მერტეზაკერი ვერდერში 2006-დან 2011 წლამდე თამაშობდა
"ვერდერი" მძიმე მდგომარეობაშია და ყველა შესაძლო ხერხით გამოსავალს ეძებს. "მუსიკოსების" ხელმძღვანელობამ თვენახევრის წინ შეცვალა მთავარი მწვრთნელი (ვიქტორ სკრიპნიკი) და საჭე ალექსანდერ ნურის გადააბარა.

ამგვარ ცვლილებას ხშირად მოაქვს ხოლმე პოზიტიური ეფექტი, მაგრამ მცირე გამონათების შემდეგ "ვერდერის" საქმეები კვლავ უკან-უკან წავიდა. აგერ, ბოლო უქმეებზეც ბრემენელები შინ 1:3 დამარცხდნენ "ფრაიბურგთან", 9 ტურის შემდეგ მხოლოდ 7 ქულა აქვთ და მე-15 ადგილზე არიან.

კლუბის მესვეურები ფიქრობენ, რომ გადარჩენა გამოცდილი ფეხბურთელების მობილიზებით შეიძლება. როგორც ამბობენ, ბრემენში პერ მერტეზაკერის (104 მატჩი და 4 გოლი გერმანიის ნაკრებში) დაბრუნება გადაწყვიტეს. 32 წლის მცველი ახლა "არსენალშია", თუმცა კარგა ხანია მუხლის ტრავმა აწუხებს და ამ სეზონში ჯერ არ უთამაშია.

ისე ჩანს, არსენ ვენგერი აღარ აკეთებს მასზე გათვლას, რადგან ამ პოზიციაზე ზაფხულში "ვალენსიიდან" შკოდრან მუსტაფი გადაიბირა. მერტეზაკერთან მოლაპარაკებებს კი, თურმე, "ვერდერის" კაპიტანი კლემენს ფრიტცი აწარმოებს:

"მე და პერმა უკვე ვილაპარაკეთ ამ თემაზე, - უთხრა ფრიტცმა "ბილდს". - მისი დაბრუნება იქნება დიდი და აუცილებელი ნამატი "ვერდერისთვის", როგორც წმინდა საფეხბურთო კუთხით, ისე პიროვნული ფაქტორის გათვალისწინებით".

მოკლედ, ჯერ მხოლოდ ულაპარაკიათ. "ვერდერმა" სურვილი გამოთქვა, ახლა ყველაფერი მერტეზაკერზეა დამოკიდებული. ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ "ვეზერშტადიონზე" ის 2011 წლამდე თამაშობდა. შემდეგ წავიდა "არსენალში", სადაც 200-ზე მეტი მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირის ჩათვლით და ორჯერ მოიგო ასოციაციის თასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
დაიწყო - ლონდონის "არსენალში" სეზონის პირველი ტრავმაა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ვარსკვლავები, რომლებსაც ზაფხულში კონტრაქტები უმთავრდებათ
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ასოციაციის თასის ფინალი: რეკორდსმენი "არსენალი" [VIDEO]
ასოციაციის თასის ფინალი: ლონდონის "არსენალმა" ინგლისის ახალი რეკორდი დაამყარა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ტრანსფერ ONLINE: 19 იანვრის ტრანსფერები და ჭორები
დრიბლინგი: იყო და "პარმა" იყო რა...
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები