიანის" გამოთხოვება და ბენეფისი [VIDEO]
დრაქსლერს "ბარსელონას" უკავშირებენ
"იუვენტუსი", პსჟ და "რეალი" უარით გავისტუმრე - ვენგერმა "არსენალში" გატარებულ პერიოდზე ისაუბრა
მაშველი რგოლი - ბრემენში პერ მერტეზაკერის დაბრუნებაზე ფიქრობენ
იოზილის საოცარი ტრანსფორმაცია - ვეტერანი ფეხბურთელი მაგარ ფიზიკურ ფორმაშია [VIDEO]
იულიან დრაქსლერს იტალიურ კლუბში უნდა გადასვლა
ვარსკვლავები, რომლებსაც ზაფხულში კონტრაქტები უმთავრდებათ
ედენ აზარი "ფენერბახჩეში" იოზილთან ერთად ითამაშებს?
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
იოზილი პოლიტიკაში წავიდა და ერდოღანის პარტიის წევრი გახდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ლუკას პოდოლსკი: მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ძლიერი დარტყმით დამაჯილდოვა
ᓛᓐᓗᓘᓐᓡ ᓒᓘᓜᓢᓔᓠᓘ: ᓑᓐᓕᓨᓕᓝᓑᓘᓡ ᓝᓪᓜᓔᓑᓐ ᓐᓛᓘᓮᓓᓐ!
"ის საუკეთესოა... ჰკითხეთ ამის შესახებ ოსიმენს, ან ჰოლანს" - მესუთ იოზილი
ლუკას პოდოლსკი გერმანიაში შაურმების ქსელს აფართოვებს